სიცოცხლის ხე 1 ნინო ჯაფარიძე თბილისში ცხოვრობდა. კერძოდ,საბურთალოზე . მას ბევრი მეგობარი ჰყავდა, მაგრამ მას მაინც არ მოსწონდა ქალაქში ცხოვრება. სოფელში ერჩივნა ტყის პირას.\"სახლის გვერდზე ტყის შრიალი რომ გესმის, ჩათვალე სამოთხეში მოხვედრილხარო\" ამბობდა ხოლმე ის. მეგობრებს მისი არ ესმოდათ, რადგან რატომღაც ყველას ის მოსწონდა სადაც იყვნენ. ნინო სკოლის მოსწავლე იყო როდესაც მამა გარდაეცვალა, რამდენიმე წელიწადი მას დედა უვლიდა, სტუდენტობის დროს ბოლო კურსზე გადასვლისას მანაც მიაბარა ღმერთს სული და დარჩა მარტო უკვე ზრდასრული ნინო ჯაფარიძე. სანამ დედა გარდაეცვლებოდა , ერთი ორი წლით ადრე ნინოს საკუთარი საქმე ეპოვნა- მწეფრლობა. ეს იყო მეორე მიზეზი რატომაც არ მოსწონდა ქალაქი. იგი თვლიდა,რომ სოფელში კერძო სახლში უკეთესი გარემოა შემოქმედებისთვის, ვიდრე კორპუსში,უამრავ ბინას შორის ერთ-ერთში ცხოვრება და წერა. ამ დროს გამოგივა რამე, ან ვერა, რადგან გარედან შემოსულმა მანქანების ხმაურმა აზრები დაგიბნიოს. დედა რომ გარდაეცვალა, ნინოს უკვე შეეძლო სასურველ ადგილზე გადასვლა, მანამდე დედა უშლიდა, რატომ გინდა მშობლიურ ადგილს მოწყდეო? ახლა როცა დედა უკვე გარდაცვლილი იყო, რაც დასამწუხრებელი იყო ქალიშვილისთვის, უკვე შეეძლო თავის ჩანაფიქრი აესრულებინა, მაგრამ წინააღმდეგობებს ამ ქვეყნად რა დაალევს და მას შეხვდა კიდევ ერთი დაბრკოლება, კერძოდ სახლის საყიდელი ფული არ აღმოაჩნდა. ნინო სახლს თუ იყიდიდა, მას უნდა შეეძინა ასევე მიწა, რაზეც ეს სახლი იდგა. ორივე ერთად იმხელა თანხის გადახდას ითხოვდა ნინოს,რომ არ ემეტებოდა კი არა, არ ჰქონდა. მარტო სახლი კი არ იყო, ან კიდევ სასწრაფო რესტავრაციას საჭიროებდა, რაშიც იმდენი ფული დაიხარჯებოდა, რომ გადახდილი თანხით მთლიანად სახლს კი არა ადამიანი სასახლეს იყიდიდა. ნინომ იფიქრა მარტო წერით იმდენ ფულს ვერ მოვაგროვებ სახლი ვიყიდო კიდევ დიდხანსო, ამიტომ დამატებით შემოსავლის წყაროც მჭირდებაო. მან ბევრი იფიქრა, რა შეიძლებოდა ჰყოფილიყო ეს და ბოლოს მოიფიქრა- რეპეტიტრობა. ბავშვების მომზადება უცხო ენაში. არამარტო წერა, ასევე- თარგმნა დიდი უცხოელი მწერლის ნაწარმოების, რაც ჯერ კიდევ თარგმნილი არ არის. ერთ ორ წელიწადში ნინო ჯაფარიძემ იმხელა ფული იშოვნა, ახლა ნამდვილად შეეძლო ერთი დიდი სასახლის ყიდვა თავის ეზოთი, მაგრამ მას უბრალოდ სახლი უნდოდა სადმე განაპირას მდგარი, ტყის პირას. პირველი პრობლემა მოცილებული იყო, ახლა მეორე პრობლემაზე- კერძოდ სახლზე უნდა ეზრუნა. ერთი ორი თვე მისი სახლი არ გამოჩნდა. დეკემბრის თვეში იპოვნა მან ერთი განცხადება, რომ სოფელ არდის უბნისგან ოდნავ მოშორებით განცალკევებით მდგარი კერძო სახლი იყიდებოდა. სახლის ერთი მხარე სოფელს უყურებდა, მეორე მხრიდან კი ულამაზესი ტყის ხედი იშლებოდა წლის ნებისმიერ სეზონზე. განცხადებაში ასე ეწერა და შეგვიძლია არ დავუჯეროთ ძვირფასო მკითხველო. დავუჯერებთ, თუ არა, ჩვენი რა საქმეა, მთავარია ნინომ დაიჯერა და გადაწყვიტა ყიდვა. ფასი მისთვის ხელსაყრელი იყო. მყიდველების უმრავლესობა, როცა რამეს იძენენ, აუცილებლად ათვალიერებენ მას. სულერთია რა არის ის. ფული რატომ ხარჯოს წინასწარ, რაც დანახვით არ მოეწონება, უფრო უკეთესს იყიდის, მაგრამ გოგონა ასე არ იყო, ის რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, დანარჩენი მას ფეხებზე ეკიდა. დიახ არ მოგესმათ ეკიდა, იმიტომ რომ კომფორტისადმი არ მას არასდროს განსაკუთრებული მოთხოვნილებები. ბევრი რომ არ გამიგრძელდეს ლაპარაკი, შემდეგაც ისედაც ბევრი მაქვს მოსაყოლი თქვენთვის, ნინიმ შეიძინა ეს სახლი და კორპუსის ბინიდან ბუნების სილამაზის სიახლოვეს გადავიდა საცხოვრებლად. 2 საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ თავიდან ისეთი არაფერი მომხდარა. ტყეში მას რამდენიმე მწყემსი ხვდებოდა ხოლმე. ნინო ხელს უქნწევდა მათ , ისინიც საპასუხოდ ესალმებოდნენ. სოფელში გავლისას კიდევ გარეთ არავინ ჩანდა საერთოდ. მას გაუკვფირდა ეს, თუ ტყეში მწყემსები არიან, ოჯახი ხიმ ჰყავთ, გარეთ რატომ არავინ ჩანსო? ერთხელ მორიგი ტყეში გასეირნების დროს ის მწყემსები, რომელთაც ხშირად ხედავდა, ისინიც ვერ დაინახა, აღარაფერს ვამბობ სოფლის გზაზე მორბენალ ბავშვებზე, ან სიმინდის კნაწუნით მოსიარულე ახალგაზრდებზე, თითქოს ყველაფერი უდაბური და უკაცრიელი გამხდარიყო. ერთ დღეს როდესაც ნინო სახლიდან გარეთ, რადგან თავის სამუშაო დაემთავრებინა, გარეთ გახედვა მოწყურებოდა, უცბად დაინახა ტყისკენ მიმავალი დედაბერი, რომელსაც ერთ ხელში ჯოხი ეჭირა და მეორე ერთი დიდი პარკი. -გამარჯობათ დედილო. - სულ გამარჯვებით იარე შვილო! -ხომ არ დაგეხმაროთ წაღებაში, ეს ამდენი პარკი თქვენთვის მძიმე არა? - არა შვილო. აქვე ვცხოვრობ ნაგვის გადასაყრელად მივდივარ. ბუნკერი აქვეა. მადლობა, ღმერთმა დაგლოცოს და კიდევ დიდიხანს გაცოცხლოს. მკვდარს რომ საუბარი შეეძლოს, თავის მლოცველ ადამიანს ალბათ უსაყვედურებდა, შენი სიტყვები რატომ არ ამიხდაო, ან თუ მოვკვდი, რაღა ამ სიკვდილითო. ნინოს შემთხვევაშიც ალბათ ასე იქნებოდა, რომ არა ერთი, მაგრამ რა ამას ქვემოთ გაიგებთ მესამე თავში, მანამდე გავაგრძელოთ ჩვენი თხრობა. -ტყეში გავდივარ იქ ერთი ორი მწყემსის გარდა არავინ მხვდება, სოფელში გამოვდივარ კაციშვილი არა გარეთ. ორი კვირის წინ საერთოდ უკაცრიელი იყო მთლიანად არე-მარე. რა ხდება შეგიძლიათ გამაგებინოთ? -არაფერი, დაზამთრდა და განსაკუთრებით საჭიროების შემთხვევაში გამოვდივართ გარეთ. ბავშვები აქ ბევრია, მაგრამ სკოლიდან პირდაპირ სახლში მიდიან და მეცადინეობენ. ეგრეთწოდებული \"ბირჟები\" იხსნება ზაფხულობით, როცა ქალაქელები ამოდიან.სხვა დროს ვცდილობთ ჩვენ ყველანი სახლში შეკეტილნი ვიყოთ. ვერ ხედავ რა მკაცრი ზამთარია?ახალგაზრდებიც გვყავს, რომლებიც ქალაქში მიდიან სამუშაოდ და საღამოობით ამოდიან უკან დასაძინებლად, ან ქალაქში მოღვაწეობას აქ სოფელში ყოფნა და მენახირეობა არჩიეს. -გასაგებია ყველაფერი. მადლობა დამამშვიდეთ დედილო. წარმატებული დღე თქვენ -თქვენც ასევე, რა გქვია შვილო ისე? -ნინო, თქვენ? -მაკრინე, აქ რამ მოგიყვანა? ზამთარში გლეხის ყოფა-ცხოვრებას რომ არ იცნობ, ეტყობა ქალაქიდან გადმოხვედი. აქ რამ დაგასახლა? ცუდად არ გამიგო, უბრალოდ სოფლები ნელნელა იცლება, ყველანი ქალაქში მიდის საცხოვრებლად, შენ კიდევ პირიქით მოიქეცი, რატომ? -მე პროფესიით მწერალი ვარ, ჩემთვის ყველაზე კარგია მუშაობისთვის ბუნება, განმარტოებული ყოფნა, დამიჯერეთ ძალიან რთულია ელემენტარულად მოფიქრება რა გადაიტანო ფურცელზე მანქანების გუგუნში, შემდგომ მოქმედებაზე, რომ აღარაფერი ვთქვა. იქ ყოველთვის აზრი მებნეოდა და გამომდიოდა ცუდი ნაწარმოები სააბოლოდ, ან ის კი არა რაც თავიდან მინდოდა იქ, არამედ სულ სხვა რამე, რაღაც სხვა -გასაგებია, წარმატებები თქვენს საქმეში, როცა გენებოს ჩამომაკითხე სახლში, სოფელი როგორც კი იწყება, პირველივე სახლი ჩემია. უგემრიელესი მაყვლის მურაბა მაქვს. დაგპატიჯებ დიდი სიამოვნწებით. - მადლობა დედილო მაკრინე შევეცდები გესტუმროთ, ცოტა მერიდება, ამიტომ წინასწარ არ ვიცი რა იქნება. -არანაირი მორიდება. ჩათვალე ამას გეუბნება არა დღეს გაცნობილი ადამიანი, არამედ ახლობელი და ძალიან საყვარელი ვინმე. -მადლობა დედილო მაკრინე. -ეს თქვა ნინომ და დაშორდნენ ისინი. მოხუცი მაკრინე თავის გზით წავიდა, ნინო კიდევ ჭიშკარში შებრუნდა უკან. გიჟი მარტის გავლის შემდეგ ნელნელა იგრძნო ყველამ გაზაფხულის მოსვლა და დათბობა. ხეებმა მოისხეს მწვანე ფოთლები. მინდორი მოიკაზმა უამრავი ყვავილით. იქვე ახლოს გამოჩნდა ბაბუაწვერები. ნინომ დაიწყო სოფელში სიარული და ხალხის გაცნობა. ყველანი თბ ილად ხვდებოდნენ, რას იაზრებდა ბედი წინ რას უმზადებდა, ნუ ბედი რა მწერალი ამ შემთხვევაში მე, შემიძლია მისი ცხოვრება სულ ია-ვარდით მოფენილი დავხატო, მაგრამ მერე თხრობა მხრივ უნდა წავიყვანო, ამიტომ იყოს როგორც არის, წინასწარ მოემზადეთ გაიგოთ, რა საფასურის გადახდა მოუწია ნინოს სოფელში ხალხის გაცნობისთვის. პირველივე დღეს სოფელში ახალი შესული იყო, რომ ერთი სახლის წინ დაინახა ხის სკამზე მჯდარი რამდენიმე ბიჭი. მას რაღაც არ მოეწონა და შესაბამისად სურვილი არ გაჩენია მათი გაცნობის. ისინი კიდევ პირდაღებულნი უყურებდნენ და რაღაცას ლაპარაკობდნენ, რომ ცოდნოდა საწყალს ეს ბიჭები ამ გოგოთი მოხიბლულიყვნენ და მასზე საუბრობდნენ, ალბათ უფრო მზად იქნებოდა ყველფრისთვის და არ მოხდებოდა, ის რაც შემდეგ მოხდა. ერთი ბიჭი უმტკიცებდა ყველას, რომ ეს გოგო მისი გახდებოდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დანარჩენს კიდევ მისი არ ჯეროდათ და ეკითხებოდნენ: რატომ შენი და ჩვენგან რომელიმეს არაო? ისიც ეუბნებოდა თუ არ გჯერათ, მალე დაგანახებთ რა მოხდებაო. ოთხივეს, რომ აესრულებინა თავის ჩანაფიქრი, უნდა გაეგოთ სად ცხოვრობდა ეს გოგო, ამისთვის საჭირო იყო უბრალოდ გამოლაპარაკება, ეს თუ არ იქნებოდა საკმარისი, კუდში გაყოლაზეც არ იტყოდნენ ისინი უარს. ძალიან თავშიავარდნილი და ნამუსგარეცხილი ბიჭები იყვნენ. ოთხივე ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ, ოღონდ სასურველი მიზნისთვის მიეღწიათ, მიზანი კი ამ შემთხვევაში ნინო ჯაფარიძის დასაკუთრება. როცა გეგმას არ აცყოფს ადამიანი და სპონტანურად მოქმედებს, ხშირად სავალალო შედეგები მოსდევს. ქვემოთ დავინახავთ, რომ მათაც ასე მოუვიდათ. გეგმა, იმიტომ არ შეიმუშავეს, რომ ძალიან სულსწრაფები იყვნენ და ყველაფრის დაუფიქრებლად გაკეთებას იყვნენ მიჩვეულნი. ყველაფერი კარგად დამთავრებულა მათთვის, მაგრამ ნათქვამია კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო. როცა ნინომ ჩაუარა ბიჭებს, არ მიესალმა მათ, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე დიდად არ მოეწონა ისინი, რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და ახლოს ღობესთან გაჩერდა. ღობის მეორე მხარეს ბავშვი იყო და თამაშობდა. ბიჭების მხედველობის არეში იყო გოგონა.მათ არ იცოდნენ გოგო როდის მოტრიალდებოდა უკან, დიდხანს ლოდინი არ უნდოდათ, მალე დაადგებოდა დრო, როდესაც უნდა დაშლილიყვნენ. გოგონა კიდევ ამ დროს პატარა ბავშვს ელაპარაკებოდა. გამოკითხა ყველაფერი თავის ოჯახის , თავის შესახებ. გაიგო რომ ექვსი წლის იყო, დაბადებიდან აქ სოფელში ცხოვრობდა, ძალიან უყვარდა თავის საცხოვრებელი ადგილი. შემდეგ გარეთ გამოსული დედამისიც გაიცნო და ამ ყველაფრით კმაყოფილი გზას დაუდგა ისევ სახლისკენ.როდესაც ნინო ისევ გამოჩნდა ჰორიზონტზე, ბიჭებს ძალიან გაუხარდათ, რადგან ყველანაირი იმედი გადაწურული ჰქონდათ მისი კვლავ ნახვის. უკვე უნდა ამდგარიყვნენ და წასულიყვნენ, მაგრამ აჰა ღმერთმა არ უღალატა მათ. -გამარჯობა, გოგონა რა გქვია? სად ცხოვრობ? - ჰკითხა ნინოს მარცხნიდან პირველმა მჯდომმა. ............................................................ -რა იყო მუნჯი ხარ? სახელს არ გვეტყვი? ..................................................................... გოგონამ გაიარა ვითომც არაფერი, ბიჭებმა ვერაფერი გაიგეს. მათ გადაწყვიტეს დადარაჯებოდნენ გოგონას და როცა ზევით აივლიდა ისევ უკან გაყოლოდნენ, რათა გაეგოთ, თუ სად ცხოვრობდა. მესამე დღეს როცა ბიჭები ისევ გარეთ იჯდნენ ნინომ ქვემოთ ისევ ჩაიარა. -გამარჯობა ...................................... ზემოთ რომ პირველად ვთქვი ამ ბიჭებზე, დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა, რომ ოთხნი იყვნენ სახელები დასამალი არა, მაგრამ არ მსურს ამ მოთხრობის უარყოფით გმირებს სახელი მივანიჭო, ამიტომ მოდი უსახელოდ დავტოვებ, ვუწოდოთ ბიჭები, ეგეც საკმარისია მაგათთვის. როცა ნინომ უკან ზევით ამოიარა, ისინი ფეხზე წამოდგნენ და გამოკიდნენ მას უკან. სოფლის გასასვლელში რომ მივიდნენ, ანუ რამდენიმე მეტრში გოგონა უცბად მიტრიალდა -რატომ მომსდევთ, რა გინდათ? -არაფერი, უბრალოდ ტყეში მივდივართ სასეირნოთ -თქვენ მე მომსდევთ კუდში, თუ მართლა ტყეში მიდიხართ სასეირნოთ, წინ წადით, უკან ნუ ხართ! -კარგი ბიჭები წინ წავიდნენ, გოგონა ტყის პირას მდგარ სახლის ჭიშკარში შევიდა. აი ეხლა უკვე გასაგები იყო ბიჭებისთვის, თუ სად ცხოვრობდა. ეს კი გაიგეს, მაგრამ რაში ჭირდებოდათ ეს ინფორმაცია წინასწარ არ იცოდნენ, ალბათ ცნობისმოყვარეობის ბრალია, ან უაზრო იმედის ქონის, რომ მათ ნინო ყავაზე, ან ჩაიზე დაპატიჟებდა. ვიღაც იტყვის, ადამიანები რატომ არ უნდა დაპატიჟოსო, ადამიანები არიან კი, მაგრამ ზემოთქმული ქმედების შესახებ საერთოდ რაზეა საუბარი? ბიჭები მეორე დღეს მივიდნენ მის სახლთან. დიდხანს აბრახუნეს სახლის კარებზე, არავ ინ გამოსულა გარეთ, ოთხივემ იფიქრეს რომ გოგონა სახლში არ იყო. ის არადა სახლში იყო, ფანჯრიდან უყურებდა მოულოდნელ სტუმრებს და რეაგირება არ ჰქონდა. -არაუშავს ეხლა თუ არ არის სახლში მერე იქნება, არ ინერვიულოთ ბიჭებო, ყველაფერი კარგად შემოგვიბრუნდება თქვა ყველაზე მაღალმა, რომელიც როგორც ჩანს ყველაზე უფროსი იყო ასაკით მთელ სამეგობროში. ამ ბიჭს ეკისრებოდა სააბოლო გადაწყვეტილება. რაც არ უნდა თქმულიყო, ის რომ იტყოდა ერთს, ყველანი მის სურვილს უნდა დამორჩილებოდნენ. გოგონამ ასე აწვალა ისინი ორი თვის განმავლობაში. ამ ორ თვეში ნინო ჯაფარიძემ მოახერხა მთელი სოფლის მოსახლეობის გაცნობა და მათი სიყვარულის დამსახურება, რათქმაუნდა ამ ოთხეულის გარდა, მათ სხვა გეგმა ჰქონდათ გოგონასთან დაკავშირებით. 5 აგვისტოს ბიჭები იმ სახლთან კიდევ მივიდნენ. იმ დღეს საშინლად წვიმდა.იმ დღეს თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივ უნდა წარმართულიყო, მაგრამ ღმერთს არ ნდომებია ასე. როგორც ვიცით ამინდი ცუდის მაუწყებელია. ანუ სანამ ბიჭები მივიდოდნენ, ნინო უნდა მიმხვდარიყო რომ ამ წვიმაში გასვლა არ ღირდა, მშვიდად წყნარად გაეგრძელებინა თავის სამუშაო წერა, მაგრამ არა, ბებია მაკრინეს ვერ უთხრა უარი ამჟამად მურაბაზე მოპატიჟებაზე. ამდენი დაპატიჟების უგულველყოფის შემდეგ, კიდევ სირცხვილი იყო მისთვის. ბიჭებმა დააკაკუნეს რამდენჯერმე,კარები არავინ გაუღო ისევ, უნდა წასულიყვნენ უკან, მაგრამ ღობის მეთაურმა დაინახა ჭიშკრისკენ მიმავალი გოგონა. -სახლში არ იყო, ეტყობა თქვა მაღალმა. დაველოდოთ და რომ შემოვა მივხედოთ. ბიჭები უხმოდ დაემორჩილნენ უფროსის განკარგულებას. როდესაც გოგონა მიუახლოვდა ჭიშკარს და გაღება ცადა ჭიშკრის კარების არ გაიღო, გაჭედილიყო, მიწოლა ჭირდებოდა, ესეც შემდგომი გაფრთხილება, ოღონდ შინაარსი იყო შემდეგი: თუ გახვედი შიგნით მაინც არ შეხვიდეო. ნინი მიაწვა ჭიშკარს, და ეზოში შეაბიჯა ფეხი. როგორც კი შეაბიჯა მას დაესხნენ ბიჭები და წააქციეს გოგონა ბალახზე. წაქცეულს გარშემო შემოერტყნენ და გააკეთეს , რასაც უბრალოდ გარყვნილება არ ჰქვია. გოგონამ წინააღმდეგობა გაუწია ამ პროცესის დროს. ამაზე ბიჭები გაბრაზდნენ და თითეულმა იმდენი ურტყა გოგონას რომ, სააბოლოდ ნინომ მიიძინა საუკუნოდ, სხვანაირად რომ ვთქვა ღმერთს მიაბარა თავის სული. როდესაც მიხვდნენ ოთხივე, თუ რა ჩაიდინეს, შეშინებული გაეცალნენ იქაურობას. ოთხივე ისე იყო დაფეთებულნი, რომ იმ დღეს ყველას და ყველაფრის ეშინოდათ. იმ ღამეს ძილის დროსაც კოშმარებს ხედავდნენ სიზმარში. ამ ამბის ლოგიკური დასასრული იქნება არის ნინო ჯაფარიძეს მკვლელობის საქმის გამოძიება და დამნაშავეების ციხეში ჩასმა, მაგრამ ასე ძალიან ბანალური ამბავი გამომივა, გააგრძელებაც უნდა მოყვეს, ელემენტარულად უნდა მოგიყვეთ ოთხივცეს შიშების და კოშმარის შესახებ, რომ ბანალურ სიუჟეტს არ დაემსგავსოს, საქმეში რათქმაუნდა პოლიცია ჩაერია, როდესაც დაუფიქრებლად სჩადის ადამიანი დანაშაულს, შემდეგ შიშები და კოშმარები აწუხებს, რათქმაუნდა იდენს ისეთ შეცდომებს, რაც უზრუნველყოფს საქმის იოლ გახსნას და დაამნაშავების გამოვლინებას. ასე დაემართა ოთხივესაც. განყოფილებაში მიყვანისას ისინი ისეთი წაშლილები იყვნენ, რომ არაფერი ადამიანური აღარ ეტყობოდათ. თითეულს ცამეტ ცამეტი წელიწადი მიესაჯა სასჯელი. ციხეში პატიმრები ამ ბიჭებს ადვილად ჩაგრავდნენ, რადგან სულიერად უკვე ძალიან დასუსტებულიყვნენ, ღამის კოშმარებიც გრძელდებოდა, რაც ერთერთი შემადგენელი უამრავი იმ უამრავ მიზეზს შორის, თუ რატომ გრძბობდნენ ზიზღს და უპატივცემულობას სხვა პატიმრები ამათ მიმართ და რატომ უნდებათ და უნდებოდათ მაინცდამაინც ამ ოთხეულის ჩაგვრა. 3 ცამეტწლიანი წლიანი ჯოჯოხეთის მოხდის შემდეგ, როგორც იქნა გაანთავისუფლეს ბიჭები. არანაირი ამნისტია მათ არ შეხებიათ. სოფლის მოსახლეობამ და ნინო ჯაფარიძის ოჯახმა ციხეში გამოკეტვა საკმარის სასჯელად ჩათვალეს და არანაირ ლინჩის წესზე არ უფიქრიათ. ამაზე განრისხდა გოგონას სული და გადაწყვიტა ჯერ იმ ოთხის დასჯა და იმავდროულად მთელი სოფლის მოსახლეობის. დანაშაულის ადგილზე თავისით ხე ამოიზარდა. როგორ და რანაირად ვერავინ ვერ ხვდებოდნენ. ხის ტანი ძალიან სქელი იყო, შესაბამისად მისი მოჭრა დიდ შრომას საჭიროებდა, რაც ყველას ეზარებოდა. ეს ხე პირველად ნახა ქურდმა, რომელიც ეზოში შეპარულიყო რამის მოსაპარად, რადგანაც მეპატრონე აღარ იყო იქ, იფიქრა რამეს ავიღებო, ,,მაგრამ ნურას უკაცრავად“, როგორც კი ეზოში შევიდა მიმოიხედა ირგვლივ და დაინახა ხე, რომელსაც დიდი ტანი ჰქონდა, მწვანე ფოთლები ესხა.ზამთრის პერიოდი იყო, მწვანე ფოთლები კიდევ ამ პერიოდში წარმოუდგენელია, ნაძვი რომ იყოს, წიწვი შეიძლება, მაგრამ.................... ქურდი გაოცებისგან პირ-დაღებული დარჩა, ეს გაოცება კი არა, უფრო შიშს ჰგავდა, ხემ ფოთლები ააშრიალა, ბიჭმა მოინდომა ერთი ცალის მოწყვეტა, მაგრამ რაღაც ძაკლა არ უშვებდა იქით, ბოლოსდაბოლოს ძლია საკუთარ თავს და მივიდა ხესთან. როგორც კი ტოტს მოჰკიდა ხელი, უცბად სხვა ტოტები ბიჭს შემოერტყნენ გარშემო და არ უშვებდნენ. ამაზე უფრო შეეშინდა ქურდი. მკვდრისფერი დაედო. ასე იყო ცოტახანი ტყვეობაში იგი. როცა გაანთავისუფლდა, იგი აღარ ჰგავდა უკვე საკუთარ თავს, მკვდრიოსფერი ედო და მირბოდა, ოღონდ სად არ იცოდა, სულ ტოტებში გაჩხერილი ადამიანი ედგა თვალწინ. ეს ამბავი სოფელში უცბად გავრცელდა. ხალხი ჰფიქრობდა, რომ ეს ხე ,,ღმერთის ან ეშმაკის გამოგზავნილი იყო“, წყალობა იყო, ან სასჯელი. ამაზე ბევრს კამათობდნენ თანასოფლელები, მაგრამ დასკვნა ვერ გამოეტანათ. ამისთვის მათ გადაწყვიტეს იმ ეზოში გაეშვათ ვინმერ პატიოსანი ადამიანი, თუ მოხდებოდა იგივე, ეს ეშმაკისეულია, თუ არადა ესეიგი მარტო ცუდის დასჯა სურს უფალს. ასეც მოიქცნენ. გაუშვეს ერთი ღრმა მორწმუნე ბიჭი. მან სოფლის ბირჟაზე მიიტანა ამბავი, რომ როცა ეზოში შევიდა, ხე უძრავად იდგა, თავისუფლად შევიდა და გამოვიდა, დასკვნა აქედან: ხე „ უფლის წყალობა“ მაგრამ არა ყველასთვის, „მას მხოლოდ დამნაშავეების დასჯა სურს“. კიდევ ერთი რაც თანასოფლელებს აოცებდათ ეს იყო ამ ხის ნაყოფი, გაოცება არ იყო, უფრო შეწუხება, რადგან ფოთლები იყო და ნაყოფი ნული. „ ზამთრის პერიოდია, გაზაფხულზე იქნება აუცილებლად“ ასე ანუგეშებდნენ ერთმანეთს ადამიანს. გაზაფხული დაადგა, ხეებმა ფოთლები მოისხეს, ამწვანდა ირგვლივ ყველაფერი, ის საოცარი თითქოს ჩვეულებრივ ხედ უნდა ქცეულიყო, რადგან ირგვლივ ყველაფერი ისე იყო როგორც გაზაფხულს შეეფერებოდა, მაგრამ „უფალმა“ კიდევ გამორჩეულ ქმნილებად აქცია ის,კერძოდ როდესაც ჩაიარა ერთმა კაცმა, რომელსაც გივი ერქვა ამ ხესთან დაინახა ნაყოფი უამრავი, თითეული წითელი ჭრელი ფერის იყო: წითელი, ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი. კაცი გაოცდა და მოინდომა ნაყოფის მოკრეფვა, დიდი ვედროც თან ჰქონდა. ეტყობა გული უგრძნობდა, რომ მოლოდინი აუსრულდებოდა. დაიწყო კრეფვა, როცა ერთი მოწყვიტა, იმ ადგილზე უცბად გამობა ისეთივე სხვა, თავიდან იფიქრა მომეჩვენაო, მეორე მოკრიფა იგივე. კაცმა მთელი ვედრო აავსო და ხე ისე იყო თითქოს მისთვის ხელი არავის უხლია. კაცი სირბილით გარეთ გავარდა. ფერის გარდა საინტერესო ის იყო, რომ ეს ნაყოფი არცერთ ხილს არ ჰგავდა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ხილი მანდარინს ენათესავებოდა სავარაუდოდ, რადგან შიგთავსი მისი ჰქონდა, გარეგნულად ქოქოსის იერსახე ჰქონდა,საინტერესო ის იყო, რომ სტაფილოსფერი არ იყო გარედან, რაც უფრო ადრე გააჩენდა ვარაუდს, რომ მანდარინის მონათესავე რაღაც ხილია . კაცმა სახლში რომ მიიტანა ნადავლი , ადვილად დააჭრეს ნაჭრებად და შეჭამეს, გემო ძალიან ტკბილი არაა, მაგრამ ისეთი აღმოჩნდა, კიდევ მოგინდებოდა ადამიანს ჭამა, ამიტომ მთელმა ოჯახმა იმ ღამესვე გაათავეს, რაც ვედროში იყო. მეორე დღეს ბირჟაზე სოფლის უხუცესთა კრებაზე ერთმა უხუცესმა უბრძანა გივის ეამბნა, თუ რა გადახდა თავს, მანაც დაიწყო: -გუშინ ჩავიარე ხესთან, მაინტერესებდა ხეს თუ ება რამე, მოლოდინი გამიმართლდა, მაგრამ ოთხფერა ნაყოფია: წითელი ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი,რომ გავჭერით შიგთავსი მანდარინის ჰქონდა, მაგრამ იერით ქოქოსს ჰგავს, გემო ისეთი აქვს, ხილის მოყვარული თუა ადამიანი, ვერ შეწყვიტავს მის ჭამას, სანამ ბოლომდე არ გაათავებს.გუშინ სახლში მივიტანე ერთი ვედრო და რამდენიმე საათში იქ აღარაფერი აღარ იყო. ხო კიდევ საინტერესო, როდესაც კრეფავ მაგ ხიდან, მას არაფერი აკლდება თავიდან ებმევა, თუ არ გჯერათ შეგიძლიათ თავად ცადოთ. -გვჯერა გივი შენი, ხედავთ ხალხო უფალმა რა სასწაული მოგვივლინა?! მადლობთ უფალო თქვა ერთ_ერთმა სოფლის მოსახლემ, მიწაზე დაემხო, ხელები აღმართა მაღლა ცაში და უფლის მადიდებელი გალობა დაიწყო. როცა შეწყვიტა, შეკრებილები ყველანი დაიშალნენ. იმ დღიდან მოყოლებული ნინო ჯაფარიძის სახლის ეზოში „ უფლის გამოგზავნილ ხის წინაშე რიგები დაადგა“. მას ცოტა მოგვიანებით „ სიცოცხლის ხე“უწოდეს, იმიტომ რომ მათი აზრით ისეთი კეთილი იყო, რომ როცა ადამიანს მოუნდებოდა განსხვავებული გემოის გასინჯვა, ხელგაშლილად აძლევდა თავის ნაყოფს, თან არ თავდებოდა, ამით თითქოს ის „ სიცოცხლეს ახანგრძლივებდა“. ადამიანები ბევრ რამეს ამბობენ, ყველაფერი მართალია თუ ხანდახან მცდარი აზრიც გამოერევა, ამას ქვემოთ დავინახავთ, როდესაც ამ ამბის დასასრულს მოგიყვებით. ამ ხის შესახებ ჩვენმა ნაცნობმა გმირებმაც გაიგეს. მათი ინტერესიც გამოიწვია \" სიცოცხლის ხემ\", მაგრამ რატომღაც ერთი, რომელიც ყველაზე დაბალი იყო, უარი უთხრა ამხანაგებს გაყოლაზე. მან როგორც დანარჩენმა სამმა იცოდა, თუ რა ადგილი იყო ეს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით რატომღაც შიშმა შეიპყრო, მუხანათობა რამე არ იყოსო. ამან ამხანაგების განაწყენებაა გამოიწვია, მაგრამ არ შეიმჩნიეს ისე წავიდნენ. თითეულს ორ - ორი ვედრო ეჭირა ხელში. უკან დაბრუნებისას მათი რაოდენობა გაორმაგებული იყო, რადგან პირამდე ავსებული, თან ორი ცალი თითოს ძალიან რთული სატარებელია. როცა ვწერდი ამ მოთხრობას, არსად არ მილაპარაკია ამ ბიჭების ოჯახების შესახებ, არ მინდა ამ საკითხზე მოგაცდიონოთ დიდად, უბრალოდ გეტყვით ოთხივე ერთი გლეხკაცის შვილები იყვნენ, მისდევდნენ მიწათმოქმედებას, მეცხოველეობას, მეფრინველეობას და სასმელ-საჭმელი არასდროს აკლდათ საკუთარი თავისთვის სამყოფი. ჩემი ძველი მოთხრობის გმირებს არ ჰგავდნენ, რომ არ სწავლობდნენ და 24 საათი ქუჩაში იდგნენ, ესენი სკოლას არასდროს აცდენდნენ, მეცადინეობდნენ, მართალია ბრწყინვალე ბავშვები არასდროს იყვნენ, მაგრამ არც ხელწამოსაკრავები გახლდნენ. მეორე თავში მოყოლილი ამბავი მათი აბიტურიენტობის დროს მოხდა, თითეულს სურდა უნივერსიტეტში ჩაბარება, მაგრამ სურვილი როგორც აუსრულდათ კი იცით. არემარეზე სასიარულოდ 30 წლისები გამოვიდნენ. თითეული მათგანი ახლა თავიანთ მშობლებს ვერ დაენახვებოდნენ, ამიტომ იქირავეს ერთი სახლი თანასოფლელისგან და ცხოვრობდნენ ისე ვითომც არაფერი მომხდარა, მანამ სანამ ხესთან დაკავშირებული ამბები არ მოხდა. როდესაც ბიჭები დაბრუნდნენ უკან ნადავლითურთ, სუფრა გაშალეს რათა დამხმარებისთვის პატივი ეცათ, გამოიტანეს უამრავი საჭმელ- სასმელი და ჰქონდათ ერთი დიდი ღრეობა დილამდე. მსგავსი რაღაცეები ხშირად იმართებოდა ამ სახლში, სტუმარი მათ არასდროს აკლდათ. ვინც კი აქ მოდიოდა ყველა რათქმასუნდა სუფრის მეგობარი, სხვა შემთხვევაში ოთხივე მაგარი ეკიდათ, უბრალოდ ამის გამოჩენის ჟამი არ დამდგარიყო და ვერ ხვდებოდნენ, ან რაღაც პატარათი გამოჩნდა, რაც არაფრად მიიჩნიეს, ვინც იცის , რაც მთავარია რამე სერიოზული უკმაყოფილება არასდროს ჰყოფილა და ისევ ისე ეუბნებოდნენ ერთმანეთს სადღერგრძელოებს, სამშობლოს გაუმარჯოს ამბობდნენ. დღესაც, როგორც ყოველთვის დილამდე გააგრძელდა ქეიფი და იმის მაგივრად ღამე დაეძინათ და დილას ამსდგარიყვნენ, დილას გააცილეს სტუმრები ბარბაცით და მერე გააცილეს სტუმრები. საინტერესო ის არის ამ სუფრაზე მყოფი არცერთი არ ჰყოფილა ჯარში, ნუ მასპინძლები გასაგებია, ისინი მადლობას უხდიდნენ უფალს რომ, თავდაცვაში არ მოხვდნენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო მათზეა ნათქვამი, ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ბრჭყალებში, ნათლად რომ წარმოგიდგინოთ ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, დანარჩენებმა რა არ მოიგონეს, რა არ გააკეთეს, ოღონდ ქვეყნის თავდაცვის საქმეში არ ჩაბმულიყვნენ. მუდამ გვყავდა და გვყავს ასეთი \" პატრიოტები\". ზოგადი საკითხების განხილვით საუბარი გაგვიგრძელდა ძალიან, ამიტომ მოდი ჯობია გავაგრძელოთ თხრობა, იქიდან საიდანაც შევწყვიტეთ. როდესაც გაიღვიძეს და ისამხრეს, ყველაზე დაბალმა ჩათვალა, რომ დამდგარიყო ერთი - ორი სიტყვა ეთქვა მოკრეფილ ხილზე. მას არ მოეწონა ამხანაგების ღორული საქციელი. გასაგებია არ ილევა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს........................... მათ კარგად იციან რა ადგილას დგას ხე, ნუთუ სიხარბისგან სიფრთხილე საერთოდ დაავიწყდათ? არა, არცერთს არ შევჭამ, თვითონ ჭამონ, ორ სავსე ვედროს ვნახოთ, რამდენ ხანში გაათავებენ. თუ ერთ კვირაზე მეტი ეყოფათ, არაუშავს, თუ ორ- სამ დღეში მუსრს გავლებენ, ესეიგი ძალიან დამშეული ღორები არიან და ამათთან აღარ დამედგომება. - ამდენი ხილის მოკრეფვა რა იყო? - იკითხა მან. აუცილებლად ვედროები უნდა აგევსოთ? -შენი საქმე არა, რას ვიზამთ ჩვენ.ხმა ჩაკმინდე! ამდენს რომ ლაპარაკობ, წამოსულიყავი და კრეფვაში მიგეღო მონაწილეობა, მშიშარა რომ გაბლატავდება, როგორ ვერ ვიტან. - თქვა ყველაზე მაღალმა. -თქვენგან განსხვავებით სიხარბისგან არ დამვიწყია რა ადგილას დგას ხე. ადრეც გითხარით და კიდევ ვიმეორებ. მაქ რაღაც მუხანათობას ექნება ადგილი, რაღა მაინცდამაინც იმ ადგილას ამოვიდა?! ხო შეიძლება სხვაგან ამოსულიყო, რამდენი ადგილია საამისოდ, რაღა მაინცდამაინც იქ? - რაღაცის გამო რა დაუნახაობა გეტაკა? ხო ხედავ, ხე თავისით ამოვიდა, ანუ მასზე გარჯა არ გვაქვს , მისი ნაყოფი არ ილევა, ზემოთხსენებულს რომ თავი დავანებოთ გემრიელია და სასარგებლო ადამიანისთვის. მადლობის მაგიერი ხარ! თქვა მაღალის გვერდზე მჯდომმა. -მე? -კი შენ, ის სასიცოცხლო ძალას გვაძლევს ჩვენ, შეიძლება ითქვას მაცოცხლებელი ელექსირია! შენ კიდევ ამ ყველაფერს არ აფასებ და გგონია შეიძლება რამწე მუხანათობა შეგვემთხვეს. სასაცილოა შენი დამოკიდებულება, სატირალი რომ არ იყოს! გააგრძელა საუბარი მაღალმა. -და ეს ყველაფერი საიდან იცით? ჯერ არ გაგისინჯავთ და უკვე ასე ლაპარაკობთ. სასაცილო ჩემი სიფრთხილე კი არა, თქვენი ეს საუბარია! -ხალხისგან. ადამიანებმა უკვე გასინჯეს და \" სიცოცხლის ხე\" უწოდეს. ისინი ბრძენი არიან და არასდროს ცდებიან. ჩვენ გვწამს მათი. დაბალმა აღაფერი უთხრა მაღალს, იმიტომ რომ იცოდა, მათ ვერაფერს გააგებინებდა. ასეთი აზროვნება მისთვის მიუღებელი იყო. დასაკრეფად,რომ წავიდნენ, მაშინ გაჩენილი ბზარი, უფრო მეტად გაღრმავდა. მკითხველს გაუჩნდება კითხვა, რატომ უფრო ადრე არ მოინდომა მან დისტანციის დაცვა თავის ამხანაგებთან, კერძოდ მკვლელობის შემდგომ? ამაზე პასუხი ადვილია, იგი თვლიდა, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, არამედ შემთხვევით, მეორე, ისეთი საზიზღარი გოგო, როგორც ნინო ჯაფარიძე იყო, იმსახურებდა სიკვდილს, თან სასჯელი მოიხადეს, ხახვივით რომ შერჩენოდათ, მაშინ შეიძლება უფრო დაწყებულიყო, რაზეც ახლა ვსაუბრობ, რადგან აუცილებლად ჩაისვამდა ციხეში თავს და სხვები რომ გარეთ იქნებოდნენ, ეს უკვე დისტანცია. დაასმენდა თუ არა თავის ამხანაგებს, ამაზე პასუხი რთულია, რადგან ისინი მაინც თავისუფლებით დატკბებოდნენ და მის მდგომარეობას არავინ გაითვალისწინებდა, ამიტომ შეიძლება კი, მაგრამ მეორე მხრივ დასმენა არა კაცური საქციელი და შეიძლება თავი შეეკავებინა. ბიჭებმა ხილი ერთ კვირაში შეჭამეს, რაც ბოლო წვეთი იყო ბიჭისთვის და მან მიატოვა ეს სახლი და დაუბრუნდა ნამდვილ ჭერ-ქვეშ, იქ სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ. მათ რათქმაუნდა მიიღეს საკუთარი შვილი. ადრე ვთქვი ბიჭებს საკუთარი ოჯახის წევრების თვალებში ჩახედვა რცხვენოდათ და იმიტომ გადავიდნენ საცხოვრებლად, მაგრამ როგორც დავინახეთ , როგორც დაბალს შეეფერებოდა ყველაზე ნაკლებად რცხვენოდა, ამხანაგებთან შექმნილმა ვითარებამ მას დაავიწყა სირცხვილი და აიძულა წასულიყო ვა- ბანკზე. ვა- ბანკზე იმიტომ, რომ ხო შეიძლება მის მშობლებს არ მიეღოთ, სხვაგან წასასვლელი კიდევ არ ჰქონდა, ყოველდღიურობა ქუჩაში უნდა გაეტარებინა, ამას კიდევ სიკვდილი ერჩივნა, სუიციდსაც ჩაიდენდა ალბათ , მაგრამ არა, ბედის ბორბალი მისთვის კარგად დატრიალდა. 4 ზამთარი ძალიან სუსხიანი და ცივი აღმოჩნდა არდისუბნისთვის. ირგვლივ ყველაფერი თოვლით იყო გადაპენტილი. სახურავზეც თოვლი იდო. ბავშვები თხილამურებით სრიალებდნენ, თოვლის ბაბუას აკეთებდნენ, გარეთ მათი ჟივილ-ხივილი ისმოდა. უფროსი ხალხი კიდევ დამწუხრებული იყო, რადგან უამრავმა საქმე დააწვა მხრებზე, სახურავის თოვლისგან განთავისუფლება, მათ ვისაც ვერ მოესწრო შეშის მოტანა, ახლა უკვე საამისოდ წასვლა, რადგან სახლს საკმარისად ვერ ათბობდნენ.ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ბავშვს შეიძლება ყინულზე ფეხი გაუსრიალდეს და მოიტეხოს. ხე აღარასვის აინტერესებდა, რადგან წინასწარ იცოდნენ, რომ შარშანდელ ზამთარივით იქნებოდა, ანუ ნაყოფი არ ებმებოდა. იყო ერთი რაღაც, რომელიც მხოლოდ იმ ხალხმა შეამჩნია, რომელსაც გზად ნინოს სახლი უნდა გაევლო და ეს ის იყო, რომ ხეს ფოთლებიც შემოძარცვული ჰქონდა. ზამთარში სოფლის გლეხ- კაცობა ცდილობს გარეთ ნაკლებად გამოვიდეს, შესაბამისად ბირჟაც არ იყო, არაფერი მნიშვნელოვანი საკითხი არ ჰქონდათ ამ ზამთარს განსახილველი და გარეთ გასულიყვნენ ტყუილად, გიჟები კი არ იყვნენ? შესაბამისად ხის უჩვეულო მდგომარეობის ამბავი ყველამ არ იცოდა. ვინც იცოდა ძალიან უკვირდა ეს ამბავი, უნდოდა ვინმესთვის გაემხილა ეს ამბავი, მაგრამ ვისთვის ეთქვა? ოჯახის წევრებისთვის მოეყოლათ, მათთვის საკმარისი არ იყო, სტუმარი იშვიათად მოდიოდა მათთან, ისიც აუცილებლად აუცილებელ საქმეზე, მაგას თავი დავანებოთ, ადამიანს რომელსაც ხის შესახებ არაფერი გაუგიათ, გაოცებით ეთქვათ: იცი რა ხეს ნაყოფი არ აბია და ფოთლები შემოძარცვული აქვსო , გიჟად ხო ჩათვლიდა? ეს არ უნდოდათ. ერთმა სოფლის მოსახლემ, რომ ვერ მოიფიქრა, საიდან უნდა მოეტანა შეშა, დაავლო ცულს ხელი და მოინდომა ხის მოჭრა, ეს დაინახა მეორემ და ცული როცა უნდა მოექნია დაავლო მის ხელს ხელი და დაუყვირა: -სულ გაგიჟდი, რას აკეთებ? -ხო ხედავ ნაყოფი აღარ აბია, რაში გვჭირდება? გამოვიყენოთ შეშად, ყველას გვაქვს ხეხილი, ახლა ის ვჭამოთ. -რო გაზაფხულდება მოისხამს ისევ , ძლივს ნორმალურ ხეს დაემსგავსა, ასეთ სიკეთეს გვიშვრება და ეხლა ჭრი? არ მოგცემ ამის უფლებას. - უფლება- მოვალეობა ვინ გეკითხება შენ? -ვინ და მამაზეციერი. - კარგი ახლავე გაგაზავნი მასთან თქვა კაცმა მოძალადე მუჯლუგუნით ოდნავ წინ წაწია, და ერთი ცულის მოქნევით ზეცად გაუშვა იგი. -მკვლელობიდან რამდენიმე საათში მკვლელი მივიდა პოლიციაში და თავის პირით აღიარა დანაშაული. იგი დააპატიმრეს. რამდენი ხნით არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენი მოთხრობა მთავრდება, თან რამდენიმე თვეში გაანთავისუფლებენ, იმის გასაკეთებლად, რაც სურდა. ახლა უბრალოდ სურვილი არ იქნება, არამედ მოთხოვნა სოფლის გამგებლისგან. გაზაფხული რომ დაადგა, ირგვლივ ყველაფერი გამწვანდა, ცხოველები გამოვიდნენ საბუდრიდან, ადამიანებმა დაიწყეს გარეთ სიარული. ხეს გაუჩნდა რათქმაუნდა ისევ ვიზიტორები, ხალხი მიდიოდა ვედროებით და უკან ბრუნდებოდა. აპრილის პირველი რიცხვი იყო, რომ უცბად ერთი სახლიდან ტირილის ხმა გაისმა, ქმარი გარდაცვლილიყო მოწამვლის მძიმე ფორმისგან, მეორე, მესამე ოჯახიდან იგივე, ეს ციფრი ნელ- ნელა უფრო მეტად გაიზარდა და მიიღო კატასტროფული ხასიათი. თითქმის ყველა ოჯახში ვიღაცის პანაშვიდი იყო, ან ვიღაც იყო ქრონიკული მოწამვლის ფორმით ცუდად. ძალიან ცუდად. ჩვენი მოთხრობის სამივე გმირი, რომლებმაც მიირთვეს ხილი გარდაცვლილიყო, გვამები ნახეს ამ ბიჭების სხვა ამხანაგმა, რომელიც ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც საქეიფოდ დადიოდა მათთან. ყველაზე დაბალმა რათქმაუნდა გაიგო ამხანაგების სიკვდილი, დაიტირა ისინი თავისთვის, მაგრამ პანაშვიდზე არ მისულა პრინციპის გამო. სოფლის გამგებელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სოფელში და მოითხოვა სასწრაფოდ ხის მოჭრა, სანამ ვინმე დაღუპულაო. ყველანი შეშინებულები იყვნენ, ვერავინ ვერ ბედავდნენ ამას, ცხადია თქვენთვის ალბათ რატომაც, მერე ვიღაცას გაახსენდა ციხეში მჯდომი კაცი, რომელსაც ხის მოჭრა სურდა. იგი სასწრაფოდ გამოიყვანეს ციხიდან და დაავალეს, ის რაც ზემოთ ვთქვით. ისიც დათანხმდა, ერთი პირობით, არავინ არ უნდა მივარდნილიყო და წინააღმდეგობა აღავის აღარ უნდა გაეწია. შეთანხმდნენ, როდესაც მან შემოარტყა პირველად, ვითომ არაფერი, ჩვეულებრივ ჭდე დამჩნია, მეორეზეც იგივე, შემდეგ უფრო თამამად შემოარტყა, მეექვსე რომ დაარტყა, ხემ კუნძიდან დაიწყო ძირს ვარდნა, თითქოს კაცის საწინააღმდეგოდ უნდა დავარდნილიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად, პირდაპირ დაეცა თავზე, დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ მოკლა. იქ შეკრებილი ხალხი დამწუხრდა, კიდევ ერთი სიკვდილი.............................. დაბალმა ბიჭმა ხის მოჭრის ამბავი არ იცოდა.დილა ღამეს შეეცვალა ის ამ დროს სახლში იჯდა და თავისთვის თავის წარსულ ცხოვრებაზე ფიქრობდა. მშობლები სახლში არ იყვნენ, რამდენიმე საათის წინ თბილისში ქორწილში წასულიყვნენ. მეორე საღამოს აპირებდნენ უკან დაბრუნებას. მოგეხსენებათ საქორწილო ღრეობა ზოგჯერ ერთი დღეში არ მთავრდება. უცბად ძაღლმა ყეფა ატეხა. მას გულმა რეჩხი უყო. იფიქრა, ძაღლს რაიმე ცუდი ხომ არ მოუვიდაო, ჩაიცვა პალტო და გარეთ გავიდა.გარეთ გასვლისას დაინახა გარეთ ნოერმალურად იყო, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ტყუილად მოეჩვენა რაღაც, მაგრამ რამდენიმე წამში ისეთი რამე დაინახა, შიშისგან გაფითრდა, მის სახლის კარების წინ იდგა ნინო ჯაფარიძის მოჩვენება. -გამოხვედი ბიჭუნი გარეთ? -რა გინდა შემეშვი! -რა უნდა მინდოდეს? შურისძიება! -სოფელი რომ ასეთ დღეშია, შენი ბრალია ხო? მე და ჩემი ამხანაგები გასაგებია, მაგრამ სოფლის მოსახლეობამ რა დაგიშავა? ან ახლა რატომ მოიწამლნენ და თავიდანვე რატომ არა? -ლინჩის წესით არ დაგსაჯეს თქვენ და ის დამიშავეს. მოწამვლა უცბად არ დავუშვი, თავიდან პირიქით ამ ყველაფერს \" კარგის\" ელფერი მივეცი, ხეს სიცოცხლის ხეც უწოდეს\" , ჰა ჰა ჰა, ვიცოდი კიდევ მოვიდოდნენ და გადამეტებული დოზის გამო მოხდა, ის რაც მოხდა, შენ ჭკვიანი აღმოჩნდი, არ გიჭამია ნაყოფი, მაგრამ ახლა ვერ გადამირჩები, შენც უნდა გაგისტუმრო იმ ქვეყნად! - ფუ შე სატანა! კარგი გოგო იყავი და რა მონსტრად ქცეულხარ, ვერ მომკლავ მე! -ჰა ჰა ჰა, კარგ ადამიანობას დაფასება უნდა, თქვენსავით მოქცევა კი არა ! შენთვისვე აჯობებს გაიქცე, მოდი დაჭერობანა ვითამაშოთ, თუ დაგიჭირე ჩემი ხარ, თუ არადა არა. ამ დროს ბიჭი უკვე ჭიშკრის მხარეს ზურგით იდგა, შიშისგან გაფითრებული იყო და ნელ-ნელა ჭიშკრისკენ დგამდა ნაბიჯებს. მან არ იცოდა, რომ ჭიშკრამდე დიდი ორმო იყო და არსებობდა საშიშროება , რომ შიგ ჩავარდნილიყო, ეს ორმო მოჩვენებას გაეჩინა, იმ შემთხვევისთვის, თუ ბიჭი გარეთ გასვლას დააპირებდა. - მიდი, მიდი ჭიშკართან და გადი, იქნება ქუჩაში ვინმემ დაგეხმაროს ბიჭმა გადაადგა ერთი ნაბიჯი უკან, ორი - მიდი, მიდი იძახდა მოჩვენება უფრო ხმამაღალი ტონით. -ბიჭმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადაადგა, მეორე, მესამე და უცბად ორმოში ჩავარდა. -ჰა ჰა ჰა, ჩავარდი გენაცვალე, ნუთუ ვერ დაინახე რომ ორმო იყო? - ვერ დავინახე, შე დამპალო, მახეში გავები გავები, მაგრამ აქედან ამოვალ და შენ გაჩვენებ ჭკუას - თვალზე ლიბრი აგაკარი და იმიტომ, რაც შეეხება ამოსვლას, ამის ნება თუ მოგეცი კი თქვა მოჩვენებამ და ორმო მიწით ამოავსო. ფაქტიურად ბიჭი ცოცხლად დამარხა.შემდეგ გაქრა ასე იძია შური ნინო ჯაფარიძემ მკვლელებზე და თანასოფლელებზე.მისმა სულმა მოისვენა იმქვეყნად. ბევრი წაიყოლა თავისთან და ვინც წაიყოლა, იმათ ბაღებში ხეებზე ება მწიფე და გადამწიფებული ხელშეუხებელი ვაშლი, მსხალი ატამი, ყურძენი მთლიანად ჩიტებს ეჭამათ, ამ ბაღში მომავალში ეკალი ამოიზრდებოდა მოუვლელობისგან, იმიტომ მომხდარი ამბის შემდეგ რათქმაუნდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა დაატოვეს სოფელი. აი ასე გახდა ერთდროს მრავალ მოსახლე სოფელი, მცირე კომლიანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. არათანაბარი, ნიშნავს არათანაბარს :))) არის ადგილები, რომლებიც შედარებით გამართულია. ეცადეთ ზმნების დროები, პირი, რიცხვი, სახელების ბრუნვები შეათანხმოთ. მხატვრული ელემენტები შეიტანოთ თხრობაში.
არათანაბარი, ნიშნავს არათანაბარს :))) არის ადგილები, რომლებიც შედარებით გამართულია. ეცადეთ ზმნების დროები, პირი, რიცხვი, სახელების ბრუნვები შეათანხმოთ. მხატვრული ელემენტები შეიტანოთ თხრობაში.
7. უკაცრავად არათანაბარი ნაწერი რას ნიშნავს? უკაცრავად არათანაბარი ნაწერი რას ნიშნავს?
6. უკაცრავად არათანაბარი ნაწერი რას ნიშნავს? უკაცრავად არათანაბარი ნაწერი რას ნიშნავს?
5. უკაცრავად არათანაბარი ნაწერი რას ნიშნავს? უკაცრავად არათანაბარი ნაწერი რას ნიშნავს?
4. უკაცრავად არათანაბარი ნაწერი რას ნიშნავს? უკაცრავად არათანაბარი ნაწერი რას ნიშნავს?
3. უკაცრავად არათანაბარი ნაწერი რას ნიშნავს? უკაცრავად არათანაბარი ნაწერი რას ნიშნავს?
2. უკაცრავად არათანაბარი ნაწერი რას ნიშნავს? უკაცრავად არათანაბარი ნაწერი რას ნიშნავს?
1. თვითონაც არ იცოდა ნინო ჯაფარიძემ, რა უნდოდა. თავზეც უბედურება დაიტეხა და სოფელიც ამოწყვიტა. არც არაფერი დაუწერია, ერთი წელი იცხოვრა, მგონი, სოფელში. ფაბულა არ არის ცუდი, მისტიური ელემენტებიც არის. ავტორის შენიშვნების ჩართვის მცდელობაც. არათანაბარი ნაწერია.
თვითონაც არ იცოდა ნინო ჯაფარიძემ, რა უნდოდა. თავზეც უბედურება დაიტეხა და სოფელიც ამოწყვიტა. არც არაფერი დაუწერია, ერთი წელი იცხოვრა, მგონი, სოფელში. ფაბულა არ არის ცუდი, მისტიური ელემენტებიც არის. ავტორის შენიშვნების ჩართვის მცდელობაც. არათანაბარი ნაწერია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|