(მისტერია ფშაველთა სალოცავიდან)
მოვდივარ ბარიდან დაგეშილ ძაღლივით, გამიხსენ, არაგვო, ხეობის კალთანი, რომ ჭვირვალ ჰაერით დაივსოს ძარღვები და მზერას მტაცებდნენ მძივები ქალთანი...
მოვლალავ კურატებს კოპალის ტრაპეზთან, მეც უნდა შევწირო ჩემს დიდ ღმერთს საკლავი, სად ლახტი ღვთიური ოდესღაც დაკვესდა და ჯიქურ ჩალეწა დევების სამკლავე.
ვილოცებ ჩემს უფალს, წმინდას და ზეციურს, ვინათლებ მეც სისხლის ჯვარული ბორჯღალით, რომ ეშმა დღეიდან გზად ვერ დამეწიოს, მოსილი გველებით, შხამით, კიბორჩხალით.
ო, დასაბამური შენ ხარ დედახატი უძველეს ქართველთა უმტკიცეს რწმენათა, ბრძოლები ამდენი მით გადაიხადე, რომ ჩვენთვის დღეს ასე მძლედ გამოგენათა.
მოვბრუნდი, უფალო, მე შენსკენ ერთგულად, ელავენ სანთელთა ცისფერი ალები, ლოცვები სივრცეთა ხიდებად შედგმულან და ვამბობ "დიდება"-ს ოქროს ფიალებით.
უნდა მე დღეიდან შენი გზით ვიარო, სხვა გზათა, სხვა ღმერთთა სხვას სწამდეს სუფევა, ძლიერო, მშობლურო, ურყვნელო, სვიანო, მომეცი ამ ფიქრთა ახდენის უფლება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. ძლიერო, მშობლურო, ურყვნელო, სვიანო, მომეცი ამ ფიქრთა ახდენის უფლება...
ამინ! ძლიერო, მშობლურო, ურყვნელო, სვიანო, მომეცი ამ ფიქრთა ახდენის უფლება...
ამინ!
40. ვინათლებ მეც სისხლის ჯვარული ბორჯღალით,
ციური ბორჯღალო ხართ! ვინათლებ მეც სისხლის ჯვარული ბორჯღალით,
ციური ბორჯღალო ხართ!
38. ღმერთმა გამარჯვება,სიმხნევე,ჯანმრთელობა მოგცეთ ილტოსპირელო. კარგი ხარ, კარგი ბალღო :) ღმერთმა გამარჯვება,სიმხნევე,ჯანმრთელობა მოგცეთ ილტოსპირელო. კარგი ხარ, კარგი ბალღო :)
37. დიდებულია...5 ასეთი ლექსიკა თუ კოდში არა გაქვს,გენეტიკურად არ მოგდგამს, ასე ვერც დაინახავ და ვერც აამეტყველებ დიდებულია...5 ასეთი ლექსიკა თუ კოდში არა გაქვს,გენეტიკურად არ მოგდგამს, ასე ვერც დაინახავ და ვერც აამეტყველებ
36. გეთანხმები, ძმობილო... ვიცი, ყოველივეს თავისი ადგილი რომ აქვს და ეს მშვენიერია!.... ,,ღირსი არ არის დედაკაცი-თქო,’’ მეც სწორედ ამ გაგებითა ვთქვი... რომ არა აქვს უფლება-თქო... ნეტავი, ყველგან ისეთი წესრიგი მოგვცა ამ ცოდვილ მიწაზე და ამ ცოდვილ დროში, როგორიცა ჩვენს წინაპრებს მთაში ჰქონდათ თავის დროზედა...მაგრამ სად არის?...უკუღმართად გაგებულმა ემნსიპაციამ ლამისაა და გადააჯიშოს ადამიანი...დააკარგვინოს მშვენიერი ხატი უფლისა... თავისი თავი.... ფშაველებს კი ჩემი სიყვარული და მოწიწება, სხვა რომ არა ვთქვა, მარტო ვაჟა-ფშაველას გამო უნდა ვუნთებდეთ ქართველები ყოველ დღე სანთლებს! :) გეთანხმები, ძმობილო... ვიცი, ყოველივეს თავისი ადგილი რომ აქვს და ეს მშვენიერია!.... ,,ღირსი არ არის დედაკაცი-თქო,’’ მეც სწორედ ამ გაგებითა ვთქვი... რომ არა აქვს უფლება-თქო... ნეტავი, ყველგან ისეთი წესრიგი მოგვცა ამ ცოდვილ მიწაზე და ამ ცოდვილ დროში, როგორიცა ჩვენს წინაპრებს მთაში ჰქონდათ თავის დროზედა...მაგრამ სად არის?...უკუღმართად გაგებულმა ემნსიპაციამ ლამისაა და გადააჯიშოს ადამიანი...დააკარგვინოს მშვენიერი ხატი უფლისა... თავისი თავი.... ფშაველებს კი ჩემი სიყვარული და მოწიწება, სხვა რომ არა ვთქვა, მარტო ვაჟა-ფშაველას გამო უნდა ვუნთებდეთ ქართველები ყოველ დღე სანთლებს! :)
35. მადლობა, მათე. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დედაკაცი, ქალი, ფშავლის რწმენით, უმაღლესი ღირებულებაა და ის დიახაც ღირსია, ყოველგვარი სიკეთის, განუსაზღვრელი სიყვარულისა და პატივისცემის, მათშორის ყველანაირი მისტერიისაც, ოღონდ იმ სამყაროში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ეს არც ისე ცუდი უნდა იყოს. მადლობა, მათე. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დედაკაცი, ქალი, ფშავლის რწმენით, უმაღლესი ღირებულებაა და ის დიახაც ღირსია, ყოველგვარი სიკეთის, განუსაზღვრელი სიყვარულისა და პატივისცემის, მათშორის ყველანაირი მისტერიისაც, ოღონდ იმ სამყაროში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ეს არც ისე ცუდი უნდა იყოს.
34. ...რა უცხოა, და უცნაური აქ ყველაფერი.... და თანაც რა მშობლიური, რა ნაცნობი და ნანინანატრი... მე ვფიქრობ, პოეტს სურს აი, ეს განცდები გააღვიძოს მკითხველში... და თავისი უბადლო, დახეწილი ლექსითა და რაც მთავარია, საოცარი შინაგანი ალღოთი ამას მშვენივრად აღწევს... და ახლა ასე მეჩვენება, მეც ნაზიარები ვარ იმ საოცარ მისტერიას... კოპალას მისტერიას... თუმც დედაკაცი, ფშაველთა რწმენით, როგორც შევიტყვე, ამისი ღირი არ ყოფილაო... გმადლობ, პოეტო! :) ...რა უცხოა, და უცნაური აქ ყველაფერი.... და თანაც რა მშობლიური, რა ნაცნობი და ნანინანატრი... მე ვფიქრობ, პოეტს სურს აი, ეს განცდები გააღვიძოს მკითხველში... და თავისი უბადლო, დახეწილი ლექსითა და რაც მთავარია, საოცარი შინაგანი ალღოთი ამას მშვენივრად აღწევს... და ახლა ასე მეჩვენება, მეც ნაზიარები ვარ იმ საოცარ მისტერიას... კოპალას მისტერიას... თუმც დედაკაცი, ფშაველთა რწმენით, როგორც შევიტყვე, ამისი ღირი არ ყოფილაო... გმადლობ, პოეტო! :)
33. უნდა მე დღეიდან შენი გზით ვიარო, სხვა გზათა, სხვა ღმერთთა სხვას სწამდეს სუფევა, უნდა მე დღეიდან შენი გზით ვიარო, სხვა გზათა, სხვა ღმერთთა სხვას სწამდეს სუფევა,
32. ქალშავას: რა თქმა უნდა, "კოპალის" (ანალოგები: კარკუჩა - კარკუჩის, ფუფალა - ფუფალის და ა. შ. )
დაისს: კი, სხვანაირად სრულდება, დრესაც კი ისევ სისხლით, საქონლის-საკლავის სისხლით ნათლავს ხევისბერი ბავშვს. შუბლზე საკლავის სისხლით ჯვარს გამოსახავენ ხოლმე და ის საკლავიც იმ ბავშვის სახელზე გაზრდილი და დაკლული უნდა იყოს. ხატში მხოლოდ ვაჟიშვილები გაყავთ და იმათ ნათლავენ, ქალიშვილები მოუნათლავები რჩებიან, ამ გაგებით. რაც შეეხება ზიარებას, ამას ხევისბერი ქადით, სანთლითა და სასმლით ახორციელებს, ეს ყველაფერი, ცხადია, თავად მლოცველს მიაქვს ხატში.. ეს დღემდე ცოცხლად შემორცენილი, ზალიან საინტერესო ტრადიციაა ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში... ახლავს მას რაღაც პირველყოფილი სიწმინდე და იდუმალება, ის უნდა თავისი თვალით ნახო, განიცადო, თორემ მისი ასე გადმოცემა მაინც სქემატურია და ღარიბი... ქალშავას: რა თქმა უნდა, "კოპალის" (ანალოგები: კარკუჩა - კარკუჩის, ფუფალა - ფუფალის და ა. შ. )
დაისს: კი, სხვანაირად სრულდება, დრესაც კი ისევ სისხლით, საქონლის-საკლავის სისხლით ნათლავს ხევისბერი ბავშვს. შუბლზე საკლავის სისხლით ჯვარს გამოსახავენ ხოლმე და ის საკლავიც იმ ბავშვის სახელზე გაზრდილი და დაკლული უნდა იყოს. ხატში მხოლოდ ვაჟიშვილები გაყავთ და იმათ ნათლავენ, ქალიშვილები მოუნათლავები რჩებიან, ამ გაგებით. რაც შეეხება ზიარებას, ამას ხევისბერი ქადით, სანთლითა და სასმლით ახორციელებს, ეს ყველაფერი, ცხადია, თავად მლოცველს მიაქვს ხატში.. ეს დღემდე ცოცხლად შემორცენილი, ზალიან საინტერესო ტრადიციაა ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში... ახლავს მას რაღაც პირველყოფილი სიწმინდე და იდუმალება, ის უნდა თავისი თვალით ნახო, განიცადო, თორემ მისი ასე გადმოცემა მაინც სქემატურია და ღარიბი...
31. კოპალის სალოცავში ნათლობის და ზიარების საიდუმლო განსხვავებულად სრულდება? ლექსი ძალიან მომეწონა, მაგრამ ამ დეტალმა დამაინტერესა კოპალის სალოცავში ნათლობის და ზიარების საიდუმლო განსხვავებულად სრულდება? ლექსი ძალიან მომეწონა, მაგრამ ამ დეტალმა დამაინტერესა
30. კარგია! კოპალის, თუ კოპალას ყმა უნდა იყოს? კარგია! კოპალის, თუ კოპალას ყმა უნდა იყოს?
28. მშვენიერია5 მშვენიერია5
27. ძალიან კარგია, 5 ძალიან კარგია, 5
26. კარგი და კარგი კარგი და კარგი
25. მოვლალავ კურატებს კოპალის ტრაპეზთან, მეც უნდა შევწირო ჩემს დიდ ღმერთს საკლავი, სად ლახტი ღვთიური ოდესღაც დაკვესდა და ჯიქურ ჩალეწა დევების სამკლავე. -ეს იყო ყველაზე ძლიერი კუპლეტი...
საერთოდ მიყვარს შენი პოეზია...ნიჭით გაჟღენთილია მოვლალავ კურატებს კოპალის ტრაპეზთან, მეც უნდა შევწირო ჩემს დიდ ღმერთს საკლავი, სად ლახტი ღვთიური ოდესღაც დაკვესდა და ჯიქურ ჩალეწა დევების სამკლავე. -ეს იყო ყველაზე ძლიერი კუპლეტი...
საერთოდ მიყვარს შენი პოეზია...ნიჭით გაჟღენთილია
23. მთის ცხელი სისხლი დუღს!!! მთის ცხელი სისხლი დუღს!!!
21. კარგი ხარ მეგობარო;) კარგი ხარ მეგობარო;)
20. სად ლახტი ღვთიური ოდესღაც დაკვესდა და ჯიქურ ჩალეწა დევების სამკლავე... მარჯვენი დაგელოცოს! :) სად ლახტი ღვთიური ოდესღაც დაკვესდა და ჯიქურ ჩალეწა დევების სამკლავე... მარჯვენი დაგელოცოს! :)
19. უნდა მე დღეიდან შენი გზით ვიარო, სხვა გზათა,სხვა ღმერთთ სხვას სწამდეს სუფევა, ძლიერო,მშობლურო,ურყვნელო,სვიანო, მომეცი ამ პიქრთა ახდენის უფლება...
ძალია,ძალიან მაგარია! ამ ზამთარს გავლით ვიყავი კოპალას სალოცავთან,ბნელდებოდა უკვე...მანქანა გავაჩერეთ და სამ_სამი ჩიქა არაყი ყველამ დავლიეთ,კოპალას სადიდებელი ვთქვით და ისე განვაგრძეთ გზა...ძალიან მაგარი იყო,უდიდესი ძალა და ემოცია აქვს ყველა ხატ_სალოცავს ჩემთვის!...:)
მაგარი ხარ ძალიან! 10 უნდა მე დღეიდან შენი გზით ვიარო, სხვა გზათა,სხვა ღმერთთ სხვას სწამდეს სუფევა, ძლიერო,მშობლურო,ურყვნელო,სვიანო, მომეცი ამ პიქრთა ახდენის უფლება...
ძალია,ძალიან მაგარია! ამ ზამთარს გავლით ვიყავი კოპალას სალოცავთან,ბნელდებოდა უკვე...მანქანა გავაჩერეთ და სამ_სამი ჩიქა არაყი ყველამ დავლიეთ,კოპალას სადიდებელი ვთქვით და ისე განვაგრძეთ გზა...ძალიან მაგარი იყო,უდიდესი ძალა და ემოცია აქვს ყველა ხატ_სალოცავს ჩემთვის!...:)
მაგარი ხარ ძალიან! 10
18. მაგარია ძალიან! 5 მაგარია ძალიან! 5
15. ძალიან კარგია! ;) ძალიან კარგია! ;)
13. ო, დასაბამური შენ ხარ დედახატი უძველეს ქართველთა უმტკიცეს რწმენათა, ბრძოლები ამდენი მით გადაიხადე, რომ ჩვენთვის დღეს ასე მძლედ გამოგენათა.
მოვბრუნდი, უფალო, მე შენსკენ ერთგულად, ელავენ სანთელთა ცისფერი ალები, ლოცვები სივრცეთა ხიდებად შედგმულან და ვამბობ "დიდება"-ს ოქროს ფიალებით.
უნდა მე დღეიდან შენი გზით ვიარო, სხვა გზათა, სხვა ღმერთთა სხვას სწამდეს სუფევა, ძლიერო, მშობლურო, ურყვნელო, სვიანო, მომეცი ამ ფიქრთა ახდენის უფლება... ... ფხიანია,ჯიგრიანია,ქართულია! თანდაყოლილი ნიჭის კიდევ ერთი გაელვებაა!
ო, დასაბამური შენ ხარ დედახატი უძველეს ქართველთა უმტკიცეს რწმენათა, ბრძოლები ამდენი მით გადაიხადე, რომ ჩვენთვის დღეს ასე მძლედ გამოგენათა.
მოვბრუნდი, უფალო, მე შენსკენ ერთგულად, ელავენ სანთელთა ცისფერი ალები, ლოცვები სივრცეთა ხიდებად შედგმულან და ვამბობ "დიდება"-ს ოქროს ფიალებით.
უნდა მე დღეიდან შენი გზით ვიარო, სხვა გზათა, სხვა ღმერთთა სხვას სწამდეს სუფევა, ძლიერო, მშობლურო, ურყვნელო, სვიანო, მომეცი ამ ფიქრთა ახდენის უფლება... ... ფხიანია,ჯიგრიანია,ქართულია! თანდაყოლილი ნიჭის კიდევ ერთი გაელვებაა!
11. ნადირს ვეთანხმები! ნადირს ვეთანხმები!
10. ჯიგრიანია :D ჯიგრიანია :D
9. მაგარი ლექსია! 555 მაგარი ლექსია! 555
8. ვიცი რომ ლექსია და მხატვრული სახე, ეს უბრალოდ მთისადმი ცნობისმოყვარეობით ვიკითხე :) ვიცი რომ ლექსია და მხატვრული სახე, ეს უბრალოდ მთისადმი ცნობისმოყვარეობით ვიკითხე :)
7. ვაჟკაცოოო!!! ამართლებ ქართველობას. შემოგვლე ჯუგრულ სტროფებშიიი!!! დაიწნა ქართული სიტყვა და ისტორიააა ხალხნო!!! აბა სცადეთ და გაწყვიტეთ!!! ძვრას ვერ უზამთ ქართულ სიტვათა კონას!! შემოგევლეეე!!! ვაჟკაცოოო!!! ამართლებ ქართველობას. შემოგვლე ჯუგრულ სტროფებშიიი!!! დაიწნა ქართული სიტყვა და ისტორიააა ხალხნო!!! აბა სცადეთ და გაწყვიტეთ!!! ძვრას ვერ უზამთ ქართულ სიტვათა კონას!! შემოგევლეეე!!!
6. იოჰან ხევსურს: ჯერ ერთი, ეს ლექსია, ანუ მაინც მხატვრული გამონაგონი. მეორეც - ეხლა აღარ არის, თორემ ადრე ოქროს თას-ფიალებიც იყო და ვერცხლისაც. ეს სახატო განძეული კომუნისტებმა გაძარცვეს, უფრო ადრე - რუსებმა. იოჰან ხევსურს: ჯერ ერთი, ეს ლექსია, ანუ მაინც მხატვრული გამონაგონი. მეორეც - ეხლა აღარ არის, თორემ ადრე ოქროს თას-ფიალებიც იყო და ვერცხლისაც. ეს სახატო განძეული კომუნისტებმა გაძარცვეს, უფრო ადრე - რუსებმა.
5. უფ...უფ...უფფფფ!!!! სულ ძარღვებში დამიარაააააა !!! ძლიერი ხარ, ვერაფერს იტყვი... :) უფ...უფ...უფფფფ!!!! სულ ძარღვებში დამიარაააააა !!! ძლიერი ხარ, ვერაფერს იტყვი... :)
4. კარგია :) ისე ერთი კითხვასავით მაქვს, კოპალას ხატში ოქროს თასებია? ვფიქრობ არა, მთაში მე რაც ვიცი სულ ვერცხლია და... კარგია :) ისე ერთი კითხვასავით მაქვს, კოპალას ხატში ოქროს თასებია? ვფიქრობ არა, მთაში მე რაც ვიცი სულ ვერცხლია და...
3. იცის კაცმა თავისი საქმე და ფესვი აქვს მყარი ისე, რომ ქარ-ბორბალ-რედაქტორები ვერ მოთხრის. გაიხარე. ჯიგრულია,მთის სურნელიანი!!! იცის კაცმა თავისი საქმე და ფესვი აქვს მყარი ისე, რომ ქარ-ბორბალ-რედაქტორები ვერ მოთხრის. გაიხარე. ჯიგრულია,მთის სურნელიანი!!!
1. მომეცი ამ ფიქრთა ახდენის უფლება... კარგია. გაგახაროთ უფალმა! მომეცი ამ ფიქრთა ახდენის უფლება... კარგია. გაგახაროთ უფალმა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|