ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2019


თამარს (ჩემო!)

სუფთაა წლები და არც ცას მოუხურავს მანტია მიწის,
სუფთაა წლები და ვერც მიწა იცლის ჩემთვის - არ ჩამოვარდე,
ორით გიცქერდი
ერთი ცის თვალით და ერთიც მიწის!
რა სპეტაკია, დღემდე, ფიქრები შენზე
და ვგრძნობ მათ სუნი ასდით შენი,
რა სპეტაკია, დღემდე, წარსული ჩემი
დასაწყისიდან შენით!
შენამდე...
მარტო ვიყავი? როგორ გავძელი?
მხოლოდ ოცდაოთხამდე ნაბიჯით ახლოს,
მოგიახლოვდი!
ჩვიდმეტი სხივი გარს შემომეხვა ვით სახელი შენი
წმინდა თამარის!
არ დასრულდება ეს ცხოვრება მხოლოდ იებით ხელში
იმ ტყვიას ველი მხურვალეს, დასასრულისთვის
მჭიდში, რომ ერთი ცალია საგაზაფხულო და
ვაზნაში კი კვლავ ის ჩვიდმეტი სხივია!
დაჭრილს არ მიშუშდება, მე, იარა გაზაფხულის და
მას სდის მირონი, იისფერი ჩემი უღმერთობის,
ღმერთამდე!
რა ძლიერია სიყვარული მარადისობით!


04 მარტი 2019 წელი
გიგო რიონელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს