ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2020


არ ვიზეპირებ მხოლოდ ვლოცულობ!

რა დიდი გრძნობა ჩასაფრდა გულში
არც კი მასვენებს მიღრნის კედლებს გაცრეცილს,
ვგოგმანებ ჯვართან დაჩოქილ მუხლით და
ვრცელ ლოცვებში ვგავარ მე მლოცველს!

მომეცი ძალა ვიდგე უდრეკად
მე ვილოცო სიტყვებით ჩოქვით,
არ მომთხოვო ვიზეპირო ლოცვანი მიწის
მაგრამ მომეცი ნიჭი წარმოთქმის მათი!

შეუძლებელში ყველა კაცი შეძლებულია
მაგრამ შეუძლებელს თხოვენ მიწისა მკვიდრნი,
ერთი კი წყალგამყოფია, რომ
ცის სამოსელში ყველა ღმერთია!

ნუ დაიშურებ ხელს გადასასმელად,
მიეცი მათ არა წყალობა და არცა მადლი,
შენ მათ აჩუქე ჭეშმარიტება და უკარნახე
ატარონ ღირსით!

მავანნი რას არ სჩადიან, სიკეთეს უბით,
მკრეხელთა ჯარი გიდგას კარებთან!
ჰოდა შენც მისცხე ჯოხი განწმენდის და
დაუთვალე მათ გემოვნება!

რა ფასი ადევს ცხოვრებას შენთან?
თუ ვერ გითქვამს გეტყვის ადამი!
მაგრამ ევასაც ეთქმის მრავალი, და
გველი გესლავს მაინც უტყვი ცბიერი!

შემოგაღამდა ადამიანო,
მორჩი ლაყბობას დაუსრულებელს,
იცოდე ცრემლი შეუშრობელი
კალთას უსველებს მშობელს!

და თქვენ იფიქრეთ, რომ ეს ლექსია?!
დიდი მცდელობა აღიარების,
თქვენ მხოლოდ ცდებით და ღვრით ფენიქსის,
ცრემლებს ვით პირველი კაცი - მცდარი მესია!

კალთას დანამულს დასცქერის ღმერთი
და ლოცავს მიწას მრავალში ერთი!

გიგო რიონელი
19 იანვარი 2020 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს