*** ოთახი შავი, შავიც საფერფლე, ბუხარი, ჭაღი, რუხი მაგიდა. ვერ ვხვდები როდის უნდა გათენდეს, არვიცი დილით ვინღა გამიტანს
ამ ხელნაკეთი სასაფლაოდან. ან ბოლო ლურსმანს ვინ დამაჭედებს, წავედი, როცა მარტი ყვაოდა როცა არავის აღარ დავჭირდი.
*** ფანჯრების მიღმა ძალიან ბნელა, წყვდიადი სხეულს კბილებით იჭერს, ფრთები იზრდება ძალიან ძნელად, ზოგჯერ გაფრენა უფრთებოდ გვიწევს.
*** ვგრძნობ, ჩემი თავი, ფიქრსგადაჩვეულ, ღმერთსგადაჩვეულ ბუნაგში მიმყავს. მე თავს კი არა, ჩემს წყეულ სხეულს თავშეფარებულ ტკივილებს ვიკლავ.
და სწორედ მაშინ ვიქცევი ღმერთად, და სწორედ ამ დროს ცოცხლდება ჩემში, ის რასაც ჩემი ხელები წერდა, ის რისიც სწამდა გონებას, შეშლილს.
*** მორჩა, სისუსტე თანდათან მიპყრობს, ყველა სიკეთეს თავიდან მაცლის, დავფიქრდებოდე ნეტავი იმ დროს, სანამ იარაღს ტყვიისგან დავცლი.
ასე მარტივი ყოფილა ნუთუ იცხოვრო ერთხელ და მოკვდე გლახა, ან იქნებ სწორედ ეს არის წუთი, როცა ყველაზე ძლიერად დგახარ.
*** ფანჯრების მიღმა ძალიან ბნელა, წყვდიადი სხეულს კბილებით იჭერს, ფრთები იზრდება ძალიან ნელა, ზოგჯერ გაფრენა უფრთებოდ გვიწევს.
*** და იქნებ სწორედ ეს არის წუთი, როცა ყველაზე ძლიერად დგახარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ფანჯრების მიღმა ძალიან ბნელა, წყვდიადი სხეულს კბილებით იჭერს, ფრთები იზრდება ძალიან ნელა, ზოგჯერ გაფრენა უფრთებოდ გვიწევს.
ძალიან მომეწონა ! წარმატებები ავტორს ! +2 ფანჯრების მიღმა ძალიან ბნელა, წყვდიადი სხეულს კბილებით იჭერს, ფრთები იზრდება ძალიან ნელა, ზოგჯერ გაფრენა უფრთებოდ გვიწევს.
ძალიან მომეწონა ! წარმატებები ავტორს ! +2
9. რაღაცნაირად კარგია.) რაღაცნაირად კარგია.)
8. მადლობა დიდი, მეგობრებო. მადლობა დიდი, მეგობრებო.
7. როგორ ძალიან მომეწონა . 5 როგორ ძალიან მომეწონა . 5
6. "ასე მარტივი ყოფილა ნუთუ იცხოვრო ერთხელ და მოკვდე გლახა, ან იქნებ სწორედ ეს არის წუთი, როცა ყველაზე ძლიერად დგახარ." ხუთიანი) "ასე მარტივი ყოფილა ნუთუ იცხოვრო ერთხელ და მოკვდე გლახა, ან იქნებ სწორედ ეს არის წუთი, როცა ყველაზე ძლიერად დგახარ." ხუთიანი)
5. თვითმკვლელობა ნამდვილად გლახაა, მადლობა ნიკი. თვითმკვლელობა ნამდვილად გლახაა, მადლობა ნიკი.
4. კარგია, მომწონს
5
თვითმკვლელობა გლახაა კარგია, მომწონს
5
თვითმკვლელობა გლახაა
3. იდეაში ერთი მთლიანობაცაა, სიმბოლურია გამოყოფა. მადლობა, ანანო. იდეაში ერთი მთლიანობაცაა, სიმბოლურია გამოყოფა. მადლობა, ანანო.
2. იდეაში ერთი მთლიანობაცაა, სიმბოლურია გამოყოფა. მადლობა, ანანო. იდეაში ერთი მთლიანობაცაა, სიმბოლურია გამოყოფა. მადლობა, ანანო.
1. ძალიან ნაფიქრი და დამაფიქრებელი ნაწერია. მე როგორც ერთი მთლიანობა ისე ჩავიკითხე და ვერ მივხვდი რატომ არის გამოყოფილი ნაწილები ერთმანეთისგან, თანაც დასასრულიც აშკარად ნაწილია მთელი ტექსტის. გავადროშე ისე მომეწონა. ძალიან ნაფიქრი და დამაფიქრებელი ნაწერია. მე როგორც ერთი მთლიანობა ისე ჩავიკითხე და ვერ მივხვდი რატომ არის გამოყოფილი ნაწილები ერთმანეთისგან, თანაც დასასრულიც აშკარად ნაწილია მთელი ტექსტის. გავადროშე ისე მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|