ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2009


საწუთროს მამშვენებელი



საწუთროს მამშვენებელი
-------------------------------------
მადლი და იდუმალება
სხვაა ხალხური ლექსისა,
ჭირიმე მისი შემქმნელის,
მისი გზისა და ფესვისა.
ისაა ბრძენი მოძღვარი
ღმერთკაცის,კაცის თუ ქალის,
ამ ლექსით
სულ სხვა სივრციდან
გვესაუბრება უფალი.
ვაჟა-ფშაველას ლოცვები,
შოთა რუსთველის შაირი_
შესვამ და არ დაეცემი,
ბეწვის ხიდებზე გაივლი.
ამ ლექსითაა ნათქვამი
(სასწაულების თოვანი):
"სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა
სიკვდილი სახელოვანი!"
ამ ლექსითაა ნათქვამი
(გაგიჩირაღდნებს უკუნეთს):
"ღმერთო,სამშობლო მიცოცხლე!_
მძინარიც იმას ვდუდუნებ."
ამ ლექსითაა ნათქვამი
(სიტყვა_ცეცხლი და ფრთებია):
"რაც მტრობას დაუქცევია,
სიყვარულს უშენებია."
ამ ლექსითაა ნათქვამი
(მტერო,შენც გაიხარეო):
"ცა_ფირუზ,ხმელეთ_ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!"
ამ ლექსითაა ნათქვამი
(დაგეწერება ძვალზედა):
"როგორც უფალი,სამშობლოც
ერთია ქვეყანაზედა..."
ამ ლექსითაა ნათქვამი
(ეს კელაპტარი ჩემია):
წუთისოფელი სევდაა
და მონატრების ცრემლია.
საწუთროს მამშვენებელი
და წყარო უკვდავებისა.
გულში მზის გამცოცხლებელი,
ოქრო სამოთხის ზღვებისა.
ლექსი!
რა ლექსი!
მოძღვარი
ღმერთკაცის,კაცის თუ ქალის.
ამ ლექსით
სულ სხვა სივრციდან
გვესაუბრება უფალი.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები