ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირანგულაა
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2019


თვითმკვლელობა, როგორც პოეტური გაფრენა



მთვარე გამოსახეს სიზმრით დამტვერილი,
ქარი აშრიალდა დაფნებად.
ფანჯრიდან გადავარდნა ასფალტისკენ,
მე მსურს_ პოეტური გაფრენა.
წინდაწინ დარჩენილი დღეები მეზარება,
და ბნელ სარკეებში დაღრეჯა.
როგორ მსურს ტკივილით შეკივლება,
ყელში იოგების დაგლეჯა.
ვიცი, დაღამდება ფიქრები.
აქ ტანჯვის მაღალი ოლიმპოა.
სიკვდილის მერე მე ბუდა ვიქნები,
რომელმაც ლეღვის ძირას სიმშვიდე მოიპოვა.
გახლავართ ირონია ცისფერი ყვავილის,
რომელიც დრამასთან ვერაფრით დაზავდა.
გაწვიმდა.
ჩემი სული სხეულში ვერ გაჩერდა,
და წვიმის წვეთებში ჩასახლდა.
იასამანს მორევია ცრემლივით სილურჯე _
ბუნების ლამაზი მიგნება.
ცა დაწვავს ვარსკვლავთა საბურავებს,
ცაც მერე უკუნი იქნება.
მთვარიდან სიზმრის მტვერი გადავწმინდე,
წვიმა აშრიალდა დაფნებად.
შემინდეთ, ფანჯრიდან გადავარდნა,
ღამეში პოეტური გაფრენა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს