 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 16 თებერვალი, 2009 |
* * * პირველი წელი.
მაშინ სუფთა ჰაერი იყო. არაფერი ესმოდა, ვერც ხედავდა. მაშინ რძე არ ჭირდა. რატომ? დედას ჰქონდა მკერდში. ერთი წლის შესრულდა, უკვე მონათლული იყო და ღმერთს არ იცნობდა, მაგრამ ღმერთი ხომ სცნობდა მას? უკვე თამაშობდა, ცნობდა ციურ სხეულებს, როგორიცაა: ხის თვითმფრინავი, ხის ჩიტი, ხის ვარსკვლავი, მზე და მთვარე. ცნობდა მიწიერ სხეულებსაც, როგორიცაა: თოჯინა დედა, თოჯინა მამა, მაგრამ ღმერთი მაინც ვერ გაიცნო.
* * * ოცდამეათე წელი
ზრდასრულია. საკუთარ ოჯახს უვლის. სამსახურში დადის. რისთვის? - ეს სხვა საქმეა. ხვალ ალბათ დაითხოვენ. მეუღლე - არაჩვეულებრივი მეოჯახე გოგონა შეიქნა, ჭეშმარიტი დიასახლისი. შვილები ბაღში დაჰყავს, მეუღლეს ოღონდ. მას არ სცალია, რადგან ჯერ არ იცის, რომ ხვალ დაითხოვენ, უბრალოდ ყველა ამაზე ჭორაობს სამსახურში და ამის გამო ეჭვობს მხოლოდ. ეკლესიაში დაიწყო სიარული, მაგრამ ღმერთი ვირტუალურად შეიცნო მხოლოდ, ალბათ სამსახურის ბრალია ესეც. შემდეგ დროც დარჩება ბავშვების ბაღში სატარებლად.
* * * მეორე წელი
გუშინ დედამ ბაღში წაიყვანა. გუშინვე, სახლში, ისევ, დედამ მოიყვანა, მაგრამ შუბლზე ნაკბენით. რას არ მოახერხებენ ბავშვები?!... გუშინ მამაც წავიდა რუსეთში. ის ამას ვერც ხვდება, თუ რატომ წავიდა. დარჩა დედასთან.
* * * ოცდამერვე წელი
ოცდარვა წლის ასაკში მეორე შვილი შეეძინა. მძიმე ორსულობა ჰქონდა მეუღლეს. სახლში თითქმის არ არის. ისევ სამსახური ეძახის, უფრო სწორად ოჯახს უნდა რჩენა. აბა, საიდან ამდენი ფული, მეუღლის მკურნალობისა და სამშობიარო ხარჯებისათვის? რაც მთავარია ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. დაბადების შემდეგ დაწყო ბავშვთან დაკავშირებული პრობლემები. ექიმების დიაგნოზი: - ბავშვს სუფთა ჰაერი სჭირდება. გაახსენდა მისი პირველი წელი. არა და... რა სუფთა ჰაერი იყო მაშინ?
* * * მესამე წელი
უკვე ტლიკინებს. თუმცა პირველ წელსას ახერხებდა სიტყვების წარმოთქმას უშეცდომოდ. მამა ისევ რუსეთშია. დედამ უთხრა - მალე ჩამოვა მამიკო, სამსახურის საქმეზე არის წასულიო. ღმერთს ჯერ კიდევ არ იცნობს. დედას არ დაყავს ეკლესიაში, რადგან დედაც არ დადის ეკლესიაში. მუშაობს. არ სცალია. ვითომ, ესაა მიზეზი?
* * * ოცდამეშვიდე წელი
უფროსი ბავშვი ჰყავს მხოლოდ. ოჯახში კიდევ დედა და მეუღლეა. ოჯახი ისევ რჩენას ითხოვს. ოთხით დადის სამსახურში, სახლში კი ორით ბრუნდება. ოთხით არ მოჰყავთ. სამსახურში ბენზინს უფრთხილდებიან ან კიდევ, უბრალოდ, ახალგაზრდაა და ყველაფერს აიტანსო, ფიქრობენ. თანამდებობა - ურიგო არ აქვს. იმსახურებს ოთხით მოსვლას სახლში.
* * * მეოთხე წელი
მამა ჩამოვიდა. ერთი თვე გასტანა ოჯახურმა მყუდროებამ. მამა გარდაიცვალა.
* * * ოცდამეექვსე წელი
ოცდაათი წელი იყო ოთხი წლის უკან. და თითქოს არაფერი შეცვლილა. მხოლოდ წლები მოაკლდა, ბორბალი კი წაღმა ტრიალებს. სამსახური შეიცვალა. უნდა რომ ოჯახს მეტი დრო დაუთმოს. საერთოდ ვერ იცლის მისთვის.
* * * მეხუთე წელი
უკევ ეზოში თამაშობს დამოუკიდებლად. ამხანაგები შეიძინა. სამეზობლოში რუსები მრავლად ყავს. უკვე დედის ოჯახში ცხოვრობდა, მამის სურათთან ერთად. დედამ ვერ გაუძლო დედამთილის ”ყვავობას” და გადაწყვიტა საკუთარ კერას დაბრუნებოდა მეუღლის მოგონებებთან ერთად.
* * * ოცდამეხუთე წელი
დეპრესია დასჩემდა. გაუთავებლად ჩხუბობდა და რაღაცით უკმაყოფილო იყო. სხვას არ ეჩოდა, მხოლოდ საკუთარი თავის კრიტიკით იყო დაკავებული. ეს ის პერიოდია, როცა საფინანსო პოლიცია საკუთარი მოღვაწეობის მიღწევებს ითვლიდა. ახსოვს, თუ როგორ მოჰყავდათ გამწარებული მეწარმეები და აჯარიმებდნენ, ერთი ხელჩანთის გამო, ორი ან სამი ათას ლარად. მისი ფირმა კი საჯარიმო პლაცდარმად იქცა. იყო წეწვა-გლეჯა, ხელჩანთის დაწვა, სახელმწიფო ჩინოვნიკების მისამართით დედის გინება და წყევლა. ახსოვს, ერთმა გაუბედურებულმა მამაკაცმა თუ როგორ გადაისხა ბენზინი და თავის დაწვა სცადა. ახსოვს აგრეთვე ის ქრთამები, რომლესაც ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ იჯიბავდა ინსპექტორი. ახსოვს მზის სრული დაბნელებაც, რომელიც ზაფხულში მოხდა. აცივდა უცებ საშინლად.
* * *
მეექვსე წელი
დედამ სკოლაში წაიყვანა. დარიგებას აძლევდა დედა. ჰპირდებოდა, რომ მარტო არასოდეს დატოვებდა მას. სკოლაში მამის პატარა სურათით წავიდა. პირველი ლექსი, სკოლაში საჯაროდ წარმოთქმული, ”ვეფხისტყაოსნიდან” იყო.
* * *
ოცდამეოთხე წელი
ჰოროსკოპით მისი წელი იყო. სამშობლოს მორიგი განსაცდელის წელი დაუდგა. არჩევანის წინაშე დადგა. სახლიდან არ გასულა. ტელევიზორს უცქერდა. აგინებდა წინა და მოსასვლელად გამზადებულ მთავრობას. მეუღლემ ჰკითხა: - რას ფიქრობ, რა მოხდება? - ღმერთი გაგვიბრაზდება და თავად ღვთისმშობელიც! უფრო მეტს დავკარგავთ, ვიდრე შევიძენთ! პირველი ბიჭიც გაჩნდა.
* * *
მეშვიდე წელი
ის ოქტომბრელი გახდა. ამაყობდა, გულზე ვასკვლავში მოქცეული ლენინით! მას მეხსიერებაში ჩარჩა პირველი ”პირველი მაისი”, „პარადი“ - პირველი სადღესასწაულო ზეიმი. უხაროდა ყველაფერი. ქალაქი ლამაზი იყო. გაუხარდა პირველად წითლად შეღებილი კვერცხი. უხაროდა რადგან ამ წითელი კვერცხებით ის თამაშობდა და სხვა მრავალ კვერცხს იგებდა. ეზოში უძლიერესი მოთამაშე იყო კვერცხებში. პირველი გულისწყრომაც ამ წელს მოხდა. მასწავლებლის საყვედური და ნაიარევად დარჩენილი სახაზავის კვალი გაწითლებულ ხელებზე.
* * * ოცდამესამე წელი
დაოჯახდა. ჩვიდმეტი წლის გოგონა ”მოატყუა”, მაგრამ თუ ასე ვიტყვით, მაშინ თვითონაც მოტყუვდა. რატო? - ორივეს უყვარდათ ერთმანეთი. ჯვრისწერამ შესანიშნავად ჩაიარა. აქ გუმბათს შეჰყურებდა გამალებით ისევ. ღმერთი იპოვა... ღმერთი მწამს! - წარმოსთქვა დამაჯერებლად. დედა იმ წელს დაავადდა.
* * * მერვე წელი
ინერტული წელი აღმოჩნდა. ჩვეული რიტმით, მწყობრი ნაბიჯებით მიჰყვებოდა კომუნისტურ ნაბიჯებს. ერთი საინტერესო ამბავი მოხდა მხოლოდ, მეზობელმა, სისინა და კომუნისტური რეჟიმის უბადლო მოყვარულმა, რომელიც ასე ორმოცაათი წლისა იქნებოდა, ბრალი დასდო მეზობლის პატარა ბიჭს მისი კუთვნილი ნივთის მოპარვაში, რომელსაც ეზოში მდებარე საკუჭნაოში ინახავდა. და არც მეტი, არც ნაკლები, - მილიციაში დაასმინა. ბიჭი რვა წლის იყო.... დაიჭირეს პატარა და ერთი კვირით გამოკეტეს კოლონიაში.
* * * ოცდამეორე წელი
არაფრით ჩამოუვარდება ეს წელი მერვე წელს, რადგან ის ქალი უკვე სამოცდაოთხი წლისაა. შეცვლილა... აღარავის იჭერს და ასმენს, სამაგიეროდ წყევლის უმისამართოდ ყველას.
* * * მეცხრე წელი
პიონერული ფიცი დადო მეორე მსოფლიო ომში დაღუპლთა მემორიალთან. უხაროდა, რადგან პირველად გაუცდა გაკვეთილები. ტელევიზორშიც სცნობდა გორბაჩოვის თავზე ”ტყირპს” და ზვიადის სახეს. მეცხრე წელს აღარ ეშინოდა წითელი კვერცხის, არც ყელსახვევის მოხსნამ შეაშინა საჯაროდ სკოლის ეზოში. სკოლის ეზო წითელმა ფერმა შეღება. მალე რუსთაველის გამზირიც წითლად შეიღება. ჯვარი აღიმართა საქართველოს თავზე!
* * * ოცდამეერთე წელი
უშუქობის ხანა ეწვია სამშობლოს, ჩებნელებულ ქალაქში უყვარდა სიარული მარტოსულ ჭაბუკს. დაიხეტებოდა, ზღვის პირს მადლობას უხდიდა, რადგან საათობით მომზირალს ზღვა მისი ცქერით არ იღლებოდა. შეუყვარდა მზეც. პატივს სცემდა ჩასავლისას მის სილამაზეს. ყოველ საღამოს ზღვას შესთხოცდა: - მზე ფიალა შენთვის და შეავსეო ის ჩემთვის! დრომ თავისი ისრები, მისი სიყვარულისთვის მომართა...
* * * მეათე წელი.
პირველი ევროპის ჩემპიონატი წყალსათხილამურო სპორტში. სამშობლო ზეიმობს დამოუკიდებლობას!
* * * მეოცე წელი
გავიდა ორი წელი რაც სამსახური დაიწყო. დედაც ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს. უხარია! სამწუხარო ამბავი მოხდა წელს. თბილისს მივლინებული პორტის უფროსი მოწამლეს, რამაც განაპირობა მისი სიკვდილი. დაკრძალვაზე ქალაქი სტუმრებს უცხოეთიდანაც ღებულობდა. სახელმწიფოს ხელბორკილები აუხსნა ამ ადამიანის გარდაცვალებამ. სწრაფვა და მიზანი პორტის გასხვისებასთან დაკავშირებით რეალობად იქცა. წყევლა მეზობლისა, ადამიანებთან ერთად სამშობლოსაც აუხდა.
* * * მეთერთმეტე წელი
ისევ წელი, რომელმაც მორიგი იმედები გაუცრუა. - უყვარს ბიჭს და რა ქნას?
* * *
მეცხრამეტე წელი
ქალაქში მხედრიონი გამოჩნდა. ქობალია და ზვიადიც ჩამოვიდნენ სამეგრელოში. ახსოვს, თუ როგორ შემოიჭრნენ ქალაქში მხედრიონელები კამაზისა და ურალის ტიპის სატვირთო ავტომანქანებით. ჩამოწერილი სიებით შემოიარეს ქალაქის მიმდებარე ტერიტორია. ყოველი ხაზგასმა ფურცელზე ნიშნავდა ნივთების შემოწყობას სატვირთო ავტომანქანებზე. წავიდნენ. ქალაქი გაძარცვეს. პორტს ხელი ვერ ახლეს. უფროსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
* * * მეთორმეტე წელი.
რუსულ ფულსა და კუპონს ეტრფოდა პატარა ბიჭი. პურის რიგში ადგილის მოსაკავებლად, ქალაქის ერთადერთ საცხობში, დილის ცხრა საათზე მიდიოდა. საწყალს ვერც კი ამჩნევდნენ. პატარა იყო ტანად. მხოლოდ თექვსმეტი წლისამ აიყარა ტანი. ისე, ეხმარებოდა რიგის გარღვევაში ტანდაბლობა. გამოღებულ პატარა ჩარჩომდე მიაღწევდა თუ არა, თავისი მჩატე ტანის მოძრაობითა და მკვირცხლობით შეძვრებოდა ამ ჩარჩოში და კომბინატის შიდა სამზარეულოში ამოყოფდა თავს. იქიდან კი გამოსვლას არ ჩქარობდა. მოსწონდა პროცესი მუშაობისა. განსაკუთრებული ინტერესით კონვეირს უმზერდა, რომელსაც ცხელ-ცხელი პურები გამოჰქონდა. სამეზობლოში, თითქმი ყველასთვის მოჰქონდა პური, გარდა ერთი მეზობლის ქალისა.
* * * მეთვრამეტე წელი
უკვე სტუდენტია. პირველად იყო „პლანის“ ზემოქმედების ქვეშ. მოეწონა უაზრო ხარხარი. თუმცა იმავე წელს დაანება თავი მოეწვას.
* * * მეცამეტე წელი
წარჩინებულთა დაფაზე მოხვდა. პირველად დაიმსახურა დედისგან ქება.
* * * მეჩვიდმეტე წელი
გახდა სტუდკავშირის თავმჯდომარე. და რა მოიგო მერე ამით? უბრალოდ, ხელში სტუდენთა ჩათვლის წიგნაკების დასტა ერგო... და სირბილი კათედრიდან კათედრაზე.
* * * მეთოთხმეტე წელი
სამოქალაქო ომი.
* * *
მეთექვსმეტე წელი.
ბოლო ზარი. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბებო გარდაიცვალა. ინსტიტუტში ჩააბარა. ღელავენ მშობელი და ნათესავები... პირველი ზარი.... ეკლესიიდან დაირეკა მისთვის! პირველი მოძღვარი. პირველი აღსარება. პირველი ზიარება.
* * * მეთხუთმეტე წლები.
მივიღეთ ბალანსი!
* * * ოცდამეცხრე წელი.
ჰაერი დაბინძურებულია. ოზონი გახვრეტილი. განვაგრძობთ მაზოხისტობას. სათამაშოები პლასტმასურ-ელექტრონულია. მეზობლის დედაბერი ისევ იწყევლება. უბრალოდ მორჩეს წყევლას! გუშინ სამსახურიდან გაათავისუფლეს. აღარ მუშაობს. დღეს მაინც გამოცხადდა სამსახურში. შემდეგ ეკლესიაში წავა. ილოცებს. ეკლესიიდან გამოსული მაღაზიაში გაივლის, ოჯახისთვის სარჩოს იყიდის, მაგრამ...
კრიზისია ყველაფრის!!!
13.01.2009 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. რაღაცნაირად სხვანაირია. . . ალბათ ყველას თავისი წერის სტილი აქვს, მაგრამ სათქმელს რომ ამბობ, ამ აზრების ლაბირინთებში, ეს მომწონს ძალიან ! :) რაღაცნაირად სხვანაირია. . . ალბათ ყველას თავისი წერის სტილი აქვს, მაგრამ სათქმელს რომ ამბობ, ამ აზრების ლაბირინთებში, ეს მომწონს ძალიან ! :)
21. "კრიზისია ყველაფრის!!!" ვფიქრობ ეს უკანასკენლი ფრაზა ამბობს ყველაფერს...
ძალიან მომეწონა, ორიგინალური და საინტერესო ნაწერია, გისურვებ წარმატებებს!:) "კრიზისია ყველაფრის!!!" ვფიქრობ ეს უკანასკენლი ფრაზა ამბობს ყველაფერს...
ძალიან მომეწონა, ორიგინალური და საინტერესო ნაწერია, გისურვებ წარმატებებს!:)
20. კარგია მეგობაროოო... ;)
კარგია მეგობაროოო... ;)
19. გიო, არც ვიცი, რა დაგიწერო... გუშინ წავიკითხე და... კომენტარი გადავდე.... იმდენად საინტერესოა ფორმითაც და შინაარსითაც და თავიდან ჩანაფიქრიც! :) მოკლედ, თვალსა და ხელს შუა იზრდები, როგორც მწერალი და... აი, ახლაც სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვე.დახვეწილი წინადადება...სახე დაწურული და დაუვიწყარი... მოკლედ,... და წყობა? ეს ურთიერთშემხვედრი დრო!!! ამ მიგნებით პირდაპირ აღფრთოვანბული დავრჩი! გილოცავ, მეგობარო! გულწრფელად გამახარა შენმა წარმატებამ! :) გიო, არც ვიცი, რა დაგიწერო... გუშინ წავიკითხე და... კომენტარი გადავდე.... იმდენად საინტერესოა ფორმითაც და შინაარსითაც და თავიდან ჩანაფიქრიც! :) მოკლედ, თვალსა და ხელს შუა იზრდები, როგორც მწერალი და... აი, ახლაც სასიამოვნოდ გაოცებული დამტოვე.დახვეწილი წინადადება...სახე დაწურული და დაუვიწყარი... მოკლედ,... და წყობა? ეს ურთიერთშემხვედრი დრო!!! ამ მიგნებით პირდაპირ აღფრთოვანბული დავრჩი! გილოცავ, მეგობარო! გულწრფელად გამახარა შენმა წარმატებამ! :)
17. წუხელ წავიკითხე ეს და ვიფიქრე, რომ ილტოსპირელმა ჩემი სათქმელიც თქვა. ძალიან კარგია, გიგო! წუხელ წავიკითხე ეს და ვიფიქრე, რომ ილტოსპირელმა ჩემი სათქმელიც თქვა. ძალიან კარგია, გიგო!
16. არანაირად გაწელილი,პირიქით.მონიტორზე პროზის კითხვა არ მიყვარს,მაგრამ ეს სიამოვნებით წავიკითხე.ლაკონური და სადა ნამუშევარია! არანაირად გაწელილი,პირიქით.მონიტორზე პროზის კითხვა არ მიყვარს,მაგრამ ეს სიამოვნებით წავიკითხე.ლაკონური და სადა ნამუშევარია!
15. უჰ რამდენია :-S უჰ რამდენია :-S
14. მოგიკითხე :) წლები არეულად ბალანსისთვის - კარგია
მოგიკითხე :) წლები არეულად ბალანსისთვის - კარგია
13. მომეწონა კარგი ნაწერია, თუმცა მაინც დამიტოვა შეგრძნება, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამალულია და პირიქით, უმნიშვნელოზე ცოტა ზედმეტი სიტვყვებია დახარჯული. აკუტაგავას "ცხოვრება იდიოტისა" გამახსენდა... აი ისეთი ფრაზები მოუხდებოდა ასეთ ნაწერს, მაგალითად
БРАК
На другой день после свадьбы он выговаривал жене: "Не следовало делать бесполезных расходов!" Но выговор исходил не столько от него, сколько от тетки, которая велела: "Скажи ей". Жена извинилась не только перед ним - это само собой, - но и перед теткой. Возле купленного для него вазона с бледно-желтыми нарциссами...
საერთო ჯამში კარგი მოთხრობაა, გიგო:) მომეწონა კარგი ნაწერია, თუმცა მაინც დამიტოვა შეგრძნება, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამალულია და პირიქით, უმნიშვნელოზე ცოტა ზედმეტი სიტვყვებია დახარჯული. აკუტაგავას "ცხოვრება იდიოტისა" გამახსენდა... აი ისეთი ფრაზები მოუხდებოდა ასეთ ნაწერს, მაგალითად
БРАК
На другой день после свадьбы он выговаривал жене: "Не следовало делать бесполезных расходов!" Но выговор исходил не столько от него, сколько от тетки, которая велела: "Скажи ей". Жена извинилась не только перед ним - это само собой, - но и перед теткой. Возле купленного для него вазона с бледно-желтыми нарциссами...
საერთო ჯამში კარგი მოთხრობაა, გიგო:)
12. მეთექვსმეტე წელი.
ბოლო ზარი. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბებო გარდაიცვალა. ინსტიტუტში ჩააბარა. ღელავენ მშობელი და ნათესავები... პირველი ზარი.... ეკლესიიდან დაირეკა მისთვის! პირველი მოძღვარი. პირველი აღსარება. პირველი ზიარება.
... უბრალოდ ნატქვამი სიმართლე.
მეთექვსმეტე წელი.
ბოლო ზარი. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ბებო გარდაიცვალა. ინსტიტუტში ჩააბარა. ღელავენ მშობელი და ნათესავები... პირველი ზარი.... ეკლესიიდან დაირეკა მისთვის! პირველი მოძღვარი. პირველი აღსარება. პირველი ზიარება.
... უბრალოდ ნატქვამი სიმართლე.
11. ვახხ, გიგო,, შენი სახელი არასწორად დამიწერია,, გთხოვ მაპატიო :D :D :D
უცებ-უცებ ვწერდი კომენტს და აღარ დადავხედე,, არ გეწყინოს :D
პატივისცემით, განდი. არწივი. ვახხ, გიგო,, შენი სახელი არასწორად დამიწერია,, გთხოვ მაპატიო :D :D :D
უცებ-უცებ ვწერდი კომენტს და აღარ დადავხედე,, არ გეწყინოს :D
პატივისცემით, განდი. არწივი.
10. შესანიშნავია, გოგო,, :)
ზიგზაგური სვლები ნელ-ნელა ისეთ საინტერესო ისტორიაში გითრევს, რომ სურვილია ეს თხრობა გაგრძელდეს დაუსრულებლად,, მოყვეს ახალი და ახალი ამბები,,
მე არ მომეჩვენა ნაწერი გაწელილი,,პირიქით,, ცოტა უფრო მეტის დაწერაც შეიძლებოდა,,
გიგო, მინდა მეგობრულად გადაგეხვიო,,, ბეჭზე ხელი მაგრად დაგიტყაპუნო და უბრალოდ გითხრა რომ ძმა ხარ, ,,,
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი. შესანიშნავია, გოგო,, :)
ზიგზაგური სვლები ნელ-ნელა ისეთ საინტერესო ისტორიაში გითრევს, რომ სურვილია ეს თხრობა გაგრძელდეს დაუსრულებლად,, მოყვეს ახალი და ახალი ამბები,,
მე არ მომეჩვენა ნაწერი გაწელილი,,პირიქით,, ცოტა უფრო მეტის დაწერაც შეიძლებოდა,,
გიგო, მინდა მეგობრულად გადაგეხვიო,,, ბეჭზე ხელი მაგრად დაგიტყაპუნო და უბრალოდ გითხრა რომ ძმა ხარ, ,,,
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
9. ძალიან მომეწონა გიგოო :-* ერთ მუჭში ჩატეული მთელი ცხოვრება შენი :) რა საყვარელი ბავშვი ყოფილხარ ;) ძალიან მომეწონა გიგოო :-* ერთ მუჭში ჩატეული მთელი ცხოვრება შენი :) რა საყვარელი ბავშვი ყოფილხარ ;)
8. ჩემი ღიმილები...;) ;) ჩემი ღიმილები...;) ;)
7. კარგია, გიგო... ძალიან მომწონს! 5 კარგია, გიგო... ძალიან მომწონს! 5
5. ძალიან საინტერესოა! :) ძალიან საინტერესოა! :)
4. საინტერესო თხრობაა, კარგია :) საინტერესო თხრობაა, კარგია :)
3. ზუსტად შენიეული აღქმის ნაწერია ძმა. ზუსტად ეგ ჩავდე მოთხრობაში. არ დავტვირთე, რადგან გაცილებით გაწელილი გამოვიდოდა!!! ვფიქრობ სათქმელი ჭჭეშმარიტად აისახა მოთხრობაში. ვფიქრობ ზედმეტი იქნებოდა მხატვრული მხარე მოთხრობისთვის, რადგან მაინც ისტორიულ რაკურს ესადაგება!!! უღრმესი მადლობა!!! ზუსტად შენიეული აღქმის ნაწერია ძმა. ზუსტად ეგ ჩავდე მოთხრობაში. არ დავტვირთე, რადგან გაცილებით გაწელილი გამოვიდოდა!!! ვფიქრობ სათქმელი ჭჭეშმარიტად აისახა მოთხრობაში. ვფიქრობ ზედმეტი იქნებოდა მხატვრული მხარე მოთხრობისთვის, რადგან მაინც ისტორიულ რაკურს ესადაგება!!! უღრმესი მადლობა!!!
2. ძალიან საინტერესოა. ორიგინალური კონსტრუქციისა და არქიტექტონიკის მოთხრობაა. მთელი ცხოვრებაა შიგ ჩატეული, სიტყვის დიდი ეკონომიით და მხატვრულობა მაინც შენარჩუნებულია, ყოჩაღ, ძმაო! ძალიან საინტერესოა. ორიგინალური კონსტრუქციისა და არქიტექტონიკის მოთხრობაა. მთელი ცხოვრებაა შიგ ჩატეული, სიტყვის დიდი ეკონომიით და მხატვრულობა მაინც შენარჩუნებულია, ყოჩაღ, ძმაო!
1. იდეა საინტერესოა.განხორციელეაში დამაკლდა ცოტა.უფროზუსტი და როგორ ვთქვა კარგი და მოკლე-''გარტყმები'' აჯობებდა ალბათ. გაწელილია თხრობა ცოტა:) იდეა საინტერესოა.განხორციელეაში დამაკლდა ცოტა.უფროზუსტი და როგორ ვთქვა კარგი და მოკლე-``გარტყმები`` აჯობებდა ალბათ. გაწელილია თხრობა ცოტა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|