წლეულს ზამთარმა ამოიგმინა, მთების კალთებზე ატირდა თოვლი, გვირილამ აბჯრად სხივი შეისხა, გარდაიცვალა აპრილი თრთოლვით ................................................................................ ქორფა ღრუბელმა ნუშის ფესვებს ძუძუ აწოვა, გადაიკარგნენ ალგეთს გმირი ვერხვები, ყველა დადუმდა! აწიოკდნენ მხოლოდ ჟოზეფინები, მე კი ჩუმად ვარ... შენ კვლავ ვერ ხვდები! ................................................................................. ფიქრი გამაქვს წამით-წამზე,ჩქარა-ჩქურით სილამაზე აქა-იქა... სიმფონია ჩაიღვარა! ჩაიღვენთა! ................................................................................. აპრილი ხელმეორედ გარდაიცვალა! მე კვლავ ჩუმად ვარ,შენ კი ვერ ხვდები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|