 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 11 თებერვალი, 2009 |
ამ ორიოდე დღის წინ ერთმა ახალგაზრდა პოეტმა მთხოვა,ინტერვიუსთვის მეპასუხა კითხვაზე:''შეიძლება ლექსი დაძველდეს? ან ლექსის ფორმა იყოს მოძველებული,ან მელოდია?'' ვფიქრობ და ჯერ ვერ მივაგენი გზას,როგორ ავხსნა ძალიან მოკლედ და ნათლად,რომ ლექსი,ვიწრო გაგებით, პოეზიის - სიტყვიერი ხელოვნების ფორმობრივი მხარეა და არათუ მხოლოდ იგი,თვით პოეზიის მთელი ენაც განუწყვეტლივ ცოცხლობს,ახლდება და ძველდება კიდეც. ასე რომ არ იყოს, პირველპოეტთა შემდგომ ,ათასწლეულების მანძილზე ადამიანებს აღარ დასჭირდებოდათ რაიმე ახლის შექმნა ამ სფეროში. იცვლება ეპოქები,ესთეტიკა,ადამიანური პრობლემატიკა და ყოველივე ეს ''აძველებს'' იმას,რაც უწინ სიახლის ჰაერით სუნთქავდა.უეჭველია, ეს ''დაძველება'' არაერთ რჩეულ ლექსს ისევე რგებს,როგორც რჩეულ ღვინოს. ჩვეულებრივ ეს ის ლექსებია,რომელიც მარადიულ თემებს,პრობლემებს ეძღვნება და მათი ავტორი მარადისობას თავისი ეპოქის სამზერიდან უსწორებს თვალს . ახლა კონკრეტული მაგალითი ავიღოთ.ქართულ პოეზიაში რუსთველური შაირი სრულყოფილების ერთ-ერთი მწვერვალია.დღეს რომ ამ შაირით დაიწეროს ლექსი,უკეთეს შემთხვევაში პაროდია გამოვა. გასული საუკუნის სამოც-სამოცდაათიან წლებში ,როცა გალაკტიონის პირველი სალექსო რეფორმა დიდი ხნის განხორციელებული იყო და მაშინდელი ქართული ლექსის რიტმსა და მელოდიკას მონოტონიის აშკარა ნიშნები დაეტყო, ინტონაციური პლანის გამომსახველობამ იწყო გაძლიერება -გამრავალფეროვნება/ამაზეც თავიდან გვიანდელმა გალაკტიონმა დაიწყო ზრუნვა და შემდგომ მიმდევრებმა განაგრძეს/. ქართული ვერლიბრი,რომელსაც მანამდე უკვე დაახლოებით სამოცწლიანი ისტორია ჰქონდა,მაშინ დიდ ,მაგრამ მწვავე სიახლედ აღიქმებოდა. დღეს ვერლიბრს უკვე საუკუნოვანი ტრადიცია აქვს,მაგრამ ფორმა,რომლითაც იმ დროს ,/სამოც-სამოცდაათიან წლებში /მკვიდრდებოდა იგი,გაცვდა,მხატვრულად ვეღარ მუშაობს,,იგრძნობა საჭიროება მისი ერთფეროვნების დაძლევისა,ახალგაზრდა პოეტთა ერთი ,გამორჩეული ნაწილის მზერა ერთი მხრით ხალხური პოეზიის შელოცვების, ,მაგიური ტექსტების, ნატირლების,ძველი ეპოსის და ა.შ რიტმებში ეძიებს გამოსავალს,მეორე მხრით ინტენსიურად ითვისებს უცხოურ გამოცდილებას. არსებობს ასეთი მოვლენაც: რაღაც პერიოდის მანძილზე გაცვეთილი ფორმა კარგა ხნით '''ისვენებს'',''თვალთახედვას მიეფარება, ამ დროს კი პოეტურ ენაში განვითარება თავისი გზით მიდის და აი,ერთ დღეს ეს ''ნასვენი'' ფორმა რომელიმე ნიჭიერი პოეტის ხელში მოდერნიზაციას განიცდის და ახალი ელვარებით წარმოგვიდგება. მოკლე პასუხი მაინც არ გამომივიდა,მაგრამ რა გაეწყობა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მგონი კი :( მგონი კი :(
19. რასაკვირველია, ქალბატონო ნინო, მეც დაგეთანხმებით ამასი სიამოვნებით ;;)
გალაკტიონი რომ ბევრს მუშაობდა არა მარტო "'მერი""-ზე, არამედ ზოგადად ლექსებზე, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ასევე, მა ქონდა სარითმო წყვილების ერთგვარი სია, რომელსაც შემდეგ იყენებდა, და ახლა მე კი არა, ვინც რა უნდა თქვას, ""მერი""-ს და გალაკტიონის პოეზია მისხალი ბრწყინვალება არ დააკლდება. მითუმეტეს, ეს ლექსი მირაკრაკებს და სულაც არაა გაკეთებული, ადრეც აღვნიშნე-დროს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია პოეზია შინაგან რიტმებზე და იმპულსებზე იყოს აგებული, ლექსთმთხზველობა კი მთლიანად არქეტიპული მოვლენაა, თუ არ ვცდები, ბერძნები პოეზიას ბოდვას უწოდებდნენ, პოეტს კი-გიჟს, რადგან ქვეცნობიერის შიდა ფენებში ჩასვლა ისე, რომ სული არ დაზიანდეს, ძალიან ძნელია, პოეზია კი ამას მოითხოვს-ჰადესში უნდა ჩავიდეს ორფეოსი და მარგალიტები ამოიტანოს. ცოტა გამიგრძEლდა, მაგრამ თემა ძალიან საინტერესოა.
თუმცა, ისევ ჩემს აზრზე ვრჩები-ლექსის ფორმა არ ძველდება.
პატივისცემით ;;) რასაკვირველია, ქალბატონო ნინო, მეც დაგეთანხმებით ამასი სიამოვნებით ;;)
გალაკტიონი რომ ბევრს მუშაობდა არა მარტო "`მერი""-ზე, არამედ ზოგადად ლექსებზე, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ასევე, მა ქონდა სარითმო წყვილების ერთგვარი სია, რომელსაც შემდეგ იყენებდა, და ახლა მე კი არა, ვინც რა უნდა თქვას, ""მერი""-ს და გალაკტიონის პოეზია მისხალი ბრწყინვალება არ დააკლდება. მითუმეტეს, ეს ლექსი მირაკრაკებს და სულაც არაა გაკეთებული, ადრეც აღვნიშნე-დროს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია პოეზია შინაგან რიტმებზე და იმპულსებზე იყოს აგებული, ლექსთმთხზველობა კი მთლიანად არქეტიპული მოვლენაა, თუ არ ვცდები, ბერძნები პოეზიას ბოდვას უწოდებდნენ, პოეტს კი-გიჟს, რადგან ქვეცნობიერის შიდა ფენებში ჩასვლა ისე, რომ სული არ დაზიანდეს, ძალიან ძნელია, პოეზია კი ამას მოითხოვს-ჰადესში უნდა ჩავიდეს ორფეოსი და მარგალიტები ამოიტანოს. ცოტა გამიგრძEლდა, მაგრამ თემა ძალიან საინტერესოა.
თუმცა, ისევ ჩემს აზრზე ვრჩები-ლექსის ფორმა არ ძველდება.
პატივისცემით ;;)
18. ნუციკო ძვირფასო! გაგახსენებთ ,რომ გალაკტიონის ''მერი'' პოეტის არქივში რამდენიმე ვარიანტით არის შემონახული.ვიდრე პოეტი საბოლოო ვერსიაზე შეჩერდებოდა,სხვადასხვა რიტმული საზომის მორგება სცადა,პირველი გამოქვეყნების შემდგომაც არაერთი ცვლილება შეიტანა მასში - ეს ფაქტია. მგონი, ყველა დამეთანხმება,რომ ''მერი'' - პოეზიაა! ნუციკო ძვირფასო! გაგახსენებთ ,რომ გალაკტიონის ``მერი`` პოეტის არქივში რამდენიმე ვარიანტით არის შემონახული.ვიდრე პოეტი საბოლოო ვერსიაზე შეჩერდებოდა,სხვადასხვა რიტმული საზომის მორგება სცადა,პირველი გამოქვეყნების შემდგომაც არაერთი ცვლილება შეიტანა მასში - ეს ფაქტია. მგონი, ყველა დამეთანხმება,რომ ``მერი`` - პოეზიაა!
17. ''შეიძლება ლექსი დაძველდეს?''
ლექსს გააჩნია. ``შეიძლება ლექსი დაძველდეს?``
ლექსს გააჩნია.
16. კარგი ლექსი არა ძველდება! 5 კარგი ლექსი არა ძველდება! 5
15. არ შემიძლია არ დაგეთანხმო. კარგად ჩამოყალიბებული პასუხია :) არ შემიძლია არ დაგეთანხმო. კარგად ჩამოყალიბებული პასუხია :)
14. ბერეთელი ძმააააააა!!! ავტორს მადლობა! ბერეთელი ძმააააააა!!! ავტორს მადლობა!
13. რასაკვირველია, ლექსის ფორმა არ შეიძლება გაცვდეს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენმარცვლიანია.
პოეზია და მისი შექმნა ქვეცნობიერიდან მოდის და რიტმიც, რითმაც და მუსიკაც შინაგან რხევებზეა დაფუძნებული. სადაც იწყება ლექსის ""კეთება"', იქ მთავრდება პოეზია. პოეზია ყველაზე დიდი კეთილხმოვანებაა და ხშირად ხდება, როდესაც სიტყვის ევფონია ქმნის ლექსის იდეურ მიმართულებას და ეს მართლაც საუკეთესო ვარიანტია-ასე იქმნება შედევრები!
ძველდება ენის გრამატიკული ფორმები, უფრო ზუსტად კი, ცვლილებას განიცდის და პოეტმა ეს უნდა მიიღოს.
ახალი სუნთქვა, ნებისმიერი რაოდენობის მარცვლით მოტანილი, ძალიან კარგია და მისაღები. რასაკვირველია, ლექსის ფორმა არ შეიძლება გაცვდეს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენმარცვლიანია.
პოეზია და მისი შექმნა ქვეცნობიერიდან მოდის და რიტმიც, რითმაც და მუსიკაც შინაგან რხევებზეა დაფუძნებული. სადაც იწყება ლექსის ""კეთება"`, იქ მთავრდება პოეზია. პოეზია ყველაზე დიდი კეთილხმოვანებაა და ხშირად ხდება, როდესაც სიტყვის ევფონია ქმნის ლექსის იდეურ მიმართულებას და ეს მართლაც საუკეთესო ვარიანტია-ასე იქმნება შედევრები!
ძველდება ენის გრამატიკული ფორმები, უფრო ზუსტად კი, ცვლილებას განიცდის და პოეტმა ეს უნდა მიიღოს.
ახალი სუნთქვა, ნებისმიერი რაოდენობის მარცვლით მოტანილი, ძალიან კარგია და მისაღები.
12. მე მაინც მგონია ქალბატონო ნინო,რომ ლექსის ფორმა არ შეიძლება გაცვდეს. თუ ჩვენ არ გვინდა ავტორს გული ვატკინოთ და იმის მაგივრად,რომ ვუთხრათ,ესა თუ ის ლექსი,ან მთლიანად მისი შემოქმედება სუსტია და რომ ჩვენი მოკრძალებული აზრით ეს ადამიანი არაა პოეტობისთის მოწოდებული და მიხედოს,ვთქვათ,ნანოტექნოლოგიებს,ვეუბნებით რომ ეს ლექსის ფორმა უკვე მოძველებულია ჩემო კარგო და იქნებ სხვაგვარად გვეცადა:წერეთ რაც შეიძლება რთულად და რაც შეიძლება მარტივ თემებზე,ვთქვათ,ბრინჯიან თეფშებზე,თქვენ ხომ არასდროს მიგირთმევიათ ბრინჯი,ჰოდა წერეთ,წერეთ,ოღონდ,სამშობლოზე არა,სიყვარულზე არა,ერთგულებაზე არა,მეგობრობაზე_უჰ,არა,არა!ეს ხომ "გადამღერებული თემებია" უკვე!სამშობლო წინა საუკუნეებში უყვარდათ,ახლა რაღა დროს სამშობლოს სიყვარულია?!მამრობითი სქესეს ბრძანდებით?მაშინ თქვით,რომ კაცი გიყვართ,ან ძაღლი,ან მეზობლის კატა,ან-სულ ერთია,ოღონდ ქალი არა!ქალის სიყვარულზე ხომ სერვანტესიც წერდა...ტაში?ტაშის დამკვრელებს მე გიშოვით,ერთს არა,ასს,გინდაც,ათასს.არესებობს ასეთი პროფესიაც ჩვენში.ექვსდღიან კურსს გაივლი და პროფესიონალი ტაშიკოსი ხარ!მოსამზადებელი კურსები უფასოა!მერე კი მთელი ცხოვრება იქით გიხდიან.ზოგი "მწვანით" და ზოგი "ნატურით",ზოგი ღიმილით და ზოგი შვილის სამსახურში მოწყობით.მთავარია,ვალში არავინ არ დაგრჩებათ...რა?პოეტობა აღარ გინდათ და ექვსდღიან კურსებზე სად ჩაეწეროთ???თქვენ მართლა არ ყოფილხართ ამ საქმისთვის მოწოდებული ჩემო კარგო,მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ,იქნებ კიდევ დაფიქრდეთ,თქვენ ხომ საქართველოში პოეტობაზე ამბობთ უარს... მე მაინც მგონია ქალბატონო ნინო,რომ ლექსის ფორმა არ შეიძლება გაცვდეს. თუ ჩვენ არ გვინდა ავტორს გული ვატკინოთ და იმის მაგივრად,რომ ვუთხრათ,ესა თუ ის ლექსი,ან მთლიანად მისი შემოქმედება სუსტია და რომ ჩვენი მოკრძალებული აზრით ეს ადამიანი არაა პოეტობისთის მოწოდებული და მიხედოს,ვთქვათ,ნანოტექნოლოგიებს,ვეუბნებით რომ ეს ლექსის ფორმა უკვე მოძველებულია ჩემო კარგო და იქნებ სხვაგვარად გვეცადა:წერეთ რაც შეიძლება რთულად და რაც შეიძლება მარტივ თემებზე,ვთქვათ,ბრინჯიან თეფშებზე,თქვენ ხომ არასდროს მიგირთმევიათ ბრინჯი,ჰოდა წერეთ,წერეთ,ოღონდ,სამშობლოზე არა,სიყვარულზე არა,ერთგულებაზე არა,მეგობრობაზე_უჰ,არა,არა!ეს ხომ "გადამღერებული თემებია" უკვე!სამშობლო წინა საუკუნეებში უყვარდათ,ახლა რაღა დროს სამშობლოს სიყვარულია?!მამრობითი სქესეს ბრძანდებით?მაშინ თქვით,რომ კაცი გიყვართ,ან ძაღლი,ან მეზობლის კატა,ან-სულ ერთია,ოღონდ ქალი არა!ქალის სიყვარულზე ხომ სერვანტესიც წერდა...ტაში?ტაშის დამკვრელებს მე გიშოვით,ერთს არა,ასს,გინდაც,ათასს.არესებობს ასეთი პროფესიაც ჩვენში.ექვსდღიან კურსს გაივლი და პროფესიონალი ტაშიკოსი ხარ!მოსამზადებელი კურსები უფასოა!მერე კი მთელი ცხოვრება იქით გიხდიან.ზოგი "მწვანით" და ზოგი "ნატურით",ზოგი ღიმილით და ზოგი შვილის სამსახურში მოწყობით.მთავარია,ვალში არავინ არ დაგრჩებათ...რა?პოეტობა აღარ გინდათ და ექვსდღიან კურსებზე სად ჩაეწეროთ???თქვენ მართლა არ ყოფილხართ ამ საქმისთვის მოწოდებული ჩემო კარგო,მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ,იქნებ კიდევ დაფიქრდეთ,თქვენ ხომ საქართველოში პოეტობაზე ამბობთ უარს...
11. ბატონო მიშა, გმადლობთ ასეთი სასიამოვნო განწყობისთვის! სრულებით გეთანხმებით! ბატონო მიშა, გმადლობთ ასეთი სასიამოვნო განწყობისთვის! სრულებით გეთანხმებით!
10. ეგ თქვენი კამათ-მამათი მე სულ წყლის ნაყვა მგონია, ბუ აბა რას გაიტანდა, როცა ყვავს არა-რა ჰქონია! გაჩერდით, თუ გწამთ უფალი, ნუ გამამლიეთ გონია. კაი ლექსს რა დააძველებს, რაც დრო-ჟამს აუწონია, მარად ახალი იქნება, თუ კი ხალხს ჩაუკონია. განა რაც უთქვამს ჰომეროსს დღეს ძველია და ყროლია, ანდა რაც ბრძანა რუსთველმა, ეპოქებს გადაჰყოლია?!. მე მაგას ვერ დამაჯერებს, ვინც უნდა ისა მბრძოლია. სიტყვას ყავლ გასდის მაშინა, როცა შიგ აზრი ნოლია, როცა ფორმაა ნაჩორკნი, თან მჩორკნელს არ აქვს ღონეა როდესაც ლექსის მაგივრად გაისმის კაკაფონია... რაც შეეხება ვერლიბრსა, ეგ ნახევარი ტონია, მე მაგას ლექსად არცა ვთვლი, ძაან დაბალი დონეა, არც მევერლიბრეს - პოეტად, ცივია მათი თონეა, ლავაშ ვერ ამაიყრება, ლამაზი, თავმომწონეა... სხვად, ღმერთმა კარგად გამყოფოსთ, მე ხო გულს მოვიფონეა, უნდა მეძახა ბრძენთათვის, ის, რაც ვერ მოვიწონეა.
ეგ თქვენი კამათ-მამათი მე სულ წყლის ნაყვა მგონია, ბუ აბა რას გაიტანდა, როცა ყვავს არა-რა ჰქონია! გაჩერდით, თუ გწამთ უფალი, ნუ გამამლიეთ გონია. კაი ლექსს რა დააძველებს, რაც დრო-ჟამს აუწონია, მარად ახალი იქნება, თუ კი ხალხს ჩაუკონია. განა რაც უთქვამს ჰომეროსს დღეს ძველია და ყროლია, ანდა რაც ბრძანა რუსთველმა, ეპოქებს გადაჰყოლია?!. მე მაგას ვერ დამაჯერებს, ვინც უნდა ისა მბრძოლია. სიტყვას ყავლ გასდის მაშინა, როცა შიგ აზრი ნოლია, როცა ფორმაა ნაჩორკნი, თან მჩორკნელს არ აქვს ღონეა როდესაც ლექსის მაგივრად გაისმის კაკაფონია... რაც შეეხება ვერლიბრსა, ეგ ნახევარი ტონია, მე მაგას ლექსად არცა ვთვლი, ძაან დაბალი დონეა, არც მევერლიბრეს - პოეტად, ცივია მათი თონეა, ლავაშ ვერ ამაიყრება, ლამაზი, თავმომწონეა... სხვად, ღმერთმა კარგად გამყოფოსთ, მე ხო გულს მოვიფონეა, უნდა მეძახა ბრძენთათვის, ის, რაც ვერ მოვიწონეა.
9. ნადირი ძვირფასო ! სულ მარტივად: უნდა მიმითითოთ გამოცემა,რომლითაც სარგებლობთ ლექსის ციტირებისას,რადგან ჩემს ხელთ არსებულ ყველა გამოცემაში,რომელიც ახლა კიდევ შევამოწმე,თქვენს ფრაგმენტს რვამარცვლიანი შაირის ანუ ასეთი ფორმა აქვს:
'''ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი, საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი;'' ნადირი ძვირფასო ! სულ მარტივად: უნდა მიმითითოთ გამოცემა,რომლითაც სარგებლობთ ლექსის ციტირებისას,რადგან ჩემს ხელთ არსებულ ყველა გამოცემაში,რომელიც ახლა კიდევ შევამოწმე,თქვენს ფრაგმენტს რვამარცვლიანი შაირის ანუ ასეთი ფორმა აქვს:
```ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი, საფიხვნოს თავში დაჯდების, სიტყვა მაუდის გზიანი;``
8. ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი საფიხვნოს თავ ში დაჯდების სიტყვა მოუდის გზიანი,, ბევრ ქისტს მააწრა მარჯვენა სცადა ფრანგული ფხიანი. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან სვიანი...
მეტი როგორ დაგიმტკიცო რომ ერთია? ალუდა ქეთელაური კაცია დავლათიანი საფიხვნოს თავ ში დაჯდების სიტყვა მოუდის გზიანი,, ბევრ ქისტს მააწრა მარჯვენა სცადა ფრანგული ფხიანი. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან სვიანი...
მეტი როგორ დაგიმტკიცო რომ ერთია?
7. ნადირი ძვირფასო! მიხარია,რომ ასე დაინტერესდით ამ მცირე ოპუსით.მოდით,რამდენიმე დეტალი დავაზუსტოთ. ვაჟას შემოქმედებაში,ყოველ შემთხვევაში დღემდე გამოცემულ ლექსებში,რომელიც ახლა კიდევ ერთხელ გადავამოწმე/ ვერსად შეხვდებით თექვსმეტმარცვლიან შაირს.რვამარცვლედი კი :4/4 ან 5/3 - ანუ ხალხური შაირი იყო ძირითადი ფორმა,რომლითაც იგი სარგებლობდა.თუ თქვენ მოიძევთ ერთ ან თუნდაც ორ ნიმუშს ვაჟას შემოქმედებიდან ჩემი აზრის საპირისპიროდ,წინასწარვე გეტყვით,რომ ამ გამონაკლისით კიდევ ერთხელ დაამტკიცებთ წესის არსებობას. მე ვწერ,''ქართულ პოეზიაში რუსთველური შაირი სრულყოფილების ერთ-ერთი მწვერვალია.დღეს რომ ამ შაირით დაიწეროს ლექსი,უკეთეს შემთხვევაში პაროდია გამოვა.'' საუბარია დღევანდელ ვითარებაზე ქართულ პოეზიაში,თორემ გასული საუკუნის სამოც-სამოცდაათიან წლებში გივი გეგეჭკორმა სწორედ რუსთველური შაირის მოდერნიზებით,მასში ინტონაციური პლანის გამომსახველობის გაძლიერებით არაერთი საინტერესო ნიმუში შექმნა. რაც შეეხება ''დაძველებას'' /და არა ''დაბერებას''/,მე რჩეული ღვინის მაგალითი სწორედ იმიტომ მოვიხმე,რომ ხატოვნად მეჩვენებინა სწორედ ის,რაშიც აბსოლუტურად ერთ პოზიციაზე ვდგავართ თქვენ და მე. ნადირი ძვირფასო! მიხარია,რომ ასე დაინტერესდით ამ მცირე ოპუსით.მოდით,რამდენიმე დეტალი დავაზუსტოთ. ვაჟას შემოქმედებაში,ყოველ შემთხვევაში დღემდე გამოცემულ ლექსებში,რომელიც ახლა კიდევ ერთხელ გადავამოწმე/ ვერსად შეხვდებით თექვსმეტმარცვლიან შაირს.რვამარცვლედი კი :4/4 ან 5/3 - ანუ ხალხური შაირი იყო ძირითადი ფორმა,რომლითაც იგი სარგებლობდა.თუ თქვენ მოიძევთ ერთ ან თუნდაც ორ ნიმუშს ვაჟას შემოქმედებიდან ჩემი აზრის საპირისპიროდ,წინასწარვე გეტყვით,რომ ამ გამონაკლისით კიდევ ერთხელ დაამტკიცებთ წესის არსებობას. მე ვწერ,``ქართულ პოეზიაში რუსთველური შაირი სრულყოფილების ერთ-ერთი მწვერვალია.დღეს რომ ამ შაირით დაიწეროს ლექსი,უკეთეს შემთხვევაში პაროდია გამოვა.`` საუბარია დღევანდელ ვითარებაზე ქართულ პოეზიაში,თორემ გასული საუკუნის სამოც-სამოცდაათიან წლებში გივი გეგეჭკორმა სწორედ რუსთველური შაირის მოდერნიზებით,მასში ინტონაციური პლანის გამომსახველობის გაძლიერებით არაერთი საინტერესო ნიმუში შექმნა. რაც შეეხება ``დაძველებას`` /და არა ``დაბერებას``/,მე რჩეული ღვინის მაგალითი სწორედ იმიტომ მოვიხმე,რომ ხატოვნად მეჩვენებინა სწორედ ის,რაშიც აბსოლუტურად ერთ პოზიციაზე ვდგავართ თქვენ და მე.
6. მომწონს დასაბუთებული მსჯელობა! 5 მომწონს დასაბუთებული მსჯელობა! 5
5. ვაჭა ფშაველა 16 მარცვლიანი შაირით წერდა, მაგრამ პაროდიაა მისი უკვდავი პოემები? რას არ იტყვის ადამიანის ენა?
იყო არაბეთს როსტევან...შოთა ალუდა ქეთელაური კაცია... ვაჟა
ასექ ჩემო ნინო... ვაჭა ფშაველა 16 მარცვლიანი შაირით წერდა, მაგრამ პაროდიაა მისი უკვდავი პოემები? რას არ იტყვის ადამიანის ენა?
იყო არაბეთს როსტევან...შოთა ალუდა ქეთელაური კაცია... ვაჟა
ასექ ჩემო ნინო...
4. მე არ მგონია ჰომეროსი, რუსთაველი, შექსპირი, ბაირონი, ბოდლერი, რემბო, აპოლინერი, ელიოტი, სტაინბეკი,მარკესი და სხვა მათი რანგის მწერლები დაბერდნენ ოდესმე! მე არ მგონია ჰომეროსი, რუსთაველი, შექსპირი, ბაირონი, ბოდლერი, რემბო, აპოლინერი, ელიოტი, სტაინბეკი,მარკესი და სხვა მათი რანგის მწერლები დაბერდნენ ოდესმე!
3. საინტერესოა... საინტერესოა...
2. და მე რა უნდა ვთქვა აქ? და მე რა უნდა ვთქვა აქ?
1. ეს ''ზევსის დაქალისთვის'' არის. ჩემი კომპ.-ი ''ჰოთ.მეილში'' არ მიშვებს,რომ პირადად გადავუგზავნო.იმედია,აქ მოაგნებს. ეს ``ზევსის დაქალისთვის`` არის. ჩემი კომპ.-ი ``ჰოთ.მეილში`` არ მიშვებს,რომ პირადად გადავუგზავნო.იმედია,აქ მოაგნებს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|