ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგივარამაშვილი
ჟანრი: პროზა
5 აგვისტო, 2019


ცოცხალი ანგელოზი

                                                          ცოცხალი ანგელოზი
                                                                          1
  თბილისის 172-ე სკოლა ერთერთ ძლიერად სკოლად ითვლება მთელი საქართველოს მაშტაბით. ამ სკოლაში  აღზრდილა ბევრი ბავშვი, რომელთაც შემდგომ კარიერულ თვალსაზრისით დიდ წარმატებას მიუღწევიათ. ეს ყველაფერი ყოფილი თუ ახლანდელი ღვაწლმოსილი პედაგოგების დამსახურება. ისინი ყოველ სიტყვას უღეჭავდნენ ბავშვებს, რომ ცოდნა მიეღოთ. გუშინ გარდაიცვალა ამ სკოლის ერთერთი ძლიერი პედაგოგი, ქალბატონი ლამარა, 95 წლის ასაკში, რომელიც ქიმიას ასწავლიდა ბავშვებს და თუ ვინმეს არ აინტერესებდა ეს საგანი შეაყვარა.
  პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იყო მისული. ყველა ის ვისაც უყვარდა ქალბატონი და გული ეტკინა მის გარდაცვალების გამო. დაახლოებით ორი საათი იყო პანაშვიდზე მოვიდა ერთი უცხო მამაკაცი, დაემხო კუბოს წინაშე და აბღავლდა. შემდეგ  მივიდა აკოცა მკვდარს, შემოუარა ერთი წრე. ამ პროცესის დროს ვერავინ  ვერავინ ვერ გაბედა ეკითხა ვინ იყო ეს ადამიანი, ერთი ქალბატონის გარდა, რომელიც გარდაცვლილის შვილი იყო.
-ვინ ბრძანდებით ბატონო?
  მამაკაცმა ყურადღება არ მიაქცია და გავიდა გარეთ.
  მას ერთი ბიჭი გაეკიდა ძახილით „ რომ გეკითხებიან რაღაცას, კულტურა უნდა გქონდეს უპასუხო, ვინცხა ხარ და რაცხა ხარ“
  მამაკაცმა ყურადღება არ მიაქცია.
  ბიჭი გაეკიდა, მოკიდა ქეჩოში ხელი და საპირსპირო მიმართულებით და თან უყვიროდა:
რო გეკითხებიან რაღაცას უნდა უპასუხო, ზრდილობა ელემენტარული.
  მამაკაცი ამ დროს ცდილობდა განთავისუფლებას, თან იძახდა:
-„რა გინდა?! თავი დამანებე! ცოცხალი ანგელოზი ავიდა ცაში და შეუერთდა სხვა ანგელოზებს ზეციური მამასთან. ჩემი უკანასკნელი ვალი მოვიხადე მის წინაშე, თავი დამანებე! ახლა სახლში უნდა წავიდე, ცუდად ვარ“!
  ბიჭმა მაინც არ დაანება თავი და მიიყვანა უკან სატირალში.
ხალხო მემგონი ეს ადამიანი ყრუა, ისეთ მატყუარას ჰგავს, ქეჩოში რომ მოჰკიდებ ხელს, თავს იკატუნებდეს ვითომ არ ესმის. რაღაცას ლაპარაკობს ანგელოზიო, ვალიო, გთხოვთ ვინმემ გააგებინეთ ჟესტების ენაზე გაგვაგებინოს ვინ არის, თორემ გადავირიე.
  არაფერი ჟესტები არა საჭირო არა! თქვა უცნობმა. ისედაც ყველას გაწერიათ სახეზე, რაც გაინტერესებთ თქვა უცნობმა. არცერთი თქვენთაგანი არ მიცნობთ, თვით ჭირისუფალიც კი, არც მე გიცნობთ, რადგან ასეთი ინტერესია, მოგიყვებით ჩემსზე.

  კუბოში, მკვდარი რო წევს ჩემი მასწავლებელია.ქართულს მასწავლიდა. მე დაბადებიდან ყრუ არ ვარ. მე ამ უბანში არ დავბადებულვარ. ცოტა შორიდან დავდიოდი აქ. მართალია ჩემი სახლის წინ სკოლა დგას, მაგრამ რატომღაც მშობლებმა აქ მომიყვანეს, რადგან ერთერთ ძლიერ სკოლად ითვლებოდა. სკოლაში რომ მოვედი, ყველაფერი კარგად მესმოდა. ყოველ საზაფხულო არდადეგებზე სოფელში დავდიოდი. არც მეექვსე კლასის შემდეგ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი მაგრამ..................  სანამ გზას დავადგებოდით მამაჩემს დაელია ერთი ჭიქა ლუდი, იფიქრა ერთი ჭიქა არაფერს მიზამსო, არადა უბრალოდ ჭიქა არ იყო, ერთი დიდი კათხა აევსო. ხოდა მივდივართ. მამაჩემი კარგ ხასიათზეა მღერის მანქანა სიჩქარეს უმატებს, მამაჩემის გვერდით დედაჩემი ზის.  უკან კიდევ ფანჯარასთან მხოლოდ მე. დედაჩემი ეხვერწება ქმარს გაჩუმდი და სიჩქარეს მოუკელიო ის არ აქცევს ყურადღებას. უცბად ტრაილერი გამოჩნდა საპირსიპირო მხრიდან, მგონია აჰა უნდა დავიღუპოთქო და გადავრჩით, საპირისპირო შემხედრს ავუქციეთ. ახლა გზა დამოკლდა. მანამდე სოფელში წასვლისას ვიწრო გზა არასდროს მინახია. გაკვირვებული ვუყურებ არემარეს. ვიფიქრე ეტყობა ახალი გზა გაიყვანეს სოფლისკენთქო. კიდევ ერთი ერთი ტრაილერი , კიდევ ერთი სიკვდილის მოლოდინი.................... გზა ვიწრო იყო და აი ამას კიდევ ვეღარ ავუქციეთ............................ შეჯახების შემდეგ რამდენიმე წუთში დედაჩემი და მამაჩემი დაიღუპა, მე  ძლიერ დაშავებული გადამიყვანეს უცბად მოსულმა ექიმებმა საავადმყოფოში. მაშინ დავკარგე სმენა. მოგვიანებით როგორც გავიგე ერთ ადგილას გზა იყოფა. ერთი მიდის ერთი სოფლისკენ და შემდეგ ერთი ციცაბო კლდეა, მეორე გზა მიდის მეორე სოფლისკენ, იმ სოფლის შემდეგ რაიონული ცენტრია.
  სიმთვრალის გამო მამაჩემმა შეუხვია პირველ შესახვევში,ის რომ არ შეჯახებოდა, ალბათ მოიფიქრებდა ის უცხო სოფელში მანქანის გაჩერებას და სახლამდე ფეხით მისვლას,  ან სასმელისგან გონ დაბინდებული თუ არ გაჩერდებოდა კლდიდან გადავარდებოდით ყველანი დავიღუპებოდით. 
                                                                        2
  მინდა გითხრათ მე ბევრი მეგობარი მყავდა. გვიხაროდა ცხოვრება. მთელ დროს გართობაში ვატარებდით ზაფხულში ბათუმი არ გვეკლდა და ზამთარში ბაკურიანი. მართალია ჩემი ოჯახი დიდი შეძლების არ იყო, მაგრამ იმდენი მაინც გვქონდა ყველანაირად ბედნიერები ვყოფილიყავით.ძალიან ბევრჯერ მოსულან ჩემთან ჩემი მეგობრები-პირიქით მე მათთან. კონცერტებზე თუ სხვა გასართობ ღონისძიებებზე იმდენჯერ ვყოფილვართ, ვერ დავთვლი. ზამთარში საღამოობით კოცონის ირგვლივ შეკრება, მწვადების შეწვა, გიტარის დაკვრა, ჟივილ-ხივილი ჩვეულებრივი მომენტი იყო. აი იმ საშინელი ავარიის შემდეგ ყველაფერი გაჰქრა. საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, არცერთი ჩემი მეგობარი არ მოსულა. იქ იყო მხოლოდ მამიდაჩემი და ბიცოლაჩემი. როდესაც კომიდან  ჩემ ნათესავებს ძალიან გაუხარდათ ჩემი გამოჯანმრთელების ამბავი, მაგრამ ყველას რაღაცანირად შეწუხებული სახე ჰქონდათ. თითქოს მალავდნენ ამას, სახე უბადროდათ , მაგრამ ამ ყველაფრის უკან მშვენივრად წუხილი იმალებოდა, რასაც ნათლად ვხედავდი. ყველა იქ მყოფს ვეკითხებოდი რა მოხდა,? დედ-მამა ხო კარგად არიან? ყველას ვემუდარებოდი ეთქვათ, თუ სად იყვნენ ისინი, მაგრამ არავინ არაფერს მიყვებოდა.
  საავადმყოფოდან გამოწერის დღეს პალატაში შემოვიდნენ ბიძა და ბიცოლა.
  -შენი მშობლები დასასვენებლად წავიდნენ ბათუმში, სანამ ჩამოვლენ, შენ ჩვენთან უნდა რჩე. თქვა ბიძამ და დამეხმარა ლოგინიდან წამოდგომაში. მეც დავთანხმდი. ძალიან გაკვირვებული ვიყავი ამ ამბით, იმიტომ როცა ისინი სადმე მიდიოდნენ ყოველთვის თან მივყავდი ხოლმე, მაგრამ არ შევიმჩნიე ეს ამბავი. ჩუმად გავყევი მათ.
    ბიძა და ბიძაჩემი იმ უბანში ცხოვრობდნენ, სადაც იდგა 172-ე სკოლა. ამიტომ დიდი მანძილის გავლა აღარ მომიწევდა.
    საავადმყოფოდან გამოწერის მერე არავინ დამკავშირებია საერთოდ .  ვფიქრობდი ეს დროებითია დდა ალბათ მალე დამიკავშირდებიანთქო. სანამ ვიტყვი ჩემი ეს იმედი გამიმართლდა თუ გამიცრუვდა, მანამდე უნდა გავცე ერთ შეკითხვას, რომელიც არის შემდეგი: ავარიის მერე თუ დავყრუვდი, საავადმყოფოში როგორ მაგებინებდნენ იმ სიცრუეს, რა სიცრუეშიც ვიცხოვრე ზაფხულის დარჩენილი არდადეგებები სწავლის დაწყებიდან რამდენიმე საათი.  ყველა წერდა სათქმელს. არავის ლაპარაკი არ მესმოდა. მე ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. მეგონა კომუნიკაციის ეს ახალი მათი ჩემთან ნებით არჩეული საშუალება იყო. არადა რეალობა  სხვა , ძალიან შემზარავი და დამთრგუნველი და ალბათ ვერც გავიგებდი კიდევ დიდხანს,სანამ ასაკი და ჭკუა არ მომატებოდა, რომ არა ერთი „ კეთილისმყოფელი“.
    სწავლა რომ დაიწყო, მივედი სკოლაში, ჯერ საკლასო ოთახში შესვლამდე ვხედავ, ჩემ უამრავ კლასელსგარეთ, ერთმანეთს თბილად ხელს ართმევენ, პირს ამოძრავებენ, მაგრამ რას ამბობენ არ ისმის. კომუნიკაციის ახალი ფორმა ვიფიქრე. მე დავდექი მათ გვერდით არავის ხელი არ ჩამოურთმევია თბილად, არც ის უხმო პირის მოძრაობა არ ყოფილა, რაცძალიან მეწყინა,მაგრამ არ შევიმჩნიე. მხოლოდ სკოლის დამლაგებელი მოვიდა ხელი დამადო მხარზე და პირი აამოძრავა თვალცრემლიანმა.(თურმე ყველას გაეგო ჩემი ამბავი ჩემს გარდა, ამ მოხუცს მე ძალიან ვუყვარდი და რომ გაიგო ჩემი ამბავი ძალიან განიცადა)
  -რა გატირებს?
  -------------------------------------- და მორთო უფრო მეტად ბღავილი
„ ვერ გავიგე რა თქვა მაგრამ ჩემი შეკითხვები ეტყობა ემოციას უმძაფრებს, ამიტომ მოდი აღარ ჩავეკითხები“ ვიფიქრე მე და გავეცალე.
  საკლასო ოთახში რომ შევედით, ყველანი მოვთავსდით ჩვენ მერხებთან. გაკვეთილები მიმდინარეობდა მეტად უცნაურად. ბავშვები მასწავლებლები პირს აღებდნენ და ხმა არ ისმოდა. უფრო მეტად გაოცებული დავრჩი, ასევე გავბრაზდი ამ ახალ კომუნიკაციის ფორმაზე, რადგან მე სკოლაში დავდივარ სასწავლად, თუ ვერ გავიგე მასწავლებლის ახსნილი, როგორღა უნდა მივიღო ცოდნა?
    მესამე გაკვეთილზე, რომელიც იყო ქართული ვეღარ მოვითმინე და ხელი ავიწიე ჩემი წუხულის და გაკვირვების გამოსახატავად.
    ........................................................... პირი გააღო მასწავლებელმა ისევ უხმოდ.
    ისევ იგივე კომუნიკაცია ვეღარ მოვითმენ ამდენს ეს უკვე მეტისმეტია ეს ვთქვი გულში და წამოვდექი ფეხზე.
  - მასწ, საავადმყოფოში როცა ვიყავი ჩემი ოჯახის წევრები სულ არ ლაპარაკობდნენ,მოიგონეს ახალი კომუნიკაცია: ფორცელზე წარწერების კეთება,  აქ მოვედი და ყველანი პირს აღებთ ,  მაგრამ თქვენი ხმა არ ისმის, ესეც ეტყობა ახალი კომუნიკაცია, მაგრამ ჩემთვის არმოსაწონი,რადგან ჩემთვის ამ დარზში სრული სიჩუმეა. თუ შეიძლება ამოიღეთ ხმა! მასწავლებლები ამბობენ ხოლმე ბუზის გაფრენის ხმა არ ისმოდესო, მაგრამ მეტისმეტია ეს ყველაფერი! მე სწავლა მინდა ასე ვერაფერს ვერ ვისწავლი!
  -სახეზე შევატყვე ირგვლივ ყველას გაეცინა, მხოლოდ მასწავლებელი მიყურებდა დაზაფრული. მისი სახე არასდროს დამავიწყდება. ისე მახსოვს, თითქოს გუშინ მომხდარიყოს.
    შემდეგ დასვენებაზე ვკითხე ერთ ჩემ კლასელს, რატომ არ ისმოდა ზარის ხმა, რაზეც მის სახეზე ამოვიკითხე სიცილი და პირის გაღება, მაგრამ რა თქვა რათქმაუნდა ვერ გავიგონე. შემდეგ მივიდა იგი სხვებთან, მათ სახეზეც დავინახე იგივე.
    მეხუთე გაკვეთილი რომ დამთავრდადა ყველა ბავშვი წამოდგა მერხებიდან და გავიდნენ დასასვენებლად, მეც გავყევი. ვიღაც თურმე შემოსულა საკლასო ოთახში და დამიტოვა წერილი. ვინ იყო არ ვიტყვი, უბრალოდ ვიტყვი ის იყო „ კეთილისმყოფელი“ რომელმაც ყოველგვარი სიცრუიდან და ილუზიდაან გამომიყვანა.
    უკან დაბრუნებულს ვხედავ მერხზე რაღაც ფურცელი დევს. მე არ დამიტოვებია აშკარად ვიღაცამ დამიდო. გადავწყვიტე ფურცლის ნახვა. ნეტა არ მენახა. ფანჯრები ღია იყო ამ დროს და ქარი ჰქროდა გარეთ. ნეტავ ისეთი ამოვარდნილიყო ამ დროს, საკლასო ოთახში შემოვარდნილიყო და ის ფურცელი წაეღო ჩემს შემოსვლამდე, ან თვითონ ამ წერილის დამწერი.
    წერილში ეწერა:
    ღრმად პატივცემულო გურამ.
      მე ვარ შენი კეთილის მსურველი და მინდა თვალი აგიხილო იმ რეალობაზე, რა რეალობაშიც შენ იმყოფები. ავარიის შემდეგ შენი მშობლები დაიღუპნენ, შენ დარჩი მარტო. იმიტომ ხარ ახლა ბიძასთან და ბიცოლასთან. შენ ყურს დაგაკლდა არაფერი გესმის საერთოდ, მოკლედ რომ ვთქვა ყრუ ხარ. ნუ გაქვს ილუზია, რომ პირს ვაღებთ და ჩვენი საუბარი არ გესმის, ეს ჩვენ ახალი კომუნიკაცია, ან შენი ნათესავები წარწერებით რომ გეკონტაქტებიან, მათი ნებით შექმნილი ახალი კომუნიკაცია. შეეგუე რეალობას. ბევრი კარგი გენახოს პირად ცხოვრებაში და წარმატებები, მაგრამ ჩვენს გარეშე. აღარ გვინდა შენთან მეგობრობა! 
                      დიდი სიყვარულით.....................
ძალიან კარგად ვხვდებოდი წერილის თავი და ბოლო აფერისტობა იყო,  ალბათ არც დაწერდა მიმართვის სხვა ფორმა და დასასრული რომ მოეფიქრებინა ტექსტის ავტორს. ამ წერილმა ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო. დეპრესია ალბათ იცით რა არის, ხოდა მაგ მდგომარეობაში ჩავვარდი.ამ ამბის შემდეგ ორიკვირის განმავლობაში სკოლაში არ მივლია . გამოვაცხადე  სიცხე მაქვს მაღალი, გაციებული ვართქო, მეგონა ყველამ დაიჯერა ეს ამბავი, რადგან და არავინ ჩამეძიებოდა რა მოხდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი.
  ერთ დღეს კარზე ზარი გაისმა. სახლში მარტო ვიყავი. ბიძა და ბიცოლა სამსახურში იყვნენ. კარი გავაღე და ზღურბლთან დავინახე ქიმიის მასწავლებელი.
  - შეიძლება შემოვიდე? ჟესტების ენით მკითხა მასწავლებელმა.
  -მობრძანდით. 
  ის შემოვიდა და დაიწყო ისევ ჟესტების ენაზე საუბარი.
-გურამ სკოლაში რატომ არ დადიხარ?
  -გაციებული ვარ და მაღალი სიცხე მაქვს
  -არ მჯერა. გაციებული და მაღალ სიცხიანი ლოგინში უნდა იწვეს და არა ფეხზე იდგეს მოკლე მაიკით და შარვლით.
  სახლში ძალიან  ცხელა მინდოდა მეთქვა მაგრამ რა აზრი ჰქონდა. მასწავლებელმა ტყუილში გამომიჭირა.
-არ შემიძლია რომ გითხრათ, რატომ ვერ დავდივარ სკოლაში, ბიძა და ბიცოლაც მაწვებიან იარეო, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, რომ მორალურად ვერ ვივლი.
  -გურამ  უნდა ისწავლო შენ თავზე გამარჯვება, შენ თუ ამას მოახერხებ,  დღეს თუ ეს ყველაფერი შეუძლებლად მიგაჩნია, ცოტახანში შესაძლებელი გახდება. ენდე საკუთარ თავს, მოინდომე და ნახე რა მოხდეს.
ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა ირგვლივ.
-კარგი, ყველაფერს გეტყვით, მაგრამ გთხოვთ არსად გასკდეს ეს ამბავი, თორემ ალბათ თავს მოვიკლავ.
-ეგ არ თქვა გურამ, სუიციდი არა არასდროს გამოსავალი. მოყევი და დაგეხმარები მე შენი პრობლემების გადაჭრაში.
-როდესაც მშობლები მყავდა ვთქვი მე და ავტირდი, შემდეგ მოვიწმინდე ცრემლები და გავაგრძელე საუბარი. როცა მშობლები მყავდა და ყურშიც მშვენივრად მესმოდა, უამრავი მეგობარი მყავდა, ავარიის მერე ყველამ ზურგი მაქცია, ყველამ გამრიყა, თავიდან ამას ვერ ვხვდებოდი, ჩემი მიამიტი გონებით ყველაფერი სხვანაირად მეგონა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩემს მერხზე წერილი ვნახე დაგდებული. ამაზე ერთი წამით გავჩუმდი და წერილი გავუწოდე. შემდეგ გავაგრძელე საუბარი. სრულფასოვან ადამიანად აღარ მთვლიან. აღარავინ მეგობრობს ჩემთან, ხო მთავარი დამავიწყდა, ილუზიაში ვიყავი რომ არაფერი მესმოდა, ეს ახალი კომუნიკაციის მეთოდი იყო გარშემომყოფების ჩემს მიმართ და აი ერთ დღესაც გავიგონებდი ხმას, გამიკვირდა როდესაც სკოლის მოხუცი დამლაგებელი ატირდა, აი ამ წერილმა გამომიყვანა ილუზიიდან და პირდაპირ შემზარავ სიმართლის წინაშე დამაყენა. ახლა დეპრესიაში ვარ.
-გურამ დღეს პარასკევია, ორშაბათს მოდი სკოლაში, გაკვეთილების გაცდენა ისევ შენთვისდა ცუდი, საკმარისს ცოდნას ვერ მიიღებ, მაგ საკითხს მე მივხედავ, თან მოდი ცდა ჩავატაროთ ერთად არ გინდა? ორშაბათს ლაბორატორიული სამუშაო არ უწევს, მაგრამ მე დავნიშნავ.
  -კარგი ვეცდები მოვიდე.
  მასწავლებელმა აღარაფერი მითხრა, რადგან ესმოდა ჩემი მდგომარეობა.
  დარჩენილი პარასკევი დღე და შაბათ-კვირა მაქსიმალურად გამოვიყენე იმაზე დასაფიქრებლად წავსულიყავი თუ არა სკოლაში. კვირას საღამოს გადავწყვიტე რომ გადამედგა ძალიან გაბედული ნაბიჯი ჩემს მდგოომარეობაში და მივსულიყავი სკოლაში.
    როცა მივედი, ყველა მასწავლებელმა მომილოცა გამოჯანმრთელება ჩემთვის გასაგებად, ბავშვებმა საერთოდ არა, ის ჩუმი პირის გაღებაც კი არ ჰყოფილა. ქიმიის გაკვეთილზე მასწავლებელმა გამოაცხადა, დღეს გვექნება ლაბორატიულიო.რადგანაც ქიმია ბოლო გაკვეთილი იყო ზარის მერე ყველას გვთხოვა დარჩენა, საქმე მაქვსო.
  -ბავშვებო თქვენ ახლა დაიწყეთ ახალი საგნის შესწავლა, რასაც ჰქვია ქიმია სხვა ახალ საგნებთან ერთად. მინდა რომ ჩვენი მეცადინეობა მარტო თეორიული არ იყოს, ჩავატაროთ ასევე ყოველ გაკვეთილზე, თუ არა ყოველ მეორე გაკვეთილზე ლაბორატორიული სამუშაოები. დაიწყო გაკვეთილი მასწავლებელმა. ოღონდ არ გქონდეთ იმედი ვინმეს, რომ ასაფეთქებლებთან გექნებათ როდისმე საქმე. ეს არც კი გაიფიქროთ. დღეს ჩავატარებთ ცდას იოდის კრისტალების და ალუმინის შერევით. ამისთვის რათქმაუნდა დაგვჭირდება მესამე კომპონენტი წყალი. გურამი მოდი ერთად გავაკეთოთ.
  როდესაც ის ამას ამბობდა, თან ხმარობდა ჟესტების ენას რომ გამეგო. ყველა მასწავლებელი იქცეოდა ასე. ვფიქრობდი ხანდახან მე ვღლიდი მათ ამით და ძალიან ვწუხდი, მაგრამ ვერ ვამბობდი.
  მე გავედი დაფასთან.
  მაგ ერლენმაიერის კოლაში ჩაყარე იოდის კრისტალები, დაუმატე ალუმინის ფხვნილი და დაასხი წყალი. წყლის დასხმის შემდგომ რამდენიმე ნაბიჯით უკან გამოიწიე შენივე უსაფრთხოებისთვის და ვნახოთ რა მოხდება.
  მე გავაკეთე ყველაფერი რაც მასწავლებელმა მითხრა და დაველოდე შედეგს. კოლბა მაღალტემპერატურის მიმართ გამძლე არ იყო, რომელიც წარმოიქმნა რეაქციის დროს და დაიმსხვრა მთლიანად, მიღებული სითხის მასა კიდევ დაიღვარა მაგიდაზე. მაგიდას არაფერი მოსვლია იმიტომ რომ აზბესტის იყო. კოლბის ნამსხვრევები აქეთ - იქით მიმოიფანტა, ერთი უნდა მომხვედროდა, მაგრამ მასწავლებელმა მანიშნა დროზე ჩაიცუცქეო და აი ასე გადავრჩი. როცა გყავს ასეთი მასწავლებელი,იმ დროს სკოლაში უსაფრთხოდ გრძნობ თავს ნებისმიერ სიტუაციაში. აქ ამ სკოლაში ყოველთვის უსაფრთხო გარემო იყო მოსწავლეებისთვის, არავინ დააშავებულა არასდროს, მოსწავლეებისთვის, არავინ დააშავებულა არასდროს, მაგრამ თუ რომელიმე ბავშვს რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა ყოველთვის ჰქონდა იმედი მასწავლებლების, როგორც ჩემი ქიმიის მასწავლებელი იყო და ახლა ................. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ძალას დავატან და ვიტყვი: კუბოში წევს.
  გურამი ატირდა, შემდეგ ცრემლი მოიწმინდა ხელსახოცით  და განაგრძო მოყოლა: ბავშვები გაკვირვებულები გვიყურებდნენ.
  ზარი რომ დაირეკა, ზოგიერთმა მოინდომა მერხიდან ადგომა და სახლში წასვლა, მაგრამ მასწავლებელმა მოთხოვა დაჯდომა და ისინიც ბუზღუნ-ბუზღუნით დაემორჩილნენ. მე ვიყავი მასწავლებლის გვერდით და ველოდი როდის მანიშნებდა დაჯექიო, მაგრამ ის ამას არ აკეთებდა, რაც მაკვირვებდა.
    მასწავლებელი უცბად მიტრიალდა და დაფაზე დაწერა სიტყვები: ტოლერანტობა, ინკლუზიური განათლება.
  - ბავშვებო აბა მითხარით რას ნიშნავს ეს სიტყვები.იკითხა მასწავლებელმა.
  საკლასო ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
  უცბად ერთმა პატარა გოგონამ აწია ხელი.
    -ჭოველიძე აბა გისმენ?
    -ტოლერანტობა არის როდესაც ადამიანებს მიუხედავად რასისა, სქესისა, ღირებულებებისა და დეფექტისა შემწყნარებლურად ვექცევით და აბუჩად არ ვიგდებთ.
      -სწორია ჭოველიძე. ინკლუზიური განათლება რას ნიშნავს?
      -ინკლუზიური განათლება არ ვიცი მასწ.
    - ვინმემ იცით რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება?
    ისევ სიჩუმე.
      -ესეიგი არავინ იცით. კაი მე გეტყვით. ინკლუზიური განათლება არის, როდესაც ისეთ ბავშვებს, როგორიც გურამია, შეეძლება თქვენნაირ ბავშვებთან ერთად განათლების მიღება, ანუ შეზღდული შესაძლებლობების მქონეს. გურამი ყრუა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს თქვენ რომელიმეზე რამით ნაკლებია. ის ისეთივე ადამიანია, როგორც თქვენ ყველანი. არ მეთანხმებით რომელიმე?
      ისევ სიჩუმე, მაგრამ ახლა ყველაზე მცირე ხნით, რადგან მარცხნიდან პირველ მერხზე მჯდომარე წამოდგა უცბად და თქვა:
      - როგორ არის ჩვენნაირი? ის ხომ ყრუა? როგორ ვართ ყრუ და მე მაგალითად ერთნაირები?!
    - ხიზანიშვილი როგორ და ზოგადად ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვნურადა შექმნილი. არ უნდა არსებობდეს წესით, რადგან ყველას ერთნაირი შესაძლებლობები არ გვაქვს. მაგალითად ფუტკარაძეს კარგად შეუძლია მრავალუცნობიანი განთოლების ამოხსნა, ფუნქციის მიხედვით გრაფიკის დახაზვა, მაგრამ შენ არა. ლომჯარია კარგად ითვისებს ქიმიაში რასაც ვუხსნი, მაგრამ ვეფხვაძეს უჭირს. შენ კარგად თამაშობ ფეხბურთს, მაგრამ ზემოთქმულ გვარების პატრონებს არცერთს არ შეუძლიათ შენსავით ფეხბურთის თამაში. გურამი თუ ყრუა, მას შეუძლია ისეთი რაღაცეები, რაც შეიძლება ნებსმიერ თქვენთაგანს არ შეეძლოთ ან მხოლოდ მცირეოდენს შეუძლია ალბათ.
  -მაგალითად? იკითხა ხიზანიშვილმა.
  მაგალითად ის მშვენივრად უკრავს პიანინოზე. გინდათ მოუსმინოთ, როგორ უკრავს ის?
  -კი უცბად იყვირეს ყველამ
  კარგი ჩავიდეთ სააქტო დარბაზში ქვემოთ და მოვუსმინოთ
  ჩავედით.
  მე არ მინდოდა დაკვრა  მასწავლებლის და ბავშვების წინაშე, მაგრამ უარი რომ მეთქვა, ვიცოდი მასწავლებელი შერცხვენილი იქნებოდა და ბავშვების დასაცინი გავხდებოდი. ამიტომ დავთანხმდი დაკვრაზე. მივუჯექი პიანინოს და დავიწყე დაკვრა. როდესაც ვასრულებდი ბეთჰოვენის მთვარის სონატას, ყყველანი მოჯადოებულნი გაქვავებულნი იდგნენ. დასასრულს სააქტო დარბაზში ტაშის გრიალი გაისმა. ყველა ბავშვმა ჩაქინდრა თავი და როცა მივედი მათთან ყველამ ბოდიში მომიხადა. თქვა უცნობმა და გაჩუმდა.
  ოთახი სადაც მკვდარი ესვენა სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა იქ მყოფს სიამაყით ჰქონდათ თვალები სავსე, თავიანთი გარდაცვლილის წარსულშ ნამოქმედარის გამო.
უცბად სიჩუმე დაარღვია იმ ბიჭმა ვინც ოთახში შეათრია უცნობი:
  -ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ არავინ გიცნობთ და როგორ გაიგე გარდაცვალების ამბავი, ან როგორ მოგვაგენი?
  გაზეთში წავიკითხე ნეკროლოგი და მისამართიც იქ ეწერა. თქვა უცნობმა და ოთახიდან გავიდა.
 





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები