ქარიც ამბობს ხანდახან სათქმელს, როგორ ეწვით ადამიანებს გულები, სიმწრისგან უფრო მეტად,ვიდრე სიცხისგან... მოშინაურებულ რობოტებს ვგავართ, ცალი ხელით რომ ბლინებს ვაკეთებთ, მეორეთი კი მაჩეტეთი მომავლის სუროებს ვმუსრავთ. იქნება სიხარულიც,ზედმეტად კარგი დარტყმებით გამოწვეული, იქნება ქვიშაც მცოცავი და ღმერთმა ნუ ქნას ხელი ვერ ვნახოთ გამოწვდილი სუროებს მიღმა. იმედი გვიზის სადღაც შვიდასი კარიბჭის მიღმა, დრონი აგრძელებენ მეფობას და კაცნი-ტირილს, რა გადააჩვევთ... რამე ძლიერი ემოცია უფრო ალბათ, სულ რომ დაშრიტოს გუგები და ისევ იგივე... რობოტები! ცალ ხელში ბლინით,მეორეში კი მწვანე მაჩეტე. ვიკვლევთ მომავალს,წარსულის შიშით... ალილუია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|