ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2019


შენით ვარ წელგამართული

ისევ ვიხსენებ განვლილ წლებს,
თუმც ზოგჯერ ჩუმად ვსტირი მე,
ტკივილიც ვერ დამავიწყებს
შენს პირველ ცეკვას, ჭირიმე.

,,ბრავოს“ ძახილი ისმოდა,
ისე იცეკვე ქართული;
თუმც წინ გვაქვს მარადისობა,
შენით ვარ წელგამართული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები