ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2009


უკვდავი ხატი

პირამიდის კენწეროზე
აცოცდა ჭიანჭველა.

ახალი მწვერვალიდან
გადმოხედა
მთამსვლელმა ქვეყანას.

ახალი სიმაღლიდან
დააკვირდა
სამყაროს მფრინავი.

დაბრუნდნენ მიწაზე.

დრო გავიდა
და სამივე გარდაიცვალა,
მაგრამ სიკვდილის წინ
არ გახსენებიათ:
ჭიანჭველას_პირამიდა,
მთამსვლელს_მწვერვალი,
მფრინავს_ცის სიღრმეები.

სიცოცხლესთან განშორებისას
სამივეს ცრემლზე
დედის სახე გამოიხატა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები