 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პოეზია 24 მარტი, 2020 |
მინდოდა შენთვის მეთქვა რომ მინდიხარ, მაგრამ ნდომა მხოლოდ ჭამისა და გართობისა იყო, მინდოდა შენთვის მეთქვა რომ მიყვარხარ....მაგრამ ამ ეპოქაში სიყვარული არ არსებობდა მინდოდა მეთქვა რომ მომწონხარ, მაგრამ ....ადამიანებს მხოლოდ ტელეფონის ახალი მოდელები მოსწონდათ კიდევ მინდოდა მეთქვა რომ მენატრები!... მაგრამ მაგრამ მან არ იცოდა რა იყო მონატრება, ის ერთჯერადი და სწრაფად ცვლადი დღეების შვილი იყო ოჰ... როგორ მინდოდა მეთქვა წვიმაში ვისეირნოთ მეთქი მაგრამ წვიმა რადიაქტიური იყო, შხამიანი, (ის ასე ამბობდა) და გულგრილობის ზონტის ქვეშ ემალებოდა და ცას, რომელსაც ასე ვთხოვდი, ავხედოთ მეთქი ..რუხი ღრუბლები ფარავენო ................. ვარსკვლავების ნახვას ვთავაზობდი, თუ როგორ იქცევიან ისინი მტვრად და მერე მტვერი--ისევ ვარსკვლავებად...არაო ამდენი დრო არ მაქვსო მინდოდა მეთქვა რაღაც თბილი, რაღაც რომანტიული მაგრამ , რომანტიკა, როგორც მცნება, განმარტებითი ლექსიკონიდან იყო ამოღებული... მინდოდა მეთქვა მოდი ახლოს, მაგრამ ახლოს ყოფნა მხოლოდ სექსს ნიშნავდა , პროცესს, ერთჯერადი შპრიცის ავსებას და დაცლას, მერე კი მის მოსროლას , დავიწყების ნაგავსაყრელზე, დიახ. დიახ, ეს სიტყვები არსებობდა, მაგრამ არ არსებობდა დანარჩენი
ს.ნ. 2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. სათაური ბევრად მიმზიდველი იყო, თუ არ მიწყენთ +3 სათაური ბევრად მიმზიდველი იყო, თუ არ მიწყენთ +3
7. პირველი ნაწილი მომეწონა, მეორე არა და რატომ?
1.ლიფტში შესვლის შიში, სიმაღლის შიში, ხიდზე გავლის შიში, თვითმფრინავში ჩაჯდომის და სხვა შიშები, თუ აქვს ადამიანს, არ შეიძლება-"ჩერჩეტი" - ვუწოდოთ, რადგან მეცნიერულად დასაბუთებულია რომ ეს არის Fობიით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც ფსიქოლოგიური დახმარების შედეგად , შესაძლებელია სრულიად განთავისუფლდეს Fობიისაგან.
2. "რომანტიკა, როგორც " მცნება " არ არის სწორი.
სწორია-რომანტიკა, როგორც ცნება, განმარტებით ლექსიკონიდან იყო ამოღებული.
ისე მე არ ვიცი ზუსტად რა წერია ლექსიკონში , "რომანტიკა"ს შესახებ, მაგრამ შენ ჩემზე უკეთესად იცი,რომ რომანტიკა არის ადამიანებს შორის ჰარმონია, ვნება, დიდი სიყვარული თავისი ემოციით,
მიხარია რომ გხედავ, მოგიკითხე.
პირველი ნაწილი მომეწონა, მეორე არა და რატომ?

6. მშვენიალური!:) მოგიკითხე,მეგობარო! მშვენიალური!:) მოგიკითხე,მეგობარო!
5. საინტერესოა:) საინტერესოა:)
4. სათაური უკეთესი სათაური უკეთესი
1. ძალიან იმოქმედა...სატკივარია,დღეს,ეს.
55555555 ძალიან იმოქმედა...სატკივარია,დღეს,ეს.
55555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|