ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2020


* * *

ჩემმა ქალაქმაც იგრძნო ზამთარი
ძლივს და ბობოქრობს უამინდობა,
რომ ეს ცხოვრება ცამდე მართალი,
კაცობრიობას არ მიენდობა,
სადღაც სიზმარი ხდება აფთარი,
და სადღაც ალბათ სიზმარიც ხდება,
ჩემი სამშობლო სხვის შესადარი
ვიცი არასდროს არ გამიხდება,
და საქართველო იცი სად არის?
სადაც, საზღვრებზე დაგეფიქრება.
სილამაზემაც იგრძნო ზამთარი და
სილამაზე მოდის ფიფქებად,
ჩემი ქალაქი იცი სად არის?
ეს, პოეზია სადაც იწყება
იქ,
და ... ისეთი ხმაურიანი,
გამოდის მაინც თავდავიწყება,
რომ ის ვიფიქრე, ჩადგება ქარი,
და ყველაფერი დაგვავიწყდება,
ჩემი ქალაქი, ყველაზე წყნარი
მდინარეა და დამაქვს ღირსებად,
დღეს შეაშინებს დეკემბრის ქარი,
ხვალ, ზღვის ხმაურით დაგვიმშვიდდება,
ჩემი ქალაქი, სხვის შესადარი...
არის?
რომ დარი ყველა ქალაქს სჭირდება!
ჩემს ქალაქს როცა უყურებს მთვარე,
მისი ნათება ყველგან ბრწყინდება,
აქ, სიყვარული ისე ჩუმდება,
სიჩუმეს იგრძნობ ადამიანი,
ამ ქალაქს ისე უნდა შეეხო,
როგორაც სულზე გადაგიარეს,
და სიყვარულის ამხელა ექო,
ისევ ქალაქში დავაბინავე,
როცა ხედავენ სიგიჟის ფერდობს,
ჩემი თვალებიც მაშინ ბრწყინავენ,
ჩემო ქალაქო, მიწონებ მეთოდს
და მეც ვსაუბრობ ვხედავ იმავეს,
რომ ამ ქალაქში რიონი ერთ დროს...
წარმოიდგინე! რიონს ყინავენ ...
ბედნიერება სადაც არ მეფობს,
ჩიტები, იქით არ მიფრინავენ,
და ამ ქალაქში ლექსების ეზოს,
ვამჩნევ და სტროფებს შეიწირავენ,
აქ მზე უხურებს კაპარჭას თეძოს,
აქ, მზე არასდროს არის კამათი,
და ეს ქალაქი პოეტებს ვერ თმობს
პოეტმა, როგორ დათმოს ქალაქი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები