ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2019


დედის დღესთან

გაზაფხულის ჭრელა-ჭრულა
ამინდები მაკვირვებსო,
და ვულოცავ ჩემს ნენულას
სამ მარტობის დედის დღესო

და მივუტან სიხარულით
ია-ვარდს და ყვავილებსო,
მივულოცავ ჩემს დედიკოს
სიყვარულით დედის დღესო.

და იცოდე მე ვერ გეტყვი,
ვერ დაგატკბობ ამის მეტსო,
ჯანმრთელობით ყოველ სამ მარტს
მომელოცოს დედის დღეო.

ჩემო ოქროსთმებკულულავ,
ჩემო თვალის სინათლეო,
ქრისტეს ჯვარი გიცავდეს და
გფარველობდეს ყოველდღეო.

განა სამი მარტი შველის?
განა მისით ვისწავლეო?
შენ ყოველთვის მახსოვხარ და
იმედს მაძლევ ჩემო მზეო.

ყველას მისი ურჩევნია,
ესპანელს თუ გერმანელსო
მე კი ასე აჭარულად
მოგილოცავ დედის დღესო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს