ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოგუსი1
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2009


ზღვაო

ჩამოწვა ღამე გული ისევ ისე ფეთქავს,
ლამაზი მთვარე ნაცნობ სივრცეს აფერმკრთალებს,
მძინარე ტალღებს ისევ ისე მოაქვთ სევდა,
ვუცქერი ზღვას და მის ჩუმ სუნთქვას ვაყურადებ.
მე ახლა მხიბლავს სიჩუმე და გრილი ქვიშა,
მე ახლა მინდა ავიხდინო ოცნებები,
შენ შეგიძლია ზღვაო და გთხოვ უარი არ მითხრა,
ერთხელ გადაყლაპე დედამიწა.
მოცურავს ოცნება მძინარე ზღვაზე,
ოქროს სხივს ირეკლავს კრიალა ცაზე,
ჩუმია ეს ღამე და ძლიერ მიყვარს,
იგი მასწავლის ჯადოსნურ სიტყვას.
ცეცხლი და წყალი, გრიგალი ცაზე,
ელვა და ღელვა, სულების რბევა,
თუ დაეკარგა სიკეთე ყველას,
ეს დედამიწა ზღვაო ჩაყლაპე!
ჩამოწვა ღამე გული ისევ ისე ფეთქავს,
ლამაზი მთვარე ნაცნობ სივრცეს აფერმკრთალებს,
მძინარე ტალღებს ისევ ისე მოაქვთ სევდა,
ვუცქერი ზღვას და მის ჩუმ სუნთქვას ვაყურადებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები