ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იუპიტერი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2019


ფიროსმანის წვალება

მე ის წვალება და
ცხოვრება სახლის სარდაფში,
მახრჩობს ,მკლავსა და მათრობს .
ხატავდა მუზებს თავში მონასვლელს ,
ეს ხომ ნიკოა ხალხო!
მე ის წვალება და
ცხოვრება კიბის სარდაფში,
ცხოვრება სულ მარტოდ მარტო.
ჩუმად და ჩუმად,
სულ მარტოდ მარტო.
ტიროდა და თან იწვოდა
ცეცხლში.
ხან დუქანში კი ხეტიალობდა
ხან კი ხატავდა ამ მეეზოვეს,
ხან მარგარიტას ,
ხან ბუშტით გოგოს
ტუჩგამობერილს.
იმ ძველ თბილისში
იწვალა მარტომ.
იტირა მარტომ ,
კი ხატა მარტომ.
კი მოკვდა მარტოც.
და თან დაკრძალეს,
სულ მარტოდ მარტო.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები