ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგივარამაშვილი
ჟანრი: პროზა
23 ივლისი, 2019


ცირკი

                                                                            ცირკი
                                                                          პროლოგი
  ცირკში ვინ არ ჰყოფილა, ადამიანების უმეტესობა სანახაობების სანახავად მიდის, მაგრამ ზოგისთვის ეს სამსახურია და ამით არჩენს ოჯახს. ისინი რეპეტიციაზე დადიან, წვრთნიან ცხოველებს, რომ გაახალისონ ადამიანები. დღესდღეობით სამწუხაროდ ცირკში მუშაობა, ნაკლებ მოთხოვნად პროფესიებს შორის არის, ეს ალბათ იმის ბრალია ნაკლებ შემოსავლიანია, ვიდრე სხვა, რასაც ხალხი ადვილად ეტანება. საქართველოში ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად იმუშავებ, ახლა ისეთი დროა, ყველას უჭირს, ვაჭარს, ხელოსანს, მძღოლს, თუ ბანკირს, ერთეულების გარდა. ვინც გაჭირვებას ყველაზე მეტად გრძნობს საზღვარგარეთ გარბის, ჰგონია ოქ დააღწევს დუხჭირ ცხოვრებას, შეიძლება ეს ასეა, მაგრამ ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, ეს რისი ფასად ხდება. ემიგრანტი საიდანაც არ უნდა იყოს ის, მონურ შრომაში იმყოფება, სანამ მას არ „ შეამჩნევენ“ და უკეთეს პირობებში არ აღმოჩნდება.  საქართველოში და არამარტო საქართველოში ადამიანების გარკვეული კატეგორია, იმდებად მშრომელია, რომ სტუდენტობიდანვე მუშაობენ ნებისმიერ ადგილას, ოღონდ ხელფასი ჰქონდეს და არცერთი საქმე არ ესირცხვილება მას. ყოველთვიური გამომუშავება კარგია, მაგრამ  ზოგ შემთხვევაში ადამიანს ისეთი სამუშაო გრაფიკი აქვს, მერე პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩება.“როცა გშია ზაქარია ცივი მჭადიც შაქარიაო“ მათქვამია ბრძენი ხალხის მიერ, ამით რა მინდა ვთქვა როცა ადამიანს უჭირს, ოღონდ საარსებო სახსრები იშოვოს და ყველაფერზეა წამსვლელი, ზოგ შემთხვევაში რაღაც ჩარჩოში, ზოგ შემთხვევაში კი არა. მერე წუწუნებენ ნაცნობ- მეგობრებისთვის დრო არ გვრჩებაო. ამ ნაწარმოებში მინდა მოგიყვეთ ორ ღარიბ სტუდენტზე, რომლებმაც საკუთარ ფულის შოვნის სურვილის გამო, ცირკში ჯამბაზებად მოეწყვნენ.
                                                                                  1
    ლევან არდაშელია ზუგდიდის რაიონის  სოფელ რუხიდან არის, მას ყოველთვის უყვარდა სოფლის ორღობებში სირბილი, ამხანაგებთან თამაში. ლევანის მამას ვახტანგ არდაშელიას ძალიან დიდი მამული ჰქონდა: 50 ჰექტარი ბაღი, ორი იმდენი ბოსტანი,  მის ქონებაში შედიოდა ასევე შინაური პირუტყვი: ძროხა, ღორი, ქათამი, ცხვარი და თხა, მოკლედ იგი სოფლის მეურნეობას ეწეოდა და ყოველთვის ჰქონდა ნატურალური პროდუქტი, ბაზარში ძალიან იშვიათად დადიოდა. ლევანი მთელ ოჯახში ერთადერთი შვილია, როდესაც ის გახდა 10 წლის, მამამ იფიქრა: ამას დავიხმარ საქმებში და ჩემთან ერთად ოფლს ვადენინებო, ასეც მოხდა, ბიჭი ყველაფერში ეხმარებოდა მამას, საღამოს კიდევ მამა- შვილი დასაძინებლად მიდიოდა. შრომით დაღლილი რომ ხარ, ლოგინში დაწოლა და მოსვენება ძალიან კარგი რამეა. რაც შეეხება  დედას, ოჯახის დიასახლისი იყო. მისი გაკეთებული მეგრული ხაჭაპურები მთელ სოფელში განთქმული გახლდათ, ამიტომ არდაშელიებთან  დასვენების პერიოდში ხშირად დიდი სტუმრიანობა იყო. ამ ოჯახს ჰქონდა საკუთარი რელიქვიაც, ძველი მამა-პაპური თოფი, ვახტანგის პაპა და  მამა ცნობილი მონადირეები იყვნენ, უფროსი არდაშელიაც ნადირობდა, სანამ ცოლს მოიყვანდა შემდეგაც ცოტახანი, მაგრამ მერე ეს ძველი  თოფი დაჟანგდა და სამუდამოდ „ მიესაჯა“  ვახტანგ არდაშელიას საწოლის ქვეშ დაწოლილად ჰყოფნა. 
      როდესაც ლევანი თექვსმეტი წლის გახდა, მას ერთი აზრი მოაწვა, როცა ის გაჩნდა, მას არ სურდა აჰყოლოდა, მაგრამ ძალიან შეაწუხა და სააბოლოდ გუნება - განწყობა შეეცვალა, მაგრამ მთლიანად არა, რადგან ის ისევე ძველებურად სწავლასთან ერთად მამასთან ერთად შრომობდა, უბრალოდ ის ფიქრობდა  რომ იმ სოფელში, სადაც ცხოვრობდა, რუტინული ცხოვრება სუფევდა და  მას მობეზრდა ეს ყველაფერი. ლევანს გაუჩნდა  სურვილი სხვაგან გადაბარგების, და აუცილებლად ქალაქში,  რომელიც  სიცოცხლით სავსე იქნებოდა, ასეთად კი მას თბილისი ეჩვენებოდა.  მისთვის ეს ის იყო, საითკენაც  ყოველი მეორე სოფლელი, თუ უბრალოდ ქალაქიდან ჩამოსული მიიღწვოდა საცხოვრებლად, თუ უბრალოდ განათლების მისაღებად. მან ისიც კი იცოდა რომელ უნივერსიტეტში სურდა ჩაბარება და რომელ უბანში დაიდებდა ბინას- თავისუფალი უნივერსიტეტი ან ჯავახიშვილი და მეორე ვაკე. უეჭველი ვაკე, რადგან მისი აზრით თბილისელი ყველაზე ნაღები საზოგადოება აქ იყრიდა თავს. „გარეუბანში ბაზრის წინ, სადაც კაცი ურიკით დადის რომ ჯართში ჩასაბარებელი რაღაცეები შეაგროვოს, ცოტა რთულია ცხოვრება. თან რადგანაც გარეუბანში ბინები იაფია, ბევრი სოფლელი იყრის იქ თავს, მართალია ლევანი სოფელში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც ადამიანს თბილისის ცენტრში ცხოვრების  სურვილი გაქვს და ამ სურვილს აისრულებ, გამოსულ ადამიანად ითვლები“. რომ დაღამდებოდა, ლევანი სულ იმაზე ოცნებობდა, მთაწმინდაზე გაესეირნა, ან კანუდოს ბარში დაელია ჯინ ტონიკი, ზემოთხსენებულ ადგილას ჰყოფნა ძალიან ძერსკობად ითვლება საზოგადოებაში , მერე უკვე შესაძლებელი იქნება ამხანაგებში ტრაბახი და ყველას ზემოდან ყურება, მაგრამ ლევანს ერთი რამ დაავიწყდა: როცა მამა დაურეკავს ჩამოდი დახმარება მჭირდება, თუ გამოცდა არ ექნება,  ან სხვა რამ არ შეუშლის ხელს, ყოველ მიზეზ გარეშე წავა და იშრომებს ძალიან ბევრს, თუმცა ეს იქნება ალბათ რაიმე გრიფით საჯარო სივრცისთვის დამალული  ოპერაციის  ან საიდუმლო სერობის მსგავსი რამ,  თბილისელმა სვეწკმა საზოგადოებამ ეს ამბავი თუ გაიგო, ყველა დასცინებს, შესაბამისად  იგი იძულებული გახდება, დაუბრუნდეს ისევ იმ სოფელ და ყოფას.

      აი დაადგა ლევანის ცხოვრებაში აბიტურიენტობის პერიოდიც. მან უფრო  სერიოზულად მიჰყო ხელი მეცადინეობას ხელი. ადრე  არასდროს დასიზმრებია სიზმარი , რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით ახლა თითქმის ყოველდღე ესიზმრება :ლუარსაბი, დარეჯანი, გამზრდელი, ალუდა ქეთელაური, ბეკინა სამანიშვილი, ტანგესი, კოტანგესი, წინადადებებს შორის ლოგიკური ბმები, საქართვლოს ოქროს ხანა, გარნისის თუ ტაშისკარის ბრძოლები და სხვა. ძალიან შეაწუხა ბიჭი ამ სიზმრებმა „ ალბათ აბიტურიენტების ხვედრიაო“ ფიქრობდა იგი, იმ რამდენ გამონაკლისში ვერცერთს აღიქვამდა იგი კოშმარად ერთის გარდა, კერძოდ შარშან ნახა სიზმარი, რომ ეროვნულ გამოცდებში ჩაიჭრა, მაშინ ფიქრობდა, რომ მომავალში აღმოვნჩდი და ეს მელოდებაო, ამიტომ გაიოთხკეცა მეცადინეობა აბიტურიენტობის დროს.  გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ლევანს დაესიზმრა ყინულებში მონასტრის სენაკში ქალთან ლოგინში მოალერსე ილია ჭავჭავაძის განდეგილი. ისინი ისე იყვნენ ვნებაში ჩაძირულნი და აშკარად ჩანდა ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ გაღვიძება დიდი ცოდვა იქნებოდა, მაგრამ ეროტიული სცენების ყურება ბავშვისთვის მეტისმეტად მძიმეა და გაეღვიძა.  ლევანის მშობლებმა გადაწყვიტეს მისი ფსიქიატრთან მიყვანა, მაგრამ მერე გადაიფიქრეს, ალბათ აბიტურიენტობისგან გამოწვეული სტრესის ბრალია და მალე გადაუვლისო.  აი დაადგა ზაფხული, საგამოცდო პერიოდი, აბიტურიენტები, ნერვიულობენ, პირველი გამოცდის წინა ლევანს არაფერი დასიზმრებია, მშვიდად ეძინა, მეორე დღეს რეგისტრაციის მერე, როდესაც დააჯდა თავის კუთვნილ ადგილას და საგამოცდო ფურცელი დაუდეს, უცბად ასოებმა ცეკვა დაიწყეს.
    -„ნერვიულობის ბრალია ლევან, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება“ თავს იმხნევებდა ბიჭი და ბოთლიდან წყალს სვამდა. პირველს მოჰყვა მეორე, მესამე, მეოთხე, სულ ერთიდაიგივე, მაგრამ აჰა დაამთავრდა მისი ტანჯვა, ახლა ლევანს აღარ აწუხებდა, რადგან ძნელბედობის პერიოდში იბრძოლა მან ბოლომდე და ყველაფერი კარგად დააწერა. აგვისტოს ბოლოს პასუხიც მოვიდა. ლევანი ჯავხიშვილში მოეწყო, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ბიჭი ძალიან გახარებული იყო, იგი მეცხრე ცაზე იყო ასული, მისმა ოცნებამ ახდენა დაიწყო, ეხლა თუნდაც სიზმარში დავით კლდიაშვილის ერთერთ გმირს დარისპანს მისი გასაჭირი მოეყოლა,  ან ბაკულას ღორების ღრუტუნი მოესმინა, გადააბრუნდებოდა მეორე გვერდზე და ამით ანიშნებდა სიზმარში მოსულ არარსებულ სტუმრებს, არ მაინტერესებთო, ალბათ დაანებდნენ  თავს, ან ლიტერატურული  გმირების და სხვა რაღაცეების ფონზე, რაც მას კოშმარად მიაჩნდა მას, ტკბილი ძილი ექნებოდა. 
                                                                                  2
    ლევან არდაშელიას სახლის ცოტა ქვემოთ ჭიჭინავების ოჯახი ცხოვრობდა. მათი ქვითკირის სახლი და ღობე ყველა გამვლელ- გამომვლელს აღაფრთოვნებდა. უბრალო ადამიანები ვინც არ იცნობდა ამ ოჯახს, ყველა ფიქრობდა რომ აქ ცხოვრობდა ერთი კარგად შეძლებული ოჯახი, მაგრამ ეს ესე არ იყო. ისინი მხოლოდ ძველი დიდების ნაშთებიღა თუ იყვნენ.  ოჯახს ძალიან უჭირდა, ოჯახის უფროსი დიასახლისის დალი ჭიჭინავას  პენსიით      და მისი შვილის ცოტნეს ბაზარში გაყიდული მოწეული მოსავლით ძლივს ირჩენდნენ თავს. ხანდახან ყოფილა შემთხვევა, როდესაც შვილს ვერ გაუყიდია ვერაფერი,  პენსიასაც დაუგვიანია,  იმ კვირის საკვები ამ ოჯახს მეზობლებისგან გამოურთმევიათ, კარგია როცა კეთილი ხალხი ცხოვრობს შენ გვერდზე.  ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო,  გამდიდრებულ  მიხეილ ჭიჭინავას თითქოს ყველაფერი ჰქონდა აწყობილი, იყო ერთი დიდი ქარხნის დამფუძნებელი და  ხელმძღვანელი, ჰყავდა უამრავი თანამშრომელი, ფული ოჯახს ჰქონდა ჩეჩქვივით, მაგრამ უცბად ყველაფერი შეიცვალა, ფორტუნამ ამ ოჯახისთვის ბედის ბორბალი უკუღმა დაატრიალა: ცვატამ , დედ- მამისთვის პირველმა სიხარულმა ამხანაგებთან ერთად ბანკი დაყაჩაღება ცადა , მაგრამ მათ ის ვერ გაითვალისწინეს რომ მესამე რიგში მდგარი მოლარე გოგონა ისეთი გაბედული იქნებოდა, ვა ბანკზე წავიდოდა და სიგნალიზაციის ღილაკს  მიაჭერდა, რაც პოლიციას გამოძახებას ნიშნავდა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ იარაღში, რომელიც მათ  ხელში ეჭირათ,  ცარიელი ვაზნა იყო, შესაბამისად ისინი ამ ადამიანს ვერაფერს დაუშავებდნენ. სხვა გზა აღარ ჰქონდათ ამ ბანდას, გარდა ერთისა- შენობიდან უცბად გაქცევა, მაგრამ პოლიციის განყოფილება იქვე ახლოს იყო,  სირენების ხმა წამში გაისმა ბანკის წინ და ყველანი ხელებშეკრულები გადაყვნილნი იქნენ წინასწარ დაკავების იზოლატორში, მამას შვილის გამოხსნა ძალიან ძვირი დაუჯდა. მეორე შვილმა ცოტნემ თავის ძმის ამბავზე ძალიან ინერვიულა, ამას დაემატა ერთხელ როდესაც შობა- ახალწელს სახლში მიდიოდა  და ის  იყო უნდა მიახლოვებოდა სახლის კარებს, უცბად დაინახა წინ მდგარი დასისხლიანებული მამაკაცი,  გააღო კარები, გადავიდა, ცადა დახმარება ადამიანის, მაგრამ სანამ მივიდა უცბად დასისხლიანებული ჩაიკეცა და გაუნძრევლად იწვა, როგორც უსიცოცხლო რაღაც საგანი.  ცოტნე მივიდა, ცადა მისი გამოფხიზლება, მაგრამ რეაქცია ნული, ყური მიადო გულ მკერდზე, არ სუნთქავდა, ესეიგი მოკვდა, ანუ იგი ახალ წელს  სახლში არ შეხვდება თავის ოჯახის წევრებთან ერთად სითბოში, ვერ დააგემოვნებს სხვადასხვა ნუგბარს საახალწლო სუფრაზე, მამაკაცზე ამან ძალიან ცუდად იმოქმედა, ბევრი ინერვიულა გათენებამდე, იმ კაცის სიკვდილს თავის თავს აბრალებდა, ფიქრობდა, ადრე რომ გამოსულიყო, მომაკვდავს გადაარჩენდა, ცოტნეს გამთეენისას გული გაუხდა ცუდად, იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გულის შეტევა დაუდგინდა, შვილის ოპერაცია მამას ძალიან ძვირი დაუჯდა, ორივე შემთხვევის გამო კაცი გაკოტრდა, ქარხანა დაიხურა და იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც მიხეილმა ბოლო შავი დღისთვის შემონახული გაიღო  შვილის ჯანმრთელობისთვის (პატარა ნერვიულობაზე კიდევ გაუხდა გული ცუდად ცოტნეს), ოჯახს მოუწია ნახევრად მშიერ  ყოფნასთან შეჩვევა. ისინი ვერ ეგუებოდნენ ძველი დიდების მოსპობას და ახალი ეპოქის დადგომას, ამიტომ უმცროსმა შვილმა დაიწყო ბაღში მოყვანილ მოსავლის ბაზარში გაყიდვა, მყიდველები  თითქოს იყვნენ, მაგრამ ერთხელ რომ უამრავი მოდიოდნენ,  მეორე დღეს კანტიკუნტად იყვნენ, ყოფილა შემთხვევა, როდესაც  საერთოდ არ ჰყოფილა.
      ამ მოთხრობის  მეორე გმირი ვახტანგი  მიხეილის შვილიშვილი იყო, თუ უფრო დაზუსტებით გაინტერესებთ, ცოტნეს შვილი არის.  იგი  კარგად იცნობდა ლევანის და მეგობრობდა კიდევაც მასთან. ვახტანგისაც სურდა თბილისში წასვლა სასწავლებლად, მაგრამ არა იმიტომ რომ თავს საუკეთესო გარემოში იგრძნობდა და საამაყო ექნებოდა ეს, არა უბრალოდ მას თბილისის გარდა სხვა უნივერსიტეტები არ მოსწონდა. იგი სანამ აბიტურიენტი გახდებოდა, ლევანისგან განსხვავებით ბეჯითი მოწაფე იყო, ამიტომ აბიტურიენტობის დროს არაფერი დასიზმრებია,  ის ილიას უნივერსიტეტში მოეწყო უცხო ენებზე. გაღარიბებულ ოჯახს დიდი საფიქრალი შემოაწვა ამ წუთიდან, როგორ გადაეხადა შვილის სწავლის გადასახადი.  მთელი ოჯახი ბოლთას სცემდა და ჰფიქრობდნენ , ბოლოს დაადგინეს, რომ გაეყიდათ ყველაფერი, რაც კი რამ ებადათ, იმ ფულით ჯერ ექირავათ ბინა, შემდეგ ვისაც კი მუშაობა შეეძლო, სამსახური ეშოვნა და ეყიდათ სადმე იაფათ ბინა. გადაწყვეტილების მიღეებიდან მათ მალევე თავისი ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანეს. ნაქირავები ბინა მდებარეობდა ლილოში, რადგან  ამაზე იაფად სხვაგან გასაქირავებელი ბინა ვერ ნახეს.
    როცა ლევანი თბილისში ჩამოსვლის დრო დაადგა, მშობლებმა შავი დღისთვის შეგროვებული 1000 ლარი გამოატანეს.  ლევანი უბედნიერესი ადამიანია. ძლივს დააღწია თავი სოფელს, ახლა ქალაქში იცხოვრებს, ახალ აშენებულ დიდ კორპუსში და ინებივრებს ისე როგორც უნდა. ამ ბინის ქირა მშობლებმა გაიღეს, მათ შვილს სადმე გარეუბანში ჰქონოდა  თავზე ჭერი, მაგრამ ლევანმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა მე ცენტრში უნდა ვიცხოვროვო. აჰა მოჰყვება იგი მარშუტკას და ჰგონია რომ პირდაპირი რეისით ედემის ბაღში მიდის, სადაც ყველაფერი არის ულიმიტოდ,  ხალხმა არ იცის რა არის გაჭირვება და ისეთ ცოდნას მიღეებს რომ ადამიანებს საქართველოს მაშტაბით კი არა, ჰარვარდის და ოქსფორდის პროფესორებსაც გადარევს.  იმ დღეს სოფელში კოკისპირულად წვიმდა. მარშუტკა როგორც კი გაცდა გორს, უცბად გამოიდარა, მზე ხარბად ისროდა სხივებს. ღრუბლები თითქოს ერთი ხელის მოსმით რაღაც ძალას გაექრო. „კიდევ ერთი ნიშანი რომ ედემში მივდივარ, სადაც ვიცხოვრებ უზრუნველად სანამ არ მოვკვდები“ ასე მგონია ბიბლიური მოსე ორი ვარ, რადგან ღმერთმა მას დაუბარა ხალხი გაეყვანა ეგვიპტიდან 40 დღე-ღამე ატარა უდაბნოში და სააბოლოდ მიმიყვანა მეც აღთქმულ ქვეყანაში, რასაც მაშინ ისრაელი დაერქვა, ახლა კი არ ვიცი რას ვუწოდებ ამას, ალბათ უბრალოდ თბილისს დავარქმევ. მე დავალება მქონდა გამოვსულიყავი იმ ჯოჯოხეთიდან და მივსულიყავი აღთქმულ ადგილას, ოღონდ მარტო. კიდევ ერთი განსხვავება არა 40 დღე, არამედ რამდენი საათია საჭირო უდაბნოდან გასვლისთვის. როდესაც  აბრაზე დაინახა თბილისი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მეცხრე ცაზე იყო, როგორც იქნა ედემში შევიდა, აჰა გამოჩდნენ დიდი სახლები, კარფური, აგრარული უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის ძეგლი, ბიჭი ისე გახარებული იყო, რომ გულში არსებული ემოცია შიგნით ვერ ჩერდებოდა, უნდოდა გარეთ გამოსულიყო, მაგრამ სხვა მგზავრებს ზოგს ეძინა, მიმჭკნარი, მოწყენილი სახე ჰქონდათ, იფიქრა ამიტომ  მათთვის ცუდს შედეგს გამოიწვევდა და შიგნით არსებული ემოცია რაღაცნაირად ცხრაკლიტულში დაკეტა და აღარ გამოუშვა გარეთ. როდესაც დაინახა ლევანიმ სხვა  ადამიანების ასეთი სახეები თავიდან გაოცდა, მაგრამ მერე იფიქრა, ესენი ალბათ რაც აქვთ, იმათზე მეტზე დახამებულნი არიანო. ამის გამო ის გულში კიცხავდა თანამგზავრებს. არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა ედემში ცხოვრობდე, ისე უკმაყოფილო იყო, გეძინოს და არემარეს არ უსწორებდე თვალს, ან დარდი გესახებოდეს სახეზე.
    ლევანს უთხრეს მშობლებმა, რომ მეტროთი უნდა ემგზავრა, ასულიყო რუსთაველზე, იქიდან ავტობუსით ასულიყო მზიურთან. ბიჭმა ვერ იპოვნა მეტრო , ირგვლივ საცხობები მაღაზიები და ლუდის ბარები იყო, ერთ კუთხეში ხალხი შედიოდა და გამოდიოდა, მაგრამ მას ვერ გაეგო ეს რა იყო. ბევრი რომ არ ემკითხავა სად წასულიყო, გადაწყვიტა ტაქსით მისულიყო სახლამდე, თან ეს უფრო სვეწკურია. ლევანს გაახსენდა, რომ მარშუტკა, რომ გაჩერდა, იქ რამდენიმე მანქანა იდგა, რომელთაც ზემოთ რაღაც ოთხკუთხა ეკეთათ, ეს ალბათ ტაქსის ნიშანია. როდესაც დაბრუნდა უკან  მანქანები აღარ იდგა, მარტო მარშუტკები იყო. მარშუტკების გვერდზე ლუდის ბარი იყო,
    მოდი აქ ვიკითხავ გაიფიქრა თავისთვის ბიჭმა.  ტაქსები სად დგას ჩაილაპარა ბიჭმა და შიგნით შევიდა.ბარში ორი კაცი იჯდა ლუდს სვამდა.
- ხო არ იცით ტაქსები სად დგას აქვე ახლომახლო? რამდენიმე წუთში უცბად გაქრნენ.
- სად მიდიხარ?
- სოფლიდან ჩამოსული ერთი გლეხის ბიჭი ვარ, ქალაქში ჩამოვედი რათა აქ ვისწავლო,
ახალ სახლში მივდივარ, რომელიც ვიქირავეთ ოჯახმა და  მელოდება თავის მდიდრული ოთახებით.
  იმ ორიდან ერთერთმა იფიქრა ახლა ამას ბევრი მაყუთი ექნება და გავყლიფავო. ეტყობა ბრიყვია და არ გამიჭირდებაო.
  -მე ტაქსის მძღოლი ვარ, მოდი მე წაგიყვან თქვა კაცმა და სკამიდან წამოდგა.
  როდესაც მანქანაში ჩაჯდნენ, რომელიც არც ისე შორს იდგა და  ტაქსის ნიშანი ჰქონდა, მძღოლმა ჰკითხა ლევანს:
  -აბა მითხარი სად მივდივართ?
  -ვაკეში, მზიურთან.
  კარგი, მეც იქით მივდივარ გზად და გაგიყოლებ. 20ლარი.
  ბიჭმა უსიტყვოდ მისცა ფული,  და ღვედი შეიკრა. მანქანა დაიძრა.
  -რომელ სოფლიდან ხარ ბიჭი?
  -რუხი
  -მეგრელი ხარ ბიჭო?
  -დიახ.
  მერე ამ სიშორეზე რამ წამოგიყვანა?
  -მომბეზრდა სოფელში ჰყოფნა. თბილისში მირჩევნია. აქ ყველაფერია. ქალაქში ადამიანი უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე სოფელში, აქ სამოთხე არის ბატონო.
  მძღოლმა  დარჩენილი გზა უსიტყვოდ გააგრძელა, იგი ჰფიქრობდა, რომ გვერდზე ერთი ილუზიებში მყოფი დებილი ეჯდა. მართალიც იყო. ალბათ, რადგან რა იცოდა საწყალმა, რომ რამდენიმე წუთის წინ დიდი რაოდენობით დაცინცლეს? ვინმეს რომ გაეგებინა ეს ალბათ, მის წარმოსახვაში წარმოშობილ ედემში ყველაზე მცირე ჩრდილები გაჩნდებოდა, უკიდურეს შემთხხვევაში კიდევ მუქი შავი ლაქები.
  როდესაც ისინი კორპუსთან მივიდნენ, ლევანი უცბად გამოხტა მანქანიდან, ისე რომ არც კი დამშვიდობებია მძღოლს წესიერად. აიარა ხუთი სართული და მექვსეზე შუა კარებში შეარჭო გასაღები. კარები გაიღო. ესეიგი ეს ბინა მისია, არ ეშლება,  ეს ყველაფერ ცხადია, სიზმარი არა, ოი რა კარგია, სიხარულისგან დახტოდა ბიჭი, ამ ბინაში ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი, არცერთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენა არ ჭირდებოდა მას, ლოგინიც ფუმფულა იყო, აქ ძილი ისეთი სასიამოვნოა, რომ შეიძლება მთელი დღე არაფერი აკეთო გარდა წოლისა, ერთადერთი რაც არ მოეწონა ლევანს , ის იყო, რომ მაცივარი ცარიელი დახვდა. ესეიგი მაღაზიაში უნდა ჩასულიყო და ეყიდა საჭმელი. ეს ძალიან დიდი მინუსი იყო მისთვის, რაც სასწრაფოდ უნდა მოგვარებულიყო და მალევე აივსო მაცივარი სხვა დასხვა საჭმელებით და სასმელებით. აი ეხლა შეიძლებოდა გეთქვათ ამ სახლის პატრონი მეფურად ცხოვრობსო. ამ ფუფუნებამ მოიტანა ის რომ  ლევანს სწავლის დაწყენის წინ ერთი დღით ადრე ფული აღარ ჰქონდა არაფრის, მშობლებმა სასწრაფოდ გამოუგზავნეს დამატებით ფული, მაგრამ ისიც ერთ კვირაში შემოეხარჯა. რომ მიხვდნენ არდაშელიების ოჯახი რა მფლაგველი შვილი ჰყავდათ, მას ურჩიეს მუშაობის დაწყება.
    -ჩვენ შენთვის მოსაცემი აღარ გვაქვსო.
ეს მართალიც იყო. თუ რაიმე ჰქონდათ შავი დღისთვის გადანახული, საკუთარი არსებობისთვის ჭირდებოდათ. ლევანს სასმელ-საჭმელი კი ბევრი ჰქონდა,ერთი თვე გაიტანდა თავს, ცოტ-ცოტა რომ ეჭამა და სტუმრები არ დაეპატიჟა. სწავლის საფასურიც დაფარული იყო ამ სემესტრის,  ერთი თვის მერე? ხო ამოხდებოდა სული შიმშილით? რა ჰქნას? ახლავე უნდა დაიწყოს სამუშაო? მაგრამ სად? ყველა მისი ძმაკაცი ლოთი ბირჟავიკია, არავინ მუშაობს,  კურსელები მემგონი მარტო სწავლაში კარგავენ დროს, არცერთი არ კავდება სხვა რამით, მაგრამ თუა ვისაც სამსახური აქვს, ვერ მივა იგი მასთან, რადგან არცერთ კურსელს არ იცნობს წესიერად. 1კურსის 1სემესტრი ჯერ არ გასულა  და ბუნებრივია.
      ერთ დღეს როდესაც სააბოლოდ მიხვდა ლევან არდაშელია სამოთხეში კი არა ჯოჯოხეთში მოხვდა, თავის თავს აგინებდა, რატომ წამოხვედი სოფლიდანო და თითებს იკვეტდა მზიურის წინ მდგარი გამოსავლის ძიებაში, უცბად დაინახა გზაზე მიმავალი თავის თანასოფლელი  ვახტანგ ჭიჭინავა. მას ამ დროს უკვე სააბოლოდ ჰქონდა დაუფლებული სურვილი მათხოვრობის, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა, თითქოს ვიღაცა ჩასძახოდა, ცოტახანი მოიცადეო. როდესაც თავის მეგობარი დაინახა, გაუხარდა, რადგან ეს იყო უკანასკნელი იმედი სიკვდილისგან თავის დაღწევის, ან გამათხოვრების. ნათქვამია ხალხში უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაპატრონებოდნენო, ლევანისთვის ვახტანი იყო თითქოს მხსნელი რომელიც მის ირგვლივ ყველაფერს ეშმაკებისგან გაანთავისუფლებდა და ჯოჯოხეთს სამოთხედ გადააქცევდა ისევ.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ჰერაკლეს მიერ ავგიას ბოსლის გაწმენდის მსგავს გმირობას ჩაიდენდა.
    -როგორ ხარ ვახტანგ?
    -კარგად შენ?
    -რა მიჭირს. ვარ რა!
  -ასე რატომ? რა გაწუხებს?
    - როგორ რა მაწუხებს? არ იცი შენ? ფული შემომაკლდა! არ ვიცი როგორ ვიშოვნო, წკიპზე ვარ რომ მათხოვრობა დავიწყო, თუ არადა შიმშილით უნდა ამომხდეს სული. ხომ ვერ დამეხმარები სამსახურის შოვნაში?
    კი, ცირკში ჯამბაზის ვაკანტური ადგილია,ხვალ გასაუბრებაზე მივდივარ  წამოდი თუ გინდა.
    ლევანს არასდროს არ უოცნებია ამ სამსახურზე. მას ეგონა, ვახტანგი კაბინეტში დასვამდა სადმე. მას ძალიან არ უყვარდა ბავშვობიდან ჯამბაზები, მაგრამ ეხლა რა ექნა? მისი სიკვდილ სიცოცხლის საკითხი იდგა. ლევანი დათანხმდა.
                                                                            3
  ამ ამბებიდან 20 წელი გავიდა. მოსკოვის ცორკი  ძალიან პოპულარული იყო მთელ კავკასიაში. ამ ოცი წლის განმავლობაში ცირკმა ორი დირექტორი გამოიცვალა, პირველი 10 წელი, მეორე დირექტორის რვა წელიწადი და ახლა  მესამე უკვე მეორე წელიწადი არის. პირველი დირექტორი ყაზახეთში წარმატებული მუშაობის შემდეგ, მოსკოვში გადაიყვანეს, ნაყოფიერი 10 წლიანმა მუშაობამ შედეგად ის მოიტანა, რომ  წარმოდგენებზე ყოველთვის ანშლაგი იყო და ამ დარგს უკვე ალმაცერად ვეღარავინ ვეღარ უყურებდა. ის წარმატების ზენიტში იყო, როდესაც გულმა უმტყუვნა და გარდაიცვალა. მეორემ როგორც მემკვიდრემ, არ უღალატა ტრადიციას და შეინარჩუნა ის სახელი რაც ჰქონდა მანამდე მოსკოვის ცირკს, ის როდესაც სიტყვით გამოდიოდა, უცბად სცენაზე ზურგზე დაეცა მოწყვეტით, უამრავი ადამიანი მივარდა ცადეს მისი გამოფხიზლება, მაგრამ ვერ, სული ღმერთისთვის მიებარებინა. ორი წელიწადია რაც მესამე ზის დირექტორის თანამდებობაზე, ის ჯერჯერობით კარგად უძღვება საქმეს, წარმოდგენებზე ისევ ანშლაგია, დაგვიანებული ხალხი კიბეებზე ჯდება, ადგილი რომ აღარ რჩებათ. რაც მთავარია  სუფთა წარსულის პატრონია, არაფერი დანაშაული მას არასდროს ჩაუდენია და რაც მთავარია, არც მეგობრისთვის უღალატია.წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთი უბრალო ჯამბაზს დირექტორად არავინ დასვამდა კი არა სამსახურიდან გააგდებდნენ. აქ ამ სამსახურში პატიოსნება ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი არის. მისი სახელი იური სმირნოვია.  ათი წელიწადია რაც მოღვაწეობს აქ რუსეთში. იგი ბეჯითადად და მუყაითანად შრომობდა და შეამჩნიეს, შემდეგ რაც მოხდა ალბათ ხვდებით თქვენ თვითონ.
  დღეს  მოსკოვის ცირკისთვის მნიშვნელოვანი დღეა, მას 70 წელიწადი შეუსრულდა, მთლიანად სტაფი მთელი გულმოდგინებით ემზადებოდა ამ დღისთვის. უამრავი სტუმარი იყო მოწვეული, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობის ადამიანები. დირექტორმა თავის სიტყვაში უნდა შეაჯამოს  ერთ წერტილზე დგომის 50 და აღმასვლის 20 წელი მთლიანად. ასევე უნდა მოყვეს იმ ათ წლის შესახებ, რა პერიოდიც ის აქ მუშაობს. წარმოდგენას ის ხსნის, ამიტომ  თვლის რომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის გამოსვლას, მის შემდეგ იქნება ცეცხლში მოხტუნავი ლომები............
  იური სმირნოვმა ამ დღისთვის სპეციალურად შეიძინა ძვირფასი შარვალ- კოსტიუმი, ბაფთის გაკეთება არ დავიწყებია ჩაცმისას რათქმაუნდა, იგი ფიქრობდა რომ ვიზუალი მნიშვნელოვანია. გასვლიდან ხუთი წუთი დარჩენილიყო. გული ისე ძგერდა, თითქოს სხეულიდან გამოსვლა უნდაო. იური უაზრო შიშმა შეიპყრო. მას უეცრად თვალწინ შავი წრეები დაუტრილდა. ფეხები მოეკვეთა.  გასვლის წინ რატომ დაეუფლა ნეტავ ასეთი გრძნობა? უბრალოდ სიტყვა უნდა თქვას და გავიდეს, შემდეგ სხვა ადამიანები გააგრძელებენ წარმოდგენას? ცუდი რა უნდა მოხდეს?
    უცბად თავდატეხილ გრძნობებთან მებრძოლმა დირექტორმა  აღმოაჩინა, რომ გასვლის დრო იყო, მოიკრიბა ძალა და გავიდა სცენაზე. მას გული ისევ ბაგაბუგით უძგერდა, წრები უფრო მეტად გამრავლებულიყო და უფრო სისწრაფით მოძრაობდნენ. როდესაც იური გამოჩნდა მაყურებლის წინაშე, უცბად ყველანი ფეხზე წამოდგნენ იური, იურის ძახილით. უცბად დირექტორმა შეამჩნია  იჯდა მარტო სკამებს შორის კიბის შუა საფეხურზე, დაახლოებით მისი ხნის, გამხდარი და წარმოსადგენი მამაკაცი. სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული მას.
    „ეტყობა ადგომა ეზარება, ლაპარაკს რომ დავიწყებ ნამუსი შეაწუხებს და ზრდილობას როგორც შეეფერება ისე მოიქცევაო“ ფიქრობდა იური და რამდენიმე წუთი გაშტერებული უყურებდა ნიღბიანს, შემდეგ როდესაც ამოიგდო ეს უცნობი თავიდან და უნდოდა ეთქვა რაღაც, ზუსტად მაშინ მოხდა უბედურება, კაცმა მოიხადა ნიღაბი, იურიმ რომ დაინახა სახე, უცბად დამუნჯდა თითქოს, ვერაფერი ვერ თქვა, აზრები გაუქრა, თვალთ დაუბნელდა. უნდოდა დაეყვირა, რაც მის მდგომარეობას გამოხატავდა, რამენაირად რომ მოეშორებინათ ის ახალგაზრდა პარტერიდან, მაგრამ შიში ისე იყო დაუფლებული მასზე, ვერაფერი ვერ გააკეთა. უცბად ახალგაზრდამ დიდი მუყაოს ქაღალდი აწია, სადაც ქართულ ენაზე სიტყვები ეწერა:
                                                  „  ქარის მოტანილს -ქარივე წაიღებსო’’
ამის დანახვაზე იურის შიშისგან კანკალი დაეწყო, რასაც მოჰყვა შემდეგ  სცენაზე დაცემა და გონების დაკარგვა. ტაშის გრიალი და იურის ძახილი უცბად შეცვალა სიჩუმემ და გაფართოებულმა თვალებმა. სიჩუმე ალბათ სრულიად დაუფლებული იქნებოდა ირგვლივ, რომ არა რომელიღაცა თანამშრომლის ყვირილი და მეორე თანამშრომლის შეძახილი:
    -სასწრაფოს გამოუძახეთ ვინმე, ადამიანი წაიქცა და გონება დაკარგა.
  -ვრეკავ!
    ექიმები მოვიდნენ მალე, დირექტორი ჩასვეს უცბად მანქანაში და გადაიყვანეს არც ისე შორს მდებარე საავადმყოფოში. იურის რამდენიმე საათში მოვიდა გონს. პირველი რაც აღმოაჩინა ის იყო, რომ იწვა პალატაში და თავთან ეჯდა მოხუცი ცირკის შენობის დამლაგებელი
    -აქ რას ვაკეთებ, ან მარტო თქვენ რატომ ხართ? დანარჩენები სად არიან?
    -გაითიშეთ და სცენაზე დაეცით, დანარჩენები იმიტომ არ არიან, რომ სხვა დირექტორები თქვენგან განსხვავებით აძლევდა უფლებას ხანდახან  პახმელიაზე მყოფები, ან დაბოლილები მოსულიყვნენ, თქვენ კიდევ ეს აკრძალეთ, ამის გამო ძალიან ბევრი სტაფიდან ვერ გიტანთ ფარულად, ვერ ამჩნევთ, მაგრამ ჩუმ- ჩუმად თქვენზე რას ლაპარაკობენ რომ მოგასმენინათ, ალბათ გაგიჟდებოდით. ყველას მკვდარი ჰგონიხართ და ალბათ აღნიშნავენ თქვენ გარდაცვალებას.
    -ეს თუ ესეა, მაშინ ეს მესიჯები? თანამშრომლები ინტერესდებიან ჩემი მდგომარეობით.
  - ეგ ფარსია, რომ ვერ მიუხვდეთ, თამაშობენ, რადგან ჰგონიათ, თუ გასკდა მათი საიდუმლო ყველას ერთად გარიცხავ, თან აინტერესებთ როდის მოკვდებით,რომ დასვან ახალი დირექტორი და როგორც ამბობენ „ დაამთავრდეს დიქტატურა“
  -არამზადები! დაიყვირა უცბად დირექტორმა, არამზადები! დაიცა მე წამოვდგე აქედან, მაგათ ვაჩვენებ სეირს, როგორ უნდა ჩემთან თამაში. დიქტატურის დამხობა სურთ ხო?! მაგათ ვანახებ ახლა დიქტატურას!
  ამ საუბრის მიმდინარეობის დროს საავადმყოფოდან ორი საათის სავალ გზაზე რესტორანში ქეიფობდნენ ცირკის თანამშრომლები, მათ ეგონათ, რადგან უფროსის ჯანმრთელობის შესახებ პასუხი ვერ გაიგეს, ესეიგი მკვდარი იყო. მათ ძალიან ახარებდათ ეს ამბავი, მათთვის „სისხლისმელი დიქტატორი მოშორდათ“, ახლა შეეძლოთ ახალი კანდიდატურის არჩევა, და ეს ვასილი ივანოვი იყო, პირველი იურის მოწინაღმდეეგე, კაცი რომელიც არ ემორჩილებოდა დირექტორს,  პირველი ის არღვევდა კანონს, სამსახურში ან ბარბაცით მოდიოდა, ან სადღაც ილუზიაში წასული იყო და ყველაფერი ნათელ ფერებში ეჩვენებოდა. ( პლანის მოწევამ ასე იცის.) . დირექტორს უნდოდა მისი გააგდება, მაგრამ ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, რადგან იცოდა უჩივლებდა და ისეთ ადვოკატს აიყვანდა თეთრს იოლად შავად რომ აქცევდა.........................  რა იცოდნენ ამ საწყლებმა, რომ კაცი მალე გამოჯანმრთელდებოდა ისეთ სასჯელს მოუვლენდა მათ არასდროს დაავიწყდებოდათ.
    ორი დღის მერე გამოეწერა იური საავადმყოფოდან და პირველი რაც გააკეთა ყველა თანამშრომელს 5% შეუმცირა ხელფასი, ხოლო დამლაგებელს გაუზარდა პირიქით 10%-ით. ამას მოჰყვა უკმაყოფილება, ზოგიერთი თანამშრომლის გაფიცვა სამსახურის წინ, შიმშილობა და სამსახურში შეგნებულად არ სიარული, ხელმძღვანელობის მხრიდან ამაზე რეაგირება არ ჰყოფილა, იური ფიქრობდა რომ ასე იქნებიან ცოტახანი მობეზრდებათ და სიმშვიდე დაისადგურებსო, ან კიდევ თავის ფეხით წავლენ სამსახურიდან და ახალი კადრებით შევცვლიო.  ამ უყურადღებობამ შედეგი ის გამოიღო, რომ  მთლიანად კოლექტივი შეიცვალა, მაგრამ უცბად არა, ნელნელა ჯერ 5კაცი წავიდა, შეიცვალა სხვა თანამშრომლებით, შემდეგ მიჰყვა ორი და ასე. დირექტორი უზომოდ კმაყოფილი იყო რადგან მას გამოთქმის: „ ახალი ცოცხი კარგად ჰგვის ჭეშმარიტება წამდა“, მაგრამ რა იცოდა ამ საწყალმა, რომ იმ ახლებში, რაღაც ნაწილი ძველების მეგობრები ერია და შურის საძიებლად იყვნენ მისულები. მათ ჭირდებოდათ უბრალოდ საჭირო მომენტი, რა დროსაც თავის საწადელს მიაღწევდნენ.
    დრო გადიოდა. დღეების სრბოლასთან ერთად ისეთი არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული მოსაყოლად რომ ღირდეს.  ცირკში ცხოვრებისეული რუტინა იყო- წარმოდგენისთვის ემზადებოდნენ, დგამდნენ. აკრძალვები არ აღებულა. თანამშრომლების ნაწილი ამას  „სიმშვიდით“ შეხვდნენ, მაგრამ თავისას მაინც ისრულებდნენ, როგორ? წარმოდგენის შემდეგ გასახდელში ერთ საიდუმლო კუთხიდან ამოიღებდნენ აკრძალულ „ ხილის ასორტს“ და მიდიოდა დროის ტარება. ამ დროს მიდიოდა დირექტორის ლანძღვა, იმაზე საუბარი, თუ რა გაუკეთა მათ მეგობრებს, რომ უნდა დაამხონ და ამას მიაღწევენ მალევე. გარდერობიდან გამოსვლისას ისე იყვნენ ვითომც არაფერი, ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა. ეს ადამიანები იმით სარგებლობდნენ, რომ გასახდელში კამერები არ იყო. ხელმძღვანელობას საკუთარი გარდერობი ჰქონდა შესაბამისად, მათ ამ მხრივ საშიშროება არ ელოდათ.
  რუტინული დღეები დაასრულდა ორ თვეში, როცა მოხდა ისეთი რამ, რამაც დირექტორი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ვიღაც სდევდა მას და მისგან რაღაც უნდოდა, რაღაცის დაშავებას აპირებდა. მან კარგად იცოდა, ვინ იყო ის უცნობი და რაც სურდა, მაგრამ ეს მასთან უნდა დარჩენილიყო საიდუმლოდ, რადგან თუ გაჟონავდა სადმე, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვებოდა. იურის ამ შემთხვევას შეგვიძლია ვუწოდოთ „ შეხვედრა წარსულთან“, „ან სრულიად არაფრიდან  წარსულის აჩრდილის გამოჩენა ხელმეორედ. ერთხელ როდესაც დირექტორი ბოლო სართულზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომში საკუთარ მანქანას უახლოვდებოდა, რათა მანქანის კარები გაეღო, ჩამჯდარიყო და სახლში წასულიყო, უცბად მის გვერდზე ბურთი გააგორდა, იურიმ შეეხედა ბურთს, ის მწვანე ფერის მგვარი ფორმის იყო, ტენისში იყენებენ ხოლმე ასეთ ბურთებს, ბურთზე ვიღაცას ქაღალდი მიემაგრებინა, სადაც ქართული ასოებით ეწერა:
                                                                    მოიხედე უკან
დირექტორს შეეშინდა.  მიხვდა უკან მოხედვისას, რასაც დაინახავდა, მაგრამ თავს ძალა დაატანა და მიიხედა. მის წინ ნიღბიანი ბიჭი იდგა ისევ. ბიჭმა ერთი ნაბიჯი წინ დაადგა, იურის შიშმა მოიცვა ამ დროს, იგი უკონტროლო გახდა, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, ერთადერთი რაც მისთვის ცნობილი იყო, შინაგანი მდგომარეობა არ უნდა ეჩვენებინა „ უცნობისთვის“ , ამიტომ მანაც ერთი ნაბიჯი წინ გადაადგა.
      -რატომ დამსდევთ? რა გინდათ? არ გიცნობთ და არ მანებებთ თავს.
      -მოეშვი მსახიობობას, ვითომ არ მიცნობ! ისიც კარგად იცი რა მინდა, თუ გონება დაგეშხო (რაც  ჩემი ერთერთი ნატვრა შენთან დაკავშირებით) გაგაგებინებ ძალიან მალე ჩემ საწადელს შენ იუბილეზე.
      -რა გაქვთ ჩაფიქრებული? იცოდეთ შენობის დაცვას გავაძლიერებ მანამდე და ცხვირს ვერ შემოდგამთ ცირკში.
      -ჰა, ჰა, ჰა, რა კარგად შეგიძლია მსახიობობა! თქვენობით მესაუბრები, თავს იკატუნებ ვითომ არ მიცნობდე. რაც შეეხება დაცვას და ვერ შემოღწევას, დაველოდოთ მაგ დღეს, ძალიან დიდი სენსაცია გელოდება წინ, ალბათ შოკში ჩაგაგდებს თქვა ეს უცნობმა და ნელი ნაბიჯებით გავიდა  გასასვლელისკენ.
      იური სმირნოვი რამდენიმე წუთი გაყინული იდგა, თითქოს მარილის სვეტად ქცეულიყო, როგორც ლოტის ცოლი ქანაანიდან გამოქცევისას უკან რომ მიიხედა.  შემდეგ როდესაც აზრზე მოვიდა, პირველი რაც გააკეთა, აბრუნდა უკან მაღლა და დაცვის თანამშრომელი გაიყვანა გვერდზე:
      -ის ნიღბიანი კაცი რატომ შემოუშვი შენობაში?
      -ვინ ნიღბიანი? მსგავსი არაფერი მახსოვს.
      -ეტყობა მერე გაიკეთა,  გთხოვ სამომავლოდ თუ ნახავ რაიმე საეჭვოს, იმწამსვე მოახდინე რეაგირება: არ შეშვებით, ან ხელმძღვანელობის დაძახებით. მსგავსი ფაქტი თუ განმეორდა, იცოდე გაგაგდებ სამსახურიდან.
        „გაგაგდებ სამსახურიდან“
      ამ სიტყვებს დარაჯისთვის დიდი გავლენა არ მოუხდენია, ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა. უბრალოდ თქვა ზრდილობის გამო „კარგი უფროსოვო“.
                                  ......................................................................................
  აი მოვიდა იუბილეს დღეც, 25 სექტემბერი. იური სმირნოვს რესტორან მასკვაში უამრავი ადამიანი ჰყავდა დაპატიჟებული. დირექტორის იუბილეზე უკლებლივ ყველა  მივიდა, ვისაც კი ელოდებოდნენ. მხოლოდ  სტუმრების მცირე ნაწილს სურდა  დირექტორისთვის დაბადების დღის მილოცვა, უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ქეიფისთვის მივიდა. ყველამ თქვა დირექტორის მისამართით ტკბილი სიტყვები, თუმცა იური ვერ მიხვდა, უმრავლესობის ნათქვამში შეპარული ხელოვნურობა, რომ იყო და ელოდებოდნენ როდესაც სუსტ წერტილზე ფეხს დააბიჯებდნენ .სუფრა იყო ზღაპრული, ისეთი როგორც უფროსს ეკადრება. თუმცა შემდგომ ყველა უბრალოდ მისული სტუმარი იტყვის: პირველი უცნაურობა რაც დაგხვდა, ეს უფრო მეტი ცხარე საკვები იყოვო, ვიდრე ტკბილიო.იური სმირნოვს ახსოვდა იმ უცნობის ნათქვამი და იმ დღიდან მოყოლებული სულ ამაზე ჰფიქრობდა. ახლაც აწვალებდა ეს, მაგრამ არ იმჩნევდა, ყველას მილოცვას ნაძალადევი სიხარულით იღებდა.  ის წარსულში ცირკის ჯამბაზი იყო, ეს კიდევ არ ნიშნავს გულში არსებული ემოციების მთლიანად დაფარვას, ამიტომ ყველა იხედებოდა დირექტორის გონებაში და ყველა კითხულობდა რომ ის ამ წამს საკუთარ დაბადებისდღეზე კი არა, სატირალში იყო. წუხილი და დარდი აწვებოდა მის გულს მაჯლაჯუნასავით, უნდოდა გარეთ გამოსვლა, მაგრამ მხოლოდ ძალიან მცირედით ახერხებდა ამას, რადგან უფრო ზეაღმატებული ძალა, რასაც ჰქვია თავის შეკავება, დიდ წინააღმდეგობას უწევდა.  მილოცვას მოჰყვა მღერა, იმღერეს ყველანაირი ტკბილი და სასიამოვნო სიმღერა, მესამე უცნაურობა ის იყო, რომ თითოეულის ტექსტი რუსულ ენაზე არ იყო, არამედ მეგრულზე, კითხვები, რომ არ წამოსულიყო, ეს ასე ახსნა: საბჭოთა კავშირის დროს, 37 მანეთი რომ ღირდა თბილისი- მოსკოვი, მაშინ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი საქართველოში და იქ მოვისმინეო. მომღერლები ემიგრანტი ქართველები არიანო. ქართულ რესტორანში  დაგპატიჟებდით ყველას ელარჯიზე, მაგრამ არ ვიცი რამდენად გესიამოვნებათო.  ამ პასუხმა რათქმაუნდა არავინ დააკმაყოფილა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. უმრავლესობა გრძნობდა, რომ დგებოდა მომენტი , როდესაც თავიანთ საწადელს აისრულებდნენ. იური სმირნოვის თავს რაღაც ვერ იყო, რაღაცას მალავდა, სადღაც რაღაც საქმეში პატიოსანი არ იყო. მაგრამ რაში? ეს კი არავინ იცოდა. ბევრს მფეთქავი გული ეუბნებოდა, რომ გაიგებდნენ. ორ საათის შემდეგ უცბად ერთმა მოწვეული სტუმარმა, რომელიც დირექტორის საყვარელი ჯამბაზი და მეგობრობდა კიდევაც მასთან, დაიძახა:
    -ახლა მინდა განახოთ, ის სიკეთე, რაც კი რამ გაუკეთებია ჩვენ დირექტორს ხალხისთვის და ამით დაგანახოთ როგორი კარგი უფროსი გვყავს.
    რამდენიმე წამმში ეკრანი განათდა    და გამოჩნდა დაცვის უფროსის ცოლთან მწოლარე დირექტორი, მათი სხვადასხვა პოზები ლოგინში სიამოვნების დროს.
    -ეს რა არის? გამორთეთ სასწრაფოდ!
    ამ სურათების დანახვაზე უცბად დაცვის უფროსი განრისხდა და მოინდომა დირექტორის ცემა, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა გააკავა იგი და ვერ მიაღწია თავის საწადელს.
    -ვითომ არ იცი რა არის ?! უცბად დირექტორს ზურგის მხრიდან ნაცნობი ხმა მოესმა.
    იური მიბრუნდა უკან და დაინახა თავის ძველი ნაცნობი ნიღბიანი ახალგაზრდა.
    -თქვენ? აქაც მომაგენით?! რატომ არ დამანებებთ თავს?! არ გიცნობთ და არც მინდა გიცნობდეთ!    -ნუ მსახიობობ, კარგად იცი ვინ ვარ!  ხალხო ამ კაცის ნამდვილი სახელი იური სმირნოვი არა!  ის ლევან არდაშელია საქართველოდან, კერძოდ სამეგრელოდან. ამ ადამიანის დამსახურება რომ მე დღეს ცირკში არ ვმუშაობ. ეს რომ არა, მე დღეს თბილისის ცირკის დირექტორი თუ არა თქვენი ხელმძღვანელი მაინც ვიქნებოდი.
    -ჩემგან რა გინდა?! მე ამირჩიეს, შენ უარი გითხრეს.მე არაფერი ჩამიდენია!
  ასე რომ ლაპარაკობ, ჩემი მიყვანილი მაინც არ იყო გასაუბრებაზე.უბრალოდ მერე რაც მოხდა, ყველაფერი შენი ბრალია!
    ხალხი ახმაურდა ზოგი რა რეპლიკას ისროდა ამაზე და ზოგი რას.
  უცბად თამადამ დაიყვირა:
  -გაჩუმდით ყველანი და იუბილარს ვაცადოთ მოგვიყვეს რას გვიმალავს. ეს კაცი ვინ არის, რას გაბრალებს? და ყველაზე მთავარი, როგორც მივხვდით შენ იური სმირნოვი არ ხარ, არც რუსი. გვითხარი ვინ ხარ და სადაური ხარ?
  - მართალია ჩემი სახელი იური სმირნოვი გამოგონილია. არც მე ვარ რუსი. მე ვარ ეროვნებით ქართველი. ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი არის: ლევან არდაშელია. დავიბადე სამეგრელოში. ვცხოვრობდი სოფელ რუხში 18 წლამდე. სკოლა რომ დავამთავრე, წავედი თბილისში უმაღლესში სასწავლებლად. იქ მეგონა ედემში ვიქნებოდი, საჭმელ-სასმელი ულევი მექნებოდა. ფული არასდროს დამაკლდებოდა არაფრისთვის, მაგრამ შევცდი, ცოტახანში ძალიან გამიჭირდა და იძულებული გავხდი მეფიქრა სამსახურის შოვნაზე. ეს ბიჭი ჩემი ბავშვობის მეგობარი ვახტანგ ჭიჭინავა, ისიც ჩემნაირი გაჭირვებული სტუდენტი იყო, ვახტანგმა მიმიყვანა მე თბილისის ცირკში გასაუბრებაზე. იქ გაირკვა თურმე ერთი კაცი ჭირდებოდათ, ამიტომ ორივეს ვერ აგვიყვანდნენ.  მე ბავშვობაში ვაშლებს ვისროდი ცაში და ვიჭერდი, ასევე  ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველა გეტყვით, რომ  მე უკეთესად შემიძლია ხალხის გაცინება, ვიდრე ამას.  ეს ყველაფერი ვუთხარი დამსაქმებელს და შეკითხვა დავუსვი მას,რასაც ძალიან ვნანობ: არ ვჯობივარ ამას  ცირკის მსახიობადთქო? რამაც დააფიქრა იგი და მე ამიყვანეს. დიდხნიანი ბეჯითი მუშაობის და დაბალი ხელფასის ფონზე მივხვდი, რომ საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი. გაგონილი მქონდა მოსკოვში  ცირკის მსახიობზე ვაკანტური ადგილი იყო, ავდექი და წამოვედი. ჩამოსვლისას სახელი გადავიკეთე, ნაკლებად სააშკარაო, რომ ყოფილიყო რუსი არ ვარ.  შემდეგ როგორ გავხდი დირექტორი კი იცით. სახელის შეცვლას თუ არ ჩავთვლით, აქ ჩამოსვლისას ყველასთან სუფთა ვარ. არ მეგონა ჩემი წარსული თუ ამოტივტივდებოდა, მე ვიფიქრე საიდუმლოდ დარჩებოდა, მაგრამ ჩემი იმედები თურმე ფუჭი აღმოჩნდა. ვიცი ხვალიდან ვეღარ ვიქნები თქვენი დირექტორი, მაგრამ ისიც ვიცი რომ ჩემ საქმეში ვტოვებ კვალს, რომელიც ალბათ ყველას გემახსოვრებათ. რაც შეეხება ამ ვიდეოს, ერთმანეთი შეგვიყვარდა და მოხდა, ის რაც უნდა მომხდარიყო. ძალით გაათხოვეს ადამიანი მშობლებმა და არ არის გასაკვირი. ქონების დაკარგვისას როგორ დარჩა მათთან არ მიკვირს, რადგან როგორც ვიცი აქაც მშობლების გავლენა არის. ისინი ეუბნებოდნენ არ დაშორდე, თავი არ მოგვჭრა, სამასხარაო არ გაგვხადოვო, ესეც დაემორჩილა სხვა რა ექნა? ღრმად ვარ დარწმუნებული ამის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ არავინ ჩანდა ვინც ეყვარებოდა. მე რომ გამოვჩნდი, უცბად დაიკიდა ყველაფერი და გადავეშვით ვნების მორევში. რამდენჯერ ჰქონია იულიას( დაცვის უფროსის ცოლის სახელი) მცდელობა დაეყოლებინა ქმარი განქორწინაზე, მაგრამ ეს ვირიშვილი, ახლა რომ იწევს ჩემკენ საცემრად, ყოველთვის უარს ამბობდა. ამაზე ვალოდია (დაცვის უფროსის სახელი) უფრო გააშმაგდა, სადაც არის უნდა მივარდნილიყო უფროსს და ფიზიკურად გასწორებოდა, მაგრამ რაღაც ხერხებით მოახერხეს მისი დაჭერა და უკან მიფარებულში  გაყვანა. ვალოდიას დაალევინეს დამამშვიდებელი და სახლში წაიყვანეს, რომ ხელში არ მოკვდომოდა,  ვისი მოკვლაც სურდა იმ წუთას ყველაზე მეტად. სუფრის წევრების ნაწილს ეცინებოდა ამ ყველაფერზე, ზოგს არ უნდოდა თავის გამომჟღავნება და ამიტომ სერიოზულ მიმიკას იჭერდნენ, მხოლოდ მცირე ნაწილი ტიროდა, რადგან მათი საყვარელ დირექტორს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.
  სანამ თხრობას გავააგრძელებ უნდა აგიხსნათ მიზეზი, თუ რატომ დატოვა დირექტორმა თანამდედობა და რატომ არ სურდა მას თავის წარსულის ამოტივტივება. მოსკოვის ცენტრში ოდითგანვე ტრადიცია იყო, რომ ადამიანი რომ დაიწყებდა იქ მუშაობას, სუფთა წარსულის უნდა ჰყოფილიყო. ეს განსაკუთრებით მოეთხოვებოდა მაღალ თანამდედობებზე მყოფებს. რიგით თანამშრომლის შემთხვევაში შეიძლება გამონაკლისი დაეშვათ, მაგრამ ამ შემთხვევაში მას არავინ დაწინაურებდა.  არავის უცდია მცირე გამონაკლისის გარდა  თავის წარსულის დამალვა გასაუბრებაზე, სწორედ ამიტომ იყო, რომ ზოგიერთი ადამიანი მუშაობდა აქ 10-15 წელი და არანაირი კარიერული წინსვლა არ ჰქონიათ საერთოდ.  იმ მცირე გამონაკლისში შედიოდა ხუთი კაცი, ოთხი რუსი და ერთიც როგორც შემდეგ  გაირკვა ქართველი. ამ ოთხმა რუსმა  ჩაიდინეს რაღაც ისეთი, რის გამოც იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ სამსახურიდან. ლევან არდაშელიას, თუ გინდ იური სმირნოვის შემთხვევა პირველი იყო, როდესაც თავის წარსული ამოუტივტივდა.  ჩვენი გმირის ცხოვრებას მემატიანე რომ აღწერდეს, ალბათ ამ დაბადებისდღეს  ერთადერთ თუ არა ერთერთ მნიშვნელოვან თარიღად მიიჩნევდა, რადგან ამ დღეს მოუწია დირექტორს თანამდედობის დატოვება და გამოჩნდა რეალურად ვინ სცემდა მას პატივს. ამ დღეს ისწავლა ლევან არდაშელიამ, „ არ არს დაფარული, რომელიც არ განცხადების“ სიტყვების ჭეშმარიტება.  მან იცოდა რომ ეს დღე დღე დაადგებოდა ოდესმე, ამიტომ ცირკიდან წამოსვლაზე დიდად არ დარდობდა, თან შინაგანად დიდად არ ეპიტნავებოდა ეს ადგილი, შემდეგ ნელნელა უბრალოდ შეეჩვია, თან მალევე დაწინაურეს და მადლობის მეტი რაღა ეთქმოდა. ლევან არდაშელიას თუ გინდათ იური სმირნოვს ახლა ის ადარდებდა ოდნავ, რაც ეკრანზე აჩვენეს  არ მოეთხროთ სხვებისთვის: ნაცნობ- მეგობრებისთვის, უბრალოდ მეზობლებისთვის, გამვლელებისთვის და დასაცინი არ გამხდარიყო,  მაგრამ ხო აღარ არის მათთან, ახლა გაწყვეტს ყველასთან კონტაქტს და თავში ქვა უხლიათ მის ირგვლივ მყოფ მთელ სტაფს.  ეს იყო ყოფილი დირექტორისთვის დამამშვიდებელი გამოსავალი. მას ეგონა, რომ ეს ამბავი მის სხვა ნაცნობების ყურამდე არ მიწვდებოდა, რომელთაც ცირკთან არ ჰქონდათ შეეხება. ალბათ იკითხავთ, თუ ამ საქციელს ნორმალურად თვლიდა, რატომ დარდობდა ეკრანზე ნაჩვენებ ვიდეოზე და ხალხში ჭორაობაზე? პასუხი მარტივია, ეგრე კი ფიქრობდა, მაგრამ ეჭვი ეპარებოდა თან ჭეშმარიტებაში, ამ ჭორაობა, ჭორაობაში ხალხის მიერ ცუდ საქციელად რომ იქნეს აღქმული, მერე მასზე რას იტყვიან? კარგს არაფერს მგონი. ამ შემთხვევაში იმიჯის შენარჩუნება, ვისთანაც ექნებოდა კონტაქტი,  შეიძლებოდა ერთი რამით და ეს რაღაც ზემოთ დავწერე უკვე.
                                                                      4
    მართალია ლევან არდაშელიას თუ იური სმირნოვის ლოგინში ერთი სიამოვნების შესახებ გაიგო ხალხმა, მაგრამ არავინ არ იცოდა, რომ ეს ჩვენი გმირი მოსკოვის მიყრუებულ რომელიღაცა ქუჩაზე, სადაც ხალხი მცირე რაოდენობით თუ მოძრაობდა, დადიოდა, და იქ მდებარე ნომერ ხუთ სახლში სხვადასხვა ქალებთან სიამოვნებას იღებდა. ვისთან მისი ნება იყო, ყოველდღიურ მომსახურებისთვის გადახდა ფულით შეიძლებოდა, ასევე ბარტერულადაც: ერთი ლოგინში სიამოვნების სანაცვლოდ ერთი პარკი როშენის შოკოლადი. ეს ამბავი სამსახურიდან წამოსვლამდე ერთი წლით ადრე დაიწყო. ალბათ იკითხავთ რა უნდოდა დირექტორს იმ ქუჩაზეო? პასუხი მარტივია იმ ქუჩაზე ცხოვრობდა მისი საყვარელი. ნომერ შვიდ ნომერში. ყოველთვის როდესაც ხუთი ნომრის წინაშე  გაივლიდა.  კარების წინ ყოველთვის ხვდებოდა ქალი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და გამოწვევად ეცვა. რამდენჯერმე არ მიაქცია ლევან არდაშელიამ ყურადღება ამ ქალს . არ მოეწონა რაღაც ზედმეტად მიმზიდველი ადამიანი. თან ვერ მიხვდა რა ადგილი იყო. შემდეგ ჯერზე რომ გაიგონა ნათქვამი“ შევიდეთ კლიენტი მოვიდა მგონი, მდიდარია ვიღაც, კარგად უნდა მოვწველოთო“, შემდეგ უკვე მისთვის გასაგები იყო, თუ რა ადგილიც იყო. აზრის ჩამოყალიბებას, სურვილის გაჩენაც თან დაერთო, რომ იქ მისულიყო და სიამოვნება მიეღო.
    რამდენიმე დღეში კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ასეთი წვიმები მოსკოვში არ იყო იშვიათი, ქუჩებში ტბები დგებოდა, ხალხი გარბოდა ხოლმე სადარბაზოებისკენ საწვიმარი პალტოთი ფეხები რომ ძალიან არ დასველებოდათ. მერე მიიღებდნენ ცხელ აბაზანას, წვებოდნენ და აღარ აინტერესებდათ, თუ უნდა გარეთ ქვეყნიერება დაქცეულიყო. ლევან არდაშელიაც ასე იყო, ბუნების მოვლენა ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომელიც რატომღაც არ უყვარდა, მზე და სითბო ერჩივნა, მაგრამ ყველაფერი ისე ხო არ ხდება როგორც გვინდა? ამ დღეს წვიმა გაუხარდა, რადგან მიდიოდა ადგილას, რომლის შესახებ არავის უნდა გაეგო.
ამ წვიმაში ადამიანები კანტი-კუნტად იქნებოდნენ, რაღა მაინცდამაინც მას შეხვდებოდნენ, ან თუ მოხდებოდა, ყველას ექნებოდა შიში დასველების და არავინ დაუწყებდა კითხვას სად მიდიხარო? მეორე მიზეზი ის იყო, რომ დანიშნულების ადგილიდან ორ ნაბიჯში აივნიდან არავინ გამოიხედავდა ამ ამინდში, შესაბამისად მისი საყვარელი მას ვერ შეამჩნევდა . როდესაც მივიდა, ლევანიმ დაინახა, რომ შიგნით სინათლე სუსტად ანათებდა. გარეთ არავინ იყო. კაცმა დაკაკუნა. კარების არავის გაუღია, კიდევ დააკაკაკუნა. ახლა გაისმა ნაბიჯემის ხმა და შიგნიდან ადამიანის ძახილი
    -ვინ არის?
    -იური. შეიძლება?
    -რა გნებავთ?
  - რა უნდა მინდოდეს? კაცი რომ მოდის ამ ადგილას რა უნდა უნდოდეს? მაყუთი მაქვს დამშვიდდით, ნისიათ, ან უფასოდ არ მოვსულვარ.
    -მობრძანდით
    ლევანი თუ გინდათ იური შიგნით რომ შევიდა, იქ დაინახა ხუთი ქალი. ყველანი ჩუმად იყვნენ. უცბად მარცხნიდან მეორე ქალმა სიჩუმე დაარღვია.
  -აირჩიეთ რომელიც მოგწონთ ჩვენგან და ის წაგიყვანს  თავის განკუთვნილ ოთახში. ფულს კი ეხლავე გადაიხდით.
  -და რამდენია გადასახდელი?
-გააჩნია თქვენ რა გსურთ და რამდენი საათი.
-სექსი მინდა უბრალოდ მეტი არაფერი და ნახევარი საათი მეყოფა, მეტი არცა საჭირო.
-ჩვენთან საათობით არის, ერთი საათი, ორი საათი, წუთობით არა.
-კაი იყოს ერთი საათი
-75 რუბლი.
იურიმ საფულე გახსნა, გადათვალა ამოღებული თანხა და 75 მაგიდაზე დადო. შემდეგ დააკვირდა გოგოებს და მარცხნიდან ბოლო  აირჩია.
-თამუნა წაიყვანე შენ ოთახში კლიენტი, ასიამოვნე და შეუსრულე ყველა თხოვნა, რასაც კი ისურვებს.
  თამუნა და იური თუ გინდათ ლევანი წავიდნენ და შევიდნენ ოთახში. იმ ოთახში ლოგინის გვერდზე იყო მაგიდა რომელზეც იდგა ვაზა ყვავილით.
-ეს ყვავილი ჩემმა ერთმა კლიენტმა მომართვა.იცრუა თამუნამ. აქ დიდიხანია კაცის ჭაჭანება არ ყოფილა. მაშინ რომ გაიგონა კაცმა ქალის ნათქვამი, მაშინ იმ მსუბუქი ყოფაქცევის ადამიანს მოლოდინი გაუცრუვდა, რადგან შიგნით შესვლისას აღმოაჩინა, რომ მათი უფროსი ჰყოფილიყო. ქალები ისე იყვნენ გამწარებულნი, რომ იმას ფიქრობდნენ ხელმძღვანელი ხომ არ შეეთრიათ ლოგინში, გაეძარცვათ და გაქცეულიყვნენ, მაგრამ სად? მშობლებს მათ გამო ხალხში გამოჩენის რცხვენოდათ და სახლში არ იკარებდნენ შვილებს. ზოგს სხვა პატრონი საერთოდ არ ჰყავდათ, ან თუ ჰყავდათ მათ მიერ გამოგდებულნი იყვნენ. ასეთი ცოლი ოჯახში რა გასაჩერებელიაო? ამბობბდნენ ქმრები. მეზობლებიც მხარს უბავდნენ და ასე იქცა უბრალოდ კლიენტების მისაღები ადგილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისთვის პანსიონად.
კაცი და გოგონა  ლოგინში და ვნების ქარცეცხლში გადაეშვნენ. ერთი საათი ისე გავიდა, ვერ იგრძნეს. შენობიდან გამოსული ნასიამოვნები კაცი უკან სახლში დაბრუნდა.
    ასე დაიწყო სიარული ლევანიმ აქ ყოველ კოკისპირულ წვიმის პერიოდში.. სამსახურიდან რომ წამოვიდა ნელნელა უმატა სიარული, რადგან მათ გარდა სხვა გამრთობი არავინ ჰყავდა. რა უნდა ექნა ადამიანს რომელიც უმუშევარი იყო და შესაბამისად საქმე არ ჰქონდა? მან ქალებისგან ერთერთ მისვლაზე მოითხოვა შემდეგი: თუ მოხდებოდა სასწაული და მივიდოდა უცხო ვინმე მამაკაცი სიამოვნებისთვის, უარი ეთქვათ მომსახურებაზე, რადგან მისი აზრით ეს იურის ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ამის ნასაცვლოდ  პირობა დადო, რომ ორმაგს გადაიხდიდა................ ალბათ იკითხავთ თუ შემოსავალი არ ჰქონდა, თავს როგორ ირჩენდაო? არ უნდა დაგვავიწყდეს ლევან არდაშელიას თუ გინდათ იური სმირნოვს ცოლ-შვილი არ ჰყავდა, შესაბამისად ხელფასიდან ძალიან მცირე თანხას ხარჯავდა, დანარჩენს ინახავდა შავი დღისთვის. ახლაც ასე იქცეოდა. ოჯახის შექმნაზე ფიქრობდა, მაგრამ  დიდად თავს არ იტკივებდა. „მომსვლელი თავისით მოვა და შემდეგ მოვიყვანო ცოლადო“ ამბობდა ხოლმე მეზობლებში, როცა ამ საკითხზე ჩამოუგდებდნენ საუბარს.  დაზოგვილილი ფულის ხარჯვა კარგია, მაგრამ აუცილებელი იყო სამსახურის შოვნა, და ბედმა გაუმართლა კიდევაც, ერთერთ ინდუსტრიულ კომპანიის მძღოლის თანამდებობა დაიკავა ლევანიმ. სახელი და გვარი არ დაუმალია, არც ეროვნება გასაუბრებაზე, რადგან მას ტყუილის თქმა აღარ უნდოდა. ერთმა უკვე მისთვის საშინელი შედეგი მოიტანა. ამ ამბებიდან დაახლოებით ერთ თვეში, როდესაც ლევან არდაშელია მაღაზიიდან გამოდიოდა, შემთხვევით დაეჯახა გოგონას და ფული რომელიც ხელში ეჭირა ძირს დააყრევინა, არ ვიქნები ბანალური და არ მოვყვები შემდეგ რა მოხდა, უბრალოდ ვიტყვი ამ მშვენიერებასთან შეხვედრამ ის მოიტანა, ისინი მალე დაქორწინდნენ. გოგონას ტანია ერქვა. საშუალო შეძლების ოჯახიდან. გაგონილი ჰქონდა ცნობილ დირექტორზე იური სმირნოვზე, მაგრამ არ იცოდა მისი საიდუმლო და შესაბამისად არც ის რომ თანამდებობა დატოვა. იგი ყოველთვის ოცნებობდა ამ დირექტორთან შეხვედრას, მაგრამ ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა, ეს ამბავი ასე თუ დამთავრდებოდა. ჩვენი გმირის ცხოვრება თითქოს აეწყო ხო, ყველაფერი თითქოს კარგად არის. მაგრამ საინტერესოა, შენარჩუნდება ეს ბოლომდე? წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, წარმატებას თუ წარუმატებლობა არ მოჰყვა ცხოვრებას ისე აზრი არ აქვს. მიზნის განხორციელების დროს, დაბრკოლება თუ არ შეგხვდა, ისე მოეშვები, ყველაფერი იოლად მისაღწევი გეგონება და გაზარმაცდები სააბოლოდ.
    მას შემდეგ რაც ლევან არდაშელიამ თუ გინდათ იური სმირნოვმა ცოლი შეირთო, ბორდელს თავი დაანება. აღარ დადიოდა იქ საერთოდ. წარსულს ჩააბარა შიშველ ქალებთან ლოგინში წოლა. ახლა ცოლზე და მომავალ შვილზე ფიქრობდა. ერთხელ როდესაც  თავის ცოლთან ერთად ავტობუსში ჩაჯდა, იმ დღეს დაირღვა მისი ცხოვრებისეული რუტინა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა არ დარღვეულა, უბრალოდ იმ დღის მერე შეემატა ყველაფერს დაძაბულობა, შიში და კოშმარები როგორც ძილის დროს ასევე ფხიზლად ყოფნისას. ის დღეს ჩვეულებრივ დაიწყო, ცოლ-ქმარი ბაზარში მიდიოდა. ბევრი რამე უნდა ეყიდათ. ეზარებოდა ბაზარში წასვლა, შემდეგ საყიდლების პარკებით სიარული, მაგრამ რა ექნა? მანქანა საკუთარი არ ჰყავდათ. სამსახურისას პირად მიზნებისთვის კი ატარებდა, მაგრამ ხშირად არ სურდა, რადგან მოსკოვში ბენზინი იმ დროს ძვირი ღირდა. იურის კიდევ როგორც ხელმომჭირნე ადამიანი, ასეთ რაღაცეებისთვის თანხას იშვიათად ხარჯავდა, ახლა მითუმეტეს........................... მოკლედ ჩაჯდნენ ნომერ 59 ავტობუსში და  დაიძრნენ. შუქნიშნის წითელ ფერზე მოძრაობა გაჩერდა, უცბად  გვერდზე მიუდგა მეორე ავტობუსი, რომელიც იმავე გზას გადიოდა, რასაც წინა, მაგრამ რამდენიმე კილომეტრში მარცხნივ უნდა შეეხვია.  ორივე ავტობუსში უამრავი მგზავრი იჯდნენ. ზოგი ბაზრიდან სახლისკენ მიიჩქაროდა, სამსახურში, პაემანზე და ასე შემდეგ. ორივეში  ჩასვლისას კონდუქტორი მგზავრებს ბილეთს თხოვდა. თუ ვინმე აღმოჩნდებოდა უბილეთო, აჯარიმებდა.  სანამ მოსახვევს მიაღწევდნენ კიდევ ერთი შუქნიშანი გამოჩნდა. ჯერ ყვითელი ენთო იქ, შემდეგ უცბად  წითელი აინთო. ორივე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ლევანიმ ფანჯარაში გაიხედა და დაინახა მისკენ მომზირალი ვახტანგ ჭიჭინავა. კაცი უცბად  ცუდად გახდა. ფიქრობდა, კიდევ რამეს ხო არ მიწყობსო. შუქნიშანზე მწვანე აინთო ორივე ავტობუსი დაიძრა. იმ ავტობუსმა, სადაც ვახტანგი იჯდა, მალე გაუხვა მარცხნივ, ხოლო მეორემ გააგრძელა გზა. სახლში მისვლისას კაცი ცუდ გუნებაზე იყო.
    -რა გჭირს იური?
  -არაფერი უბრალოდ გვერდით ავტობუსში საშინელება დავინახე და მაგის გამო ვარ ცუდად.
  დაღამდა. ცოლ-ქმარი დაწვა დასაძინებლად.  იურიმ თუ გინდათ ლევან არდაშელიამ თვალი როგორც მოხუჭა, უცბად აღმოჩნდა ცირკის მაყურებელთა დარბაზში, არენაზე წარმოდგენას ხსნის დირექტორი, რომელსაც სახეზე აქვს  აფარებული კლოუნის ნიღაბი. დირექტორი სიტყვის დამთავრების შემდეგს ნიღაბს იხსნის და მაყურებელი სახეში უყურებს ვახტანგ ჭიჭინავას.
    -არა, არა
    -რა გჭირს ძვირფასო? უცბად გამოაფხიზლა ტანიამ იური.
    -არაფერი, უბრალოდ კოშმარი დამესიზმრა ძილში.
    ამ დღის მერე კიდევ რამდენერმე შეხვდნენ „ძველი მეგობრები“ ერთმანეთს, ხან პირადში, ხანაც სიზმარში. ლევანი ბოლოს ისე იყო, რომ  ფხიზელს, ფეხზე მყოფ კაცს შესაძლოა, არ დანახვებოდა, ვისი ნახვაც ნაკლებად სურდა, მაგრამ კლოუნის ნიღბიანი კაცი მოჩვენებოდა და იმ დღეს აძმარებული ჰყოფილიყო. მის ირგვლივ მყოფებს ვერ გაეგოთ, უცბად ის რამ ააღელვა.არ იფიქროთ  რომ ვახტანგ ჭიჭინავას მისი „მეგობრის“ გაგიჟება სურდა, იმიტომ ხვდებოდა დაგეგმილად, არა ეს ყველაფერი შემთხვევითი იყო. მისი დღის განრიგი მხოლოდ ამ პერიოდში - სახლი, სამსახურს წარმოადგენდა. ცოტახნის წინ ერთერთ საკონსერვო ქარხანაში დარაჯად დაეწყო მუშაობდა, ჰყავდა ცოლი და ცხოვრების ჭაპანს ეზიდებოდა. მისთვისაც შემთხვევითი იყო  ლევანისთან ყოველი შეხვედრა, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა თუ ასე შეაშინებდა. გულის სიღრმეში კი უნდოდა, მაგრამ.........................
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს როდესაც ლევან არდაშელია სამსახურის საქმეზე ვლადიკავკაზში მიდიოდა , ცოლი ეხვერწებოდა არ წასულიყო, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. რა იცოდა იმ საწყალმა მეორე დღესაც შეიძლებოდა, ალბათ ის არ დაემართებოდა, რაც შემდგომ მოუვიდა და რამაც კატასტროფამდე მიიყვანა. ვლადიკავკაზში ახალი შესული იყო, რომ ლევანს ჯერ ბენზინი გაუთავდა, კიდევ კაი ბენზინ გასამართი სადგური ახლოს იყო, შემდეგ  ავტობანი უცბად  ვიწრო გზით შეიცვალა.  ამ ვიწრო გზაზე ლევანი დაახლოებით ნახევარი საათი მოძრაობდა მის წინ მდგარ სატვირთო მანქანის გამონაბოლქვს სუნთქავდა, კიდევ  კაი ამ ვიწრო გზაზე ეგრეთ წოდებულ „პროწივზე“ არავინ მოდიოდა, თორემ ალბათ  ჩვენი გმირი დაიღუპებოდა, ან ძალიან დაშავდებოდა და რაღაც პერიოდში მის კომაში ყოფის ამბების მოყოლა მომიწევდა, ლევანი ისევ ავტობანზე დაბრუნდა, უცბად დაინახა მის წინ მდგარი კლოუნი.  აქვე ახლომახლოს ცირკი იყო. ერთერთი თანამშრომელს მოსწონდა სამუშაო ფორმაში სიარული. იური კინაღამ დაეჯახა ცირკის თანამშრომელს. წინ მდგომი კლოუნი დაპიპინებაზე  უცბად რომ არ გაქცეულიყო, ადამიანის გატანის გამო ალბათ ლევან არდაშელიას დააპატიმრებდნენ. კლოუნის დანახვაზე კაცი ანერვიულდა, შიშები დაეწყო, ხელები უკანკალებდა. ამ კანკალის დროს რულს და მუხრუჭს ვეღარ მართავდა და დიდი სისწრაფით მოძრავი მანქანა პირდაპირ ხეს დაეჯახა. ლევან არდაშელია ძლივს გადარჩა, მაგრამ მანქანა ისე იყო დაზიანებული, ფაქტიურად ისევ უმუშევარი დარჩა,  ტრანსპორტის გარეშე მას იქ არავინ მიასუნინებდა, უმუშევარი რომ გახდა, ეს  შემოსავლის უქონლობას ნიშნავდა, შესაბამისად შავი დღისთვის გადანახული ფულის ხარჯვას,  ფულის დაზოგვას ნიშნავდა, რაც გამოიწვევდა  კიდევ ცოლისთვის ახალთახალი კაბების არ ყიდვას. ამან გამოიწვია ის რომ ტანიამ თავის სახე გამოაჩინა, საყვარელი ჰყოლია, ევგენი, ნავთობის მაგნატი, რომელმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღო, ქალმა იურის უთხრა, ან აიტანე სახლის მაგივრად ჯერ საყვარელთან რომ ვივლი და როცა გამახსენდები, მაშინ შემოგივლიო, ან სამუდამოდ დავშორდეთო. კაცმა ეს უკნასკნელი აირჩია, რადგანაც ისედაც ცუდი იმიჯის ფონზე, მაშინაც როდესაც მისი აზრით კლოუნები დასდევდნენ კუდში, ხალხის ჭორაობა ახლა მისთვის უარესი იქნებოდა. იურის იულია ძალიან უყვარდა და ეს ამბავი არ იყო იოლად გადასახარში, პლიუს უმუშევრობა, ღამის კოშმარები, ვახტანგ ჭიჭინავა, რომელმაც დირექტორის თანამდებობა დააკარგვინა და ახლა ეგონა აგიჟებდა, ამან ლევან არდაშელია იმ ზომამდე მიიყვანა, რომ შიზოფრენია დაემართა. ყოველ კუთხე-კუნჭულში დანიან კლოუნებს ხედავდა. ერთ დღეს როდესაც მეზობელმა  სახლში შეიპატიჟა იგი და ცაცხვის ჩაი შესთავაზა დასამშვიდებლად, უცბად ჩუმად გადარეკა საგიჟეთში, რომ სასწრაფოდ მოშორებოდა ეს გიჟი როგორც ის ამბობდა ამ არემარეს. შემდეგ რაც მოხდა ხვდებით ალბათ, თუ ვერ ხვდებით გეტყვით, მოვიდა ორი მამაკაცი ფორმაში, ლევან არდაშელიას ჩააცვეს თეთრი ხალათი და გადაიყვანეს საგიჟეთში. მისი ფსიქიური მდგომარეობის გაუმჯობესებას დიდიხანი ჭირდებოდა, ამიტომ მკურნალობის პროცესი არ ჰქონდა კაცს დამთავრებული, რომ გარდაიცვალა. დასაფლავებაზე არავინ მისულა თითქმის რამდენიმე თანამშრომლის გარდა. აი ასე დაამთავრა სიცოცხლე სოფელში გაზრდილმა ბიჭმა, რომელიც დიდ ქალაქში გადასვლაზე ოცნებობდა.


















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები