ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ენმესაგშარრი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2019


ქრისტეს მიმდევრები

"ქრისტეს მიმდევრები"
მისდევენ იესოს,
ისინი იესოს მისდევენ ყოველ ადამიანში,
ისინი მისდევენ,
ყვირილითა და რისხვით,
და სიტყვებით:
"ჯვარს აცვი ეგ რჯულისმგმობელი",
ისინი "ქრისტეს მიმდევრები" არიან,
რადგან ასე ისწავლეს ბავშვობიდან,
რომ კვალში უნდა ჩაუდგე იესოს
და ყველას, ვინც მას რაიმით ჰგავს,
ხომ გინახავთ მგლები,
ირმის კვალში ჩამდგარნი?
ისინი ირმის მიმდევრები არიან,
-რა განსხვავებაა მგლებსა და "ქრისტეს მიმდევრებს"
შორის?
ეს თავად განსაჯეთ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები