მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ზაზა22
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2019
რიცხვი
რას გავიფიქრებ სიკვდილის ზღვართან?!...
ღმერთო, სიკვდილი, ჯერ ხომ შორია...
მაგრამ სიცოცხლე , ზოგჯერ ვაი, რომ
გარდაცვალების თანასწორია.
ნეტავ რომელი იქნება რიცხვი?!...
მე გაზაფხული არ მინდა ძლიერ.
რადგან ვარდების საუფლო სუნმა,
სააქაოსკენ მიბიძგოს იქნებ.
ნეტავ, როგორი იქნება მზერა?!...
ღმერთო , რას ვფიქრობ, ჯერ ხომ შორია...
მაგრამ სიცოცხლე , ზოგჯერ ვაი, რომ
გარდაცვალების თანასწორია.
მინდა, რომ იყოს მზე და სიმშვიდე...
მე მინდა, მაგრამ ღმერთს სხვა სურს იქნებ.
ნეტავ რომელი იქნება რიცხვი ?!...
მე გაზაფხული არ მინდა ძლიერ.
რას გავიფიქრებ სიკვდილის ზღვართან?!..
თუკი შევძელი , მე ვიცი ღმერთო.
მე ჩავიფიქრებ სულ მცირედს, მაგრამ...
შეასხი ფრთები უფალო შეგთხოვ.
ზ.მ
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
ლექსის ფორმა რომ ჰქონდეს, უფრო ადვილად წაიკითხებოდა.
ძალიან სევდიანი, გულისამაჩუყებელი და ლამაზი ლექსია.
მე 5-ს დავუწერ
ლექსის ფორმა რომ ჰქონდეს, უფრო ადვილად წაიკითხებოდა.
ძალიან სევდიანი, გულისამაჩუყებელი და ლამაზი ლექსია.
მე 5-ს დავუწერ
ფლორენცია.
2020-06-01 01:28:51
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
02.09.2026 09:48:49