ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2019


ქვეცნობიერი

ყველა ტკივილსა და ბოროტს მიღმა,
წყენა ზის მძიმე, ქუშტი და ძველი,
გონება რისხვის სიბრმავით ნიღბავს,
და არც სურს იყოს რამე საშველი,

ტკივილი აღწევს ნერვსა და წერტილს,
სადაც კონტროლი ქრება ვით ნისლი,
და ყოველ ჯერზე მას შხამი ერთვის,
როდესაც ბოღმას ქვასავით ისვრის,

ჩაკეტილია თითქოს ხომ მჭიდროდ,
უსრულებელი სცენარი "მსხვერპლის"
როცა არ ელი სწორედ რომ იმ დროს,
გადაეცლება ვულკანებს ფერფლი,

მთლიანად გვმართავს ქვეცნობიერი,
და ვერც კი ვსუნთქავთ ჩვენ მის გარეშე,
სანამ არ შევცვლით ჩვენს წარმოსახვებს,
არ აღვკვეთთ ჩვენი გონის თარეშებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები