ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ტრფობაშეპყრობილი ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო ქართული ხალხური ანდაზა. 1 ნანა ჯალაღონია ვაკეში ცხოვრობს, კერძოდ ცხვედაძის ქუჩაზე. მთელ თავის დროს ბიჭებთან დროს ტარებაში ატარებდა. სკოლაში არ სწავლობდა, არც წიგნებს კითხულობდა, მაგრამ მის ფეისბუქ გვერდზე ხშირად ნახავდით ფოტოს „ნანა წიგნით ხელში“. ხშირად უკუღმა, მაგრამ არაუშავს,კაცებს მოსწონთ ასეთი ფოტოები, „ორიგინალურიაო“ ამბობენ. ვაკეში ამ გოგონას ყველა ბიჭი იცნობს. თითქმის ყველასთან ერთად დადიოდა იგი სადღაც. ნანას მშობლები ამერიკაში არიან წასულები, ის თავის მამიდასთან და მამიდის ქმართან ცხოვრობს, ოღონდ ყველანი კი არ არიან, ზედა სართულზე მამიდა და მისი ოჯახი, ქვედაზე, ანუ პირველზე ნანა. ნანა ჯალაღონიას ოდითგანვე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, რომელნიც მასთან ლოგინში სიამოვნებისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ, მაგრამ ის უარს ამბობდა, ჯერ ამისთვის ბავშვი ვარო. რატომღაც ყველა თაყვანისმცემელს ლოდინი ჭირივით ეჯავრებოდა და ახალ დაწყებული ურთიერთობა წყდებოდა. 2 თვრამეტი წლის რომ გახდა გოგონა, ერთი აზრი შეუჩნდა თავში, იმის მერე ვერა და ვერ მოიშორა ის, კერძოდ გათხოვების სურვილმა.ეს სურვილი დიდი იყო, მაგრამ ვერა და ვერ ისრულებდა. იგი ხვდებოდა რატომ, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა იყო გამოსავალი.ძველებურად ჰყავდა თაყვანისმცემლები, არჩევდა მათში პრინცებს და ხვდებოდა, ისინი ეფათურებოდნენ სხეულზე ხელს, მაგრამ როდესაც ლოგინში სიამოვნებას სთავაზობდნენ, ყველას უარით ისტუმრებდა: „ ბოზი კი არ ვარო !...................“ მშობლებისგან და ტელევიზორში მოუსმენია „ქორწინებამდე სექსი ბოზობა და არ შეიძლებაო“ არაფერი არ არის ამ ცხოვრებაში ულევი, შესაბამისად კაცებირომლებიც ჩვენ გმირს სიყვარულს ეფიცებოდნენ გაქრნენ და ერთ დღესაც სრული მდუმარება ჩამოწვა. ნანამ გამომწვევად ჩაცმა, კლუბში სიარული დაიწყო, მაგრამ ერთიდაიგივე იყო სულ.თითქოს წყევლა იყო მასზე და ის მას ჯადოსნურ წრეზე ატრიალებდა. თავიდან თავის მოკვლა მოუნდა, ექნა თუ არ ექნა თქვენთვის მომინდვია ძვირფასო მკითხველო, მთავარია თავის მოკვლის შემთხვევაში არ მოხდებოდა ის რაც მოხდა და ისეთი დასასრული არ ექნებოდა, რაც აქვს მოთხრობას. შემდეგ ნებისყოფა გამოიმუშავა დიდი და თავის მოკვლის სურვილი შეიცვალა დალევით და დარდების სასმელში ჩახრჩობით. 3 აბაშიძის ქუჩაზე ნინო მეტონიძე ცხოვრობს. ის ნანა ჯალაღონიას ერთადერთი მეგობარი არის. ნანას ადრე უამრავი დაქალი ჰყავდა, მაგრამ შემდეგ შემოეცალნენ 2 მიზეზის გამო: 1) ნებსით თუ უნებლიედ დაქალის შეყვარებულთან ატარებდა დროს, ან ან იმ ბიჭთან, ვისზეც დაინტერესებული იყო მისი დაქალი, ან დაქალები. 2) გოგოებთან არ მოსწონდათ მისი ეს მუდამ ბიჭებთან ყოფნა. შეიძლება ზოგ შემთხვევაში შური იყო, მაგრამ ყველა ერთნაირი ხომ არ არის? შემთხვევით ნინის არჩეულ პრინცს არ მიკარებია ნანა, შესაბამისად დღემდე დაქალები არიან. მათ ერთმანეთთან ფიცი დადებული ჰქონდათ, რომ ერთმანეთს არაფერს მოატყუებდნენ, „სიტუაცია ძალსა შენსა, ვინამ რომა არ ჰმონებდეს“ ! იმდენჯერ მოუტყუებიათ ერთმანეთისთვის, რომ მემგონი ამდენი ვარსკვლავი არ არის ცაში და წყალში თევზი. ერთ საღამოს როდესაც ბარში ნანა თავისთვის დახლთან იჯდა და ვისკის წრუპავდა, უცბად იგრძნო, გვერდზე ვიღაც მიუჯდა. მან მიიხედა და დაინახა თავის დაქალი ნინო. -აჰ ნინო, როგორ მიხარია შენი დანახვა, რამდენი ხანია არ მინახიხარ. როგორ ხარ? -ცუდად, არავის არავის ნახვა არ მინდა და ამიტომ აქ ვარში მოვდივარ, ვსვამ და დარდებს სასმელში ვახრჩობ, შენ როგორ ხარ? -კარგად. რა მიჭირს. ვმუშაობ ოფიციანტი ვარ ერთერთ რესტორანში. აქ ქმართან ერთად მოვედი სამსახურის შემდეგ. რა გჭირს? -ვერ ვთხოვდები. -რატომ? თაყვანისმცემლები არასდროს გაკლდა, როგორც მე. მე გავთხოვდი, მაგრამ შენ რა გეტაკა? რატომ წყდება შენი ურთიერთობა მალ-მალე კაცებთან? -ლოგინში სიამოვნებას მთავაზობენ, მე კიდევ ბოზი არ ვარ, ქორწინამდე ამაზე დავთანხმდე. -რა ბოზი გოგო? არ უნდა უთხრა უარი!. დათანხმდი და შენ პრობლემას ეშველება. მე რომ ესე მოვიქეცი, ვინც შემომთავაზა, იმიტომაც გავყევი შემდეგ ცოლად. ბოზად არავინ ჩაგთვლის. წინა თაობის ხალხი თუ ეგრე ფიქრობს, არ ნიშნავს რომ ეგრეა. -ნინო შენ ყოველთვის ჭკვიანი გოგო იყავი. ბევრი კარგი ვნახე, რომ დაგიჯერე. ამიტომ ამის მერე ისე მოვიქცევი, როგორც შენ დამარიგე. ................................................................................ ამ ამბებიდან დაახლოებით ექვსი თვე არაფერი მომხდარა საინტერესო მკითხველებისთვის.ერთ დღეს ნანამ მიიღო მესიჯი ფეისბუკში ვიღაც ალექსანდრესგან: შეიძლება „თქვენი გაცნობა“? ისიც დაეთანხმა. დაკონტაქტებიდან ექვსი დღის შემდეგ ქალ- ვაჟი ერთმანეთს შარდენზე შეხვდნენ. - გამარჯობა! - გამარჯობა! სასიამოვნოა თქვენი გაცნობა! - ჩემთვისაც! მოდით გავისეირნოთ, შემდეგ სადმე დავსხდეთ. - კარგი. როდესაც სეირნობით გული იჯერეს, ალექსანდრე და ნანა კაფე ნავში შევიდნენ იქ მიჰიტო და პიცა შეუკვეთეს.დალევა და ჭამას თან სიცილ- ხარხარი ერთვოდა, მოკლედ ორივე საბოლოოდ ამ შეხვედრით კმაყოფილი იყო. ბიჭი და გოგო შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ერთმანეთს შეხვდნენ. ხან მთაწმინდაზე ავიდნენ, ხან რიყის პარკში, ხან სად და ხან სად. ერთხელ ალექსანდრემ გოგონას დაურეკა. -ალო! გამარჯობა ნანა! -გამარჯობა! როგორ ხარ? -კარგად შენ? -კარგად. რამ შეგაწუხა, ტყუილა არ დამირეკავდი. -ისეთი არაფერი! უბრალოდ მინდა, რომ შევხვდეთ. -კარგი, როდის და სად? ეხლა, რაც მალე გამოხვალ მით უკეთესი. ავლაბრის მეტროსთან შევხვდეთ. -კარგი. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. -მოდი რიყეზე ჩავიდეთ, მერე ავიდეთ სახლში. იქ არავინ არის. -აუ! მერიდება, უცბად შენი მშობლები, რომ მოვიდნენ? -დამშვიდდი! დასავლეთში წავიდნენ, ხვალ დაბრუნდებიან. -მაშინ კარგი. ქალ- ვაჟმა რიყეზე გაისეირნეს,შემდეგ ბიჭის სახლში ავიდნენ. ალექსანდრე ავლაბარში ცხოვრობდა. სამების ეკლესიასთან ახლოს, ხუთ სართულიან კოპუსის მეორე სართულზე, სამ ოთახიან ბინაში. ბინა ჩეხური ტიპისა,რაც მთავარია სუფთა და ლამაზად მოწყობილი. -სამზარეულოში შევიდეთ, ყავა არ გინდა? ნანას მაინცდამაინც ახლა არც დალევა სურდა და არც ჭამა, მაგრამ ფიქრობდა რომ ეთქვა, ბიჭს არ მოეწონებოდა. -კარგი. ალექსანდრემ ორ ჭიქა ყავასთან ერთად ერთი დიდი ვაზა შოკოლადის კამფეტები გამოიტანა მისატანებლად. შემდეგ გოგო და ბიჭი დასხდნენ კომპიუტერის წინ და დაღამებამდე უყურებდნენ სამ ფილმს და ერთ ამერიკული სერიალის ახალ სერიას. დაღამებისას გოგონას სახლში წასვლა მოუნდა. -წავალ მე, თუ არ გეწყინება, უკვე გვიანია და მერე ტრანსპორტი აღარ იქნება. -დარჩი! ეს ღამე გავათენოთ, ვისიამოვნოთ, თუ საჭირო იქნება ლოგინში დავწვეთ და დავიძინოთ. მოკლედ მარტო ვართ მე და შენ, ამ მარტოობით ვისარგებლოთ. აი აქ დადგა ის მომენტი რომელიც უნდა ყოფილიყო ნანას ცხოვრების გადამწყვეტი. მის გონებაში ერთმანეთს ებრძოდნენ კარგი და არა პასუხები, თუ იტყოდა კარგის, ჯადოსნური წრე დაირღვეოდა, გათხოვდებოდა იგი, მაგრამ სადმე რომ გამსკდარიყო ეს ამბავი, ბოზს დაუძახებდა ხალხი, არა რომ ეთქვა, ისევ იმავე ჯადოსნურ წრეზე დატრიალდებოდა, კიდევ ერთი იმედი გაუქრებოდა გათხოვების, სამაგიეროდ ხალხის თვალში საკუთარ იმიჯს შეინარჩუნებდა. გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ ჰქონდა, უცბად ან კარგი უნდა ეთქვა, ან არა. უბრალო ამბავი არ იყო ამ შემთხვევაში პასუხის მოფიქრება დროულად, მაგრამ ნანამ შეუძლებელი შეძლო და მიიღო გადაწყვეტილება: -კარგი. მათ გააგრძელეს ფილმის ყურება. ალექსანდრეს გამოტანილი ჰქონდა ორი ჭიქა ყავა, რადგან ფხიზლად ყოფილიყვნენ. ერთი ორი საათის მერე ორივეს ძილი შეეპარა ნელნელა და მიხვდნენ, რომ დაწოლის დრო იყო საძინებელი ოთახი სასადილო ოთახის გვერდზე მდებარეობდა. ის ძალიან ფართო იყო. იქ იდგა სამი საწოლი და სამი კომოდი. ანუ დედასი მამასი და შვილის. - გაიხადე, დაწექი შუა ლოგინზე და მოვდივარ თქვა ალექსანდრემ. -კარგი. - ნანამ გაიხადა. შიშველს გამოუჩნდა, რომ მსხვილი ძუძუები და ჭიპზე პირსინგი ჰქონდა გაკეთებული. იგი დაწვა მითითებულ ლოგინზე. იქ ძალიან ლამაზი გადასაფარებელი ეგო. დანარჩენ ორზეც ლამაზი იყო, მაგრამ ეს ყველას ჯობდა. ბიჭმა იმიტომ დააგო ის, რომ გოგოს უფრო კარგად ეგრძნო თავი სახლში ჰყოფნისას, ვიდრე ჩვეულებრივ სილამაზის საწოლის გადასაფარებელზე. გოგონას დიდხანს არ დაჭირვებია ლოდინი. ბიჭი მალე მივიდა, ზემოდან დააწვა ნანას და ისინი გადაეშვნენ ვნების ცეცხლში. ორივე ეტრფოდა ერთმანეთს. ორივეს იზიდავდა ერთმანეთი. ვნების ქარიშხალში გახვეულები საკუთარ თავის გარდა ვერაფერს გრძნობდნენ. თითქოს ჰაერში გამოკიდებული ორი ადამიანი ერთნანეთს ეკვროდა ტუჩებით, ერთმანეთს კოცნიდნენ. დილამდე გააგრძელდა მათი სიამოვნება. დილას ბიჭი ადგა ლოგინიდან და გოგონას უთხრა: -ჯობს შენც ჩაიცვა და სახლიდან წახვიდე. ჩემები მალე მოვლენ. -კარგი. იმ დღის შემდეგ ალექსანდრეს ნანასთვის არ დაურეკია საერთოდ. ორი კვირის მერე გოგონამ დაურეკა ბიჭს. ყურმილი ვიღაც ქალმა აიღო. -ალო! -ალო! გაკვირვებულის ხმით უპასუხა ნანამ. -ალექსანდრე მინდოდა უკაცრავად.ნანამ იფიქრა რომ ეს ქალი ალექსანდრეს დედა იყო. -ვინ ბრძანდებით?! -ნანა, ალექსანდრეს მეგობარი. -ალექსანდრეს მეგობარი კიარა ისა კიდე, მორიგი საყვარელი ხარ, რით ვერ შეიგნეთ ამ გოგოებმა, რომ ამ ბიჭს ცოლი ჰყავს? შეეშვით და ნუ უნგრევთ ოჯახს! ჩემი შვილს უმშვენიერესი ცოლი ჰყავს და სხვა არავინ ჭირდება! ეს თქვა ქალმა და ყურმილი დაკიდა. გოგონა ისეთ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ ყურმილით ხელში გაქვავებული იდგა რამდენიმე წუთი. ვერ მოეფიქრებინა, რა ექნა. კარზე ზარის ხმამ გამოაცოცხლა. მეზობელი იყო, მარილი უნდოდა. ნანას ამ დროს ტირილი მოუნდა, მაგრამ სტუმრის ერიდებოდა და თავს იკავებდა. როცა მოსული გარეთ გაუშვა, მაშინ ატირდა. იმდენი იტირა რომ კინაღამ ცრემლის ტბა დააყენა. მას ახლავე რაღაც უნდა ემოქმედა, მაგრამ რა არ იცოდა. მისი პირველი ამოცანა ის იყო მისული თავის დაქალ ნინოსთან და რჩევა ეკითხა. „ მეგობარი ჭირში იცნობა“ ნათქვამია. იფი ფეხით მივიდა აბაშიძის ქუჩაზე. ახალაშენებულ თხუთმეტ სართულიანი კორპუსის მეთორმეტე სართულზე ლიფტით ავიდა. დაკაკუნება დაეზარა და დააზარუნა. უცბად კარების შიგნიდან ნაბიჯების ხმა გაისმა. -ვინ არის? იკითხა კარების შიგნიდან ადამიანმა . -მე! გამიღე კარები მალე, გარეთ ცივა. ნინომ უცბად გააღო კარები. იგი გახარებული იყო, თავის დაქალის მოულოდნელი სტუმრობით. იგი ოთხოთახიან ევროპულად კეთილმოწყობილ ბინაში ცხოვრობს. გოგონა პროფესიით მხატვარი იყო და ამით ირჩენდა თავს. სწორედ ამიტომ იყო რომ მისი სახლის ყოველ კედელზე სურათები ეკიდა, საკუთარი, თუ სხვა მხატვრის . ამ ბინაში არის ასევე ორი დიდი კარადა. ორივე ნინოს წიგნებით სავსე. აღსანიშნავია ასევე გარდერობი, რომელიც მოთავსებული გახლავთ საძინებელ ოთახში. ნინოს ძალიან უყვარს ამ კარადების და გარდერობის ხშირი განახლება. ამ სახლში ნინო მეტონიძე თავის ქმართან ერთად ცხოვრობს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქმარს ხშირად მივლებაში უწევს წასვლა, შესაბამისად შეიძლება უხეშად ვთქვათ აქ მხოლოდ ერთი ადამიანი ბინადრობს . ნანა სახლში შევიდა. -სახეზე გეტყობა, რომ ცუდ ხასიათზე ხარ, რა გაწუხებს? -რჩევა ჭირდება შენი! -მეგობარი გაჭირვების ტალკვესია, მოდი ყავა დავლიოთ, თან მოგისმენ. - არ მინდა მადლობა. -ყავა თუ არ გინდა, ესეიგი ძალიან ცუდად არის საქმე. გისმენ! გოგოები ამ დროს სასტუმრო ოთახში დივანზე დაჯდნენ. -„ლოგინში ვისიამოვნეთ“ -მერე ეგ გაწუხებს? აბა მომიყევი ვინ არის და გეტყვი შემდგომ რა უნდა ჰქნა? -რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის? მისი სახელის ხსენებაზე გული მერევა! მთავარი ის არის, რომ მიმატოვა. ერთხელ დაწვა ჩემთან და მორჩა. ნანა ამ დროს ატირდა. -ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება ! ახლა სიმართლე უნდა გითხრა. მოგატყუე, რომ გითხარი, სექსი ვისთანაც მქონდა, იმას გავყევი ცოლად. მეც მსგავსი გამოვიარე, მერე მივედი ქირურგთან და აი დღეს ქმარი მყავს. არავინ არ იცის, რომ ადრე სხვასთან ვიწექი. ჩემს და შენს შორის ის განსხვავება,რომ ჩემს შემთხვევაში დაგეგმილად იყო ყველაფერი, შენ კიდევ ალექსანდრესგან ამას არ ელოდი. - ვერ ვიტან ადამიანებისგან ტყუილს და ბევრი დამიკარგია ამის გამო, მაგრამ შენს შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დავუშვა, იმიტომ რომ მეც მომიტყუებია შენთვის. კერძოდ, რომ გეუბნებოდი დიეტაზე ვართქო, მაშინ გემრიელ მწვადებს მივირთმევდი სოფელში. ნინო ცოტა გაჯავრდა ამაზე მაგრამ არ შეიმჩნია. -რა ვქნა ახლა? -უნდა უჩივლო სასამართლოში გაუპატიურებისთვის და შემდეგ შენც უნდა ესტუმრო ბატონ დოქტორს, ამის შემდეგ კი აღარაფერი გექნება სადარდებელი გარდა ვინმეს გაცნობისა და გათხოვებისა.
................................................................................................ ყველანი ფეხზე ადექით, მოსამართლე გაისმა სასამართლო დარბაზში. ყველა ადამიანი წამოდგა ფეხზე. აი აქ უნდა დაწყებული სასამართლო ალექსანდრე მახარობლიძესი, რომელსაც ნინო ჯალაღონია უჩიოდა გაუპატიურებაში. ნინოს ადვოკატის მოძებნა არ გაჭირვებია, არც ალექსანდრეს, მაგრამ რა გაუჭირდებოდა, მისი ბიძაშვილი ამ პროფესიის იყო. პროცესი დიდხანს გააგრძელდა. მოსამართლემ მოისმინა ორივე მხარეს პოზიცია და გადაწყვიტა, ქალის გაუპატიურებისთვის კაცს დაკისრებოდა 8000 დოლარის ოდენობით ჯარიმა და 5 წლიანი პატიმრობა. როდესაც პოლიციელებს ალექსანდრე მიჰყავდათ წინასწარი პატიმრობის საკანში, საიდანაც უნდა გადაეყვანათ შემდეგ ქსნის ციხეში, ის გაშტერებული შეჰყურებდა ნინოს. თითქოს ეუბნებოდა თვალებით „ დაიცა გამოვიდე“ მე შენ გიჩვენებ სეირსო“ 4 -რამდენიმე დღეში გოგოები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს აბაშიძეზე. ტაქსი გააჩერეს და შიგ ჩასხდნენ. ეტყობოდათ, რომ ძალიან ეჩქარებოდათ. - რკინიგზის საავადმყოფოსთან თუ შეიძლება. მძღოლმა გაკვირვებულმა შეხედა მათ. „ამ დილაადრიან საავადმყოფოში რა უნდათო გაიფიქრა მან“, მაგრამ არაფერი თქვა. -იმედია დროზე მივალთ და არ დავაგვიანებთ. ნახევარი საათიღა დარჩა. ამდენი არ გვჭირდება. -უფრო მალე მივიდოდით, დროზე რომ გამოსულიყავი. -ნუ მსაყვედურობ! რა ვიცოდი დავარცხნას თუ ამდენ ხანს მოვანდომებდი. მანქანა ოც წუთში მივიდა მითითებულ ადგილას. -ათი წუთიღა დარჩა. რა კარგია რომ დროზე მოვედით. „ შენი სიქალწულე ისევ აღდგება“ უთხრა ნინომ ნანას და თვალი ჩაუკრა თავის დაქალს. - ამას უკვე საკუთარი თვალით ვხედავ. მოდი ავიდეთ დროზე. ამ ლაპარაკ-ლაპარაკში არ დაგვაგვიანდეს. თქვა ნანამ და გოგოებმა აირბინეს კიბეები. როცა ავიდნენ მეორე სართულზე ქირურგ დავით ჯანდიერის კაბინეტთან უამრავი ადამიანი იცდიდა. -მემგონი მოცდა მოგვიწევს. თქვა ნინომ. -უკაცრავად ბოლო ვინ არის? იკითხა ნანამ. -მე თქვა ერთმა მოხუცმა კაცმა. -თქვენ? მემგონი კაბინეტი აგვერია, ეს ქირურგ ნიკოლოზ ტყემალაძის კაბინეტი არა? -არა, ეს დავით ჯანდიერის კაბინეტია. გვერდზე მდებარეობს ნიკოლოზ ტყემალაძის კაბინეტი. გოგოები გაწბილებულები მივიდნენ გვერდზე კაბინეტთან. იქ მოსაცდელში კაციშვილი არ ჭაჭანებდა. უცბად კარები გაიღო ოთახიდან გამოვიდა ერთი ზორბა სათვალებიანი ხალათში ჩაცმული მამაკაცი. -თქვენ ჩემთან ხართ? იკითხა მან. -დიახ უპასუხა ნანამ. -შემობრძანდით გოგოები შევიდნენ. -ბატონო ნიკოლოზ ცოტახნის წინ მე დაგირეკეთ. ჩემი დაქალის პრობლემის შესახებ გესაუბრეთ. მინდა რომ დაეხმაროთ. საქალწულე აპკის აღდგენა გსურთ ხო? -დიახ. -ეს ადვილი ოპერაცია. იაფი დაგიჯდებათ. -რაც დაჯდება, გადავიხდით, თქვენ ოღონდ ეს ჰქენით და.................. ფული ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა გადაგიხადოთ თუ ანგარიშზე ჩაგირიცხოთ? -რათ უნდა ქალიშვილობის აღდგენას ანგარიშზე ფულის ჩარიცხვა? რათქმაუნდა ნაღდი ანგარიშსწორებით. ასეთი ბევრი პაციენტი გყავთ? უცბად იკითხა ცნობისმოყვარეობით აღსავსემ ნინომ -არც ისე, მაგრა, რომ გითხრათ ცოტათქო მოგატყუებთ, თან ხანდახან ერთი ადამიანი რამდენჯერმე მოსულა. -ოპერაცია როდის შეიძლება ჩავიტარო? -ოპერაციის წინ აუცილებელია ანალიზების ჩაბარება. თუ ყველაფერმა დადებითი პასუხა აჩვენა, ამის შემდეგ შეიძლება ოპერაციის გაკეთება. გაგიკეთდებათ ანესთეზია საოპერაციო მაგიდაზე, შემდეგ რა მოხდება ვერაფერს ვერ იგრძნობთ. ქირურგისა სიტყვები ახდა. ანალიზებმა დადებითი პასუხი აჩვენა, გოგონა საკაცით საოპერაციო მაგიდაზე დააწვინეს და ანესთეზია გაუკეთეს. ამ მდგომარეობაში მან ვერ იგრძნო, როგორ გაუკერეს საქალწულე აპკი. რომ ეგრძნო ალბათ რამდენიმეს იკივლებდა და საავადმყოფოდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა. როცა ნანა ანესთეზიიდან გამოვიდა და თვალები გაახილა, პირველი რაც დაინახა ექიმი იყო. -გამარჯობა. დიდიხანი მეძინა? ოპერაციამ როგორ ჩაიარა? -ცუდად რომ ჩაევლო „ალბათ ზეცაში იქნებოდი“, ვხუმრობ. ყველაფერი კარგადა. „შენი სიქალწულე აღდგენილია” -ისევ ძილი მინდა, როდის ვეწერები აქედან? -ხვალ ან ზეგ. მანამდე მოძლიერდით და სრულიად ჯანმრთელი წადით სახლში -მადლობა ექიმო, ამას არასდროს დაგივიწყებთ თქვა ნანამ და დაიძინა. მესამე დღეს როდესაც გოგონა საავადმყოფოდან გამოეწერა მას გარეთ ნინო ელოდებოდა. -როგორ ხარ ნანა? შემოეხვია მას მეგობარი ამ კითხვით -კარგად, სრულიად ჯანმრთელი. -ესეიგი ერთი პრობლემაღა დაგრჩა ცხოვრებისეული ბედნიერების მოსაპოვებლად თქვა ნინომ და ორივე გავიდნენ საავადმყოფოდან. ................................................................................................................ ნანამ ისევ დაიწყო გამოწვევად ჩაცმა, კლუბში სიარული, მაგრამ ვერავის ვერ იზიდავდა. ადრე თუ თაყვანისმცემლები ერია გარშემო, ახლა არავინ აქცევდა ყურადღებას. ერთი წელი ასე გააგრძელდა. იგი ხვდებოდა, რომ ფეისბუკში გაცნობილი მამაკაცი მას არ ჭირდებოდა, ამიტომ ისევ პირადად უნდა მოეძებნა ვინმე. ერთხელ როდესაც მეტროში იჯდა თავისთვის და წიგნს კითხულობდა, გვერდზე მამაკაცი მიუჯდა ისეთი მშვენიერი, რომ ენით ვერ გამოთქვამდი. -გამარჯობა -გაგიმარჯოს. -რა წიგნს კითხულობ? -მიშელ უელბეკს. -კარგია, ჩამოსული რომ იყო თბილისში. შეხვედრაზე ვიყავი, შენ თუ იყავი? -სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე, ჩემი მეგობარი იყო ჩემს მაგივრად, სამაგიეროდ მისი წიგნი კი შევიძინე. მატარებელი ბოლო გაჩერებას უახლოვდებოდა ამ დროს. -ანუ თქვენც გაქვთ ხო ამ ავტორის წიგნი? -დიახ. -რა კარგია. მატარებელი გაჩერდა ბოლო გაჩერებაზე. ასე ლაპარაკ-ლაპარაკით ავიდნენ გოგო და ბიჭი ესკალატარზე. როდესაც ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს ქალ-ვაჟმა ნომრები გაცვალეს და შეთანხმდნენ, რომ კიდევ შეხვდებოდნენ. ნანა უზომოდ ბედნიერი იყო, მემგონი გაიცნო ადამიანი სააბოლოდ ვინც მისი ცხოვრების მეგზური იქნებოდა. მეტროში გაიგო, რომ ამ ბიჭს ნიკო ერქვა. საკუთარი ბიზნესი ახალ დაწყებული ჰქონდა. ბიჭს დიდი იმედი ჰქონდა, რომ მომავალში ბევრ ფულს იშოვნიდა. ქალ-ვაჟის ურთიერთობამ სიყვარული დაბადა, რასაც ნიშნობა და ჯვრისწერა მოჰყვა. ჯვრისწერაზე ჩვეულებრივ სააპატარძლო კაბაში გამოწყობილი დედოფალი მივიდა ნეფესთან, ორივე დადგნენ მღვდლის წინაშე და დაიწყო ჯვრისწერის ცერემონია. ეკლესიაში უამრავი ადამიანი შეკრებილიყო. ერთერთ კუთხეში ნაცნობი სახეები დაინახა ნანამ, მაგრამ ვერ მიხვდა ვინ იყვნენ. ალბათ წარსულში სადმე შეხვედრიან, ან სხვა ნაცნობებს უბრალოდ ჰგვანან. მთელი უბანი იცნობდა მას ბოლოსდაბოლოს. ამ სავარაუდო ნაცნობმა ადამიანებმა მას ხელი დაუქნიეს მისალმების ნიშნად, შემდეგ საყვედურის გამოსახატავად თითქოს ხელით რაღაც ანიშნეს. -სანამ ჯვრისწერას დავიწყებდით, მაინტერესებს ვინმე ხომ არ არის ამ კავშირის წინააღმდეგი? იკითხა მღვდელმა. -მე ვარ წინააღმდეგი, ამ გოგომ ერთი ღამით ისიამოვნა ჩემ ძმაკაცთან, მიაგდო, შემდეგ ცილი დასწამა „ გამაუპატიურაო და დღეს ალექსანდრე ამ კახპა გოგოს გამო ციხეში ზის თქვა იმ კუთხეში მჯდარ ბიჭებს შორის ერთერთმა, ვინებიც ნანას ნაცნობ სახეებად მოეჩვენა. ხალხი ახმაურდა. -ესეიგი შენ გამო ზის ჩემი ძმაკაცი ციხეში ხომ? უცბად დაიყვირა ნეფემ. კარგი აღარ მინდიხარ ცოლად, წავედი. აღარ დამენახო თვალით, თორემ იცოდე მოგკლავ. ნიკომ მოიხსნა ყვავილი, თავის ძმაკაცებთან ერთად ეკლესიიდან გავიდა, ჩაჯდა მანქანაში და სადღაც წავიდა.იმ დღის შემდეგ ქალ-ვაჟს ერთმანეთი არასდროს უნახავთ. ნანა რა დღეში ჩავარდებოდა ადვილი წარმოსადგენია. ცრემლის ტბა დააყენა ეკლესიაში, ახლობლები ამშვიდებდნენ, მაგრამ გოგონა ისეთ დღეში იყო, ეს სრულიად წარმოუდგენელი გახლდათ იმ წუთას. იმ დღის შემდეგ ნანა ჯალაღონია რამდენიმე კვირა შოკისგან გაქვავებული იყო. სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამდა. ეს პერიოდი მან თავის დაქალმა ნინომ გადატანინა, ის რომ არა, რა ეშველებოდა ნეტავ საინტერესოა.
............................................................................................................................... ეს ამბავი ჩემმა ახლობელმა მომიყვა, ვინც ახლოს იცნობდა ნანა ჯალაღონიას.ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ რომ ვიკითხე, რას შვრებოდა, რას საქმიანობდა. ჩემმა მეგობარმა მიპასუხა, რომ ისევ ისე კაცებთან დადის, უწვება მათ ლოგინში ერთი დღით ( ამჯერად უკვე შეთანხმებით) მერე მიდის ნაცნობ ექიმთან და ოპერაციას იკეთებს. მოკლედ „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“ ნათქვამია, მიუხედავად ყველაფრისა ნანა ჯალაღონიას ტრფობა და სიყვარული ყოველთვის წყურია და შესაბამისად კიდევ აქვს იმედი, რომ გამოჩნდება ადამიანი ვინც მასთან ბოლომდე იქნება. რაც შეეხება ალექსანდრეს, მას ჩხუბი ერთერთ პატიმართან მოუვიდა, შესაბამისად ციხეში ყოფნის ვადა კიდევ ათი წლით გაუზარდეს. ნიკომ კიდევ მოიყვანა სხვა გოგო ცოლად და დღეს არის ბედნიერი? მართლა ბედნიერი? იგი შინაგანად მუდამ წუხს თავის ძმაკაცის სვე-ბედზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ანუ მოგეწონა ტასო? ანუ მოგეწონა ტასო?
2. ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე :))) ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე :)))
1. ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე :))) ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|