ნინო დარბაისელი
აღმოვაჩინე საშველი - - - - - - - -
ამ პოლიტიკის შემყურე ერთი აზრისკენ ვიხრები: - ან ცემა-ტყეპა აკრძალეთ, ან დააწესეთ ნიხრები; განსაზღვრეთ, რა ღირს საჯაროდ დედის და კარგის გინება! ... სულ ფუჭად როდი ჩაგივლით ასეთი გულმოდგინება. პარლამენტ-საკრებულოში კაცი არაა ღარიბი... უსაქმო ჯდომით დაღლილებს ხელში მიეცით ტარიფი! დე, თვითონ ამოირჩიონ, ჯერზე ვინ რამდენს გაქაჩავს, ფული - ბიუჯეტს ემატოს, ხელს ნუ გაურევთ აქაც შავს; აგინონ, ურტყან ერთმანეთს, ზემოდან ერგოთ პრიზები! (შენ - მაინც ფეხზე ჰკიდიხარ, ერო, ნუ აიმრიზები!) ყველამ ფულით ზღოს, ცემით ვინც ვინმეზე შური იძია... სხვა რა ვქნათ, აბა, ამ ტურიზმს, უმუშევრობის დაძლევას და ასე შემდეგ, უამრავს... ვერ მოვერიეთ, ბიძია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. არ მიყვარს სხვისკენ გაშვერილი თითი, მითუმეტეს პოეზიაში. თქვენს უნარს და შესაძლებლობებს, ძალიან დიდ პატივს ვცემ და რაღაც პოეტური ექსპერიმენტი დგას ამ ლექსის უკან ეჭვი არ მეპარება. ტექნიკური ამბები ჩემი სუსტი წერტილია და თან არამგონია რამე შანსი მქონდეს, ახალი გითხრათ. რას ვიმართლებ თავს არ ვიცი. სასვენი ნიშნებივით კომენტარია. გინდა ყოფილა გინდა არა. და რახან დავწერე იყოს. იმას მაინც გავიგებ თავის ადგილას არის თუ არა. გამოცდილებაა მოკლედ :დ არ მიყვარს სხვისკენ გაშვერილი თითი, მითუმეტეს პოეზიაში. თქვენს უნარს და შესაძლებლობებს, ძალიან დიდ პატივს ვცემ და რაღაც პოეტური ექსპერიმენტი დგას ამ ლექსის უკან ეჭვი არ მეპარება. ტექნიკური ამბები ჩემი სუსტი წერტილია და თან არამგონია რამე შანსი მქონდეს, ახალი გითხრათ. რას ვიმართლებ თავს არ ვიცი. სასვენი ნიშნებივით კომენტარია. გინდა ყოფილა გინდა არა. და რახან დავწერე იყოს. იმას მაინც გავიგებ თავის ადგილას არის თუ არა. გამოცდილებაა მოკლედ :დ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|