განმარტოვებით, მივუყვებოდი შემოდგომის ნიუ-იორკს უოლ სტრიტზე და ოდნავ შეციებული ვცდილობდი, წვიმის ჟინჟვლისგან დაწინწკლული ხელები ჯიბეებში დამემალა. სითბოს ვეძებდი, აი, ისეთს, რომელიც აფორიაქებულ სულს სიმშვიდეს და მყუდროებას მოუტანდა. ადრე, მხოლოდ დედას შეეძლო, ასეთი სითბო გადმოეცა ჩემთვის. მის კალთას შევეფარებოდი და თავი ყველაზე უსაფრთხო ადგილას მეგონა... დიდხანს ვიარე უგზოუკვლოდ და ერთ ლამაზ, მაღალ ეკლესიას მივადექი. მისმა შუასაუკუნოვანმა, ევროპულმა არქიტექტურამ გამიტაცა. თვალი ვეღარ მოვწყვიტე გარეთა ფასადზე გამოსახულ ფიგურებს და რამდენიმე წუთით გარინდული ჩავიკარგე ულამაზეს ნამუშევრებში. შიგნით შესვლა მომინდა. ალბათ, მეც სხვებივით ღმერთს ვეძებდი... კარი ფრთხილად შევაღე და ადგილი მლოცველებს შორის დავიკავე. ვუყურებდი, როგორი გულისყურით უსმენდნენ პასტორს. თითოეულ სიტყვას დაკვირვებით უშვებდნენ გონების წიაღებში. შემდეგ ჩემს გვერდით მჯდომ ახალგაზრდას გადავხედე და მის მზერას გავაყოლე თვალი. ეკლესიის ყველაზე მაღალ ადგილს შეჰყურებდა და ტუჩის ოდნავი მოძრაობით რაღაცას ბუტბუტებდა. ნეტა შემეძლოს, გამოვიცნო, რას სთხოვს ღმერთს,-გავიფიქრე და თვალი სხვა მლოცველისკენ გამექცა. კმაყოფილი და ბედნიერი სახე ჰქონდა, იღიმოდა, ოღონდ ისე, შეუმჩნევლად, თავისთვის. ალბათ, ღმერთს რაღაცისთვის მადლობას უხდიდა. ჩემს წინ კი შუახნის მამაკაცი იჯდა, რომელიც ნერვიულად ატრიალებდა ქორწინების ბეჭედს და ისეთი სახე ეჭირა, თითქოს პასტორის სიტყვებს ბოლომდე არც მიჰყვებოდა. რაზე ფორიაქობს?-ჩემს თავს ვეკითხებოდი და გონებაში სავარაუდო მონახაზებს ვაკეთებდი. ადამიანების კითხვით რომ დავიღალე, გადავწყვიტე, პასტორისთვის მომესმინა. ფიქრები გავაჩუმე და მის სიტყვებს დავუგდე ყური. ვიდრე სასაუბრო თემას ჩავწვდებოდი, დიდ ეკრანზე გამოსახულ, გატეხილი კვერცხის სურათს შევხედე, სადაც ნაჭუჭი, ყვითელი გული და ცილა მოჩანდა. -ვინ ვართ ჩვენ? რისგან შევდგებით? -სხეულისგან და სულისგან,-თავადვე უპასუხა მამაკაცმა,- სხეული ნაჭუჭია, ხოლო სული, მისი შიგთავსი. ერთ დღეს, ჩვენი სხეული ამ კვერცხის ნაჭუჭივით განადგურდება და დარჩება გაშიშვლებული სული, რომელიც სწორედ ისეთი იქნება, როგორი ცხოვრებითაც მანამდე ვასაზრდოვებდით.. ყველა ჩვენგანი უნდა ეცადოს, რომ მისი სულიერი გზა წმინდა და სუფთა იყოს. იცით, რა იცის სულმა? -დაძველება... და თუ ეს მოხდა, ისეთი საშინელი სუნი ასდის, ასეთ ადამიანთან ვერცერთი გაჩერდებით! უნდა ვეცადოთ, რომ დროდადრო იგი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვებით ვკვებოთ და განვაახლოთ. მან მოწყენა და დაღლაც იცის. ჰოდა, რომ არ დაიღალოს, უნდა გავუფრთხილდეთ და დადებითი ენერგიებით ავავსოთ. სიკვდილიც იცის... ამიტომ აქაც დროული ჩარევაა საჭირო, რომ მდინარესავით არ დაიწრიტოს და გამოშრეს. ჰო, კიდევ, ჩვენს ირგვლივ გაჩენილი ვირუსები უნდა მოვარიდოთ და არ დავაავადმყოფოთ. გავუფრთხილდეთ როგორც ჩვენს, ასევე სხვის სულსაც, რომ ყველა სულის სიჯანმრთელით და სწორი ხაზებით ვცხოვრობდეთ. -რა საინტერესოა,-გავიფიქრე, ფეხზე წამოვდექი და შემოდგომის ფოთლებივით ჰაერში ატაცებული აზრებით ფეხაკრეფით დავტოვე იქაურობა. ნეტა ჩემი სული როგორია? შველა ხომ არ სჭირდება? იქნებ სულაც ჯანმრთელია? იქნებ ვირუსი შეეპარა, ან კვდება და შრება კიდეც? ბოლო აზრმა უცნაურად გამაკანკალა. ღმერთო, ისე არ მომკლა, რომ სულიერად ამოვშრე და ამოვიწურო. როგორი უაზრო იქნება მაშინ ცხოვრება...-არ მასვენებდნენ აკვიატებული ფიქრები. ალბათ, სულს სეზონებიც აქვს, მაგალითად, გაზაფხული. წარმომიდგენია, რა ლამაზი იქნება ადამიანი, ვისთანაც ეს დრო ბუდობს. მინდა, მასსავით თბილი და საკურას აფეთქებული ყვავილებივით ფაქიზი ფერის ვიყო. არა, შემოდგომაც ჩინებულია, მაშინ სულის სიმწიფეს განიცდი და ცხოვრება მხატვრის პალიტრაზე ერთმანეთში არეული ფერების გამას გამსგავსებს, ოღონდ მაინც ერთი მინუსი აქვს -სიცივესთან მიჰყავხარ... ყველაზე საუკეთესო ვარიანტი კი შემოდგომის გაზაფხულია. როცა მეტისმეტი სითბოსგან, თითქმის მთლად ფოთოლგაცვენილ ხეებს ვერაფერი გაუგიათ და თავგზააბნეულები, გვიან შემოდგომაზე კვირტიდან იწყებენ ყვავილების გამოხეთქვას. ოჰ, რა საამო და საინტერესონი იქნებიან ასეთი ადამიანები... მინდა, შემოდგომის გაზაფხული მერქვას. სიგიჟეა, მაგრამ წავალ და მაინც ვიპოვი. მთავარია, მოვასწრო და სულს არ ჩამოათოვოს. არ მიყვარს ყინვა, საზარელია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მადლობა, გურამ, რომ შთაბეჭდილება გამიზიარე. საინტერესო იყო! :))) მადლობა, გურამ, რომ შთაბეჭდილება გამიზიარე. საინტერესო იყო! :)))
10. მოვედი შენამდე, მოვაღწიე. ადამიანები, ვინც სხვებს აკვირდებიან და წაკითხვას ცდილობენ, ისედაც ფერადები არიან. შემოდგომისას სიცივის გასაძარცვად შემოპარული გაზაფხულის ფერი აქვთ. არ მინდა, რომ შენი სიტყვები გავიმეორო. მაგრამ იცოდე, ძალიან ლამაზია ისინი და შეგრძებები კითხვისას - უკიდურესად ინტიმური! იმიტომ, რომ საკუთარივით ვიგრძენი შენი მყუდროება, სითბოში ლივლივი და რომანტიკა, რაც ამ ჩანახატის შექმნის შემდგომ თავად დაგეუფლა. ამაში ეჭვი არ მეპარება. დაე, გერქვას შემოდგომის გაზაფხული და შენს გარშემო კიდევ უამრავ ადამიანსაც ერქვას, მაგრამ მერე რა მოხდება? ადამიანის ცნობიერებაში ზამთარი უნდა გავაქროთ? მისი საზარელი სიცივე და უსიცოცხლობა უნდა დავივიწყოთ, გვერდი ავუაროთ და მის გარეშე ვიცხოვროთ, თითქოს არ არსებობს? გაზაფხული მალე მიატოვებს გაშიშვლებისკენ მიდრეკილ შემოდგომას და მერე ზამთარი მოვა თავისი სიკვდილით. მაინც მოვა, მიუხედავად იმისა, რომ დავაიგნორეთ და არ გვეცოდინება, რომ ის ზამთარია, რადგან ჩვენვე გავაძევეთ ჩვენი ცნობიერებიდან. ვიცი, ამას არ წერ. მაგრამ ადამიანები თუ ასეთი შემოდგომის გაზაფხულისფერები გახდებიან, ირგვლივ აღარავინ დარჩება, ვინც ზამთრის შესახებ შეგვახსენებს და მერე ბრიყვებივით შევხვდებით გარადაუვალ სისაზარლეს. იმის თქმას ვცდილობ, რომ ხანდახან მადლიერი ვარ სიცოცხლეშივე ვიტალურობაჩაფერფლილი ადამიანებისა, რაკიღა ფხიზლად მამყოფებენ. ლირიკული გმირი ძალიან მგრძნობიარე და აღმქმელია. წარსული სითბოს დეფიციტი აწმყოში და მისი ძებნა სადღაც სხვაგან, თუნდაც სამოსის ჯიბეებში, იმას ნიშნავს, რომ ადამიანს საკუთარ დრამასთან ერთად თანაცხოვრება შეუძლია - ეს ფონი. და ნახატის წინა პლანზე მშვენიერების მოტრფიალე, შთაბეჭდილებებიანი ნატურა, რომლის გონება დაუღალავად ისრუტავს პასტორის შთამაგონებელ სიტყვებს - ერთი სიტყვით, სილაღე. ლამაზი პარადოქსია.
მოვედი შენამდე, მოვაღწიე. ადამიანები, ვინც სხვებს აკვირდებიან და წაკითხვას ცდილობენ, ისედაც ფერადები არიან. შემოდგომისას სიცივის გასაძარცვად შემოპარული გაზაფხულის ფერი აქვთ. არ მინდა, რომ შენი სიტყვები გავიმეორო. მაგრამ იცოდე, ძალიან ლამაზია ისინი და შეგრძებები კითხვისას - უკიდურესად ინტიმური! იმიტომ, რომ საკუთარივით ვიგრძენი შენი მყუდროება, სითბოში ლივლივი და რომანტიკა, რაც ამ ჩანახატის შექმნის შემდგომ თავად დაგეუფლა. ამაში ეჭვი არ მეპარება. დაე, გერქვას შემოდგომის გაზაფხული და შენს გარშემო კიდევ უამრავ ადამიანსაც ერქვას, მაგრამ მერე რა მოხდება? ადამიანის ცნობიერებაში ზამთარი უნდა გავაქროთ? მისი საზარელი სიცივე და უსიცოცხლობა უნდა დავივიწყოთ, გვერდი ავუაროთ და მის გარეშე ვიცხოვროთ, თითქოს არ არსებობს? გაზაფხული მალე მიატოვებს გაშიშვლებისკენ მიდრეკილ შემოდგომას და მერე ზამთარი მოვა თავისი სიკვდილით. მაინც მოვა, მიუხედავად იმისა, რომ დავაიგნორეთ და არ გვეცოდინება, რომ ის ზამთარია, რადგან ჩვენვე გავაძევეთ ჩვენი ცნობიერებიდან. ვიცი, ამას არ წერ. მაგრამ ადამიანები თუ ასეთი შემოდგომის გაზაფხულისფერები გახდებიან, ირგვლივ აღარავინ დარჩება, ვინც ზამთრის შესახებ შეგვახსენებს და მერე ბრიყვებივით შევხვდებით გარადაუვალ სისაზარლეს. იმის თქმას ვცდილობ, რომ ხანდახან მადლიერი ვარ სიცოცხლეშივე ვიტალურობაჩაფერფლილი ადამიანებისა, რაკიღა ფხიზლად მამყოფებენ. ლირიკული გმირი ძალიან მგრძნობიარე და აღმქმელია. წარსული სითბოს დეფიციტი აწმყოში და მისი ძებნა სადღაც სხვაგან, თუნდაც სამოსის ჯიბეებში, იმას ნიშნავს, რომ ადამიანს საკუთარ დრამასთან ერთად თანაცხოვრება შეუძლია - ეს ფონი. და ნახატის წინა პლანზე მშვენიერების მოტრფიალე, შთაბეჭდილებებიანი ნატურა, რომლის გონება დაუღალავად ისრუტავს პასტორის შთამაგონებელ სიტყვებს - ერთი სიტყვით, სილაღე. ლამაზი პარადოქსია.
9. მუხა, დიახ, ნაწარმოები ჩემია და ნებაც ჩემია თქვენს შენიშვნას გავითვალისწინებ, თუ არა. ამ შემთხვევაში თქვენი შენიშვნა ყოველგვარ საღ კრიტიკას არის მოკლებული და შესაბამისად, არაფრის ჩასწორებას არ ვაპირებ! რადგან ადამიანი ეკლესიაში ყველაზე მაღალ ადგილს შეჰყურებს, თავისთავად ცხადია, სახე და თვალები მაღლა აქვს მიმართული. მეც დავასრულე საუბარი. მუხა, დიახ, ნაწარმოები ჩემია და ნებაც ჩემია თქვენს შენიშვნას გავითვალისწინებ, თუ არა. ამ შემთხვევაში თქვენი შენიშვნა ყოველგვარ საღ კრიტიკას არის მოკლებული და შესაბამისად, არაფრის ჩასწორებას არ ვაპირებ! რადგან ადამიანი ეკლესიაში ყველაზე მაღალ ადგილს შეჰყურებს, თავისთავად ცხადია, სახე და თვალები მაღლა აქვს მიმართული. მეც დავასრულე საუბარი.
8. ქეით გრინი. 2019-10-20 02:55:17 7. მუხა, ვერ ვხვდები, თქვენი შენიშვნის საფუძველს. რატომ არ შეიძლება, გვერდით მჯდომის მზერას გააყოლო თვალი, რომელსაც სახე ზევით აუწევია, ვერ ხვდებიო- კარგადაც რომ მიმხდარხარ, ამიტომ დაამატე "სახე ზევით აუწევიაო -" კომენტარში კი არა ნაწარმოებში ჩაასწორე და "ბუტბუტებდა"ც ამოიღე. ეგება სჯობს ასე- ჩემს გვერდით ახალგაზრდას გავხედე, რომელსაც სახე ზევით ჰქონდა აწეული ეკლესიის ყველაზე მაღალ ადგილას შეჰყურებდა და ტუჩის ოდნავი მოძრაობით გულმხურვალედ ლოცულობდა. თქო. ნება შენია წერტილი. ქეით გრინი. 2019-10-20 02:55:17 7. მუხა, ვერ ვხვდები, თქვენი შენიშვნის საფუძველს. რატომ არ შეიძლება, გვერდით მჯდომის მზერას გააყოლო თვალი, რომელსაც სახე ზევით აუწევია, ვერ ხვდებიო- კარგადაც რომ მიმხდარხარ, ამიტომ დაამატე "სახე ზევით აუწევიაო -" კომენტარში კი არა ნაწარმოებში ჩაასწორე და "ბუტბუტებდა"ც ამოიღე. ეგება სჯობს ასე- ჩემს გვერდით ახალგაზრდას გავხედე, რომელსაც სახე ზევით ჰქონდა აწეული ეკლესიის ყველაზე მაღალ ადგილას შეჰყურებდა და ტუჩის ოდნავი მოძრაობით გულმხურვალედ ლოცულობდა. თქო. ნება შენია წერტილი.
7. მუხა, ვერ ვხვდები, თქვენი შენიშვნის საფუძველს. რატომ არ შეიძლება, გვერდით მჯდომის მზერას გააყოლო თვალი, რომელსაც სახე ზევით აუწევია, თვალები რაღაცისთვის მიუშტერებია და გულმხურვალედ ლოცულობს? არ მესმის, რა არის ამაში გასაკვირი?.. მუხა, ვერ ვხვდები, თქვენი შენიშვნის საფუძველს. რატომ არ შეიძლება, გვერდით მჯდომის მზერას გააყოლო თვალი, რომელსაც სახე ზევით აუწევია, თვალები რაღაცისთვის მიუშტერებია და გულმხურვალედ ლოცულობს? არ მესმის, რა არის ამაში გასაკვირი?..
6. მთლიანობაში კარგია, არის საინტერესო ფრაზები, გულწრფელობაც ჩანს. სილამაზეც , თუმცა ეს ჩანართი როცა პერსონაჟი ამბობს: - ჩემს გვერდით მჯდომ ახალგაზრდას გადავხედე და მის მზერას გავაყოლე თვალი...." მზერის დაჭერა პრაქტიკულად გვერდიდან შეიშლება? თუ პიროვნებას თვალებში პირდაპირ არ ჩახედე,ისე როგორ დაიჭერ. მზერას. შეიძლება ეს უმნიშვნელოა მაგრამ მე როგორც მკითხველს ნაწარმოებისადმი ნდობას მიკარგავს.
წარმატებებს გისურვებ. მთლიანობაში კარგია, არის საინტერესო ფრაზები, გულწრფელობაც ჩანს. სილამაზეც , თუმცა ეს ჩანართი როცა პერსონაჟი ამბობს: - ჩემს გვერდით მჯდომ ახალგაზრდას გადავხედე და მის მზერას გავაყოლე თვალი...." მზერის დაჭერა პრაქტიკულად გვერდიდან შეიშლება? თუ პიროვნებას თვალებში პირდაპირ არ ჩახედე,ისე როგორ დაიჭერ. მზერას. შეიძლება ეს უმნიშვნელოა მაგრამ მე როგორც მკითხველს ნაწარმოებისადმი ნდობას მიკარგავს.
წარმატებებს გისურვებ.
5. გლეხიკაცი, დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის :)))
გლეხიკაცი, დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის :)))
4. მშვენიერი, კარგი ნაწარმოებია ქეით, ისეთი ლამაზი სახელი გაქვს, სხვანაირად არც შეიძლება, რომ წერო :) 5 ჩემგან... მშვენიერი, კარგი ნაწარმოებია ქეით, ისეთი ლამაზი სახელი გაქვს, სხვანაირად არც შეიძლება, რომ წერო :) 5 ჩემგან...
3. მადლობა, გიგო ! :)) მადლობა, გიგო ! :))
2. მადლობა, გიგო ! :)) მადლობა, გიგო ! :))
1. 5 კარგია! გაიხარე შენა!!!
წლების შემდეგ პირველი კომენტარი...
5 კარგია! გაიხარე შენა!!!
წლების შემდეგ პირველი კომენტარი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|