არ დასრულდება, არაფერი, ასე მარტივად, ვიდრე სიცოცხლე დაბზარული ვენებით დაგვაქვს, ვიდრე ვიცით, რომ წელში გავწყდეთ ჯვარს ვერ ავიტანთ, იმ მთაზე, სადაც ვაიძულეთ მაცხოვარს ასვლა,
რომ აეტანა ის ცოდვები, რომლებიც არ აქვს, რომ უსინდისოდ შევაწმინდეთ ცოდვებით სავსე ჩვენი ხელები, დავივიწყეთ და ვხვდებით ახლა, რომ საკუთარი ჯვარიც არ გვაქვს ყველამ ჩვენს მთაზე,
რომ ავიტანოთ, თუ ვერ შევძლებთ გვეცადა რადგან, სულის სიმტკიცე მცირეოდე გვქონოდა, მერეც, სულის ჭრილობა დღემდე ღია იმიტომ დაგვრჩა, აღდგომა ღვთისა უხილავად ვერ დავიჯერეთ.
ვნახავთ განსაცდელს, დავაბრალებთ დაგვტოვა ღმერთმა, და გვავიწყდება ჩვენ დავტოვეთ გაკრული ჯვარზე და აქაც ვცოდავთ, როცა ვუშვებთ წავიდა ჩვენგან, რომ თვითონ ღმერთსაც შეუძლია ამოყრა ჯავრის....
სანამ სიცოცხლე დაბზარული ვენებით დაგვაქვს, არ დასრულდება, არაფერი, ასე მარტივად, ვიდრე ჩვენს გულში ღვთის აღდგომას მივცემთ დასაბამს, ვიდრე ჩვენ ჩვენს ჯვარს, მაცხოვართან, ჩვენ არ მივიტანთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რამდენ ფიქრებს ბადებს აღდგომა.
რამდენ ფიქრებს ბადებს აღდგომა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|