ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2009


შენთან ხომ ისედაცა ვარ


სანამ მეც ავღიღინდები
სამარის მწვანე კართანა,
მამყოფე,დამბადებელო,
სამოთხის წყარო-ქართანა,
მწვერვალთან,შუბისწვერასთან,
და მოქანავე ზღვასთანა,
გულს თავმიდებულ მიწასთან,
ფიქრში მგალობელ ცასთანა,
ლექსებთან,ორბისფრთიანთან,
და მზისსურნელა ქალთანა...

შენთან ხომ ისედაცა ვარ,
ღმერთთან ვერ მნახო,სხვასთანა!

***
სად გაგონილა,ამდენ ხანს
ფიქრიდან სისხლი გდიოდეს,
დღის ხმაში,
ღამის დუმილში
ეჭვის ასპიტი წიოდეს,
მტერი შენს თვალწინ ხარობდეს,
მშველელი არ მოდიოდეს,
იმედი ფრთამოტეხილი
ცეცხლში იდგეს და სციოდეს...

"ნეტავ თუ კიდევ სხვასაცა
ჩემებრივ გული სტკიოდეს?!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს