ემილი დიკინსონი - ზაფხულის ტყეზე ნურას მიყვები (1634)
ზაფხულის ტყეზე ნურას მიყვები, ჩემი გონების ფოთოლნარები ტალავერია ჩიტუნიების - უსხეულო და ხელუკარები.
შუადღით იქით გეზი აქვთ ქარებს, მიაკითხავენ ეთერულ შუკებს, ცად მიგვიხმობენ უმცირეს მგზავრებს, როს ჩაბერავენ ჯადოსნურ ბუკებს. 19 თებერვალი, 2019 წ.
Emily Dickinson - Talk not to me of Summer Trees (1634)
Talk not to me of Summer Trees The foliage of the mind A Tabernacle is for Birds Of no corporeal kind
And winds do go that way at noon To their Ethereal Homes Whose Bugles call the least of us To undepicted Realms
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|