ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბრავო
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2019


ჩემი ცოლი...

გადავწყვიტე ჩემი ცოლი
იყოს სხვასთან დანაწოლი,
მხოლოდ ორთან -
მზის
ან მთვარის
იყოს ხარჭად ნამყოფარი,
ჰქონდეს მათი კოცნის კვალი
და გაექცეს მათკენ თვალი.
მიღალატოს
თუნდაც
ერთხელ -
ვნახო ღამით მთვარით მთვრალი,
ან მზის სხივით შეკრულს ხელ-ფეხ,
წავასწრო
და
არ ვკრა ხრმალი.
მაინც მშვიდი ვიყო ქმარი -
შევირიგო ცოლი - ბრალი,
შევირიგო ბრალი ცოლი,
უკვე სხვასთან დანაწოლი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები