| ავტორი: დარემო ჟანრი: პროზა 16 ოქტომბერი, 2019 |
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეფის უკანალში“ ხმა დარბაზში ახლად შემოსულ ნიღბიან მამაკაცს ეკუთვნოდა. ნიღაბი ლურჯი იყო ცისფერი წინწკლებით გაწყობილი თვალებთან. მან მონების ჯაჭვი მეორე დარბაზში გაიყვანა და ერთ ხაზზე გააჩერა. „კარგია, კარგია, მაშ ასე, ჩემ სახელს მნიშვნელობა არ აქვს და უკვე არც თქვენსას. არ აქვს მნიშვნელობა აქ როგორ მოხვდით, მოგიტაცეს, გიყიდეს თუ რატომღაც თქვენი ნებით. დღეიდან გერქმევათ ის რასაც დაგიძახებენ და იქნებით ის რასაც გიბრძანებენ.“ მონათა ნაკადმა ერთი ფეხიდან მეროეზე გადაინაცვლა. უმეტესობა ან შეგუებული იყო ამ ბედს ან იმდენად შეშინებული, რომ წინააღდეგობის გაწევის არანაირი ძალა არ გააჩნდა. ნიღბიანმა რიგის წინ დაიწყო სიარული და სათითაოდ ათვალიერებდა ოცდაათამდე ქალს, გოგონას და ათიოდე მამრს. თვალით ზომავდა და ხშირ შემთხვევაში გარშემოც უვლიდა. ამ კარგად ნაკვებ და სათითაოდ შერჩეულ ადამიანებს, მომავლის გარეშე, მხოლოდ თეთრი, გამჭვირვალე ტუნიკა ემოსათ. ბოლოს ახალგაზრდა გოგონას წინ გაჩერდა, რომელმაც თავიდანვე მიიპყრო მისი ყურადღება. ახალგაზრდა ქალი ოციდე წლის თუ იქნებოდა, ახლად აფეთქებული ატმსის ყვავივილით ნორჩი გარეგნობა ჰქონდა, სპეტაკი თოვლივით თეთრი თმა და ქარვისფერი თვალები. წელში გამართული იდგა, თუმცა მისი არც ერთი ნაკვთი არ გამოხატავდა დაუმორჩილებლობას. ბოლოს ნიღბიანმა შემოწმება დაასრულა და ხელი აიქნია. საიდანღაც მთლიანად ლურჯით დაფარული ადამიანები გამოჩნდნენ. „ახლა სათითაოდ შეგამოწმებენ და დაგლუქავენ, მგონია რომ ყველამ იცით თქვენი ფასი. არავინ მოგიკითხავთ, თქვენ აღარ არსებობთ, ნებისმეირი ურჩობა თქვენი გაქრობით დასრუდლება, ვინ იცის შეიძლება არ მოკვდეთ კიდეც“ ჩაიქირქილა ნიღაბმა „საცდელი ბაჭიები ყოველთვის სჭირდებათ ციტადელში.“ შემდეგ ხელი აიქნია და ლურჯებმა მათი გაყვანა დაიწყეს. „შემოწმების შემდეგ ეგ ჩემთან შემოიყანეთ, პირადად უნდა შევამოწმო“ მიუთითა თეთრთმიანზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დაწყებამ უკვე გამაგებინა აზრი და ჩანაფიქრი.ბოლო მოითხოვს კარგ წერტილს.
დაწყებამ უკვე გამაგებინა აზრი და ჩანაფიქრი.ბოლო მოითხოვს კარგ წერტილს.
2. :)) რაღაც აკლია კი არა , პირველივე აბზაცში რომ სხვის უკანალში ხვდები,(რა მნიშბნელობა აქვს ვისია)მერე მაინც ტეხავს წაკითხვა. :)) რაღაც აკლია კი არა , პირველივე აბზაცში რომ სხვის უკანალში ხვდები,(რა მნიშბნელობა აქვს ვისია)მერე მაინც ტეხავს წაკითხვა.
1. რაღაც აკლია, რომ ან ფანტასტიკა იყოს, ან იგავი.
რაღაც აკლია, რომ ან ფანტასტიკა იყოს, ან იგავი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|