ემილი დიკინსონი - ო მომავალო, უცნობ წილისყრით (1631)
ო, მომავალო, უცნობ წილისყრით სიმშვიდე გველის, ან მწარე ხვედრი, არ მეგულება მადლის ბილიკი, რომ აგიქციოს ვიღაცამ გვერდი!
ქვეყნად არც ბრძენი და არც აფრაკი არ ფლობს იმგვარი გზის ჭვრეტის უნარს - წაგართვას შენი წმინდა ზვარაკი და აარიდოს საზორველ ბუნაგს.
24 ნოემბერი, 2019 წ.
Emily Dickinson - Oh Future! thou secreted peace (1631)
Oh Future! thou secreted peace Or subterranean woe — Is there no wandering route of grace That leads away from thee —
No circuit sage of all the course Descried by cunning Men To balk thee of thy sacred Prey — Advancing to thy Den —
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|