ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ბეგიაშვილი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2019


* * *

მოგონებაა ა(ი)ქიდან ანუ სხვა სამყაროდან,
ზუსტად არ ვიცი წარსულია თუ მომავალი...
დაუსრულებელ ხმებს მივყვები შუა ზღვაში,
ხელით ახლოა თვალებს რომ მჭრის ლურჯი ციალი
  გაჩერდა დრო და მიჰყვა სივრცეც...
  (ერთ ამოკვნესად ჩამოგლიჯა ცამ რეალობა)
  ოქროს ჩანგებით მოვარდნილი წყლის ცხენებიდან
  შვიდის მზერაში ვხედავ მხოლოდ დიდის წყალობას
მიმიკებს იქით სიმწვანეა,მინდვრები არა
უფრო მემები,ფრაგმენტებად გადაშლილი
ვენახებია,სიტკბო-მოხუცების ნაოჭებს შორის,
ხელებზე დაღვენთილა თეთრი ვერშილი...
  ქოხის მორებია...
  ხეებზე გამობმული ცოდვებია...
  ამავე ხის ფესვები მიზეზებია...
  კენწეროში შედეგებია...
  წყევლებია და ჭორებია...
  აქ სულდგმულები ოცდებიან...
  არ იბადებიან და მილიონჯერ გარდაიცვლიან
  ფერზე მეტად მატერიას...
  ბოლოს კი ჩერდება არტერია.............

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები