შენთვის ერთია სასუფეველი და სატანჯველი, ცის კამარაზე გელანდებიან წვიმის ღრუბლები, მწვანე მდელოდან რკინიგზის სუსხის ამბორს მიჰყვები, ვიცი პირბადის მიღმა იღიმი და მემალები. გეწვივნენ შენი მოლანდებები შუამავლებად? მათ შეგირაცხეს შენი გმირები არარაობად? შენ მიერ დარგულ ხეებს მათ გამო მოედო ცეცხლი? სითბოთი სავსე ნიავი ქარბუქს მათ გამო ეტრფის? მათთან ყოფნისას მოუსვენრობაც მყუდროა ალბათ, და გირჩევნია ომში სიკვდილი დილეგში ჩასვლას? როგორ მსურს იცი, როგორ მსურს იცი, რომ ვიყოთ ერთად, ორი თევზივით აწრიალებულ აჩრდილებს ვგავართ, დავეხეტებით ძველ ბილიკებზე ისევ თავნებად, მსურს ჩემთან იყო და პირველყოფილ შიშებს დავეხსნათ.
WISH YOU WERE HERE
So, so you think you can tell Heaven from hell, Blue skies from pain, Can you tell a green field From a cold steel rail? A smile from a veil? Do you think you can tell? And did they get you to trade Your heroes for ghosts? Hot ashes for trees? Hot air for a cool breeze? Cold comfort for change? Did you exchange A walk on part in the war For a lead role in a cage? How I wish, how I wish you were here. We're just two lost souls Swimming in a fish bowl, Year after year, Running over the same old ground. what have we found? The same old fears. Wish you were here.
პინქ ფლოიდი არ მაყენებს კარგ განწყობაზე , უფრო მასევდიანებს. ლექსი სიმღერის ტექსტის მიხედვით კარგი გამოვიდა, ცალკე სიმღერაც შეიძლება ამ ლექსზე რომ დაიწეროს. +5
პინქ ფლოიდი არ მაყენებს კარგ განწყობაზე , უფრო მასევდიანებს. ლექსი სიმღერის ტექსტის მიხედვით კარგი გამოვიდა, ცალკე სიმღერაც შეიძლება ამ ლექსზე რომ დაიწეროს. +5