 | ავტორი: იუპიტერი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 3 მარტი, 2019 |
ორი სიტყვა ნეფერტარის "ბედუინის" შესახებ
პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ეს ნაწარმოები ნაწილ-ნაწილ ქვეყნდებოდა ლიტერატურულ ინტერნეტ პორტალზე URAKPARAKI.COM - ზე სადაც კრიტიკაც და მოწონებაც დაიმსახურა. იგი ეკუთვნის ,ქართველ ავტორს ლიტერატულური ფსევდონიმით ნეფერტარი .წიგნი არის ქართველი ქალის ნინას შესახებ რომელიც კაიროში ჩადის და ბიძის დაუკითხავად მიემგზავრება საფარი ტურზე. ეს ტური ორგანიზებული ყოფილა ადამიანის გამტაცებლებისგან , დელტაპლანით ჰაერში გამოკიდებულ ნინას საფარი ტურის ხელმძღვანელი და ამავდროულად გიდი ესვრის ტყვიას ნინა არ კვდება იგი ძირს ვარდება და უდაბნოში უწყლოდ რჩება შემდეგ იგი პოულობს დაჭრილ ბედუინს და უკანასკნელ ყლუპ წყალს უწილადებს ეს ბედუინი კი ალ ქაბირია . . . ეს ნაწარმოები არის ზედგამოჭრილი იმ მოზარდებისთვის რომლებიც ახლა იწყებენ თანამედროვე და სერიოზული ლიტერატურის გაცნობას. წიგნში არის სხვადასხვა სქესის ადამიანების სხვა რელიგიისა და ეროვნების ერთმანეთისადმი პატივისცემა.წიგნი მკითხველებს გადასცემს ძალიან ბევრ სწორ და გამოუვალ მდგომარეობაში გამოსაყენებელ ცოდნას. წიგნი არის ლიტერატულურად ლამაზი. წიგნის დაწერის იდეა ჩაისახა ეგვიპტეში მოსეს მთაზე სადაც ნეფერტარი მარტო დარჩა და მარტოვე შეხვდა მზის ამოსვლას სწორედ ეს ისტორია გახდა წიგნის დაწერის იდეა. წიგნში თითოეული დეტალი კარგადაა აღწერილი რაც მკითხველს იქაურობის კარგად აღქმაში ეხმარება.ასევე წიგნში მოყვანილი ყველა ფაქტი,მოვლენა თუ ადგილი სიმართლეა და სინამდვილეში არსებობს გარდა ჯაბალ შაითნისა, მიუხედავად იმისა რომ იმ ადგილებში მართლა ბინადრობდნენ კარაკალები მართალია ,მაგრამ როგორც ნეფერტარი ამბობს კარაკალების ერთად თავის მოსაყრელად რაიმე კონკრეტული ადგილი სჭირდებოდა სწორედ ამიტომ „გამოიგონა“ შაითნის დერეფანი (ჯაბალ შაითანი). ჩემი აზრით შაითნის დერეფანი სწორ დროსა და ადგილას იქნა გამოყენებული რის გამოც ავტორს პლიუსი. მადლობა ავტორს რომ ის რაც არ არასებობს არსებულივით აგვიღწერა და წარმოგვისახა.ასევე ეს წიგნი რაც მთავარია მნიშვნელოვან და საჭირო სიტუაციაში გამოსაყენებელ ცოდნას აძლევს მკითხველს. წიგნი გვასწავლის, რომ ცოდნა ძალაა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. წიგნი მოგვითხრობს გაუმხელელ სიყვარულზე, გადარჩენისთვის ბრძოლაზე და იმ უემოციო საჰარაზე სადაც ყველაზე დიდი ემოცია ბუდობს.ნაწარმოები ჩემი აზრით მოზარდ მკითხველებს თანამედროვე და სერიოზული ლიტერატურის კარის გაღებაში ეხმარება და დაეხმარება.ასევე კარგია რომ წიგნის თავები მრავალფეროვანია და მისი კითხვა არ ღლის მკითხველს,თან ნეფერტარმა მოახერხა ის რომ ამ მრავალფეროვან თავებში არ წყდებოდა მთავარი აზრი და თითოეული თავი ისევ და ისევ გვასწავლიდა რომ ცოდნა ძალაა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.წიგნში გამოიხატება ცხოველებისადმი გულთბილი დამოკიდებულება გარდა აფთრებისა და კარაკალებისა. ტექსტში ჩართულია ჩვენი ქვეყნის მითიური ამირანი. ასევე აღწერილია ჩვენი ქვეყნის ლამაზი ბუნება და კავკასიონის ულამაზესი ქედი.წიგნში ნახსენებია ჩვენი ქვეყნის დიდებული მეფე ვახტანგ გორგასალი (ვარან ხუასრო ტანგი) მის შესახებ და საქართველოს შესახებ ნაწარმოების პერსონაჟი ნილნა სიამაყით ყვება რაც კიდევ ერთხელ გვეუბნება იმას რომ სადაც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის და რელიგიის რწმენა დახმარებას გაგვიწევს რა სასოწარკვეთილებაშიც არ უნდა ვიყოთ.ზუსტი აღწერილობითა და ფაქტებით გვიყვება ავტორი ბედუინებისა,ეგვიპტელების,არაბების და ტუარეგების შესახებ. წიგნი ძალზედ ემოციურია და ზუსტად აღწერს თუ რა გრძნობას განიცდიდნენ წიგნის პერსონაჟები ამა თუ იმ დროს.წიგნში გადმოცემულია რეცეპტი თუ როგორ უნდა ვცეთ პატივი სხვა სქესის , სხვა ეროვნების თუ სხვა რელიგიის ადამიანს. ასევე წიგნი გვიყვება ფარულ გაუმხელელ სიყვარულზე რომლის გადმოცემა ჩემი აზრით ძალიან ძნელია . როგორც უმეტესად შევხედრივართ ფარული სიყვარულის აღწერისას ან ძალიან გაირიყებიან ხოლმე ფარულად შეყვარებული წყვილი ან ძალიან ღია ხდება მათი ურთიერთობა. ჩვენდა საბედნიეროდ ავტორმა შეძლო და ოქროს შუალედი დაიკავა და ჩვენამდე ზუსტად იმ განცდებით მოიტანა გაუმხელელი სიყვარულს რომ ახლავს თან. ეს სათავგადასავლო რომანი გულიდან წამოსული სიტყვებია.მთავარი გმირი ალ ქაბირია მას დიდი რწმენა აქვს ალაჰისა, მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად ის ძალიან დიდ პატივს ცემს ქართველ ქრისტიან ქალს ნინას, მეტიც ის მას სანთლებს აძლევს რათა თავის წმინდანებსა და ღმერთს დახმარება შესთხოვოს , რაც მოზარდს ასწავლის თუ როგორ უნდა სცეს პატივი სხვა რელიგიისა და ეროვნების წარმომადგენელს.დღესდღეობით ქართველებს ტოლერანტობა გვაკლია სწორედ ეს წიგნია ერთ-ერთი რომელიც ნორმალურ მოზარდს ჩამოაყალიბებს ტოლერენტ ადამიანად.ამ წიგნის ფინალი დამაფიქრებელი და საინტერესოა.ეს ნაწარმოები ერთი სუნთქვით წასაკითხია რასაც ავტორის მხრიდან ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება.ნეფერტარმა შეძლო რომ მშრალი და და ერთი შეხედვით უემოციო და უწყლო უდაბნო დიდი გრძნობის საცხოვრებელ ბუდედ წარმოგვიდგინა.ვიმეორებ ავტორის სიტყვებს რომელიც სრული ჭეშმარიტებაა „ცოდნა ძალაა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი." მადლობას ვუხდი ქართველ ღირსეულ ავტორს ნეფერტარს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ბრავო! პატარა კრიტიკოსს. ბრავო! პატარა კრიტიკოსს.
2. 11 წლის კრიტიკოსს დიდი მადლობა. შენახული მაქვს შენი წერილი ფეისბუქზე. დიდი მადლობა გადაეცი შენს მშობლებს ასეთი კარგი შვილი რომ ჰყავხარ.
მგონი უკვე ვიცი როდის ეშველება ამ ქვეყანას. :)
5 ქულა.
11 წლის კრიტიკოსს დიდი მადლობა. შენახული მაქვს შენი წერილი ფეისბუქზე. დიდი მადლობა გადაეცი შენს მშობლებს ასეთი კარგი შვილი რომ ჰყავხარ.
მგონი უკვე ვიცი როდის ეშველება ამ ქვეყანას. :)
5 ქულა.
1. ჩემი 2 ქულა ამ პუბლიცისტიკას. სასიამოვნოა მოზარდის მიერ ამ ტექსტის განხილვის წაკითხვა ჩემი 2 ქულა ამ პუბლიცისტიკას. სასიამოვნოა მოზარდის მიერ ამ ტექსტის განხილვის წაკითხვა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|