ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2019


Hey bird

რამდენჯერ გინატრია ფრთები,
რამდენჯერ გაგიღია
ყველა ფანჯარა და რამდენჯერ
შეგხუთვია სული შუაღამიდან გათენებამდე.

არ ვიცი, არავინ არ იცის გარდა
შენი თვალების, ხელის გულების,
ცრემლების, დაკუჭული ფურცლების,
დამტვრეული ნივთების,დაკაწრული კედლებისა
და შენს ნერვოზს გადარჩენილი
დღიურებისა.

**
არავინ არ იცის არაფერი,
დგახარ და
მტვკრისკენ იყურები,
დგახარ და ნიავს მიუყვები,
სიზმრებში ბავშვივით იხუჭები,
მერე გაღვიძებამ
რო არ მოგკლას.



გალაპაგოსის კუნძულები,
მზე ჩადის, ალბატროსებს ელოდები,
მერე კი კენჭებივით იძირები,
ზღვაში და გადარჩენას არც კი ცდილობ.

**
შენი თმები მიყვარს ქარიან ამინდში,
რომ აიშლება
და თავის გზებს მონახავს.

**
ხანდახან ძალიან რომ დაიღლები,
ფანჯრის რაფასთან ჩამომჯდარი,
ჩამოვარდნილ ვარსკვლავს
ჩაუთქვამ სურვილს, ისე
როგორც მაშინ, ბავშვობაში.

**
არ ვიცი ცხოვრება როგორია,
უნდა გაგვიძლოს
თუ ჩვენ გავუძლოთ,
დღეები არასოდეს მეორდება,
და ჩვენც არასოდეს
ვმეორდებით.

**
ჩვენ კი კვლავაც ცისკენ ვიყურებით,
სადაც არაფერი
აღარ მოჩანს,
სადაც წეროები გავაფრინეთ
და მათ დაბრუნებას ველოდებით.

**

რამდენჯერ გინატრია ფრთები,
ამ სამყაროდან გასაქცევად,
რამდენჯერ მიშტერებიხარ
ჭერს და
გიგრძვნია,საკუთარი
უსუსურობა.
უსუსურობა იმისა, რომ
არ შეგიძლია
ზღვებსა და ოკენეებს
გადაუფრინო.

ვინ იცის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები