 | ავტორი: ცარიელი ჟანრი: პოეზია 22 იანვარი, 2019 |
...ახლა მხოლოდ სიცივეა შესაყვარებელი, ახლა მხოლოდ სიბნელეა შესაყვარებელი, ახლა მხოლოდ სიკვდილია შესაყვარებელი. ის კი ისეთია, ღრმა და დიდებული, ალბათ არ ეყოფა ნარჩენი ზამთარი, ერთი გაზაფხული, ერთი ხვატი, ერთი შემოდგომა. ჰოდა, ჩემო ცარიელო გულო, დროა, რომ იჩქარო, რაც ღირს ამად ის რომ შეიყვარო, აღარ გაწბილდები, თავს არ გაგრძნობინებს ფოსტის ყუთის ძელზე თოკგამობმულ ლეკვად, არც თვალების დათხრას განატრებს და არც აორთქლებას... არას დაგპირდება, მაგრამ დაგახვედრებს, რასაც ელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სიკვდილი ძალიან მშვენიერი რამ უნდა იყოს - იწვე ყავისფერ, რბილ მიწაში, როცა შენს თავთან მინდორი ირხევა და უსმენდე სიჩუმეს. არ გქონდეს არც გუშინ და არც ხვალ, დაივიწყო დრო, აპატიო სიცოცხლეს, სიმშვიდე მოიპოვო...
ოსკარ უაილდი. სიკვდილი ძალიან მშვენიერი რამ უნდა იყოს - იწვე ყავისფერ, რბილ მიწაში, როცა შენს თავთან მინდორი ირხევა და უსმენდე სიჩუმეს. არ გქონდეს არც გუშინ და არც ხვალ, დაივიწყო დრო, აპატიო სიცოცხლეს, სიმშვიდე მოიპოვო...
ოსკარ უაილდი.
1. ოხ, ცარიელო, ცარიელო რა დღეში ხარ? გამოისწორე სასწრაფოდ ხასიათი :) ოხ, ცარიელო, ცარიელო რა დღეში ხარ? გამოისწორე სასწრაფოდ ხასიათი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|