ვინ მოიყვანა ეს გაზაფხული, თუ ასე მალე დაზამთრდებოდა, ვინ მოისურვა ეს ყოველივე, ვის ჰქონდა ნეტავ ამის მცდელობა, შენ არ მოხვედი, მაგრამ სურვილი, სულმოუთმენლად დღემდე გელოდა, ღიღილოები მაინც ყვავდება, მოდის მაისიც ვარდებით ჩემთვის და მოგონებებს რჩება იქიდან, ველურ ვარდების სურნელი სევდით ქარი ატოკებს ტოტებს მსუბუქად და ძველი სევდა ფაქიზად ერთვის.
იცის ქარებმა თავმობეზრება, ამ დროს ამინდიც იცვლება ხშირად მთები კი დგანან უძრავად ისევ და არ ნაღვლობენ დროის ცვალებას ორბების მართვე თავზე დაჰბრუნავთ და შეჰხარიან მათ სიდიადეს მზე კი უცინის ყოველდღე ყინვებს, მაგრამ მოსჩანან მზესთან მწყრალებად. შენ კი ნაწვიმარ ცაზე მოსული ვით ცისარრტყელა გაიკიაფებ ისე რომ სტოვებ დიად სივრცეში მაც შენ სიმცირეს და სიიაფეს.