- რატომღაც ძალიან მოწყენილი მეჩვენები... - კი, უღმერთოდ დავრჩი! - როგორ თუ უღმერთოდ? ის ყოველთვის ჩვენთანაა! - არა, მე სხვა ღმერთზე გეუბნები, სიყვარულის ღმერთზე. - და სადაა შენი სიყვარულის ღმერთი? - წავიდა! - არ მეგონა თუ ღმერთებიც ტოვებდნენ ადამიანებს... - თუ ეს ღმერთი თავად ადამიანია მაშინ კი, ტოვებენ... - ეგ როგორ? თქვენ ხომ... - როგორ და ძალიან მარტივად, ერთი ამოსუნთქვით. - სად წავიდა? ან რატომ? - იცი, ერთხელ ჩიტი დავიჭირე. ჩემს ეზოში, მიწაზე დახოხავდა, ფრთა ჰქონდა მოტეხილი. - ჩიტი რა შუაშია? - შუაში კი არა თავშია... ორი კვირა ვუვლიდი. თავიდან საერთოდ არ მოძრაობდა როცა ვუხლოვდებოდი, მერე ფრთამ შეხორცება როცა დაიწყო, შორს გადიოდა, თითქოს გამირბოდა. ერთ დღესაც როცა პურის ნამცეცები შევუტანე არც კი შეუხედავს ისე გავარდა ღია ფანჯარაში... - მაინც ვერ გავიგე ამას რატო მიყვები... - იმიტომ, რომ ადამიანებიც ასე არიან, როგორც კი ტკივილი უყუჩდებათ უკან მოუხედავად მიდიან...
იმ ჩიტმა ფანჯარაში გასვლისას დაიჭიკჭიკა მაინც, არ ვიცი, შეიძლება თავის ენაზე მადლობა გადამიხადა კიდეც, ჩემი ღმერთი კი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ...ადამიანია ...ადამიანია
1. - იმიტომ, რომ ადამიანებიც ასე არიან, როგორც კი ტკივილი უყუჩდებათ უკან მოუხედავად მიდიან...
ჩვენთან კი ტკივილს ტოვებენ - იმიტომ, რომ ადამიანებიც ასე არიან, როგორც კი ტკივილი უყუჩდებათ უკან მოუხედავად მიდიან...
ჩვენთან კი ტკივილს ტოვებენ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|