ნინო დარბაისელი
არსაითული - - - ,,ის ნამდვილი არსაითი კაცია” ბითლზი (ეტიუდი)
არც ზღაპარი, არცა მითი, იყო კაცი არსაითი, -სად მიდიხარ? არ წახვიდე, ჰეი, კაცო არსაითო! -პასუხობდა: -ვდგავარ ჩემთვის, არ მივდივარ არსაითო.
მისამღერი: არსაითო, არსაითო, სად მიდიხარ? არსაითო!
მოინდომა გამოეთქვა ერთხელ ლექსი არსაითმა, გამოთქვა და არ გამოდგა არცა რიტმი, არცა რითმა.
მისამღერი: იგივე
სულ ერთმანეთს აფრთხილებდნენ, ნუ მიბაძავ არსაითსო, ნუ იქნები მასსავითო, ზარმაცია, არს ავიცო.
მისამღერი: იგივე
ყველას რაღაც იზიდავდა არსათუო არსაითის, აყოლებდნენ ამ ცხოვრებას არაფრობით ქარსა, ვით ის.
მისამღერი: იგივე
კვირდებოდნენ, ოცდებოდნენ ამ თამამი არსაითით, ანიშნებდნენ მისკენ მზერით, ანიშნებდნენ მისკენ თითით.
მისამღერი: იგივე
ყველა იმას ნატრულობდა, მეც ვიქცეო არსაითად. მოკვდა კიდეც, ხსოვნა მისი არ შეცვლილა არსებითად.
მისამღერი: იგივე
არც ზღაპარი, არცა მითი, იყო კაცი არსაითი, -სად მიდიხარ? არ წახვიდე, ჰეი, კაცო არსაითო, -პასუხობდა: - ვდგავარ ჩემთვის, არ მივდივარ არსაითო.
მისამღერი: იგივე
- - ახლობლებმა იციან, ვინმესთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს, რომ მე ეტიუდებს განუწყვეტლივ ვთხზავ. ეს სავარჯიშოებია, რომელთაგანაც ზოგი გამომივა, ზოგი- არა. “ბითლზის” უცნობილესი სიმღერით ინსპირირებული ეს ეტიუდი მიზნად ისახავდა სიტყვა არსაითის შვიდივე ბრუნვაში გამოყენებას რითმისცალად. მგონი, გამომივიდა.
https://m.youtube.com/watch?v=93rSXA8aeG4
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა კარგია! :))) ირლანდიურ ლექს–წამღერებას ჰგავს. რატომ ირლანდიურს და პირველი ასეთი აზრი დამებადა. „ყველას რაღაც იზიდავდა“, ჰოდა, მეც მიმიზიდა.
რა კარგია! :))) ირლანდიურ ლექს–წამღერებას ჰგავს. რატომ ირლანდიურს და პირველი ასეთი აზრი დამებადა. „ყველას რაღაც იზიდავდა“, ჰოდა, მეც მიმიზიდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|