ნინო დარბაისელი
ეპიტაფია ანუ
(მეწერება ისე, როგორც მეწერება) - -
რა დავმალო, ავიფარო რა პირბადე! დავიბადე ისე, როგორც დავიბადე.
არც სიზანტე დამკლებია, არც სიმარდე. გავიზარდე ისე, როგორც გავიზარდე.
ეს ცხოვრება, სატანჯი და სანეტარე გავატარე ისე, როგორც გავატარე.
და ვიგემე მეც აშკარა თუ ფარული სიყვარული ისე, როგორც სიყვარული.
და ის მამრიც, რომ ვერჩიე სხვა გოგონებს, მომიგონებს, ისე, როგორც მომიგონებს.
ბევრი ვნახე მე სიმხეცე და სიმწერე. ავად-კარგად, ვწერე ისე, როგორც ვწერე.
მეტის ნდომით, გულო, ვეღარ დამიოკდი! საბოლოოდ მოვკვდი ისე, როგორც მოვკვდი.
წამკითხველო, მშობლოსანო თუ ობოლო, ასეთია ყველას ბოლო, ბოლო-ბოლო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. როგორ მესმის ტკივილების- მე ნაწვალებს გენაცვალე ისე როგორც გენაცვალე )))
როგორ მესმის ტკივილების- მე ნაწვალებს გენაცვალე ისე როგორც გენაცვალე )))
11. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მესამე კონკურსი რატომ არ დასრულდა? ჟიურის წევრებმა აღარ შეაფასეს ნამუშევრები? თუ ...?
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მესამე კონკურსი რატომ არ დასრულდა? ჟიურის წევრებმა აღარ შეაფასეს ნამუშევრები? თუ ...?
10. თამარ, მზია ჩემო კარგებო, მიზეზი წმინდად ფსიქოლოგიური მგონია. ნათარგმნი მაქვს რა ხანია, ჯერ კიდევ მაისი იყო მგონი. როცა რამე საქმეს შევუდგები წინააღმდეგობათა რაღაც ნაწილის დაძლევა მახალისებს კიდეც, მაგრამ, ისეთი მდგომარეობა რომ შე მექმნება, “ საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო”, ხანგრძლივად თუ არა, დროებით მაინც გული მიტყდება და თითქოს ხელ- ფეხი მაქვს შებორკილი. მის ბეტი ენდერსონთან შეხვედრაზე ვერა და ვერ შევთანხმდი, როგორც იქნა, მოვილაპარაკეთ და ახლა ჩემმა კომპმა გაჭედა, რაც ვიცოდი, ვცადე და სულ ჩამიქრა. დიაგნოსტიკაზე წავიღე, ასოცი დოლარი გადამაგდებინეს და არაფერი ეშველება, რესაიკლინგისთვის აქ დატოვებთ თუ თან წაიღებთო... მოკლედ, მოჯადოებული წრე ვერ გავარღვიე... არც ოჯახში არავის ეცალა ჩემთვის. ახლა ჩემი სიძეს მეგობარი უჩხიკინებს, რაღაც, ფაილების აღდგენის პროგრამა მაქვსო. კი იმედიანად დამემშვიდობა, მაგრამ ჯერ არაფერი ისმის. მე იმისი ახლიდან გამკეთებელი არა ვარ. არ დამაწყნაროთ, ახლა, თქვენ კარგად იყავით და თარგმანები სულ არ გვინდაო, თორემ უმწეობისგან ავღრიალდები. დავიცადოთ უკეთესობის იმედად. თამარ, მზია ჩემო კარგებო, მიზეზი წმინდად ფსიქოლოგიური მგონია. ნათარგმნი მაქვს რა ხანია, ჯერ კიდევ მაისი იყო მგონი. როცა რამე საქმეს შევუდგები წინააღმდეგობათა რაღაც ნაწილის დაძლევა მახალისებს კიდეც, მაგრამ, ისეთი მდგომარეობა რომ შე მექმნება, “ საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო”, ხანგრძლივად თუ არა, დროებით მაინც გული მიტყდება და თითქოს ხელ- ფეხი მაქვს შებორკილი. მის ბეტი ენდერსონთან შეხვედრაზე ვერა და ვერ შევთანხმდი, როგორც იქნა, მოვილაპარაკეთ და ახლა ჩემმა კომპმა გაჭედა, რაც ვიცოდი, ვცადე და სულ ჩამიქრა. დიაგნოსტიკაზე წავიღე, ასოცი დოლარი გადამაგდებინეს და არაფერი ეშველება, რესაიკლინგისთვის აქ დატოვებთ თუ თან წაიღებთო... მოკლედ, მოჯადოებული წრე ვერ გავარღვიე... არც ოჯახში არავის ეცალა ჩემთვის. ახლა ჩემი სიძეს მეგობარი უჩხიკინებს, რაღაც, ფაილების აღდგენის პროგრამა მაქვსო. კი იმედიანად დამემშვიდობა, მაგრამ ჯერ არაფერი ისმის. მე იმისი ახლიდან გამკეთებელი არა ვარ. არ დამაწყნაროთ, ახლა, თქვენ კარგად იყავით და თარგმანები სულ არ გვინდაო, თორემ უმწეობისგან ავღრიალდები. დავიცადოთ უკეთესობის იმედად.
9. ქალბატონო თამარ ბუკია, ძვირფასო, ყოველმხრივ ნიჭიერო, ურაკპარაკის რჩეულო (ქართული ენის დამცველო) თავად სად ბრძანდები? რატომ გვაკლებ მკითხველებს თქვენ ნაწარმოებებს? მონატრების სურვილით. ქალბატონო თამარ ბუკია, ძვირფასო, ყოველმხრივ ნიჭიერო, ურაკპარაკის რჩეულო (ქართული ენის დამცველო) თავად სად ბრძანდები? რატომ გვაკლებ მკითხველებს თქვენ ნაწარმოებებს? მონატრების სურვილით.
8. მეც ავუბამ მხარს თამარ ბუკიას და დავინტერესდები ბლიც–კონკურსის ასეთი უტყვი და უსიტყვო გაქრობით. :)))
მეც ავუბამ მხარს თამარ ბუკიას და დავინტერესდები ბლიც–კონკურსის ასეთი უტყვი და უსიტყვო გაქრობით. :)))
7. მუსიკა ისმის,ტკივილიანი მელოდია. მუსიკა ისმის,ტკივილიანი მელოდია.
6. ეს ცხოვრება, სატანჯი და სანეტარე გავატარე ისე, როგორც გავატარე.
და ვიგემე მეც აშკარა თუ ფარული სიყვარული ისე, როგორც სიყვარული.
მეტის ნდომით, გულო, ვეღარ დამიოკდი! საბოლოოდ მოვკვდი ისე, როგორც მოვკვდი.
ძალიან ლამაზი ლექსია, ნინო...
მაგრამ სხვა კითხვაც მაქვს თქვენს ჟიურის სამეულთან: სად გააქრეთ ბლიც-კონკურსი? პატარა ინფორმაცია და ახსნა-განმარწება მაინც დაგეწერათ რომელიმეს?!
ეს ცხოვრება, სატანჯი და სანეტარე გავატარე ისე, როგორც გავატარე.
და ვიგემე მეც აშკარა თუ ფარული სიყვარული ისე, როგორც სიყვარული.
მეტის ნდომით, გულო, ვეღარ დამიოკდი! საბოლოოდ მოვკვდი ისე, როგორც მოვკვდი.
ძალიან ლამაზი ლექსია, ნინო...
მაგრამ სხვა კითხვაც მაქვს თქვენს ჟიურის სამეულთან: სად გააქრეთ ბლიც-კონკურსი? პატარა ინფორმაცია და ახსნა-განმარწება მაინც დაგეწერათ რომელიმეს?!
5. ეს ცხოვრება, სატანჯი და სანეტარე გავატარე ისე, როგორც გავატარე.

4. მზია, მუხა, პაპუნა, მადლობა! გამახარა თქვენმა გამოჩენამ და კომენტარებმა
მზია, მუხა, პაპუნა, მადლობა! გამახარა თქვენმა გამოჩენამ და კომენტარებმა
3. ეს ისეთი რამეა, აი ხო პოეზია ძირითადად ახალგაზრდულ ამბებში დუღს, ხოდა ვერცერთი ახალგაზრდა რო ვერ დაწერდა ისეთი რამეა, ოსტატურადაა ძალიან!
ხო, ბოლოში რო ალენ გინსბერგი ყოფილიყო მიწერილი არ გამიკვირდებოდა :) +5 რათქმაუნდა! ეს ისეთი რამეა, აი ხო პოეზია ძირითადად ახალგაზრდულ ამბებში დუღს, ხოდა ვერცერთი ახალგაზრდა რო ვერ დაწერდა ისეთი რამეა, ოსტატურადაა ძალიან!
ხო, ბოლოში რო ალენ გინსბერგი ყოფილიყო მიწერილი არ გამიკვირდებოდა :) +5 რათქმაუნდა!
2. უუმაღლესი შეფასება. უუმაღლესი შეფასება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|