ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2019


ვკოცნი წმინდანთა ხატებს

ვკოცნი წმინდანთა ხატებს,
ჩემსას ვავედრებ მამულს,
კვლავ ვეფერები მიწას, -
ცოტნეს ცრემლებით ნამულს.

ვკოცნი წმინდანთა ხატებს,
ქართველს სუფთა მაქვს გული,
მოვდივარ ბავშვობიდან
რწმენით და სიყვარულით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები