ემილი დიკინსონი - ზეაიჭრება ვით ჰაერბურთი (1630)
ზეაიჭრება ვით ჰაერბურთი - ესწრაფვის მთები გადაიაროს, გასცილდეს არეს ღრუბლით შებურვილს და მიატანოს მის საირაოს.
ასევე სულიც - გაყრილი ცხედარს, უწინდელ საკანს დასცქერს იმ იშტით, ათვალწუნებით როგორც შეხედავს მისი სიმღერის ამკრძალავს ჩიტი.
13 ივნისი, 2019 წ.
Emily Dickinson - As from the earth the light Balloon (1630)
As from the earth the light Balloon Asks nothing but release — Ascension that for which it was, Its soaring Residence.
The spirit looks upon the Dust That fastened it so long With indignation, as a Bird Defrauded of its song.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|