სიმშვიდე
ნიკა ვარსემაშვილი ერთ-ერთი სკოლის დირექტორია. ვინც კი მას იცნობს, ყველას ძალიან უყვარს, რადგან ძალიან სასიამოვნო ადამიანია, ვისაც უჭირს ყველას ეხმარება. იგი მთაწმინდაზე ცხოვრობს, მთის წვერზე მდგარ კერძო სახლში. შორიდან რომ შეხედოთ სახლს ასე გეგონებათ , მისი სახურავი ცას მიწვდომილია. ნიკას ჰყავს ცოლი და ორი ვაჟი. ის სკოლა სადაც ნიკა დირექტორია, ძალიან სუსტ სკოლად ითვლებოდა და არავის ურჩევდნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც დირექტორი შეიცვალა და ჩვენი ამბის მთავარი გმირი მოერგო დირექტორის სავარძელს, გატარდა უამრავი რეფორმა სკოლაში. მასწავლებლები ვისზეც საჩივარი იწერებოდა გაირიცხა, დაინიშნა ახალი. ახალი ცოცხი კარგად გვის ნათქვამია. ფიზკულტურის გაკვეთილზე, ადრე თუ ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ და გოგოები უსაქმოდ ისხდნენ თავისთვის, ახლა ისინი იძულებულნი გახდნენ თავი დაენებებინათ თავიანთი საყვარელი ჭორაობისათვის და მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ თამაშებში. მოგეხსენებათ მასწავლებელი მარტო საგნის მცოდნე არ უნდა იყოს, მას ასევე ბავშვებთან ისეთი მიდგომა უნდა შეეძლოს, რომ ბავშვები ჩუმად და ინტერესით უსმენდნენ. ადრე თუ ზოგიერთი გაკვეთილი „დიდ დასვენებად“ ითვლებოდა, ბავშვები ყველაფერს აკეთებდნენ გარდა მოსმენისა და სწავლისა, თვით ჭიკარტის დადებასაც არ ერიდებოდნენ, ახლა სიტუაცია შეიცვალა, გაკვეთილებზე უკლებლივ ყველა ბავშვი გასუსული ზის. სკოლა სადაც ნიკა ასწავლის, რუსთაველის გამზირზე ვულევუს მაღაზიის გვერდით მდებარეობს. იმ ადგილს რომ გაცდები, ერთი შესახვევია, იმ შესახვევში თუ შეუხვევ, აუყვები აღმართს, შემდეგ კიბეებს, ახვალ მთაწმინდაზე, ნიკა ყოველდღე ამ გზით დადიოდა ფეხით. მანქანა ჰყავდა, მაგრამ სუფთა ჰაერზე სიარულს არაფერი ერჩივნა, მას განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ხმარობდა. როცა წვიმდა, მაშინაც არ იცვლიდა მარშურტს, ფიქრობდა:“თუ დასველებაა მაინც დავსველდები , რა აზრი აქვსო“ ერთ დღეს ნიკას ცხოვრებაში ისეთი რამე მოხდა, რამაც დააფიქრა იგი წარსულზე და აიძულა წარსულის ნეგატივები გაენთავისუფლებინა მეხსიერების ჯურღმულებიდან. ეს ის ეპიზოდები იყო, რომლებიც თბილისში ჩამოსვლის შემდგომ პერიოდს უკავშირდებოდა და მტკივნეული იყო თავის დროზე, მაგრამ ხომ გაგიგიათ „დრო ყველაფრის მკურნალია“. დროთა განმავლობაში დაავიწყდა ყველა ცუდი, მაგრამ წარსულმა არ დაივიწყა ნიკა და აი ერთ დღესაც თავი შეახსენა, ოღონდ ისე არა, რომ მისთვის კიდევ ერთხელ ტკივილი მიეყენებინა, უბრალოდ იმ ნეგატივების შემქმნელი ხალხიდან ერთი ადამიანი გამოჩნდა ჰორიზონტზე. ასეთი ბევრი იყო, მაგრამ სააბოლოდ რიგი მიზეზების გამო, რომელსაც ქვემოთ მოგიყვებით სულ სამნი დარჩნენ: ერთი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან ოჯახი ჰყავდა სარჩენი და მშიერი ბავშვისთვის ვერაფერს აკეთებდა, მეორემ ნარკოტიკების გადამეტებული დოზისგან ღმერთს მიაბარა სული ( ნიკასთვის არავის შეუტყობინებია მისი დაღუპვის ამბავი, თორემ მივიდოდა ისეთი გული ჰქონდა). მესამე კიდევ თბილისში ცხოვრობდა, იგი იმედოვნებდა, თუ შეხვდებოდა სადმე ჩვენი მოთხრობის მთავარ გმირს, ქუჩაში მიგდებული ბომჟივით დაენახა, ან სადმე მჯდარი მათხოვარი, ხელებ გაშვერილი, ვინმეს მისთვის შემწეობის სახით ფული მიეცა, მაგრამ რაიმე სამსახურის ქონა,განსაკუთრებით ზედა ეშელონებში , ამას სიზმარშიც კი ვერ დაიჯერებდა................ ეს ისეთივე შეუძლებელი იყო მისთვის, როგორც მის ძმაკაცს ვანიას ერთ დღესაც არ დაელია და არ დამთვრალიყო ან ვინმეს არ მიეცათ მათთვის მოსაწევი ( იქნებოდა ეს პლანი, თუ უბრალოდ სიგარეტი), როცა ის ძალიან სურდათ, კვირაში ერთხელ თუ არა ორ კვირაში ერთხელ ეჩხუბათ ვინმესთან, თუნდაც უაზრო მიზეზის გამო. ყოველთვის უაზრო მიზეზებზე ტყდებოდა ჩხუბი, მაგრამ მაინც................ მისი იმედი თუ გამართლებოდა მერე ნიკა მთელი ცხოვრება მისი სალაპარაკო გახდებოდა , დახმარებას რომ გაუწევდა, ამას ყველგან მოყვებოდა ყველგან პლიუსი დაეწერებოდა. მისთვის მათხოვრობა ქრონიკული მოვლენა იყო, რომლისგანაც გაქცევა შეუძლებელი იყო. ერთ დღეს ნიკა როცა ჩვეულებრივ სამსახურიდან სახლში წასასვლელად გამოვიდა, გარეთ საშინლად წვიმდა. იმ დღეს მთელი დღე კოკისპირულად წვიმა იყო. ის მუშაობის დროს ფიქრობდა, რომ გადაიღებდა, მაგრამ არა და არ გაჩერდა. მან არ ისურვა წვიმაში ასე ძლიერ დასველება, ამიტომ იფიქრა მოდი ტაქსს გავაჩერებ და სახლში ისე ავალო. ასეც მოიქცა. თავისუფლებაზე სასტუმროს, რომ გაუსწორდნენ, უცებ ნიკამ დაინახა ფანჯრიდან წმინდა გიორგის ძეგლთან მწოლიარე კაცი. მან მოთხოვა მძღოლს მანქანის გაჩერება. გადავიდა, ჩასვა ის კაცი მანქანაში. ჩასმისას ალბათ ვერ მიხვდა ვის სვამდა, ან მიხვდა და არ შეიმჩნია, რადგან კეთილი გული ჰქონდა. მანქანა უცბად მოწყდა ადგილიდან. როდესაც მივიდნენ დანიშნულ ადგილას, ნიკამ მიიყვანა მძინარე სახლში ნელ-ნელა ისე რომ არ გაღვიძებოდა, მაგრამ წვიმის წვეთებმა თავისი გააკეთა. კაცს თვალები გაეხილა, მაგრამ ისევ ძილ ბურანში იყო. ძილ ბურანში ყოფნისას, რაღაც ძალამ იგი სახლში შეათრია, ამ ძალის პატრონი, იმ ადამიანს ჰგავდა, ვისთვის ყველაზე მეტად ცუდი უნდოდა, იმედია ეჩვენება, ან თუ არ ეჩვენება, ტაქსის ფული ვინ მისცა? ალბათ ნაგვის მანქანაზე მუშაობს და ცოტაოდენი ფული, რაც შეაგროვა, მძღოლს აჩუქა. აი ამ ფიქრებში იყო, როდესაც დასვეს მაგიდასთან, გაშალეს სუფრა, პატარა გოგოცუნა გავიდა ლოგინის გასაშლელად. სუფრაზე ყველაფერი იყო, რაც ადამიანი ისურვებდა სასმლის გარდა. როცა კუჭი დაიკმაყოფილა, დააწვინეს. მალე ყველა იქ მყოფი თავიანთ ლოგინებისკენ გავიდნენ და დაიძინეს. ხვალ შაბათია. სამუშაოსგან თავისუფალია, ამიტომ დიდი დრო ექნება ნიკას თავის ძველ ნაცნობთან სასაუბროდ. ეს ის იყო, ვინც იმედოვნებდა ნიკაზე რამდენიმე თვის წინ მათხოვრის პოზაში ნახვას. მზე ამოვიდა. ირგვლივ გაანათა ყველაფერი გაანათა და გამოცოცხლა.დღეს შაბათია. დასვენების ს პირველი დღე. ნიკას სახლში დიდი ფუსფუსია. მათ გუშინდელიდან მოყოლებული სტუმარი ჰყავთ, ახლა მისთვის საუზმე მზადდება, რაც მას ეკადრება. როცა ნიკა და მისი სტუმარი სუფრას მიუსხდნენ საჭმელად, ცოტახანი მათ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ,სიჩუმე ნიკამ დაარღვია: -მამუკა, რატომ იწექი იქ მძინარე? -გუშინ მანდ დავლიე მეგობრებთან ერთად, მთვრალს ჩამეძინა და დამტოვეს მარტო. ვერ მივხვდი როდის წავიდნენ. -კიდევ სვამ? აღარ დალიო მეტი, თორემ ერთ დღესაც შეიძლება ციხეში აღმოჩნდე, ან ღვიძლი დაგეშალოს. -კაი გეყოფა ეს დიდაქტიკური საუბარი, ისედაც თავი მისკდება პახმელიის გამო, შენც ნუ დამიმატებ, შენზე მომიყევი რას საქმიანობ? რითი სულდგმულობ? მამუკას ეს მონაკვეთი ნაკლებად აინტერესებდა, მაგრამ უნდოდა დარწმუნებული, რომ ნიკა მენაგვე იყო ან კიდევ კანალიზაციის ხელოსანი. ორივე საქმე მუშაობა გრეხია საზოგადოების ფართო მასებში და მამუკას სალაპარაკო ექნებოდა. -სკოლის დირექტორი ვარ მეხის გავარდნასავით გაისმა მამუკას გონებაში ეს. ის ვერ წარმოიდგენდა, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში დასცინოდა ამცირებდა, სკოლის დირექტორი გახდებოდა. ესეიგი სულ ტყუილად იქცეოდა ასე. იმედია ეჩვენება, და მენაგვეა, ეს თუ ესეა, მაშინ მის წარსულს ცხოვრებას აზრი მიეცემა და უფრო მეტს ილაპარაკებს ნიკაზე, ეს უკანასკნელი ტოტი ექნება, რითაც უკვე თავის თავში დასაბუთებულად მიჩნეულ უაზრო ცხოვრებას გამართლებას მოუძებნის, თუ არადა მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა მისი საქმე. ახლა თავს მოაჩვენებს, ვითომ ვერ გაიგონა( შინაგანად იმედოვნებდა, რომ სხვა რამე მოესმა) თავიდან გაამეორებინებს და მოისმენს იმას, რისი მოლოდინიც აქვს. -ვერ გავიგე. ცოტა გარკვევით თქვი! ნუ ბლუყუნებ რაღაცას. - სკოლის დირექტორი ვარ. უფრო დიდი მეხის გავარდნასავით გაისმა ეს. არა, არ ეჩვენება. ერთი სული ჰქონდა, როდის ადგებოდა სკამიდან და ამ სახლიდან გაიქცეოდა.მაგრამ სანამ წავა, ბარემ გაიგებს, როგორ დაინიშნა სკოლის დირექტორად, თუ ასე ადვილია იქნება თვითონაც მოახერხოს ეს, მერე წამოწვება რბილ სკამზე, წევის, სმის და ძილის მეტი არაფერს არ იზამს. -როგორ მოხვდი მაგ თანამდებობაზე და რომელ სკოლაზეა საუბარი საერთოდ? -შრომით , ბევრი ვიშრომე, რომ მიმეღწია ამ მიზნისთვის.ძალიან რთული გამოცდები ჩავაბარე და დამნიშნეს, უკვე მესამე წელიწადია დირექტორი ვარ. ვულევუსთან რომ არის 43-ე საშუალო სკოლა. -„43-ე საშუალო სკოლა, ეს ხომ ის სკოლა, სადაც დირექტორის თანამდებობაზე ყოველთვის დიდი კონკურსი იყო, განსაკუთრებით ბოლოს, ანუ მაშინ როდესაც მოინდონეს რამდენიმე ადამიანმა სკოლის იმიჯის შენარჩუნება, ამ ღლაპმა ანუ ყველას აჯობა, ვინც იყო, ახლა აქედან უნდა წავიდე, მოვშორდე და გადავიკარგო, ოღონდ ამ ადგილიდან შორს ვიყო, ძალიან შორს, თუნდაც ოკეანის გადაღმა და ჩემს თავს განაჩენი გამოვუტანო , ცუდად ვარ ძალიან. ‘’ როდესაც მან ამის თქმა დაასრულა თავისთვის, უცბად ადგა სკამიდან და გავარდა სახლიდან თავქუდმოგლეჯილი, იგი ჰფიქრობდა, რომ თავი მოეკლა, მაგრამ მანამდე მოძღვართან აღსარება უნდა ეთქვა, ზიარებოდა, თავიდან იფიქრა ქაშვეთში მივალო, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან წარსულში ხანდახან მის წინ ბირჟაობდა ძმაკაცებთან საღამოობით, მუდამ ასწავლიდა მოძღვარი, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანდა, მაგრამ ვინ უსმენდა? ახლაც რომ მისულიყო აღსარების თქმას მოჰყვებოდა, აი ხომ გეუბნებოდი შენ კი არ დამიჯერეო, იგი ისეთ ეკლესიაში უნდა მისულიყო, სადაც არავინ იცნობდა. ყველაზე კარგი ვარიანტი ლურჯი მონასტერი იყო, იქ არასდროს ყოფილა და შესაბამისად არავინ იცნობდა საერთოდ. გაიქცა ლურჯი მონასტერისკენ, გზაში ხალხი თვალს ადევნებდა, გიჟი ეგონათ მორბენალი, მაგრამეს მას ეს არ აინტერესებდა, მთავარია დროზე მისულიყო დანიშნულ ადგილას, შეესრულებინა თავისი მოვალეობა, შემდეგ კი რამეს მოიფიქრებდა, მაგალითად მტკვარში გადახტებოდა. როდესაც მივიდა მონასტერში, იქ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. ეტყობა წირვა ტარდებოდა. ხალხი მოძღვართან ერთად ლოცულობდა. ამ პროცესის დროს მამუკამ იმხელა მადლი იგრძნო, რომ აღარ გრძნობდა თავს ცუდად, რაღაც ძალამ თითქოს მასზე იმოქმედა და თავის მოკვლის სურვილი გაუქრა, უბრალოდ სურდა უფლისთვის ყველაფერი მოეყოლა,. დამთავრებისას მამაოსთან მივიდა: -გისმენ შვილო ჩემო. -მამაო აღსარება მინდა ჩაგაბაროთ. -ჩემი მრევლის წევრი ხარ? -არა, მაგრამ არის რაღაც, ძალიან მაწუხებს და მინდა რომ თქვენი დახმარებით უფალს მოვუყვე. გთხოვთ უარი არ მითხრათ!
სანამ დავიწყებდე ჩენმი ამბავის მოყოლას მინდა გითხრათ, რომ ვუყურებ უკვე დიდიხანია ჩემ ცხოვრებას, ვხვდები რა ფუჭად გავიარე ეს წლები. მაშინ როდესაც უნდა მეზრუნა ჩემს ცხოვრების უკეთეს მოწყობაზე, რაღაც უაზრობებში ვხარჯავდი დროს. უფრო ადრე ვაპირებდი მოსვლას თქვენთან, მაგრამ რაღაც ძალა არ მიშვებდა, დღეს როდესაც სააბოლოდ დავრწმუნდი რა უმეცარი ვიყავი, თქვენთან მოვედი. მე დავიბადე ქალაქ თბილისში კერძოდ ნახალოვკაში. მოგეხსენებათ იქ უამრავი მოძველბიჭო ტიპი იყო და არის დღემდე კიდევაც , ხოდა ამიყოლიეს. გავხდი ძველი ბიჭი. მე და ჩემი ძმაკაცები დილიდან დაღამებამდე სულ გარეთ ვიყავით. დედაჩემი ორსულობას გადაყვა. ის რომ მოკვდა მამაჩემმა ძალიან ინერვიულა და ისიც ზედ მიყვა. ჩემი აღზრდა ბებია და ბაბუამ ითავეს. რამდენიმე წელიწადში კიდევ ერთი მამრი გარდაიცვალა და დავრჩით მე და ბებია. ბებო რათქმაუნდა ვერ გამაკონტროლებდა და ვიყავი ჩემს ნებაზე. სკოლაში დავდიოდი, მაგრამ რომ გითხრათ ვსწავლობდითქო , მოგატყუებთ. ძილისწინ რაღაცას მივჯღაბნიდი, წავიკითხავდი და მაგით მთავრდებოდა ჩემო სწავლა განათლება. 11წელი კლასიდან კლასში მათრიეს მასწავლებელმა, რადგან ჩემი როგორც უდედმამო ობლის კლასში დარჩენა უტყდებოდათ. სკოლაში, თუ სკოლის შემდეგ უამრავი ჩხუბი მომსვლია, მაგრამ ყოველთვის მე და ჩემი ძმაკაცები „გამარჯვებულები გამოვსულვართ“. რამდენიმე ხნის წინ მივხვდი, რომ ცხოვრება სულ ტყუილად გამიტარებია. მეც სხვასავით უნდა გამეკეთებინა ყველაფერი, უკეთესი ცხოვრება, რომ მომეწყო. ნიკა თბილისში 2007 წელს გამოჩნდა, ანუ იმ დროს როცა უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა ,მაგრამ ეს არ გავაკეთე. გასამართლებად ყველას ვეუბნებოდი რომ მეყო ტვინის „ჭყლეტვა“ სწავლაზეთქო. რა დებილი ვიყავი. დედაჩემი და მამაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყვნენ, ახლა სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი. როგორც გავიგე მალევე ნიკა თბილისელი არ გახლდათ, რაიონიდან ჩამოსულიყო აქ სასწავლად. მაშინ მასზე ცუდი წარმოდგენის სიომ დაჰქროლა, რომელიც შემდეგ მასთან პირად ურთიერთობაში გაიზარდა და, საბოლოო ჯამში მოიტანა ეს შედეგი, რომელსაც ძალიან ვნანობ. მე მინდა მოგიყვეთ მასთან ურთიერთობის ყველა დეტალი დაწვრილებით, რომ უკეთ გაიგოთ რა მაწუხებს. ნიკა ნახალოვკაში დასახლდა საცხოვრებლად. გარეთ ხშირად ვხედავდით მე და ჩემი ძმაკაცები კიკვიძის ბაღთან. სულ წიგნები ეჭირა თითქმის. ძალიან იშვიათად თუ ხელ ცარიელს დავინახავდით, ან პარკში ჩაწყობილ პროდუქტებით ხელში. მაშინ მივხვდით მე და ჩემი ძმაკაცები, ამ უბანში გადმოვიდა კიდევ ერთი ბიჭი, რომელიც ჩვენაირი გაგების კი არა, ცოდნისკენ მიღებისკენ ისწრაფვოდა. ბევრი გვინახავს ასეთი ჩვენ, მაგრამ უმეტესობას, ქუჩური გაგებაც ესმოდა და პატივს საცემი იყო ჩვენთვის. ეს, როგორც აღმოჩნდა შემდეგ სულ სხვა კატეგორია იყო, ანუ ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც სწავლობს და პატიოსან ცხოვრებას აწვება. ქუჩური გარჩევები ასეთი ადამიანებისთვის უმნიშვნელო რამეა. ჩვენ არ ვიცნობდით ამ ბიჭს თავიდან და გვინდოდა გაცნობა. ერთ დღეს მორიგი გვერდზე ჩავლის დროს დავუძახეთ: - გამარჯობა. მეგონა მეტყოდა პრივეტ, სალამი ძმებს, ან რამე მსგავს, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი. -გამარჯობა. -სად მიდიხარ ? ნიკას გაუკვირდა უცხო ხალხისგან ასეთი შეკითხვა, მაგრამ არ შეიმჩნია. -სახლში. პური უნდა ავიტანო, რომ ვისადილოთ. -გაჩერდი ცოტახანი. დავილაპარაკოთ. ძმები არა ვართ? -არა, მადლობა მერე უნდა ვიმეცადინო, ხვალ გამოცდა მაქვს. აი ამ დიალოგის შემდეგ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ საქმე გვქონდა სრულიად განსხვავებულ ადამიანთან და შესაბამისად მას უნდა მოვქცეოდი ისე როგორც ეკადრებოდა, მაგრამ ჯერ კიდევ თავს ვიკავებდით, რაღაც იმედი გვქონდა, რომ ვცდებოდით, ჩვენ ძმაკაცებსაც ჰქონიათ გამოცდები, ისინიც დარჩენილან სახლში ამ დროს, მაგრამ შემდეგ ჩვენს გვერდით ყოფილან. შემდეგ შეხვედრაზე მივხვდით სააბოლოდ ვისთან გვქონდა საქმე. წარმოიდგინეთ ზუსტად იგივე სიტუაცია შეხვედრის,მაგრამ ამჯერად უამრავი რვეული ეჭირა ხელში. -ამდენი რვეული რათ გინდა? იკითხა ჩემმა ძმაკაცმა, რომელსაც ლევანი ერქვა და რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი. -სხვადასხვა საგნებისთვის მჭირდება უნივერსიტეტში. სკოლაში რომ ვსწავლობდი, მარტო ერთი რვეულით დავდიოდი, ისიც ზრდილობის გამო, გირჩევ შენც ერთი რვეულით იარო, კარგი იქნება. ვუთხარი მე. მერე ყველა საგანი ერთ რვეულში, როგორ მოვათავსო? -როგორ და რაც მნიშვნელოვანი საგნებია შენთვის იმას ჩაიწერ, ისიც მოკლედ, რაც არა დაიკიდებ, ყველაფრის სწავლა არა აუცილებელი, ზოგი უნდა შეიტენო კიდევაც. დიპლომს მაინც მოგცემენ. შენი ცოდნით სამსახურს იშოვნი, თუ არა დაიკიდე, მთავარია ჩვენნაირ ხალხთან გექნება კონტაქტი. მადლობა, მაგრამ თქვენ რჩევას ვერ მივიღებ , სტიპენდიაზე გავდივარ და მინდა წითელ დიპლომზე დავამთავრო უნივერსიტეტი. თქვენობით მანამდე არავის არასდროს მოუმართავს ჩემთვის. ეჭვის ტალღა უფრო აიზვირთა, რომ ეს იმ საზოგადოებას მიეკუთვნებოდა, ვინც ზრდილობის ეტიკეტებს იცავდა ყველგან. - მოეშვი ამ თავაზიან საუბარს და მიპასუხე არ გინდა ჩვენთან ძმაკაცობა? გარეთ იქნები ჩვენთან ერთად. რასაც ჩვენ გავაკეთებთ, შენც იმას იზამ. -დაიმახსოვრე, ჩვენი ღალატი ძალიან დიდი დიდი ცოდვა და მსგავს შემთხვევაში მწარედ განანებთ ამყვა საუბარში ლევანი. - არა, მადლობა, თქვენს რიგებში ჰყოფნა ნარკოტიკს, დასალევს დ საქმის ძალადობით და აგრესიული ლაპარაკით გარჩევას ნიშნავს. მე მირჩევნია სიმშვიდე და მეორე დავიმეგობრო, ვიდრე თქვენსავით მოვიქცე. ეს თქვა ნიკამ და გაგვეცალა.იმ წუთიდან მოყოლებული უკვე ვიცოდით ვინც იყო ეს სოფლიდან ახალ ჩამოსული. ყველა არა თბილისელი ჩემთვის „ სოფლის ტეტია“ იყო, მაგრამ ვისაც ვიცნობდი ვერავის ვერ ვუბედავდი ამის თქმას, იმიტომ რომ ისინი სპორტულ ფორმაში იყვნენ და უბრალო რამეზე ცემით არ მცემდნენ მართალია, როგორც ძმაკაცს, მაგრამ ისეთ რამეს მეტყოდნენ, გამაჩუმებდნენ. თუ გავაგრძელებდი მერე კი მომხვდებოდა მათგან მუშტები. ნიკა რომ გავიცანი ( თუმცა ამას გაცნობა არ ერქვა, რადგან სახელი არ ვიცობდი), მომეცა საშუალება ვიღაცისთვის ეს მეტსახელი „ მიმეკრო“ -სახელი გვითხარი მაინც შენი, ასე გაუცნობლად ნუ დაგვტოვებ. -მე ნიკა მქვია -სასიამოვნოა ნიკა , მე მამუკა მქვია, ნიკოლოზი შენი სეხნია, ლევანი ჩემი ბავშვობის მეგობარი, დათო რატი, გიორგი, მიხეილი, ჩვენთვის მიშა და ელგუჯა. -სასიამოვნოა თქვა ბიჭმა და მოშორდა იქაურობას. ამ ამბის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე იყო საძმაკაცოს მხრიდან, რამდენჯერაც გაივლიდა იგი ჩვენი შეხვედრის ადგილას, იმდენჯერ მცირედი დაცინვა. ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებდა და ველოდით უფრო დიდს და უფრო “ სანახაობრივს“, დიდხანს ლოდინი არ მოგვიწია, ეს დღეც დაადგა. არ იფიქროთ, რომ ჩემ საძმაკაცოს მხოლოდ ბიჭებთან ჰქონდათ ურთიერთობა, ისინი გოგოებთანაც კარგად იყვნენ. თითეულ მათგანს ჰყავდა შეყვარებული. ყოველ წელიწადს, თუ არა მეორე წელიწადს მაინც სხვადასხვა. ამათ გარდა უამრავი ნაშა, რომელთან ჩახუტებას და დაწოლას არაფერი ერჩივნათ. ზემოთქმულის გარდა მეგობარი გოგოები, რომელთაც საზოგადოებაში „ კაი ბიჭის დაიკოებს“ ეძახდნენ. თითეულ მათგანს ხალხში ისეთივე ბლატი ჰქონდათ, როგორც მათ მამრობითი სქესის „ მფარველ ანგელოზებს“ თითეული მათგანი „ უბნის მაყურებლად“ ითვლებოდა. ერთხელ როდესაც ბიჭები ჩვეულებრივ გარეთ ვიჯექით და ვლაზღანდარობდით. ამ დროს მათთან მივიდა ქრისტინე, ერთერთი უსაყვარლესი დაიკო ამ სამეგობრობისთვის -გამარჯობა, რამდენი ხანია არ გვინახიხართ -გაგიმარჯოთ, ხო მომენატრეთ ძალიან, მაგრამ აბიტურიენტი ვარ, აღარ მაქვს დრო ასე სასიარულოთ ხო გესმით ჩემი. - რათქმაუნდა გვესმის, ახლა მასწავლებელთან მიდიხარ და გამოგვიარე, თუ რამემ შეგაწუხა და შემოგვიარე? -ორივე! ახალჩამოსული როა ნიკა შემაწუხა ძალიან! ხან სად მეპატიჟება, ხან სად, ვერ გაიგო ამ ბიჭმა, რომ არ მინდა მასთან ურთიერთობა, მინიმუმ მეგობრობა?! შემეშვას! ვცდილობ ზრდილობიანად მოვიშორო თავიდან, მაგრამ უკვე მომაბეზრებელია! -შენ არ ინერვიულო ჩვენ მივხედავთ თქვა მამუკამ. აი ეხლა გამოჩნდა შანსი, აგვესრულებინა „ ოცნება“ უბნის მაყურებლებს, ახლა მთავარი იყო იმას შევხვედრილიყავით ვისაც ველოდით ამდენი ხანი.............. ამ ამბებიდან ერთ თვეში ბიჭები თავის ადგილზე ვიჯექით ჩვეულებრივ, თან ვფიქრობდით თუ სად იყო ნიკა, რამდენი ხანია არ გამოჩენილა, „მოგვენატრა“, ჩვენ შორის არ იყოს ლევანი, გამოცდისთვის ემზადებოდა. უცბად ჰორიზონტზე გამოჩნდა ის ვისაც ამდენი ხანი ველოდით. ეს იყო ჩვენი „ მსხვერპლი“ მას ასე ადვილად ვერ ვერ გავუშვებდით სამშვიდობოს -ნიკა?! დავიძახე მე -რა გინდათ ?! გადმოგვძაძახა ქუჩის მეორე მხრიდან ნიკამ. - არაფერი. მოდი ჩვენთან, ვისაუბროთ. -არ მინდა მადლობა! დედამ გამაგზავნა მაღაზიაში, რაღაცეები უნდა ვიყიდო! -აქამდე გარეთ რატომ არ ჩანდი?! ეზო არ მოგენატრა?! -სამეცადინო მქონდა, თან მე რომ გამოვდიოდი თქვენ მაშინ გარეთ არ იყავით. -მომესმა თუ „ეგდეთო“ თქვა?! -მეც ეგრე გავიგე თქვა ელგუჯამ შემდეგ ჩვენ მივუახლოვდით ნიკას და საყელოში ხელი მოვკიდე. -გაიმეორე , რა თქვი ბიჭო?! -იყავითქო თქვა შეშინებულმა მსხვერპლმა. -ნახეთ კიდევ „ეგდეთ“ თქვა! -ახლა ეს ხო ფურთხის ღირსია მინიმუმ და მაქსიმუმ ცემის?! -რატომ აკეთებთ ამას?!, რა დაგიშავეთ?! - გაინტერესებს რა დააშავე?! მეორედ აღარ დაგინახო ჩვენ დაქალს მიწერო ან დაელაპარაკო, თორემ ტრუსიკს ჩაგხდი და შიშველს ქუჩაში გატარებ გაიგე ბიჭო?! ქრისტინეზე ვამბობ, რატომ გაუღუნე ტვინი შენი ივენთებით! -ჩემი მეგობარია! -მეგობარი არა ჭირი! დაანებე თავი საერთოდ ! უცბად ნიკას თითქოს რაღაც ზებუნებრივი ძალა მიეცა საყელოდან ხელი გამაშვებინა და საპირისპირო მიმართულებით მისროლა. -თქვენ არ უნდა მასწავლიდეთ როგორ მოვიქცე!დავანებებ თუ არა თავს ჩემი გადასაწყვეტია. ქუჩის ბიჭებს როდიდან აქვთ სხვის საქმეში ჩარევის უფლება?! ამ ადგილზე მივხვდი „ ქუჩის ბიჭები“ ცუდი გაგებით ჰქონდა ნათქვამი, ამიტომ გადავწყვიტე მისი სამაგალითოდ დასჯა, თან ჯერ კიდევ აუსრულებელ „ოცნებას“ ავიხდენდით, ფაქტიურად ერთი გასროლით ორ კურდდღელს ვკლავდით. - ბიჭებო მივცვივდეთ და დავსაჯოთ სამაგალითოდ. ავწიოთ მაღლა და წავიღოთ იქ სადაც საკადრისად მოეკითხება. მართლაც მივცვივდით, ავწიეთ და დავიძარით. გზად ნიკა არ გვეგუებოდა, მოძრაობდა, განთავისუფლებას ცდილობდა, მაგრად ამაოდ, ისე გვეჭირა ვერაფერს დაგვაკლებდა მისი წინააღმდეგობა, თან აქ მეორე მომენტი იყო, რომ გაგვეშვა ხელი ძირს დავარდებოდა და თავს დაასხამდა, ან მძიმედ დაშავდებოდა. როცა რესტორანს მივუახლოვდით, ვბრძანე: ძირს დაუშვით და ისე მივიდეთ ყველამ ვითომ არაფერი, თორემ რამე თუ იეჭვეს იქ აღარ შეგვიშვებენ. შეასრულეს ბიჭებმა ჩემი ბრძანება. ჩვენგან განთავისუფლების შემდეგ, ნიკამ სცადა მოშორება, მაგრამ მივარდით, მე დანა ამოვიღე შესაშინებლად, რამაც გაჭრა, ყველამ ჩვეულებრივად გავაგრძელეთ დასახულ მიზნამდე მოძრაობა, ალბათ იკითხავთ, როგორ დავიმორჩილე „ მსხვერპლი“? პასუხი მარტივია: სიარულის დროს მის ზურგზე მედო დანა, მაგრამ ისე რომ გამვლელ გამომვლელის თვალს არ დაენახა. რესტორანი რაც ზემოთ ვახსენე ჩვენი „საკონტროლო უბნიდან“ ოდნავ მოშორებით მდებარეობდა. იქ ბევრი ხალხი დადიოდა. რესტორნის საწყობს კიბეები მიუყვება ქვემოთ, იქ კარებია, იმ კარებს რომ გაცდები, მოხვდები ერთ ოთახში, სადაც საჭირო შემთხვევებისთვის დვიჟოკი დგას, ამ ოთახის შემდეგ იყო გარდერობი, სადაც რესტორნის თანამშრომლები იცმევდნენ ფორმას, ან იხდიდნენ და ტოვებდნენ სამუშაოს დამთავრების შემდეგ.გარდერობში გასასვლელად აქედან კიდევ ერთი კარები უნდა გაგეხსნათ. იქაურობა სიგრძეში და სიგანეში ფართო იყო. ჩვენ აქ დავადგმევინეთ უფროსობას მაგიდა და ორი გრძელი სკამი, იმ შემთხვევებისთვის თუ მოგვინდებოდა დაჯდომა და ბაასი, ან სამაგიდო თამაშებით დროის გაყვანა, დამატებითი ადგილი გვქონოდა. ჩვენი ძმაკაცის მამიდა ამ რესტორნის თანამშრომელია და დირექტორმა მისი ხათრით მოგვცა უფლება, შევსულიყავით აქ, მაშინ როცა იქ არცერთი თანამშრომელი არ იყო. ეს იყო ჩვენთვის ადგილი, სადაც ვინახავდით მოსაწევს, სადაც ვერთობოდით უამრავი გასართობით, მაგრამ საბულინგო ადგილი არასდროს ყოფილა, შესაძლებელი იყო რომ ყოფილიყო! რესტორანში შესვლისას იქ უამრავი ადამიანი დაგხვდა. ოფიციანტები აქეთ-იქით დარბოდნენ. ზოგს ლიმონათის ბოთლი ეჭირა ხელში, ზოგი თეფშით ხაჭაპურს მიარბენინებდა რომელიღაც მაგიდისკენ, დანარჩენი სტაფის წევრები კიდევ რესტორანს ასუფთავებდნენ. საწყობამდე მისვლამდე მართველის ოთახი უნდა გაგვევლო. ყოველ მისალმების დროს შიშის ზარი გვცემდა, დირექტორი რამეს არ მიმხვდარიყო, მაგრამ საბედნიეროდ ასეთი დღე ჯერ არ დამდგარიყო. იმ დღეს რომ ჩავუარეთ დირექტორის კაბინეტს, იქ მართველთან უამრავი ადამიანი დავინახეთ, ანუ დირექტორით დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული არავის ეცალა ჩვენთვის, რაც ჩვენთვის ხელსაყრელი ამბავი იყო. თამამი ნაბიჯებით შევედით საწყობში, ისევე ჩავედით ქვემოთ და მივედით სასურველ ადგილას, სადაც უნდა დაგვესაჯა ნიკა. -მაგიდაზე ადი! ბრძანების კილოთი ვთქვი მე. -არა, რატომ? აქაც მშვენივრად ვარ! -მაგიდაზე ადითქო! გავიმეორე კიდევ ერთხელ და დანა მოვუღერე ისევ ნიკას ის ავიდა. - ახლა ჩაიხადე და იძახე, რომ შენი დაბადება ბუნების შეცდომა, სირი ხარ და სირად მოკვდები! რატი შენ კი გადაიღებ ვიდეოაპარატით ! -არა არ ვიზამ! -იზამ! -არა, არ ვიზამ!, ვერ გამაკეთებინებთ ასეთ რამეს! -ისევ ჯიუტობ ხო? ბიჭებო ამან არ იცის ეტყობა ჯერ კიდევ წესიერად ვინ ვართ ვთქვი მე და ყველამ ამოვიღეთ ცეცხლსასროლი იარაღები. ყველა ჩემი ძმაკაცის მასრა ცარიელი იყო, მარტო ჩემსაში იდო ერთი ტყვია, ისიც გავისროლე ჭერში შესაშინებლად. საბედნიეროდ ყველა იყო თავის საქმეში გართული, სროლის ხმა არავის გაუგონია. -კიდევ ერთხელ შეგვეწინაღმდეგები და შემდეგ ტყვიას დაგახლით პირდაპირ შუბლში. შეეშინდა ბიჭს და დაგვემორჩილება. ჩახდილი იძახდა იმას რაც ვუთხარით ჩვენ. ბოლოს კმაყოფილებმა დავტოვეთ ნიკა მაგიდაზე მდგარი და გავუყევით გზას.
როგორც ზემოთ ვთქვი ვიღაცისგან გასკდა ეს ამბავი, რომ გამოგვეძიებინა ალბათ არ მოხდებოდა, ის რაც მოხდა შემდეგ. თუმცა ჩვენ ის საძმაკაცო ვიყავით, რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობდა, წინასწარ ვერ აცნობიერებდა, რა შედეგს მოიტანდა მათი ქმედება მომავალში და ზედმეტი თავის ტკივილი არ უყვარდა. ამიტომ არაფრად ჩავაგდეთ ეს ყველაფერი. ეს იყო ჩვენი უდიდესო შეცდომა, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა კატასტროფამდე. თურმე საჭიროა ხანდახან საჭიროა თავი აიტკივო ადამიანმა, უკეთესი ცხოვრება, რომ გქონდეს. ეს თქვა მამუკამ და უცბად გონება დაკარგა. მოძღვარმა იცოდა გაუჭირდებოდა ამ ადამიანის გონზე მოყვანა, ამიტომ ირგვლივ მყოფებს თხოვა დახმარება, საერთო ძალებით ეკლესიაში მყოფებმა გამოაცოცხლეს მამუკა -თავს როგორ გრძნობ შვილო? სასწრაფო ხო არ გამოვიძახოთ? -არა მადლობა, უბრალოდ ამბის ყველაზე ცუდ ნაწილს მივადექით და მაგიტომ გავითიშე. -თავს თუ ცუდად გრძნობ,წამალს დაგალევინებთ და სახლში წადი! მერე გააგრძელე აღსარების ჩაბარება! -არა მამაო! ახლა მინდა მოგიყვეთ ყველაფერი თავიდან ბოლომდე, ასე ვგრძნობ მერე უკვე გვიანი იქნება! -კარგი ნება შენია შვილო! გააგრძელე მოყოლა. -ამ ამბიდან რამდენიმე ხანი არაფერი მომხდარა მნიშვნელოვანი. ირგვლიცვვ სიწყნარე და სიმშვიდე იყო. ხალხი მოძრაობდა თავის საქმეზე. ჩვენ კიდევ 24 საათი ქუჩაში ვეყარეთ და ვლანზღადარობდით, ან ვსვამდით. არავისთვის დაგვიცინია, არც გვიცემია არავინ. თითქოს ჩვენი ცხოვრების დღეები ასე წყნარად უნდა ჩავლილიყო. ვყოფილიყავით ერთი ჩვეულებრივი უკომპლიქტო პატიოსანი სამეგობრო წრე, რომლებიც თავისთვის იყვნენ 24 საათი ქუჩაში და არაფერს აშავებდნენ. ჩვენ გვეგონა რომ ყველა პატივს გვცემდა ყველას ვუყვარდით, რადგან გამვლელ გამომვლელები თავაზიანი სალამით გვხდებოდნენ, მაგრამ თურმე ვცდებოდით, ზურგს უკან ხალხი საცოდავებსს გვეძახდა. ერთხელ გვიან ღამე, როდესაც სახლში ასული ვიყავი დასაძინებლად ჩემი მობილური აწკრიალდა. მოგვიანებით ჩემი ძმაკაცების მობილურებიც აწკრიალებულა იმ დროს. ნეტა არცერთს არ გვეპასუხა, ხო არ იქნებოდა ის საღამო საბედისწერო ჩვენთვის. -ალო! -ალო! მამუკა ლევანი ვარ! ჩამოდი ერთ წუთს! „ ხიპიში მაქვს ლოტკინელებთან! -კარგი! რათქმაუნდა ძილი უნდა დამეკიდა ფეხებზე და ძირს უნდა ჩავსულიყავი. როცა შენ ძმაკაცს ხიპიში აქვს დაუწერელი კანონი იყო ჩემთვის, დამეკიდა ყველაფერი პირადული და დავხმარებოდი. მის გამო ტყვიას მკერდი უნდა მიმეშვირა. ეს ეხლაც ეგრეა,მაგრამ აღარავინ დამრჩა ვის გამოც ამას ვიზამ ერთის გარდა, ისიც საზღვარგარეთა გაქცეული ოჯახთან ერთად და აღარანაირი კონტაქტი აღარ მაქვს. უცხოებს არ ვენდობი, შესაბამისად ჩემთან დაძმაკაცება ადვილი აღარა (რამდენიმე ადამიანს თუ არ ჩავთვლით, რომელთაც ძმაკაცობა მხოლოდ დალევით შემოიფარგლება და სხვა არაფერი მაკავშირებს მათთან და არც არასდროს შეიცვლება ეს). უჟმურ ბომჟს დავემსგავსე, მაგრამ არაუშავს, ცხოვრებამ მოიტანა ეს ყველაფერი. მე რომ წარსულში მომახვედრა, სულ თავიდანვე სხვანაირად ვიცხოვრებდიდა არ მივიდოდი ამ შედეგებამდე -ახლაც არა გვიან, რომ შეეცვალო სააბოლოდ შვილო ჩემო თქვა მოძღვარმა. -ეგეც მართალია, მაგრამ სანამ გკითხავდეთ როგორ მოდი დავასრულებ მოყოლას! -კარგი. ბებიაჩემს არ უნდოდა ჩემი გაშვება, მაგრამ მე ჩემი გავიტანე. რომ ჩავედი ყველა ჩემი ძმაკაცი შეკრებილიყო. მე მეგონა რომ უბრალოდ ადვილი მოსაგვარებელი კამათი იქნებოდა, ამიტომ არაფერი დამიჭერია ხელთ, მაგრამ თურმე მარტო მე ვფიქრობდი ასე. დანარჩენს ყველას თავის ჩვეული ბამბუკის ჯოხები ეჭირათ, რასაც ხმარობდნენ ჩხუბის დროს. -აბა რას ვშვრებით? რა არის ჩვენი სამოქმედო გეგმა? ვიკითხე მე? -ახლა ამოვლენ ცოტახანში და როცა გამოჩნდებიან ჰორიზონტზე, გადავდივართ შეტევაზე თქვა რატიმ. -ლევანი სადაა? - არ ვიცი. მოდი დავურეკოთ, მაგან შეგვკრიბა და თვითონ არ ჩანს, რაღაც უცნაურია ეს ყველაფერი! -არაფერი არა უცნაური! მოვა მალე. არ იცნობდე მაინც, დაგვიანება უყვარს! -მაინც დავურეკოთ. რა იცი რა ხდება, იქნება რამე შეემთხვა. თქვა რატიმ და ლევანის ნომერი აკრიფა. ტელეფონი გათიშული იყო. -ალბათ ბატარეა დაუჯდა თქვა მიშამ. ნუ ნერვიულობ მალე მოვა. ამ საუბარში ვიყავით, რომ ლოტკინელები ჰორიზონტზე გამოჩდნენ. მათაც ბამბუკის ჯოხები ეჭირათ. უფრო გრძელი, ვიდრე ჩვენი. მივცვივდით და დავიწყეთ ჩხუბი. ერთმანეთს გამალებით ვურტყამდით. როცა გახურებული ვიყავით, უცბად მომესმა ზურგიდან -ვინმემ გამაგებინეთ, რაზე ვხიპიშობთ? მივიხედე უკან და ჩემი ძმაკაცი ელგუჯა ყოფილა. -ჩვენ ძმაკაცს რატომ მიაყენეთ შეურაცყოფა? იკითხა ვიღაცამ ლოტკინელებისგან -არავისთვის ჩვენ შეურაწყოფა არ მიგვიყენებია თქვა ნიკოლოზმა. -როგორ არა, ნუ იგონებთ ტყუილებს! -ვის მივაყენეთ შეურაცყოფა თქვი დროზე, თორემ ამ ჯოხს ძლიერად გდრუზავ თავში, თითქოს „ დამშვიდებული“ სიტუაცია ისევ დაძაბა რატიმ. -ვის და ლევანს. ვინ ლევანს? გვარი?! იმ წუთას ვიმედოვნებდი, რომ ჩემ ძმაკაცს არ გგულისხმობდა. -ჩხარტიშვილს. ჩემი ძმაკაცი ყოფილა. როდესაც ადამიანს რაღაცის იმედი აქვს, იმ იმედს მიჰყვება ბოლომდე, ამ წუთას ვფიქრობდი რომ სახელი და გვარი მომესმა. -ვის? ეს კითხვა ახალი დასმული მქონდა, რომ უცბად დიდი სისწრაფით ამოვიდა სამი პოლიციის მანქანა სირენებით. მივხვდით ხაფანგში მოვხვდით და ყველანი გავიქეცით . გამოგვეკიდნენ პოლიციელები ძახილით შევჩერებულიყავით. უცბად რაღაც ძალამ მიმახედა უკან. დავინახე ის, რისი დანახვასაც არ ვისურვებდი, ამას მერჩივნა მეხი ჩამოვარდნილიყო და ყველა მოვეკალით, მიწას ჩავეტანეთ , ჩვენს უკან იდგა პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ნიკა. ჩემი ბავშვობის ძმაკაცი, ადამიანი რომელსაც ბავშვობიდან ვენდობოდი და ყველას და ყველაფერზე მეტად მიყვარდა, ჩემი გულის მესაიდუმლე, ადამიანი, რომელსაც ყოველ ლუკმას ვუყოფდი, თუნდაც ძალიან მშიერი კუჭი მქონოდა და იმდღევანდელი ჩემი საკვები მცირე ყოფილიყო. ვიცოდი ლოტკინელებთანაც ძმაკაცობდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ შემოგზავნილი იქნებოდა და თითეულ მათგანს ორმაგ თამაშს გვეთამაშებოდა. ტელეფონის ზარი დაგებული მახე ყოფილა, რომელიც მიზნად ისახავდა ორივე სასტავის ციხეში ჩაყუდებას, ან დახოცვას. კი მივრბოდით, მაგრამ რამდენი უნდა გვერბინა? დამოურჩილებლობის გამო პოლიციელებმა ტყვიები დაგვიშინეს. ამის ინიციატორი, იყო ის ვინც მეგონა, „მეორე მე’’ იყო, სხვანაირად რომ ვთქვა, ასე მეგონა ლევანი და მე ერთ სხეულში მყოფი არსება ვიყავით. როცა თოფის კაკანი მორჩა, ირგვლივ დახოცილები ეყარა. ჩვენი საძმაკაცოდან მხოლოდ სამი გადავრჩენილიყავით: მე, ნიკოლოზი და დათო. მოვიდნენ პოლიციელები, გაგვიკეთეს ხელბორკილები და ჩაგვსეს პოლიციის მანქანაში. ყველანი მოვთავსდით, იქ სადაც ლევანი იჯდა. მომხდარით შოკირებულები ვიყავით, ყველას ეს ყველაფერი სიზმარი გვეგონა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ესე არ იყო. შოკში ჩავარდნილი რომ არ ვყოფილიყავი, ლევანის ალბათ მოვკლავდი, მაგრამ არაფრის ძალა არ მქონდა. სამი წელი მოგვისაჯეს თითეულს. იქიდან რა ხდებოდა ყველაფერს ვიგებდი, გარდა იმისა თუ რას შვრებოდა ნიკა. სიმართლე გითხრათ ეს უკანასკნელი ნაკლებად მაინტერესებდა. ცოტახნის წინ გამოვედი ციხიდან. ჩემ ძმაკაცებს ამნისტია შეეხოთ და ჩემზე ადრე გამოვიდნენ ციხიდან. მე რომ გავთავისუფლდი ხელბორკილებისგან ვიგებ, რომ ჩემი ძმაკაცი ნიკოლოზი ნარკოტიკების მიღებისგან კაიფში გაპარულიყო. დათოს კიდევ ცოლი მოეყვანა და თავის ცოლშვილთან ერთად საზღვარგარეთ გაქცეულიყო. როდესაც შეყვარებულები იყვნენ, „ლოგინში სიამოვნებას“ გოგოს დაორსულება მოჰყვა. შემდეგ მალევე დაიჭირეს ბიჭი. ამისგამო გამო ორსულს მშობლები, ნათესავები, მეგობრები აბორტს ურჩევდნენ, იმან კიდევ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა _ არ გაიკეთა აბორტი, რასაც მოჰყვა შედეგად ანგელოზივით ბავშვის დაბადება, დანარჩენი უკვე იცით. რაც შეეხება ნიკას, უფალს არ ნდომია მასზე არაფერი მცოდნოდა აი ბედისწერამ შემახვედრა მასთან. და გავიგე რომ გამხდარა სკოლის დირექტორი თავის შრომით და ჯაფით, სადაც ჩაწყობით ვერავინ ვერაფერს ვერ მიაღწევს. ამ ყველაფრის მერე თავი მოკვლა მქონდა გადაწყვეტილი, ჯერ ვიფიქრე უფალს აღსარებას ჩავაბარებ და მერე ვიზამ გასაკეთებელსთქო, მაგრამ აქ იმხელა მადლია, რომ რაღაც მანქანებით ეს ზრახვა მომშორდა. შენ მითხარი მამაო, არც ახლა გვიანი გამოსწორების, მინდა გზააბნეული, სწორი მიმართულებით წავიდე, რას მირჩევ მამაო? -პირველ რიგში უნდა მიხვიდე ნიკასთან და ბოდიში მოუხადო ყველაფრისთვის, მერე მოეშვი ამ ცხოვრებას იშრომე და ნახე როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება. ახლა ეშმაკს ჰყავხარ შეპყრობილი, განთავისუფლება თუ გინდა შენვე უნდა განთავისუფლდე, სხვა ვერავინ ვერაფერს გააკეთებს შენთვის. მოძღვარმა გააკეთა ყველაფერი, რაც ევალებოდა აღსარების შემდეგ და მამუკა გაუშვა ნიკასთან ბოდიშის მოსახდენად. არც ისე დიდი იყო უკანა დასაბრუნებელი გზა, მაგრამ მამუკას ყოველ ნაბიჯზე ფეხი უკან რჩებოდა. თითქოს რაღაც ძალა ეუბნებოდა, „არ მიხვიდე, წადი სახლში, ან ძმაკაცებთან და დალიე!“ მაგრამ ბიჭი უჩინარ „ კეთილისმყოფელს“ არ ეპუებოდა და ააგრძელებდა გზას. როგორც იქნა მივიდა აჰა მოახერხა კიდევაც კართან მისვლა, დაკაკუნება, კარები გაიღო, ქანდაკებად ქცეულა თითქოს, ვერ ახერხებს მოძრაობას. კარები ნიკამ გააღო და გაოცებულმა იკითხა: -მამუკა? აქ რამ მოგიყვანა? რა გაქვავებული დგახარ, შემოდი! ბიჭი ხმა ვერ იღებს, მას რაღაც ძალა კიდევ ებრძვის, ეუბნება, რომ უკან დაბრუნდეს, კიდევ დალიოს, მანამდე კიდევ ნიკას შეაფურთხოს. ეს ბრძოლა დიდიხანი არ გააგრძელებულა, აი როგორც იქნა მამუკამ აჯობა თავის თავს და ამოღერღა: -ბოდიშის მოსახდელად მოვედი, შეიძლება შემოვიდე? ეშმაკს თავი დაენებებინა ამ დროს მისთვის, მიმხვდარიყო, რომ ომი წააგო და გაქრალიყო. -კი რათქმაუნდა, შემოდი. როცა ორივე შევიდნენ სახლში და მაგიდას მიუსხდნენ, მამუკამ თამამად თქვა: -ბოდიში მინდა მოგიხადო ყველაფრისთვის, შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მოდი ვიძმაკაცოთ, ამას ახლა უკვე გულწრფელად გეუბნები! -კარგი! სად არიან შენი სხვა ძმაკაცები? -ყველა დაიღუპა პოლიციელების გამო. გადავრჩით მხოლოდ სამნი მე, მე დათო და ნიკოლოზი. თურმე გვყოლია სამეგობროში მოღალატე ნიკა. მის გამო დაიღუპა ჩემი ძმები ეს თქვა და ცრემლები წამოუვიდა მამუკას : -ვინ? - ლევანი. ციხეში გავიგე თურმე ვიდეო რომ გადაიღო რატიმ, ლევანისთვის მიუცია, მან კიდევ გაასაჯაროვა. ეგ შპიონი. -კარგი არ გვინდა მაგაზე საუბარი, შენ ის მითხარი ის ორი ნიკოლოზი და დავითი ხო ცოცხლები არიან? -ნიკოლოზი ნარკოტიკის დოზის მიღებისგან გარდაიცვალა. დავითი ცოცხალია,მაგრამ საზღვარგარეთა და არანაირი კონტაქტი აღარ მაქვს. -ხვალ ნიკოლოზის საფლავზე უნდა მივიდეთ და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ასეც მოიქცნენ. იმ დღის მერე მამუკა და ნიკა განუყრელი ძმაკაცები გახდნენ. მამუკამ მუშაობა დაიწყო ნიკას რეკომენდაციით ერთერთ სამკერვალო ფაბრიკაში, შეირთო ცოლი და დაიწყო ცხოვრების ნამდვილი ჭაპანის ზიდვა. მართალი ყოფილა მოძღვარი, არასდროსაა გვიანი ცხოვრებისეული გზის ცვლილებისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. + 2 წარმატებები! + 2 წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|