ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2009


* * *(შარზე ვართ?)

შევთვერით ვიუბნეთ,
ვამღერებთ ღმერთებიც,
ტაბლაზე ცვიოდა
სითბო და დიაცნი

გვეხვივნენ ვაჟკაცებს
და ცერისოდენა,
უკრთოდათ ღიმილი
კუთხეში ტუჩების.

თავს დაგვტრიალებდნენ
ხევსურულ წესზედა,
გულის და ლაზათის
ნამდვილი მოგვები,

ელავდნენ აკუშოს,
არხოტის, ბახაოს,
გუროს თუ შატილის
მაისის ცასავით!!!

გრძნობა დადიოდა -
ხელებში ჭიქებით,
ვთვრებოდით და მაინც
ვაგნებდით ბილიკებს,

შენამდე ქალაუ -
ბევრია სავალი,
სავალი ბევრია
მოჰგავხარ სამშობლოს

შენცა გაქვს კლდეები,
ფიქრები, ხევები,
ძნელია მოღწევა რაც უფრო -

მოვიმღერთ შემთვრალი
ხევსური ბიჭები,
შარზე ვართ? - იქნება
ან შენ გვწვავ უფალო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები