ნინო დარბაისელი
საპნის კორონაცია - - - - -
ცნობაა გულმოსაფონი, “კორონას შველის საპონი”; საპნის იმედად არიან ბერნი თუ უასაკონი. არა საფარი, საფენი, საპოხი ანდა საპობი, არამედ, ჩქარა, საპონი! აბა, საპონი, საპონი! არც საჭმელი და საბნები, საპონი გვინდა, საპნები, საპნები ნაირ-ნაირი, ცხვირ-პირის სალაპლაპონი! ამასობაში საპონი, საპონი გახდა საპოვნი! - - -
P.S. მინაწერი მხოლოდ პოეტებისთვის
ჩვენ ჩვენი უნდა ვეძიოთ მღვრიეში სავალ-საფონი, გამოდით საპნის საქებად, ხართ შოთანი თუ საფონი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. რა კარგი ამბებია აქ, კომენტარებში ! იუმორი გადაარჩენს სამყაროს!...
რა კარგი ამბებია აქ, კომენტარებში ! იუმორი გადაარჩენს სამყაროს!...
16. ხელს საპონი უხვად უსვი, არ შეგეყრება ვირუსი ...
ხელს საპონი უხვად უსვი, არ შეგეყრება ვირუსი ...
15. თუ გაცივდით, ან გრიპი გაქვთ, პოეტებო, წამლებს ნუ სვამთ! როგორც კი დაგაცემინებთ, ცხვირში საპონს გამოისვამთ!
თუ გაცივდით, ან გრიპი გაქვთ, პოეტებო, წამლებს ნუ სვამთ! როგორც კი დაგაცემინებთ, ცხვირში საპონს გამოისვამთ!
14. კარგი გამოწვევაა
ზოგადად კი იმედია გვეშველება და გადავრჩებით :) კარგი გამოწვევაა
ზოგადად კი იმედია გვეშველება და გადავრჩებით :)
13. აზრი არ აქვს აქ ლაპარაკს ავაქაფებთ ურაკპარაკს. კარგი იქნება დეზინფექცია სანამ კორონა შემოგვესია. მიწაზე დავაფურთხე და შუბლზე წავისვი ეს მოთელვაა საკონკურსო ლექსი ხვალამდე დაიცდის... აზრი არ აქვს აქ ლაპარაკს ავაქაფებთ ურაკპარაკს. კარგი იქნება დეზინფექცია სანამ კორონა შემოგვესია. მიწაზე დავაფურთხე და შუბლზე წავისვი ეს მოთელვაა საკონკურსო ლექსი ხვალამდე დაიცდის...
12. საღამოს შემოგიერთდები)) ყველაფერი წინაა, ჯერ) საღამოს შემოგიერთდები)) ყველაფერი წინაა, ჯერ)
11. "ირაკლი, ჩელენჯს არ ელოდები, როგორც ვატყობ))" - პირიქით, ფაქტიურად დავწინაურდი კიდეც :))) "ირაკლი, ჩელენჯს არ ელოდები, როგორც ვატყობ))" - პირიქით, ფაქტიურად დავწინაურდი კიდეც :)))
10. ირაკლი, ჩელენჯს არ ელოდები, როგორც ვატყობ)) ირაკლი, ჩელენჯს არ ელოდები, როგორც ვატყობ))
9. საფრთხე ტოლია ნულისა, კაცზე ხელგასაპნულისა... (ანდაზა) საფრთხე ტოლია ნულისა, კაცზე ხელგასაპნულისა... (ანდაზა)
8. + 1 ხმა საპნის ჩელენჯს)) ქალბატონო ნინო, თქვენი მუხტი აკლია აქაურობას, გამოგვაცოცხლეთ)) + 1 ხმა საპნის ჩელენჯს)) ქალბატონო ნინო, თქვენი მუხტი აკლია აქაურობას, გამოგვაცოცხლეთ))
7. მუხა , მადლობა ფინქ ფლოიდ, მაგარი აზრია! მუხა , მადლობა ფინქ ფლოიდ, მაგარი აზრია!
6. მAვენიერია! მAვენიერია!
5. ქალბატონო ნინო, აქანდაზის შემდეგ საპნის ჩელენჯს ხომ არ წამოიწყებდით? ოღონდ უბრალოდ ჩელენჯი, გამარჯვებულის გარეშე ქალბატონო ნინო, აქანდაზის შემდეგ საპნის ჩელენჯს ხომ არ წამოიწყებდით? ოღონდ უბრალოდ ჩელენჯი, გამარჯვებულის გარეშე
4. წუთისოფელი ასეა, ბევრჯერ ნაწყევლი, ნაქები, ზოგს - ეჯავრება ნისია, მისია აფთიაქები.
ზოგს ზუთხი, თართი, ბოზბაში, კერძნი სალუარსაბონი, თავზე გადასდის, მაგრამ რა! არ ეძევება საპონი!
ზოგს პური მონატრებია, რა ესაპნება ნეტავი. წვეთ წყალსაც არ ჩამოუგდებს ონიანი დაუკეტავი...
ზოგს თურმე საპნის ხსენება არად არ გაეგონება, რომ მოკლა, ტანს არ დაიბანს, ქონი ჰგონია ქონება.
ზოგს სცივა, მოლანდებია ძილშიაც კაი საბნები. მარტოკა ვის რას უშველი, მთლადაც თუ გაისაპნები.
წუთისოფელი ასეა, ბევრჯერ ნაწყევლი, ნაქები, ზოგს - ეჯავრება ნისია, მისია აფთიაქები.
ზოგს ზუთხი, თართი, ბოზბაში, კერძნი სალუარსაბონი, თავზე გადასდის, მაგრამ რა! არ ეძევება საპონი!
ზოგს პური მონატრებია, რა ესაპნება ნეტავი. წვეთ წყალსაც არ ჩამოუგდებს ონიანი დაუკეტავი...
ზოგს თურმე საპნის ხსენება არად არ გაეგონება, რომ მოკლა, ტანს არ დაიბანს, ქონი ჰგონია ქონება.
ზოგს სცივა, მოლანდებია ძილშიაც კაი საბნები. მარტოკა ვის რას უშველი, მთლადაც თუ გაისაპნები.
3. ვანანო, მადლობა!
ირაკლი, ყოჩაღ! ვანანო, მადლობა!
ირაკლი, ყოჩაღ!
2. ბოლომ დააგვირგვინა:) ბოლომ დააგვირგვინა:)
1. მომწონს ასეთი ლექსები საწამლ - სააფთიაქონი. კითხვა მაქვს: თუ გამოდგება საპონი სხვისი ნაქონი? მომწონს ასეთი ლექსები საწამლ - სააფთიაქონი. კითხვა მაქვს: თუ გამოდგება საპონი სხვისი ნაქონი?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|