ჩემს ქუჩაზე სეირნობენ თვალჟუჟუნა გოგონები, მოვა დრო და გავიხარებ ტკბილზე ტკბილი მოგონებით.
არ მეგონა, თუ ოდესმე ფიქრი დარდებს მომისევდა, მეც ვუყვარდი ერთ კარგ გოგოს, ვით ძიძიას - ონისე და...
მაგრამ მერე უნებლიედ ჩვენი გზები გაიყარა, იმის მერე სათანადოდ გულმა ვეღარ გაიხარა.
გამიტაცებს მოგონება, სიხარულიც მოვა ჩემთან, თვალჟუჟუნა გოგონებმა ეშხით დამწვეს დედისერთა.
ამამღერეს გიტარითურთ ბიჭად - კაცი დარდიანი, სიყვარულის სადიდებლად გვლოცავს მიწა მადლიანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|