ნილ, შენ ახლოს ხარ, მე მეშინია სიცარიელის, რომ გახვედრებ. სიტყვები გაქრნენ, გზებიც. მდინარეებს ვატან ქაღალდის ცარიელ ნავებს.
ნილ, უსიტყვობის კედლები მაკრავს. და ვერ გიყვები უშენო დღეებს. უხმო ღამეებს, ვერ გიყვები სიმარტოვეზე, შიშდაკარგული თვალებიდან რომ გადმომექცა.
ნილ, მე შემიძლია ვიფიქრო მზეზე, დამწვარ მკლავებზე მატარებლის ხმაურში ჩანთქმულ სიტყვებზე, იმაზე რაზეც საუბარსაც გავურბოდით უდარდელი ნიღბების ჩრდილში.
ნილ, ვიხსენებ წვიმებს რომ გთანგავდა, ღრუბლით გავსებდა და სახლი იყო მოქუფრული, და ნესტის მძაფრი სიმძიმე რომ თავაშვებულ თქეშში მდევნიდა.
ნილ, შენ ახლოს ხარ და მე კი ვქრები, ცარიელი ვარ, უსასრულო მინდვრებს გავცქერი. ამჯერად მზერით ჰორიზონტსაც არ ვსდევ კვალდაკვალ.
ნილ, წავიდნენ გზები, მდინარეები აბრუნებენ ქაღადის ნავებს. (შენ ისე აქ ხარ) მე უსუსურად ვერაფერს ვამბობ, მივყვები დუმილს უთქმელობის თეთრ მდელოებზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ანა მანიანი, წესით, რობერტო როსელინის არ უნდა წერდეს წერილებს?
ანა მანიანი, წესით, რობერტო როსელინის არ უნდა წერდეს წერილებს?
2. ისე ხო, ქართული სახელები მაინდამაინც არ უხდება ლექსებს :)) ისე ხო, ქართული სახელები მაინდამაინც არ უხდება ლექსებს :))
1. შიშდაკარგული თვალებიდან რომ გადმოგეგცათ ეს მომეწონა და ის რომ ანა მანიანი გყვარებიათ .... შიშდაკარგული თვალებიდან რომ გადმოგეგცათ ეს მომეწონა და ის რომ ანა მანიანი გყვარებიათ ....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|