ემილი დიკინსონი - არ მინახავს ვულკანები (175)
არ მინახავს ვულკანები, გადმოცემით თუმცა ვიცი, მოქმედებენ გულაღებით დინჯი მთებიც ზოგჯერ სიცხით.
გაისვრიან მიყოლებით ცეცხლის ჭურვებს ზარბაზნებით, საუზმობენ მიმოფენილ სოფლებით და დარბაზებით.
ჩამქრალ ვულკანივით სახე ადამიანს თუ აქვს მშვიდი; ინიღბება, არ გვანახებს, რომც ქენჯნიდეს ტანჯვა დიდი.
სატანჯველი დამმეხავი ბოლოს თუკი განადგურდა, მოცახცახე ზვარ-ვენახიც გადიქცევა ნაცარტუტად?
თუ სიძველის მოყვარული თვალს შეავლებს ვულკანს დილით, არ იყვირებს მოხარული - „პომპეია!“ - მთის კვლავ ხილვით?!
1 სექტემბერი, 2019 წ.
Emily Dickinson - I Have Never Seen \\\"Volcanoes\\\" (175)
I have never seen \"Volcanoes\" — But, when Travellers tell How those old — phlegmatic mountains Usually so still —
Bear within — appalling Ordnance, Fire, and smoke, and gun, Taking Villages for breakfast, And appalling Men —
If the stillness is Volcanic In the human face When upon a pain Titanic Features keep their place —
If at length the smouldering anguish Will not overcome — And the palpitating Vineyard In the dust, be thrown?
If some loving Antiquary, On Resumption Morn, Will not cry with joy \"Pompeii\"! To the Hills return!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|