ემილი დიკინსონი - მაყვალი ფერდით ატარებს ეკალს (554)
მაყვალი ფერდით ატარებს ეკალს, თუმცა მტირალი უნახავს არვის, მიუწილადებს თანაბრად კენკრას, დამშეულ კაკაბს, ნერწყვმოსულ ყმაწვილს.
ჩამოეყრდნობა ხანდახან ღობეს, ასაცოცებლად ადგება ძელიც, ჩაეჭიდება ხელებით კბოდეს, თუმცა არაა მეტრფე ან მშველი.
შევრისხავთ ტკივილს, როცა გვსურს დაცხრეს, ცაზე მგლოველი ბუჩქი კი ნაცვლად, ზევით ისწრაფვის უშიშრად, ცხარედ, ხარბად შევყურებ გულმამაც მაყვალს.
10 ნოემბერი, 2019 წ.
Emily Dickinson - The Black Berry – wears a Thorn in his side (554)
The Black Berry – wears a Thorn in his side – But no Man heard Him cry – He offers His Berry, just the same To Partridge – and to Boy –
He sometimes holds upon the Fence – Or struggles to a Tree – Or clasps a Rock, with both His Hands – But not for Sympathy –
We – tell a Hurt – to cool it – This Mourner – to the Sky A little further reaches – instead – Brave Black Berry –
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|